Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი ორჯონიკიძის "ვირთხების ოდისეა" და დაუვიწყარი სირცხვილი
ქეთი ორჯონიკიძის "ვირთხების ოდისეა" და დაუვიწყარი სირცხვილი

პირ­ვე­ლი, რაც ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბი­სას მის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, - თვა­ლე­ბი, მოქ­ცე­ვის კულ­ტუ­რა და ფეხ­საც­მე­ლი გახ­ლავთ. შემ­დეგ პი­როვ­ნე­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბაც ექ­მნე­ბა და რო­გორც ამ­ბობს, ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბი­სას იშ­ვი­ა­თად ცდე­ბა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე მომ­ღე­რალს - ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძეს სხვა­დას­ხვა "პირ­ველ­ზე" ვე­სა­უბ­რეთ.

- პირ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი...

- ჩემი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი იმე­და გახ­ლავთ, რო­მე­ლიც დღემ­დე შე­მომ­რჩა. ის პირ­ველ კლას­ში ყოფ­ნი­სას გა­ვი­ცა­ნი. მარ­თა­ლია, ახლა ისე აქ­ტი­უ­რად არ ვკონ­ტაქ­ტობთ, რო­გორც - სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ უკვე ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ...

- პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი ცხოვ­რე­ბა­ში...

- 8 წლის ვი­ყა­ვი, როცა საფ­რან­გეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­კურ­სზე გა­ვი­მარ­ჯვე. ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში ვსწავ­ლობ­დი. ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი - თამ­რი­კო აფა­ქი­ძე ჩემ­ზე, რო­გორც პი­ა­ნისტზე გარ­კვე­ულ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. წე­ლი­წად­ში ერთხელ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად კონ­ცერ­ტი მქონ­და, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ კი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, "კრე­ბით" კონ­ცერ­ტზე ვუკ­რავ­დი.

- პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა...

- რად­გან თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის არც არას­დროს მჯე­რო­და, ამას იმედ­გაც­რუ­ე­ბად ვერ მი­ვიჩ­ნევთ (ფიქ­რობს)... თუ რა­ღა­ცას კარ­გად ვა­კე­თებ, მაგ­რამ ეს არ მი­ფას­დე­ბა, ამის გამო იმედ­გაც­რუ­ე­ბას, დეპ­რე­სი­ას და ნერ­ვე­ბის მოშ­ლას რა აზრი აქვს? ადა­მი­ან­მა ამას ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­აქ­ციო. ასე რომ, კა­რი­ე­რულ იმედ­გაც­რუ­ე­ბას ტრა­გი­კუ­ლად არ აღ­ვიქ­ვამ.

- პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი...

- ასე­თი მო­გო­ნე­ბა სკო­ლის "შა­ტა­ლოს" უკავ­შირ­დე­ბა. მე­ო­რე დღეს სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დით, მას­წავ­ლე­ბელ­მა გვკი­თხა, - რა მოხ­და, სკო­ლა­ში რომ არ იყა­ვი­თო? ვიც­რუე, რომ ავად ვი­ყა­ვი, - იმ დღეს სკო­ლა­ში სა­ერ­თოდ არ ვყო­ფილ­ვარ-მეთ­ქი... ტყუ­ი­ლე­ბი არ მიყ­ვარს.

- შენ მიერ და­წე­რი­ლი პირ­ვე­ლი ლექ­სი...

- "ვირ­თხე­ბის ოდი­სეა". ეს იყო პო­ე­მა, რო­მე­ლიც 3-4 თა­ბა­ხის ფურ­ცელს იკა­ვებ­და. პო­ე­მა თაგ­ვე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობ­და, რომ­ლე­ბიც ეზო­ში მიგ­დე­ბულ გა­ზ­ქუ­რა­ში ცხოვ­რობ­დნენ. მოკ­ლედ, მთა­ვარ გმირს ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი გა­დახ­დე­ბა და ბო­ლოს, იღუ­პე­ბა (იღი­მის)...

- ვირ­თხებ­ზე ამ­ბის და­წე­რა რამ შთა­გა­გო­ნა?

- ჩვე­ნი სახ­ლის უკან დიდი ეზოა. იქ გა­ზ­ქუ­რა იყო, რო­მელ­შიც თაგ­ვი ცხოვ­რობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ თაგ­ვმა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა (იცი­ნის).

- პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი...

- პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი 14 წლი­სას მეწ­ვია. რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას თუ არ ჩავ­თვლით, ხში­რად ამ ასაკ­ში სიყ­ვა­რუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის, მაგ­რამ მა­შინ მე­გო­ნა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი იყო. ის ამ­ბა­ვი დღემ­დე კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­სო­დეს ვი­ფუ­ჭებ. "ქუ­ჩა­ში რომ და­მი­ნა­ხავ, მე­ო­რე მხა­რეს გა­და­დი", - მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის თქმა არ მა­ხა­სი­ა­თებს და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ შო­რის ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა ყა­ლიბ­დე­ბა.

- პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა...

- დე­დის გა­რე­შე, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად "არ­ტეკ­ში" - ყი­რიმ­ში არ­სე­ბულ ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ნაკ­ში წა­ვე­დი. 13 წლის ვი­ყა­ვი. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. სხვა­თა შო­რის, მათ დღემ­დე ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი. ბა­ნაკ­ში 3 ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვით.

- კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- ძა­ლი­ან, ოღონდ - თუ და­ვინ­ტე­რეს­დი, სი­ტუ­ა­ცია მო­მე­წო­ნა და მივ­ხვდი, რომ კარგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვარ. თუკი რამე არ მო­მე­წო­ნა, რომ მომ­კლა, სი­ტყვას ვერ მათ­ქმე­ვი­ნებ.

- შენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი კერ­ძი...

- კერ­ძის რა მო­გახ­სე­ნო, მაგ­რამ მე და ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა "პე­ჩე­ნი­ე­ბი" მო­ვამ­ზა­დეთ. ალუბ­ლის წვე­ნი, არა­ჟა­ნი - ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რაც შინ გვქონ­და. სხვა­თა შო­რის, ნორ­მა­ლუ­რი ნამ­ცხვა­რი გა­მო­ვი­და. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ჩემი გა­მო­გო­ნი­ლი "პე­ჩე­ნი­ე­ბი" დავ­ხვე­წე და უკვე შო­კო­ლა­დით მო­ვამ­ზა­დე.

- კერ­ძი არა­სო­დეს მო­გიმ­ზა­დე­ბია?

- ჩემ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი "კერ­ძი" შემ­წვა­რი კვერ­ცხი იყო. როცა ვიღ­ვი­ძებ, ჩემ გვერ­დით ყავა და საკ­ვე­ბი უკვე დევს - ამას ვერ უარ­ვყოფ. ასე მხო­ლოდ სახ­ლში არ ხდე­ბა: მე­გობ­რებ­თან დავ­რჩე­ბი თუ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვალ, ამ მხრივ, ყველ­გან მა­ნე­ბივ­რე­ბენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეც გაგ­რძელ­დე­ბა (იცი­ნის).

- პირ­ვე­ლი სირ­ცხვი­ლი...

- ალ­ბათ რა­ღაც და­ვა­შა­ვე და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამი­ტომ შემ­რცხვა. ქა­თი­ნა­უ­რე­ბის გამო არ ვწით­ლდე­ბი. ბავ­შვო­ბა­ში, ჩემი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი კლა­სებ­ში და­მა­ტა­რებ­და და მამ­ღე­რებ­და. ხომ იცი, ოჯახს ნა­თე­სა­ვე­ბი როცა ეს­ტუმ­რე­ბი­ან, ბავ­შვს სკამ­ზე და­ა­ყე­ნე­ბენ და სთხო­ვენ, - აბა, დედა, იმ­ღე­რეო. ჰოდა, დე­და­ჩე­მიც ასე იქ­ცე­ო­და. სად­მე რომ მივ­დი­ვარ, სა­დაც კონ­ცერ­ტი არ არის, მაგ­რამ მა­ინც მე­უბ­ნე­ბი­ან, - იმ­ღე­რეო, ამის დღემ­დე მრცხვე­ნია, ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ შე­ვეჩ­ვიე.

- პირ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი...

- ეს საფ­რან­გეთს უკავ­შირ­დე­ბა: პირ­ვე­ლი პრე­მია რომ ავი­ღე, დე­დამ ტკბი­ლე­უ­ლის დიდი შეკ­ვრა და თეთ­რი სა­თა­მა­შო ბა­ჭია მი­ყი­და, რო­მელ­საც დღემ­დე პარკში ვი­ნა­ხავ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს! პარ­კი­დან ამო­მაქვს, ვუ­ყუ­რებ და მერე უკან ვაბ­რუ­ნებ ხოლ­მე. მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი სა­თა­მა­შოა, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ვაგ­დე.

- პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი...

- სა­ერ­თოდ, კონ­ფლიქ­ტი არ მიყ­ვარს. ვერ ვი­ტან, როცა უხე­შად მე­პყრო­ბი­ან. მახ­სოვს, სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. გო­გო­ნე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან გავ­დი­ო­დით. ბი­ჭებს ჩვენ­მა "3-სა­ა­თი­ან­მა" გას­ვლამ მოთ­მი­ნე­ბა და­ა­კარ­გვი­ნა და შეგ­ვა­ჯან­ჯღა­რეს. აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი: 90 გრა­დუ­სით მივტრი­ალ­დი, ხელი მო­ვიქ­ნიე და თა­ნაკ­ლა­სელ ბიჭს და­ვარ­ტყი, ის კი წა­იქ­ცა... მერე დი­რექ­ტორ­თან მი­მიყ­ვა­ნეს. საყ­ვე­დუ­რი მი­თხრეს, მაგ­რამ თავი არც გა­მი­მარ­თლე­ბია - ფაქ­ტი იყო, რომ ადა­მი­ანს და­ვარ­ტყი. უბ­რა­ლოდ, ვთქვი, რომ არ მიყ­ვარს, როცა უხე­შად მე­პყრო­ბი­ან და ამა­ზე ყო­ველ­თვის შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია მაქვს. რაც მთა­ვა­რია, მას მერე ჩემ­თან უხე­შო­ბას ყვე­ლა ერი­დე­ბა.

- პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ...

- თუ სწო­რად მახ­სოვს, ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ე­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­სა­უბ­რე. მერე ინ­ტერ­ვიუ რუ­სულ გა­ზეთ­შიც და­ი­ბეჭ­და. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 12 წლის ვი­ყა­ვი.

- რას გრძნობ­დი, როცა შენ­გან ინ­ტერ­ვი­უს იღებ­დნენ?

- თავს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ­დი, რო­გორც - ახლა. მთა­ვა­რია, სი­მარ­თლეს ლა­პა­რა­კობ და არაფ­რის მო­გო­ნე­ბა არ გი­წევს. უბ­რა­ლოდ, აზ­რე­ბის სწო­რად და­ლა­გე­ბა და გად­მო­ცე­მა უნდა შე­გეძ­ლოს. ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა ჩემ­თვის რთუ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ამ ფაქ­ტით უბ­რა­ლოდ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მერე, რა თქმა უნდა, იმ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­მა მთე­ლი სკო­ლა, სა­ნა­თე­სა­ვო "ჩა­მო­ი­ა­რა" (იცი­ნის)... რამ­დე­ნი­მე თვის წინ მე­გო­ბარ­თან - თათა მე­ტი­ვიშ­ვილ­თან ერ­თად პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა - "ფო­ტოგ­რა­მეტ­რია" მქონ­და და ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­შიც ბევ­რი "პირ­ვე­ლი" რა­ღაც მე­ლო­დე­ბა. ჰოდა, იმე­დია, ამ რუბ­რი­კა­ში რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ ჩამ­წერთ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქეთი ორჯონიკიძის "ვირთხების ოდისეა" და დაუვიწყარი სირცხვილი

ქეთი ორჯონიკიძის "ვირთხების ოდისეა" და დაუვიწყარი სირცხვილი

პირველი, რაც ადამიანის გაცნობისას მის ყურადღებას იპყრობს, - თვალები, მოქცევის კულტურა და ფეხსაცმელი გახლავთ. შემდეგ პიროვნებაზე გარკვეული მოსაზრებაც ექმნება და როგორც ამბობს, ადამიანის შეფასებისას იშვიათად ცდება. მრავალფეროვანი ინტერესის მქონე მომღერალს - ქეთი ორჯონიკიძეს სხვადასხვა "პირველზე" ვესაუბრეთ.

-  პირველი მეგობარი...

-  ჩემი ერთ-ერთი პირველი მეგობარი იმედა გახლავთ, რომელიც დღემდე შემომრჩა. ის პირველ კლასში ყოფნისას გავიცანი. მართალია, ახლა ისე აქტიურად არ ვკონტაქტობთ, როგორც - სკოლაში სწავლის პერიოდში, მაგრამ მთავარია, რომ უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ...

-  პირველი სერიოზული ნაბიჯი ცხოვრებაში...

-  8 წლის ვიყავი, როცა საფრანგეთში, საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე გავიმარჯვე. ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი. ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგი - თამრიკო აფაქიძე ჩემზე, როგორც პიანისტზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა. შესაბამისად, ხშირად ვმეცადინეობდი. წელიწადში ერთხელ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტი მქონდა, წელიწადში ორჯერ კი კონსერვატორიაში, "კრებით" კონცერტზე ვუკრავდი.

-  პირველი იმედგაცრუება...

-  რადგან თოვლის ბაბუის არსებობის არც არასდროს მჯეროდა, ამას იმედგაცრუებად ვერ მივიჩნევთ (ფიქრობს)... თუ რაღაცას კარგად ვაკეთებ, მაგრამ ეს არ მიფასდება, ამის გამო იმედგაცრუებას, დეპრესიას და ნერვების მოშლას რა აზრი აქვს? ადამიანმა ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო. ასე რომ, კარიერულ იმედგაცრუებას ტრაგიკულად არ აღვიქვამ.

-  პირველი ტყუილი...

-  ასეთი მოგონება სკოლის "შატალოს" უკავშირდება. მეორე დღეს სკოლაში რომ მივედით, მასწავლებელმა გვკითხა, - რა მოხდა, სკოლაში რომ არ იყავითო? ვიცრუე, რომ ავად ვიყავი, - იმ დღეს სკოლაში საერთოდ არ ვყოფილვარ-მეთქი... ტყუილები არ მიყვარს.

-  შენ მიერ დაწერილი პირველი ლექსი...

-  "ვირთხების ოდისეა". ეს იყო პოემა, რომელიც 3-4 თაბახის ფურცელს იკავებდა. პოემა თაგვების შესახებ მოგვითხრობდა, რომლებიც ეზოში მიგდებულ გაზქურაში ცხოვრობდნენ. მოკლედ, მთავარ გმირს ტრაგიკული ამბავი გადახდება და ბოლოს, იღუპება (იღიმის)...

-  ვირთხებზე ამბის დაწერა რამ შთაგაგონა?

-  ჩვენი სახლის უკან დიდი ეზოა. იქ გაზქურა იყო, რომელშიც თაგვი ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ამ თაგვმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა (იცინის).

-  პირველი სიყვარული...

-  პირველი სიყვარული 14 წლისას მეწვია. რომეო და ჯულიეტას თუ არ ჩავთვლით, ხშირად ამ ასაკში სიყვარული სერიოზული არ არის, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ სერიოზული იყო. ის ამბავი დღემდე კარგად მახსენდება. სხვათა შორის, ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობას არასოდეს ვიფუჭებ. "ქუჩაში რომ დამინახავ, მეორე მხარეს გადადი", - მსგავსი სისულელეების თქმა არ მახასიათებს და დროთა განმავლობაში, ჩვენ შორის ჯანსაღი ურთიერთობა ყალიბდება.

-  პირველი მოგზაურობა...

-  დედის გარეშე, მასწავლებელთან ერთად, პირველად "არტეკში" - ყირიმში არსებულ ბავშვთა საერთაშორისო ბანაკში წავედი. 13 წლის ვიყავი. უამრავი მეგობარი შევიძინე. სხვათა შორის, მათ დღემდე ვეკონტაქტები. ბანაკში 3 ქართველი ვიყავით.

-  კომუნიკაბელური ადამიანი ხარ?

-  ძალიან, ოღონდ - თუ დავინტერესდი, სიტუაცია მომეწონა და მივხვდი, რომ კარგ საზოგადოებაში ვარ. თუკი რამე არ მომეწონა, რომ მომკლა, სიტყვას ვერ მათქმევინებ.

-  შენ მიერ მომზადებული პირველი კერძი...

-  კერძის რა მოგახსენო, მაგრამ მე და ჩემმა ბიძაშვილმა "პეჩენიები" მოვამზადეთ. ალუბლის წვენი, არაჟანი - ყველაფერი გამოვიყენეთ, რაც შინ გვქონდა. სხვათა შორის, ნორმალური ნამცხვარი გამოვიდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემი გამოგონილი "პეჩენიები" დავხვეწე და უკვე შოკოლადით მოვამზადე.

-  კერძი არასოდეს მოგიმზადებია?

-  ჩემ მიერ მომზადებული პირველი და უკანასკნელი "კერძი" შემწვარი კვერცხი იყო. როცა ვიღვიძებ, ჩემ გვერდით ყავა და საკვები უკვე დევს - ამას ვერ უარვყოფ. ასე მხოლოდ სახლში არ ხდება: მეგობრებთან დავრჩები თუ დასასვენებლად წავალ, ამ მხრივ, ყველგან მანებივრებენ და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება (იცინის).

-  პირველი სირცხვილი...

-  ალბათ რაღაც დავაშავე და სავარაუდოდ, ამიტომ შემრცხვა. ქათინაურების გამო არ ვწითლდები. ბავშვობაში, ჩემი კლასის დამრიგებელი კლასებში დამატარებდა და მამღერებდა. ხომ იცი, ოჯახს ნათესავები როცა ესტუმრებიან, ბავშვს სკამზე დააყენებენ და სთხოვენ, - აბა, დედა, იმღერეო. ჰოდა, დედაჩემიც ასე იქცეოდა. სადმე რომ მივდივარ, სადაც კონცერტი არ არის, მაგრამ მაინც მეუბნებიან, - იმღერეო, ამის დღემდე მრცხვენია, ამ სიტუაციას ვერ შევეჩვიე.

-  პირველი საჩუქარი...

-  ეს საფრანგეთს უკავშირდება: პირველი პრემია რომ ავიღე, დედამ ტკბილეულის დიდი შეკვრა და თეთრი სათამაშო ბაჭია მიყიდა, რომელსაც დღემდე პარკში ვინახავ. ძალიან მიყვარს! პარკიდან ამომაქვს, ვუყურებ და მერე უკან ვაბრუნებ ხოლმე. მგონი, ერთადერთი სათამაშოა, რომელიც დროთა განმავლობაში არ მივაგდე.

-  პირველი კონფლიქტი...

-  საერთოდ, კონფლიქტი არ მიყვარს. ვერ ვიტან, როცა უხეშად მეპყრობიან. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი. გოგონები საკლასო ოთახიდან გავდიოდით. ბიჭებს ჩვენმა "3-საათიანმა" გასვლამ მოთმინება დააკარგვინა და შეგვაჯანჯღარეს. აფექტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი: 90 გრადუსით მივტრიალდი, ხელი მოვიქნიე და თანაკლასელ ბიჭს დავარტყი, ის კი წაიქცა... მერე დირექტორთან მიმიყვანეს. საყვედური მითხრეს, მაგრამ თავი არც გამიმართლებია - ფაქტი იყო, რომ ადამიანს დავარტყი. უბრალოდ, ვთქვი, რომ არ მიყვარს, როცა უხეშად მეპყრობიან და ამაზე ყოველთვის შესაბამისი რეაქცია მაქვს. რაც მთავარია, მას მერე ჩემთან უხეშობას ყველა ერიდება.

-  პირველი ინტერვიუ...

-  თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში პოეზიასთან დაკავშირებით ვისაუბრე. მერე ინტერვიუ რუსულ გაზეთშიც დაიბეჭდა. მაშინ დაახლოებით 12 წლის ვიყავი.

-  რას გრძნობდი, როცა შენგან ინტერვიუს იღებდნენ?

-  თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი, როგორც - ახლა. მთავარია, სიმართლეს ლაპარაკობ და არაფრის მოგონება არ გიწევს. უბრალოდ, აზრების სწორად დალაგება და გადმოცემა უნდა შეგეძლოს. ინტერვიუს მიცემა ჩემთვის რთული არასოდეს ყოფილა. ამ ფაქტით უბრალოდ, აღფრთოვანებული ვიყავი. მერე, რა თქმა უნდა, იმ ინტერვიუებმა მთელი სკოლა, სანათესავო "ჩამოიარა" (იცინის)... რამდენიმე თვის წინ მეგობართან - თათა მეტივიშვილთან ერთად პირველი გამოფენა - "ფოტოგრამეტრია" მქონდა და ვფიქრობ, მომავალშიც ბევრი "პირველი" რაღაც მელოდება. ჰოდა, იმედია, ამ რუბრიკაში რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამწერთ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება