პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარედ ლეტო, ბრედლი კუპერი და მაიკლ ფასბენდერი "ოსკარის"ცერემონიაზე დედებთან ერთად მივლენ
ჯარედ ლეტო, ბრედლი კუპერი და მაიკლ ფასბენდერი "ოსკარის"ცერემონიაზე დედებთან ერთად მივლენ

მსა­ხი­ო­ბე­ბი ჯა­რედ ლეტო, ბრედ­ლი კუ­პე­რი და მა­იკლ ფას­ბენ­დე­რი "ოს­კა­რის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დე­დებ­თან ერ­თად მივ­ლენ.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ვაჟს რომ ახ­ლდეს, მა­იკლ ფას­ბენ­დე­რის დედა ირ­ლან­დი­ი­დან ლოს-ან­ჯე­ლეს­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩაფ­რინ­დე­ბა. ბოლო თვე­ებ­ში მსა­ხი­ობს მო­დელ მა­და­ლი­ნა გე­ნე­ას­თან ხე­და­ვენ, მაგ­რამ ფას­ბენ­დერ­მა ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მის­ვლა დე­დას­თან ერ­თად ამ­ჯო­ბი­ნა.

ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა ფილმ "ამე­რი­კუ­ლი აფე­რას" ვარ­სკვლავ ბრედ­ლი კუ­პერ­თან. მსა­ხი­ო­ბი ერთი წე­ლია 22 წლის ბრი­ტა­ნელ მო­დელ სი­უ­კი უო­ტერ­ჰა­უსს ხვდე­ბა. მსა­ხი­ობს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არა­ერთ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­უ­პა­ტი­ჟე­ბია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დე­დის - გლო­რი­ას წაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა.

მსა­ხი­ობ­სა და ჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის წევრ ჯა­რედ ლე­ტოს დედა კონ­სტან­სას­თან და ძმა შე­ნონ­თან ყო­ველ­თვის მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. სწო­რედ ისი­ნი აირ­ჩია "და­ლა­სის მყიდ­ველ­თა კლუ­ბის" ვარ­სკვლავ­მა ცე­რე­მო­ნი­ა­ზე თან­მხლებ პი­რე­ბად.

მსა­ხი­ობ­მა instagram-ზე ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც მა­შინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც მსა­ხი­ობ­მა დე­დას ეს სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი უთხრა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია exposay.com-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ჯარედ ლეტო, ბრედლი კუპერი და მაიკლ ფასბენდერი "ოსკარის"ცერემონიაზე დედებთან ერთად მივლენ

ჯარედ ლეტო, ბრედლი კუპერი და მაიკლ ფასბენდერი "ოსკარის"ცერემონიაზე დედებთან ერთად მივლენ

მსახიობები ჯარედ ლეტო, ბრედლი კუპერი და მაიკლ ფასბენდერი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე დედებთან ერთად მივლენ.

ცერემონიაზე ვაჟს რომ ახლდეს, მაიკლ ფასბენდერის დედა ირლანდიიდან ლოს-ანჯელესში სპეციალურად ჩაფრინდება. ბოლო თვეებში მსახიობს მოდელ მადალინა გენეასთან ხედავენ, მაგრამ ფასბენდერმა ცერემონიაზე მისვლა დედასთან ერთად ამჯობინა.

ანალოგიური სიტუაციაა ფილმ "ამერიკული აფერას" ვარსკვლავ ბრედლი კუპერთან. მსახიობი ერთი წელია 22 წლის ბრიტანელ მოდელ სიუკი უოტერჰაუსს ხვდება. მსახიობს შეყვარებული არაერთ ცერემონიაზე დაუპატიჟებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიაზე დედის - გლორიას წაყვანა გადაწყვიტა.

მსახიობსა და ჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის წევრ ჯარედ ლეტოს დედა კონსტანსასთან და ძმა შენონთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ ისინი აირჩია "დალასის მყიდველთა კლუბის" ვარსკვლავმა ცერემონიაზე თანმხლებ პირებად.

მსახიობმა instagram-ზე ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც მაშინ არის გადაღებული, როდესაც მსახიობმა დედას ეს სასიხარულო ამბავი უთხრა.

მომზადებულია exposay.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება