ყირიმში, ბელბაკში რუსმა სამხედროებმა ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის თითქმის მთელი შენობა დაიკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
"რუსები აქ სამი დღის წინ მოვიდნენ. დღეს დაცვას ხმოვანი ყუმბარების სროლა დაუწყეს. ჯერ იარაღის ჩაბარება გვიბრძანეს, რაზეც უარი მიიღეს. შემდეგ კი ხმოვანი ყუმბარები დაგვიშინეს. ხელთ იგდეს იარაღი. მაგრამ ჩვენ ვერ ვუპასუხეთ, რადგან არ გვქონდა შესაბამისი ბრძანება", - განაცხადა ერთ-ერთმა სამხედრომ რომან ბერეგავოიმ.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ამ დროისთვის მხოლოდ შენობის ადმინისტრაციულ ნაწილსა და დროშას იცავენ.
მომზადებულია pravda.com.ua-ს მიხედვით.