პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 150 სამხედროს გააგზავნის
საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 150 სამხედროს გააგზავნის

სა­ქარ­თვე­ლო მო­რა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნევს, ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ა­ში 150 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გა­აგ­ზავ­ნოს. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ფრანც პრეს­თან" სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მი­სი­ა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბას კი არ ისა­ხავს მიზ­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც არის.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრი­ბუ­ცია მიზ­ნად ისა­ხავს საფ­რან­გე­თი­სა და აფ­რი­კის კავ­ში­რის ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­დაც რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა კრი­ტი­კულ ზღვარს აღ­წევს, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი წვლი­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის მი­სი­ა­ში და ასე­ვე პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია აფ­რი­კა­ში.

ამას­თან, ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­უ­ბა­რი იყო 600 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე, თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის მე­თა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა 800-დან 1000-მდე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იქ­ნე­ბა. ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა კი მო­მა­ვალ კვი­რა­ში, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა.

ოპე­რა­ცი­ის მე­თა­უ­რის, ფრან­გი გე­ნერ­ლის ფი­ლიპ პონ­ტი­ეს გან­ცხა­დე­ბით, ჯა­რე­ბის პირ­ვე­ლი გა­დას­რო­ლა მარ­ტის და­სა­წყის­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. საფ­რან­გე­თის მე­თა­უ­რო­ბით სამ­ხედ­რო ძალა სრულ მზად­ყოფ­ნა­ში აპ­რი­ლის ბო­ლოს იქ­ნე­ბა, რო­დე­საც მი­სი­ის 4-6 თვი­ა­ნი მან­და­ტი და­ი­წყე­ბა.

მი­სი­ის მი­ზა­ნი ბან­გის აე­რო­პორ­ტში და ახლო მდე­ბა­რე ორ რა­ი­ონ­ში "უსაფრ­თხო თავ­შე­სა­ფა­რის" შექ­მნაა, რათა ლტოლ­ვი­ლებს დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ. აე­რო­პორ­ტის მახ­ლობ­ლად მუს­ლი­მებ­სა და ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი 100 000 ადა­მი­ა­ნი უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მი­სი­ა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნას ძი­რი­თა­დად ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი გეგ­მა­ვენ, მათ შო­რის პო­ლო­ნე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია და რუ­მი­ნე­თი. სა­უ­ბა­რია პორ­ტუ­გა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ზეც.

ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი და მათ და­სახ­მა­რებ­ლად საფ­რან­გეთ­მა ყო­ფილ კო­ლო­ნი­ა­ში უკვე გა­აგ­ზავ­ნა 2000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, რომ­ლე­ბიც აფ­რი­კის კავ­ში­რის 6 000 სამ­შვი­დო­ბოს უწე­ვენ დახ­მა­რე­ბას.

"ჩვენ ევ­რო­კავ­ში­რის და ნა­ტოს მო­მა­ვა­ლი წევ­რე­ბი ვართ, ამ­გვა­რად, ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნებ­თან გვა­კავ­ში­რებს," გან­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და უმ­ცი­რე­სო­ბამ ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა.

სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის წევ­რი ქვე­ყა­ნაა, ევ­რო­კავ­ში­რის მა­ლის მი­სი­ა­ში, სამ­ხედ­რო წვრთნის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად რა­მო­დე­ნი­მე ოფი­ცე­რის გაგ­ზავ­ნა­საც გეგ­მავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 150 სამხედროს გააგზავნის

საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 150 სამხედროს გააგზავნის

საქართველო მორალურ ვალდებულებად მიიჩნევს, ევროკავშირის მისიაში 150 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნოს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანც პრესთან" საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მისიაში წვლილის შეტანა მხოლოდ ევროკავშირის დახმარებას კი არ ისახავს მიზნად, საქართველოსთვის ეს მორალური ვალდებულებაც არის.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს კონტრიბუცია მიზნად ისახავს საფრანგეთისა და აფრიკის კავშირის ძალების დახმარებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ქვეყნის პირველი წვლილი იქნება ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიაში და ასევე პირველი ოპერაცია აფრიკაში.

ამასთან, ალასანიას განცხადებით, თავდაპირველად საუბარი იყო 600 სამხედრო მოსამსახურეზე, თუმცა ოპერაციის მეთაურმა განაცხადა, რომ მისიის შემადგენლობა 800-დან 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე იქნება. ზუსტი რაოდენობა კი მომავალ კვირაში, მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა.

ოპერაციის მეთაურის, ფრანგი გენერლის ფილიპ პონტიეს განცხადებით, ჯარების პირველი გადასროლა მარტის დასაწყისში უნდა განხორციელდეს. საფრანგეთის მეთაურობით სამხედრო ძალა სრულ მზადყოფნაში აპრილის ბოლოს იქნება, როდესაც მისიის 4-6 თვიანი მანდატი დაიწყება.

მისიის მიზანი ბანგის აეროპორტში და ახლო მდებარე ორ რაიონში "უსაფრთხო თავშესაფარის" შექმნაა, რათა ლტოლვილებს დაბრუნების საშუალება მიეცეთ. აეროპორტის მახლობლად მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებული 100 000 ადამიანი უმძიმეს პირობებში იმყოფება.

მისიაში წვლილის შეტანას ძირითადად ევროპის ქვეყნები გეგმავენ, მათ შორის პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და რუმინეთი. საუბარია პორტუგალიასა და ესპანეთზეც.

ქვეყანაში თითქმის მილიონი ადამიანია იძულებით გადაადგილებული და მათ დასახმარებლად საფრანგეთმა ყოფილ კოლონიაში უკვე გააგზავნა 2000 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც აფრიკის კავშირის 6 000 სამშვიდობოს უწევენ დახმარებას.

"ჩვენ ევროკავშირის და ნატოს მომავალი წევრები ვართ, ამგვარად, ჩვენი გადაწყვეტილება იმ საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რომელიც ამ ქვეყნებთან გვაკავშირებს," განცხადა ირაკლი ალასანიამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ და უმცირესობამ ერთხმად დაამტკიცა.

საქართველო, რომელიც უკრაინასთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანაა, ევროკავშირის მალის მისიაში, სამხედრო წვრთნის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამოდენიმე ოფიცერის გაგზავნასაც გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე