ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს და შექმნილი დაძაბული ფონი შეამციროს, - ამის შესახებ "ნიუსლენდი" იუწყება.
"ჩვენ შევიკრიბეთ საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ამ სუვერენული სახელმწიფოს მისამართით პრეზიდენტ პუტინის მუქარებთან დაკავშირებით. რასაც რუსეთი აკეთებს, გაეროს ქარტიის პრინციპების დარღვევაა. რუსეთმა უნდა შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და მუქარები", – განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, რუსეთმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლებმა უკრაინაში ვითარების ნორმალიზებისთვის ზომები უნდა მიიღონ. რასმუსენი მოსკოვს მოუწოდებს, "უარი თქვას მუქარებსა და სამხედრო ძალების გამოყენებაზე".