საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაუმტკიცა მეგობრებს "მის საქართველომ"
რა დაუმტკიცა მეგობრებს "მის საქართველომ"

9 თე­ბერ­ვალს სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "იმიჯ ცენ­ტრმა" სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი ჩა­ა­ტა­რა, სა­დაც ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "მის სა­ქარ­თვე­ლო 2014" 20 წლის ანა ზუ­ბაშ­ვი­ლი გახ­და. "გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ოდეს­მე ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას თუ მი­ვაღ­წევ­დი", - ამ­ბობს ის და იმე­დოვ­ნებს, რომ "მის მსოფ­ლი­ო­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გენს.

- ჩემი ოჯა­ხი ცხინ­ვა­ლი­დან დევ­ნი­ლია. 1991 წელს ჩემს მშობ­ლებს ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­დათ. იმ პე­რი­ოდ­ში მე ჯერ და­ბა­დე­ბუ­ლიც არ ვი­ყა­ვი. ცხინ­ვა­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჯერ გორ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მერე კი, როცა მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი, თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით და მას შემ­დეგ აქ ვართ. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. დედა და მამა ბი­ო­ლო­გე­ბი არი­ან, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ო­ბენ.

- მო­მა­ვალ­ში ბიზ­ნეს-ლედი გინ­და, გახ­დე?

- ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს და მინ­და, ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე გავ­ყვე. დიახ, სა­მო­მავ­ლოდ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის აწყო­ბას ვგეგ­მავ.

- რამ­დე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავს?

- მყავს 14 წლის ძმა და 24 წლის და. ჩემი და ცხინ­ვალ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. 10 თვის იყო, მშობ­ლებ­თან ერ­თად იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა რომ მო­უხ­და.

- სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვინ გირ­ჩია?

- "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­მა და მე­გობ­რებ­მა მირ­ჩი­ეს. თუმ­ცა, მე­გობ­რებს ეჭვი ეპა­რე­ბო­დათ ამ კონ­კურ­სის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - იქ საქ­მე­ე­ბის ჩა­წყო­ბა ხდე­ბა და მა­ინც ვერ გა­ი­მარ­ჯვე­ბო... მინ­და, ყვე­ლა ლა­მაზ გო­გო­ნას ვურ­ჩიო, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ში­შის გა­რე­შე მი­ვიდ­ნენ ამ კონ­კურ­სზე. რა იცით, შე­საძ­ლოა, შემ­დე­გი "მისი" თქვენ გახ­დეთ. ჩემს მე­გობ­რებს და­ვუმ­ტკი­ცე, რომ ეს ის კონ­კურ­სია, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ობი­ექ­ტუ­რად ხდე­ბა.

- ამ კონ­კურ­სში 28 გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ცი­აც დიდი იყო...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მარ­თლაც, დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო. ბოლო წუ­თამ­დე არ მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, "მის სა­ქარ­თვე­ლო" მე გავმხდა­რი­ყა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს, სიზ­მა­რი გახ­ლდათ. როცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­მა­სა­ხე­ლეს, ვერ გე­ტყვით, იმ დროს რო­გო­რი ემო­ცია მქონ­და; გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლიც კი ვერ გა­მოვ­ხა­ტე, და­ვი­ბე­ნი... ახლა რომ ვუკ­ვირ­დე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მარს ჰგავ­და, რო­მე­ლიც გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ კად­რე­ბად გახ­სოვს. კონ­კურ­სზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­კად­რებს რომ ვუ­ყუ­რებ, ვხვდე­ბი, ახლა უფრო დიდ სი­ხა­რულ­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას ვგრძნობ, ვიდ­რე იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში ვიგ­რძე­ნი.

- რო­გორ ფიქ­რობ, გარ­და სი­ლა­მა­ზი­სა, ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის კი­დევ რა არის მთა­ვა­რი?

- სა­ჭი­როა ში­ნა­გა­ნი შარ­მი, ხა­სი­ა­თი, ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უნა­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა. თუმ­ცა, თა­ვად ვერ ვი­ტყვი, რომ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი კონ­კუ­რენ­ტი მყავ­და და ვფიქ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ღირ­სე­უ­ლი "მისი" იქ­ნე­ბო­და.

- ამ კონ­კურ­სის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დი?

- მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი 2 თვე გაგ­რძელ­და. თით­ქმის ყო­ველ­დღე გვქო­ნდა გა­და­ღე­ბე­ბი, გარ­და ამი­სა - ვვარ­ჯი­შობ­დით, ვცეკ­ვავ­დით.

- ავ­ტო­მო­ბი­ლი უკვე გად­მოგ­ცეს?

- არა, უახ­ლე­სი მო­დე­ლის "ტო­ი­ო­ტა რავ 4"-ს მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში, სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გად­მომ­ცე­მენ.

- ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა იცი?

- ახლა ვსწავ­ლობ და იმე­დია, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა­საც შევ­ძლებ.

- ოჯა­ხის წევ­რებს რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, როცა გა­ი­გეს, რომ "მის სა­ქარ­თვე­ლო" გახ­დი?

- ჩემი მშობ­ლე­ბიც დაბ­ნე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი. ბავ­შვო­ბა­ში მამა "პრინ­ცე­სას" მე­ძახ­და. ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ნა­თე­სა­ვებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა იცოდ­ნენ და ხში­რად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: - "ანა, მა­მას­თვის ვინ ხარ?" მათ ამა­ყად ვპა­სუ­ხობ­დი, - მა­მას პრინ­ცე­სა ვარ-მეთ­ქი. ახლა მე­გობ­რე­ბი ურე­კა­ვენ მა­მა­ჩემს და ეუბ­ნე­ბი­ან: ალ­ბათ გული გიგ­რძნობ­და, რომ უკვე ზრდას­რუ­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლო" გახ­დე­ბო­დაო (იღი­მის).

- უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. მზად ხარ იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას გა­უმკლავ­დე?

- ფლობ­დე ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის ტი­ტულს, ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე უნდა წარ­ვად­გი­ნო. ასე­ვე, დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ ოჯა­ხი­სა და სა­ა­გენ­ტოს წი­ნა­შე. მინ­და, მათი იმე­დი გა­ვა­მარ­თლო. თუ ადრე სარ­კე­ში ჩა­უ­ხე­და­ვად შე­მეძ­ლო ქუ­ჩა­ში გას­ვლა, ახლა ასე ვერ მო­ვიქ­ცე­ვი - "მის სა­ქარ­თვე­ლო" ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში უნდა იყოს.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე რას გვე­ტყვი?

- რა თქმა უნდა, კონ­კურ­სზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მათი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, მათ­თვის ჯერ არ მცა­ლია (იღი­მის).

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?

- ჩემი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია.

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

- მა­მა­კა­ცი პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი უნდა იყოს. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად გა­რეგ­ნო­ბაც თუ უწყობს ხელს, ეს სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია. თუმ­ცა, აქვე ვი­ტყვი, რომ მა­მა­კა­ცის გა­რეგ­ნო­ბას ჩემ­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

- მო­დე­ლო­ბა რა ასა­კი­დან და­ი­წყე?

- 15 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ამ სფე­რო­თი და­ვინ­ტე­რეს­დი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­დე­ლო კონ­კურ­სში, რო­მელ­საც "იმიჯ ცენ­ტრი" ატა­რებ­და. მოვ­ხვდი 20 ულა­მა­ზეს გო­გო­ნა­თა შო­რის. თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ­თან და ფო­ტოგ­რაფ­თან მი­მუ­შა­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონს ავ­თან­დი­ლი­სა და ატე­ლიე "კი­კა­ლას­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ზე რას გვე­ტყვი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ეს სფე­რო ჰო­ბის დო­ნე­ზე უფ­როა.

- იმის­თვის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვა გი­წევს?

- დი­ე­ტას არა­სო­დეს ვი­ცავ, ეს არ მჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ვვარ­ჯი­შობ და ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო.

- შენი თმის ფერი ბუ­ნებ­რი­ვია თუ შე­ღე­ბი­ლი გაქვს?

- არას­დროს შე­მი­ღე­ბავს. ვფიქ­რობ, თმის ფერ­მა გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა ამ კონ­კურ­სში. ჩემი თმის წყა­ლო­ბით სხვე­ბის­გან ყო­ველ­თვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი.

- ჰობი თუ გაქვს?

- ჩემი ჰო­ბია ხატ­ვა და კი­თხვა. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ვხა­ტავ ან ვკი­თხუ­ლობ. ძი­რი­თა­დად, მო­დე­ლებს ვხა­ტავ ხოლ­მე.

- კერ­ვაც ხომ არ გე­ხერ­ხე­ბა?

- ბავ­შვო­ბა­ში კა­ბებს თა­ვად ვი­კე­რავ­დი, მაგ­რამ კარ­გა ხა­ნია, ამის­თვის დრო აღარ მაქვს.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა დაუმტკიცა მეგობრებს "მის საქართველომ"

რა დაუმტკიცა მეგობრებს "მის საქართველომ"

9 თებერვალს სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრმა" სილამაზის კონკურსი ჩაატარა, სადაც ჟიურის გადაწყვეტილებით, "მის საქართველო 2014" 20 წლის ანა ზუბაშვილი გახდა. "გახარებული და ბედნიერი ვარ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე ამხელა წარმატებას თუ მივაღწევდი", - ამბობს ის და იმედოვნებს, რომ "მის მსოფლიოზე" საქართველოს ღირსეულად წარადგენს.

-  ჩემი ოჯახი ცხინვალიდან დევნილია. 1991 წელს ჩემს მშობლებს ქალაქის დატოვება მოუხდათ. იმ პერიოდში მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი. ცხინვალის დატოვების შემდეგ ჯერ გორში ცხოვრობდნენ, მერე კი, როცა მეექვსე კლასში ვიყავი, თბილისში გადმოვედით და მას შემდეგ აქ ვართ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობ. დედა და მამა ბიოლოგები არიან, მაგრამ პროფესიით არ მუშაობენ.

-  მომავალში ბიზნეს-ლედი გინდა, გახდე?

-  ჩემი სპეციალობა ძალიან მომწონს და მინდა, ამ საქმეს ბოლომდე გავყვე. დიახ, სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის აწყობას ვგეგმავ.

-  რამდენი დედმამიშვილი გყავს?

-  მყავს 14 წლის ძმა და 24 წლის და. ჩემი და ცხინვალშია დაბადებული. 10 თვის იყო, მშობლებთან ერთად იქაურობის დატოვება რომ მოუხდა.

-  სილამაზის კონკურსში მონაწილეობა ვინ გირჩია?

-  "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მირჩიეს. თუმცა, მეგობრებს ეჭვი ეპარებოდათ ამ კონკურსის ობიექტურობაში. მეუბნებოდნენ, - იქ საქმეების ჩაწყობა ხდება და მაინც ვერ გაიმარჯვებო... მინდა, ყველა ლამაზ გოგონას ვურჩიო, რომ ყველანაირი შიშის გარეშე მივიდნენ ამ კონკურსზე. რა იცით, შესაძლოა, შემდეგი "მისი" თქვენ გახდეთ. ჩემს მეგობრებს დავუმტკიცე, რომ ეს ის კონკურსია, სადაც ყველაფერი ობიექტურად ხდება.

-  ამ კონკურსში 28 გოგონა მონაწილეობდა და შესაბამისად, კონკურენციაც დიდი იყო...

-  (მაწყვეტინებს) მართლაც, დიდი კონკურენცია იყო. ბოლო წუთამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა, "მის საქართველო" მე გავმხდარიყავი. ეს ყველაფერი თითქოს, სიზმარი გახლდათ. როცა გამარჯვებულად დამასახელეს, ვერ გეტყვით, იმ დროს როგორი ემოცია მქონდა; გამარჯვების სიხარულიც კი ვერ გამოვხატე, დავიბენი... ახლა რომ ვუკვირდები, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა, რომელიც გაღვიძების შემდეგ მხოლოდ კადრებად გახსოვს. კონკურსზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებს რომ ვუყურებ, ვხვდები, ახლა უფრო დიდ სიხარულსა და ბედნიერებას ვგრძნობ, ვიდრე იმ კონკრეტულ მომენტში ვიგრძენი.

-  როგორ ფიქრობ, გარდა სილამაზისა, ამ კონკურსში მონაწილეობისთვის კიდევ რა არის მთავარი?

-  საჭიროა შინაგანი შარმი, ხასიათი, ახალგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა. თუმცა, თავად ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი. ძალიან ბევრი ლამაზი კონკურენტი მყავდა და ვფიქრობ, თითოეული მათგანი ღირსეული "მისი" იქნებოდა.

-  ამ კონკურსისთვის როგორ ემზადებოდი?

-  მოსამზადებელი პერიოდი 2 თვე გაგრძელდა. თითქმის ყოველდღე გვქო­ნდა გადაღებები, გარდა ამისა - ვვარჯიშობდით, ვცეკვავდით.

-  ავტომობილი უკვე გადმოგცეს?

-  არა, უახლესი მოდელის "ტოიოტა რავ 4"-ს მარტის შუა რიცხვებში, საზეიმო ვითარებაში გადმომცემენ.

-  ავტომობილის მართვა იცი?

-  ახლა ვსწავლობ და იმედია, მართვის მოწმობის აღებასაც შევძლებ.

-  ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა გაიგეს, რომ "მის საქართველო" გახდი?

-  ჩემი მშობლებიც დაბნეულები იყვნენ. ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ამხელა წარმატებას მივაღწევდი. ბავშვობაში მამა "პრინცესას" მეძახდა. ამ ამბის შესახებ ნათესავებმა, ახლობლებმა იცოდნენ და ხშირად მეკითხებოდნენ: - "ანა, მამასთვის ვინ ხარ?" მათ ამაყად ვპასუხობდი, - მამას პრინცესა ვარ-მეთქი. ახლა მეგობრები ურეკავენ მამაჩემს და ეუბნებიან: ალბათ გული გიგრძნობდა, რომ უკვე ზრდასრული "მის საქართველო" გახდებოდაო (იღიმის).

-  უკვე პოპულარული გახდი. მზად ხარ იმისთვის, რომ საზოგადოების ზედმეტ ყურადღებას გაუმკლავდე?

-  ფლობდე ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბოლოს და ბოლოს, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უნდა წარვადგინო. ასევე, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ოჯახისა და სააგენტოს წინაშე. მინდა, მათი იმედი გავამართლო. თუ ადრე სარკეში ჩაუხედავად შემეძლო ქუჩაში გასვლა, ახლა ასე ვერ მოვიქცევი - "მის საქართველო" ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.

-  თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

-  რა თქმა უნდა, კონკურსზე გამარჯვების შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, მათთვის ჯერ არ მცალია (იღიმის).

-  შეყვარებული არ გყავს?

-  ჩემი გული თავისუფალია.

-  როგორი მამაკაცები მოგწონს?

-  მამაკაცი პირველ რიგში, ძალიან ვაჟკაცური, ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული უნდა იყოს. ამ ყველაფერთან ერთად გარეგნობაც თუ უწყობს ხელს, ეს საუკეთესო ვარიანტია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ მამაკაცის გარეგნობას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

-  მოდელობა რა ასაკიდან დაიწყე?

-  15 წლის ვიყავი, როდესაც ამ სფეროთი დავინტერესდი და მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო სამოდელო კონკურსში, რომელსაც "იმიჯ ცენტრი" ატარებდა. მოვხვდი 20 ულამაზეს გოგონათა შორის. თითქმის ყველა ქართველ დიზაინერთან და ფოტოგრაფთან მიმუშავია. განსაკუთრებულად მომწონს ავთანდილისა და ატელიე "კიკალასთან" თანამშრომლობა.

-  საქართველოში არსებულ სამოდელო ბიზნესზე რას გვეტყვი?

-  საქართველოში სამოდელო ბიზნესი ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ევროპის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს სფერო ჰობის დონეზე უფროა.

-  იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, საკვების შეზღუდვა გიწევს?

-  დიეტას არასოდეს ვიცავ, ეს არ მჭირდება. უბრალოდ, ყოველთვის ვვარჯიშობ და ვცდი­ლობ, სწორად ვიკვებო.

-  შენი თმის ფერი ბუნებრივია თუ შეღებილი გაქვს?

-  არასდროს შემიღებავს. ვფიქრობ, თმის ფერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ კონკურსში. ჩემი თმის წყალობით სხვებისგან ყოველთვის გამოვირჩეოდი.

-  ჰობი თუ გაქვს?

-  ჩემი ჰობია ხატვა და კითხვა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვხატავ ან ვკითხულობ. ძირითადად, მოდელებს ვხატავ ხოლმე.

-  კერვაც ხომ არ გეხერხება?

-  ბავშვობაში კაბებს თავად ვიკერავდი, მაგრამ კარგა ხანია, ამისთვის დრო აღარ მაქვს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება