მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავარიის დღეს თურმე ჩემს ქმარსა და მის მეგობარს, მანქანაში 2 გოგონა ჰყავდათ"
"ავარიის დღეს თურმე ჩემს ქმარსა და მის მეგობარს, მანქანაში 2 გოგონა ჰყავდათ"

ამ ახა­ლი რუბ­რი­კის რეს­პონ­დენ­ტი შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნი გახ­დეს, ვი­ნა­ი­დან სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ ისა­უბ­როთ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე, მიღ­წე­ვებ­ზე ან უბ­რა­ლოდ და­ა­ფიქ­სი­როთ აზრი ამა თუ იმ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ა.შ. ახა­ლი რუბ­რი­კა "გზის" მე-8 ნო­მერ­ში და­ვა­ა­ნონ­სეთ და პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტიც გა­მოჩ­ნდა. მან გა­და­წყვი­ტა, ჩვენ­თვის სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ე­თხო. "არა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა დათა გა­ვი­ცა­ნი. იყო დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, ქორ­წი­ნე­ბა, ჩვე­ნი პა­ტა­რა გო­გო­ნა, ჩემი და­ბა­დე­ბის დღე (მა­შინ 20 წლის გავ­ხდი), ავა­რია, და­თას გარ­დაც­ვა­ლე­ბა და მას მერე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თი; ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი უღიმ­ღა­მო ცხოვ­რე­ბის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად ყო­ველ­დღე მი­წყობ­დნენ", - მომ­წე­რა გო­გო­ნამ, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დი და შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე. უარი არ უთ­ქვამს. უფრო მე­ტიც, მისი სა­ხე­ლის და­წე­რის უფ­ლე­ბაც მომ­ცა. ნი­ნოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი კი მერ­წმუ­ნეთ, მარ­თლაც არ დაგ­ტო­ვებთ გულ­გრილს.

- წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან ვარ. აქ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი. პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­ვი­ცა­ნი. სას­წავ­ლებ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი. მას ავ­ტო­მო­ბი­ლი ისე ჰყავ­და და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ გას­ვლა­ში ხელს მიშ­ლი­და და ამის გამო ვი­კა­მა­თეთ. როცა სი­ტუ­ა­ცია გა­ნი­მუხ­ტა, შევ­რიგ­დით და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბიც გავცვა­ლეთ. იმ დღის მერე ურ­თი­ერ­თო­ბა არ შეგ­ვი­წყვე­ტია. 6 თვე ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, მერე კი დავ­ქორ­წინ­დით.

- და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწრა­ფად მი­გი­ღი­ათ...

- სხვა­თა შო­რის, ამ 6 თვე­ში ბევ­რი რამ მოხ­და. დათა აქ­ტი­უ­რობ­და და სა­დე­დამ­თი­ლო, მა­მი­და­მი­სი, ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც გა­მაც­ნო. აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე კი ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­ვი­და, რათა ჩემი მშობ­ლე­ბი გა­ეც­ნო... არ­და­დე­გებ­ზე ქუ­თა­ის­ში რომ წა­ვე­დი, ერ­თმა­ნე­თი მალე მოგ­ვე­ნატ­რა. მთხო­ვა, - ჩა­მო­დიო. დე­დას ვუ­თხა­რი: ერთი გა­მოც­და დამ­რჩა ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი და თბი­ლის­ში უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი. ცხა­დია, გა­მო­მიშ­ვა. რომ ჩა­მო­ვე­დი, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, - და­თას წი­ნა­და­დე­ბას, ცო­ლად გავ­ყო­ლო­დი, მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი.

- შენი გა­პარ­ვა მშობ­ლებ­მა რო­გორ მი­ი­ღეს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­თას უკვე იც­ნობ­დნენ და მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი ჰქონ­დათ, ცოტა ხნით მა­ინც გაგ­ვე­ბუტ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით დედა ბრა­ზობ­და: ასე რა­ტომ აჩ­ქარ­დი? ისე­დაც ხომ ვი­ცო­დით, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ იყა­ვი და გა­პარ­ვა რა სა­ჭი­რო იყო? ჯერ სწავ­ლა და­გემ­თავ­რე­ბი­ნაო...

- იმ პე­რი­ოდ­ში და­თაც სტუ­დენ­ტი იყო?

- არა, ის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობ­და, კონ­ტრაქ­ტით. სხვა­თა შო­რის, მა­მამ­თი­ლიც იმა­ვე ნა­წილ­ში მუ­შა­ობ­და და დე­დამ­თი­ლიც სამ­ხედ­რო პი­რია... და­თამ პირ­ვე­ლად მა­მი­და­მი­სის სახ­ლში მი­მიყ­ვა­ნა, მერე კი რა­ღაც პე­რი­ო­დი ბე­ბი­ა­მის­თან, ნა­ხა­ლოვ­კა­ში ვი­ყა­ვით. რო­გორც დე­დამ­თილ­მა ამიხ­სნა, სახ­ლში რე­მონ­ტი ჰქონ­დათ და დრო­ე­ბით ბე­ბი­ას­თან უნდა გვე­ცხოვ­რა. მინ­და გი­თხრათ, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ვიგ­რძე­ნი, თუ რას ნიშ­ნავს ქა­ლუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა. და­თას ბე­ბია ძა­ლი­ან მა­გა­რი ქალი იყო. ცდი­ლობ­და, მხარ­ში ამომ­დგო­მო­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სწო­რედ მან გვას­წავ­ლა ცოლ­ქმრო­ბა. შეც­დო­მებ­ზე ორი­ვეს ისე მიგ­ვი­თი­თებ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეს გწყე­ნო­და. იდი­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა: სახ­ლში რე­მონ­ტი რომ დამ­თავ­რდა, და­თას მშობ­ლებ­თან გა­და­ვე­დით, სა­დაც ჩვენ გარ­და და­თას მე­ო­რე ბე­ბია (მა­მის დედა) ცხოვ­რობ­და. მა­ლე­ვე დავ­ფეხ­მძიმ­დი და ამის გამო აკა­დე­მი­უ­რის აღე­ბა მო­მიხ­და.

- მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ცხოვ­რე­ბას ვერ შე­ე­გუე?

- ყვე­ლას შე­ვეჩ­ვიე, მაგ­რამ მა­მა­თი­ლის დე­დის (მას ბე­ბი­ამ­თილს ვე­ძახ­დი) გული ვე­რაფ­რით მო­ვი­გე... დიდი ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა არის პა­ტა­რა სო­ფე­ლი, სა­დაც ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე ჭო­რა­ობს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ჩემი ქმრის ბე­ბია გახ­ლდათ. სახ­ლში მე­ზობ­ლე­ბი ისე შე­მო­დი­ოდ­ნენ, არც კი აკა­კუ­ნებ­დნენ. მე სა­კუ­თა­რი ოთა­ხის და­კეტ­ვა ან მი­ხურ­ვაც დიდ ცოდ­ვად მეთ­ვლე­ბო­და. მე­გობ­რებ­თან მარ­ტო არას­დროს მტო­ვებ­და. ბე­ბი­ამ­თილს და ჰყავ­და, რო­მე­ლიც მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ თით­ქმის ყო­ველ­დღე მო­დი­ო­და ჩვენ­თან. ჰოდა, და­მიჯ­დე­ბოდ­ნენ ფეხ­მძი­მეს და მიყ­ვე­ბოდ­ნენ, თუ ვინ­მეს ოდეს­მე სად­მე და­უ­ნის სინ­დრო­მი­ა­ნი ბავ­შვი შე­ე­ძი­ნა, რომ ვი­ღა­ცას ხე­ი­ბა­რი ეყო­ლა და ა.შ. ორ­სუ­ლი ქა­ლის­თვის ეს მძი­მე მო­სას­მე­ნია, და­მერ­წმუ­ნეთ. კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე რომ მივ­დი­ო­დი, ექიმს ისეთ შე­კი­თხვებს ვუს­ვამ­დი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და. ჰოდა, ერთხელ, როცა თა­ვად ბე­ბი­ამ­თი­ლი გა­მომ­ყვა ექიმ­თან, მან ლა­მის კა­ბი­ნე­ტი­დან გა­აგ­დო: ბავ­შვს ასეთ სა­ში­ნე­ლე­ბებს რო­გორ უყ­ვე­ბიო? როცა ჩემი გო­გო­ნა ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და, შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქე.

- რო­გორ ფიქ­რობ, რას გერ­ჩო­და?

- არ მოვ­წონ­დი და ალ­ბათ იმი­სიც ეში­ნო­და, მის­თვის დი­ა­სახ­ლი­სო­ბა არ წა­მერ­თმია. აბა, სხვა რა უნდა ვი­ფიქ­რო, როცა ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას თვი­თონ ცდი­ლობ­და, მე ყვე­ლა­ფერს მი­წუ­ნებ­და. სა­რე­ცხის და­რე­ცხვა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ხე­ლი­დან მგლეჯ­და. მეტ­საც გე­ტყვით: მას მერე, რაც მათ ოჯახ­ში შე­ვე­დი, არ არ­სე­ბობ­და, ვინ­მეს კერ­ძში თმა არ ეპო­ვა. ჰოდა, ბე­ბი­ამ­თი­ლი ნიშ­ნის­მო­გე­ბით ამ­ბობ­და, - აქამ­დე ეს არ ხდე­ბო­დაო. ახლა ვფიქ­რობ, რომ თმას საჭ­მელ­ში თა­ვად, გან­გებ ყრი­და, რათა და­თას თვალ­ში ცუდი დი­ა­სახ­ლი­სი გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- დათა ბე­ბი­ას არა­ფერს ეუბ­ნე­ბო­და?

- ვი­ნა­ი­დან სამ­ხედ­რო იყო, შინ ისე­დაც იშ­ვი­ა­თად მო­დი­ო­და და არ მინ­დო­და, მის­თვის ნერ­ვე­ბი მო­მე­შა­ლა. ჰოდა, არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი. სა­მა­გი­ე­როდ, დე­დამ­თი­ლი იყო საქ­მის კურ­სში. მე­უბ­ნე­ბო­და,

- რა ვქნა, რით გიშ­ვე­ლო, მეც ასე მამ­წა­რებ­და, მაგ­რამ შე­ვეჩ­ვი­ეო. მა­მამ­თილ­მა კი თქვა: თუ ნი­ნოს უნდა, ჩვე­ნი რძა­ლი იყოს, უნდა აი­ტა­ნოს. მო­ხუ­ცია და რა ვქნაო?..

- შვილ­თაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბამ მა­ინც არ მო­ულ­ბო გული?

- ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, დე­დამ­თი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მე და დათა სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე, ქი­რით გა­და­ვე­დით. ბე­ბი­ამ­თი­ლი თვე­ში ერთხელ "გა­მო­ა­ნა­თებ­და" ხოლ­მე და მა­ში­ნაც ახერ­ხებ­და ჩემს გამ­წა­რე­ბას. მო­ვი­დო­და თუ არა, თეთ­რე­ულს მი­მოწ­მებ­და. და­თას ეკი­თხე­ბო­და, თუ რამ­დენ ხან­ში ერთხელ ვცვლი­დი ზე­წარს, ქმარს უყუ­რა­დღე­ბოდ ხომ არ ვტო­ვებ­დი, კერ­ძებს ვუმ­ზა­დებ­დი თუ არა და ა.შ. ეს იცით, რო­გორ გა­ვი­გე? - ერთხელ, როცა და­თამ გა­ი­გო, რომ ბე­ბი­ა­მი­სი უნდა მო­სუ­ლი­ყო, კე­დელ­ზე ფურ­ცე­ლი გა­აკ­რა, სა­დაც მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ჰქონ­და გა­ცე­მუ­ლი... ბავ­შვი ცოტა რომ წა­მო­ი­ზარ­და, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. და­თამ შე­მომ­თა­ვა­ზა, - როცა სას­წავ­ლე­ბელ­ში წახ­ვალ, პა­ტა­რას დე­და­ჩე­მი მო­უვ­ლი­სო. როცა დე­დამ­თი­ლი სამ­სა­ხურ­ში იყო, ჩემს გო­გო­ნა­ზე ბე­ბი­ამ­თი­ლი ზრუ­ნავ­და. პა­ტა­რას მარ­თლაც, არა­ფერს აკ­ლებ­და და სხვა­თა შო­რის, თით­ქოს ჩემ მი­მარ­თაც დათ­ბა. ბევ­რი რამ მას­წავ­ლა: მა­გა­ლი­თად, არ ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვს ყუ­რე­ბი უნდა "და­უ­ჭი­რო", თო­რემ მო­ე­კე­ცე­ბა და ა.შ.

- აღ­ნიშ­ნე, რომ შენი შვი­ლი 10 თვის იყო, როცა ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა და­გა­ტყდა თავს...

- ჩემი და­ბა­დე­ბის დღე ახ­ლოვ­დე­ბო­და. დე­და­ჩე­მი წი­ნა­დღეს ჩა­მო­ვი­და და რა­ღაც პრო­დუქ­ტე­ბი ჩა­მო­მი­ტა­ნა. და­თას თით­ქოს, ამან თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­უ­ლა­ხა, - რა, ამით მაგ­რძნო­ბი­ნა, რომ და­ბა­დე­ბის დღე უნდა გადა­გი­ხა­დოო?.. მერე დე­და­მი­სის­თვის და­უ­რე­კავს, - ნი­ნოს სი­ურპრი­ზი უნდა მო­ვუ­წყო, ტორ­ტი და რა­ღა­ცე­ბი უნდა მი­ვუ­ტა­ნო, მან­ქა­ნა მჭირ­დე­ბაო. მას მან­ქა­ნას არ აძ­ლევ­დნენ, რად­გან სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი უყ­ვარ­და, მაგ­რამ იმ დღეს ათხო­ვეს. მე­გობ­რე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ და კარ­გად მო­ვილ­ხი­ნეთ. უკვე გვი­ა­ნი იყო, როცა დე­დი­კომ მი­თხრა: ბავ­შვი ვერ იძი­ნებს და იქ­ნებ მი­ხე­დოო. სტუმ­რე­ბის ნა­წი­ლი უკვე წა­სუ­ლი იყო. ბავ­შვს ვა­ჭა­მე და და­ვა­ძი­ნე. ამა­სო­ბა­ში, მეც ჩამ­თვლი­მა. ვიგ­რძე­ნი, რომ ოთახ­ში დათა შე­მო­ვი­და და თავ­ზე მა­კო­ცა, მერე ოთა­ხი­დან გა­ვი­და... უკვე შუ­ა­ღა­მე იყო, როცა დე­დამ გა­მაღ­ვი­ძა: დათა სა­დღაც წა­ვი­და, შინ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და და­უ­რე­კეო. ვრე­კავ­დი, მაგ­რამ არ მპა­სუ­ხობ­და, მერე ტე­ლე­ფო­ნი სა­ერ­თოდ გა­თი­შა. დი­ლამ­დე ვე­ძებ­დი. ვი­ფიქ­რე, შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნას რა­ღაც და­უ­ზი­ან­და და მა­მა­მი­სის ეში­ნია, ტე­ლე­ფო­ნი ამი­ტომ გა­თი­შა-მეთ­ქი. ჰოდა, მე­სი­ჯი მივ­წე­რე: "სა­დაც უნდა იყო და რაც უნდა გი­ჭირ­დეს, არა­ვის ვე­ტყვი, უბ­რა­ლოდ, გნა­ხავ". დი­ლით ვი­ღაც კაც­მა და­მი­რე­კა და­თას ტე­ლე­ფო­ნით და შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა: ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და "არა­მი­ანცში" მო­ა­კი­თხე­თო... უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. რომ დავ­ხე­დე, ვერ ვი­ცა­ნი. თავი შეხ­ვე­უ­ლი ჰქონ­და, თი­თე­ბი - მოკ­ვე­თი­ლი... სა­ოც­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იყო... მახ­სოვს, სახ­ლის ეზო­ში რომ შე­მიყ­ვა­ნეს, დე­დამ­თი­ლი და­ვი­ნა­ხე, რო­მელ­საც დამ­ტვრე­უ­ლი ბოთ­ლი ეჭი­რა ხელ­ში და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აკა­ვებ­და, თავი რომ არ მო­ეკ­ლა. ისიც მახ­სოვს, გვერ­დით ბე­ბი­ა­მის­მა რომ ჩა­მი­ა­რა და მი­თხრა, - შე­ი­კივ­ლე, შენი ქმა­რი არ იყოო? კი­ვი­ლი ჩემს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბო­და! ამო­უთ­ქმე­ლი ტკი­ვი­ლის გამო ცუ­დად ვხდე­ბო­დი და გული ხშირ-ხში­რად მიმ­დი­ო­და. ჰოდა, ამის გამო ბე­ბი­ამ­თი­ლი ხალ­ხის გა­სა­გო­ნად აფე­რისტს მე­ძახ­და. ამ­ბობ­და, რომ ცუ­დად ყოფ­ნას ვი­გო­ნებ­დი. თუმ­ცა, მის­თვის მა­ში­ნაც ვერ შევ­ძე­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მა...

ჩემი ტკი­ვი­ლი გა­ორ­მაგ­და მას მერე, როცა გა­ვი­გე, რომ იმ დღეს და­თას და მის მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც ასე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, მან­ქა­ნა­ში 2 გო­გო­ნა ჰყავ­დათ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე - გა­დარ­ჩა. და­თას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩემ გა­სა­გო­ნად ამ­ბობ­დნენ, რომ თურ­მე, ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბი ის­ხდნენ მის მან­ქა­ნა­ში. როცა სა­დღეგ­რძე­ლო­ში და­თას მო­სა­გო­ნარს ამ­ბობ­დნენ, გარ­დაც­ვლილ გო­გო­საც ახ­სე­ნებ­დნენ, გარ­და­ჩე­ნილს კი დღეგ­რძე­ლო­ბას უსურ­ვებ­დნენ... ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ­ღაც, ავი­ტა­ნე. მე­უღ­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ მინ­დო­და, ქუ­თა­ის­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­დამ­თილ­მა მთხო­ვა, მის­თვის შვი­ლიშ­ვი­ლი არ წა­მერ­თმია. დე­და­ჩემ­მაც მი­თხრა: მა­ინც შენი ქმა­რი იყო და ის სახ­ლი ბავ­შვის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ცო­დო­ე­ბი არი­ა­ნო.

- გა­მო­დის, რომ დე­დამ მსხვერ­პლის გა­ღე­ბა მოგ­თხო­ვა. ამ­ჯო­ბი­ნა, შენ და­ტან­ჯუ­ლი­ყა­ვი, ვიდ­რე შვილმკვდა­რი დედა...

- და ამის გამო ქმარ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­უ­ვი­და. მამა ეუბ­ნე­ბო­და, - წა­მო­იყ­ვა­ნე, იქ ნუ და­ტო­ვებ, თუ არა და, შენც წადი და იქ იყა­ვი, ბავ­შვს ნუ­რა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნე­ბო... სწავ­ლა იძუ­ლე­ბით მი­ვა­ტო­ვე. ყო­ველ­დღე მი­წევ­და უკ­მე­ხი სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნა, თან - ათას­ნა­ირ სი­სუ­ლე­ლეს იგო­ნებ­დნენ ჩემს გა­სამ­წა­რებ­ლად. დე­დამ­თილ­საც ბევ­რი რამ შე­ე­შა­ლა იმ პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ მის გა­მარ­თლე­ბას ვცდი­ლობ: ეტყო­ბა, შვი­ლის სიკ­ვდილ­მა გო­ნე­ბა აუ­რია-მეთ­ქი. ერთხელ მი­თხრა: ახალ­გაზ­რდა გოგო ხარ, კი­დევ გა­თხოვ­დე­ბი, მე კი ამ ბავ­შვის გარ­და არა­ვინ დამ­რჩა და და­წე­რე ხელ­წე­რი­ლი, რომ მის დე­დო­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბო. ამას მი­ჩი­ჩი­ნებ­დნენ მისი მე­ზობ­ლე­ბიც, ნა­თე­სა­ვე­ბიც... მღვდე­ლიც მირ­ჩევ­და, დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და შვი­ლი დე­დამ­თი­ლის­თვის და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ვუ­თხა­რი, იქ ცხოვ­რე­ბას ვერ შევ­ძლებ-მეთ­ქი. - ნუ გე­ში­ნია, დე­და­ო­ე­ბი შე­გაძ­ლე­ბი­ნე­ბე­ნო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას დე­დამ­თილ­მა სთხო­ვა, ჩემ­თვის ეს ეთ­ქვა. მე­უბ­ნე­ბო­და, შენ ქმრის­თვის უნდა ილო­ცოო... ერთხელ მე­გობ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვე­დი. და­თას ნა­თე­სავ­მა და­მი­რე­კა, სას­წრა­ფოდ სახ­ლში მო­დიო. შინ მი­სულს, სახ­ლი მათი ნა­თე­სა­ვე­ბით დამ­ხვდა სავ­სე. ნამ­დვი­ლი სა­სა­მარ­თლო მო­მი­წყვეს. თურ­მე, ბე­ბი­ამ­თილს ჩემი დღი­უ­რი წა­უ­კი­თხავს, რა­ღაც ეჭ­ვე­ბი გას­ჩე­ნია და ნა­თე­სა­ვე­ბი ამი­ტო­მაც შე­უყ­რია. ვწერ­დი ჩემს კურ­სელ­ზე, ძმა­კაც­ზე, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბო­და: სუ­ლე­ლი ხარ, იმ ხალ­ხს თავს რა­ტომ აკ­ვლე­ვი­ნებ? შე­ნებ­თან წადი, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბაო. ჰოდა, იმ ნა­თე­სავ­მა, რო­მელ­მაც და­მი­რე­კა, ჩუ­მად ისიც მი­თხრა: და­თას ბე­ბი­ას უნდა, რა­ღაც და­გაბ­რა­ლოს, რათა სა­ბა­ბი ჰქონ­დეთ, რომ დე­დო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­გარ­თვა­ნო. მოკ­ლედ, ამ "სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე" თა­ვის მარ­თლე­ბა მო­მიხ­და, ეს კი ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი იყო...

რამ­დე­ნი­მე წელი ვი­ცხოვ­რე ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში, სიც­რუ­ე­ში, სა­დაც ყო­ველ­დღე ცდი­ლობ­დნენ, ჩემ­თვის ტა­ლა­ხი ეს­რო­ლათ, მაგ­რამ მერე ნერ­ვებ­მა მიმ­ტყუ­ნა და ქუ­თა­ის­ში წა­ვე­დი, სა­დაც დე­დამ­თი­ლი მა­კი­თხავ­და ხოლ­მე. იმის­თვის, რომ შვი­ლი მერ­ჩი­ნა, სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შაო ვი­შო­ვე. ვცდი­ლობ­დი, ჩემი გო­გო­ნას­თვის არა­ფე­რი მო­მეკ­ლო.

- ახლა მუ­შა­ობ?

- სკო­ლის ასა­კის ბავ­შვებს ვამ­ზა­დებ. ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თვის, რომ შვი­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ვა­ცხოვ­რო, მაგ­რამ ვცდი­ლობ, მას ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ბი მა­ინც არ მო­ვაკ­ლო. ის უკვე 6 წლის არის. სხვა­დას­ხვა წრე­ზე დამ­ყავს. მე ახლა მის­თვის ვცო­ცხლობ და ვცდი­ლობ, წელ­ში გა­ვი­მარ­თო.

- შვილს მა­მა­მის­ზე ხში­რად უყ­ვე­ბი? და­თას აპა­ტიე, სიკ­ვდი­ლის წინ რომ გი­ღა­ლა­ტა?

- ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ მას­ზე ისევ ვბრა­ზობ და ეს სიბ­რა­ზე თით­ქოს, მაძ­ლი­ე­რებს. შვილს მა­მა­ზე მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ რა­ღა­ცებს ვუყ­ვე­ბი. აქამ­დე იცო­და, რომ მა­მა­მი­სი სა­დღაც გაფ­რინ­და და მე­უბ­ნე­ბო­და: სულ რომ დაფ­რი­ნავს, ხომ იცის, რომ ვე­ლო­დე­ბით და რა­ტომ არ მო­დი­სო? მერე გა­ი­ზარ­და და მიხ­ვდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი კვდე­ბი­ან. ახლა ამ­ბობს, რომ ობო­ლია, თუმ­ცა ეს სი­ტყვა მის­თვის მე არ მის­წავ­ლე­ბია.

- შენ მი­თხა­რი, რომ ამ­ჟა­მად დე­დამ­თილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ.

- ასეა. ის ქმარ­მა მი­ა­ტო­ვა, - სხვა მიყ­ვარ­სო, ჰოდა, მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა დე­დამ­თილ­მა მთხო­ვა, ჩემს გო­გო­ნას­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად მას­თან ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვა­პა­ტიე ყვე­ლა­ფე­რი და ახლა მის გა­გე­ბას ვცდი­ლობ. მას მარ­ტო ვერ მი­ვა­ტო­ვებ და სა­ჭი­რო თუ გახ­და, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ბო­ლომ­დე მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი...

- ეს სტა­ტია თუ წა­ი­კი­თხა, შე­იძ­ლე­ბა ეწყი­ნოს...

- იმი­ტომ შე­გეხ­მი­ა­ნეთ, რომ მინ­და, ეს ამ­ბა­ვი იმ ადა­მი­ა­ნებ­მა წა­ი­კი­თხონ, ვინც ჩემ­თვის ტა­ლა­ხის სრო­ლას, ჩემი სა­ხე­ლის ლაფ­ში ამოს­ვრას ცდი­ლობ­და. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ერთი რამ მაქვს სათ­ქმე­ლი: პა­ტივ­ცე­მუ­ლე­ბო, თქვენ კი ვერ დამ­თრგუ­ნეთ, არა­მედ გა­მაძ­ლი­ე­რეთ. ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის, ბრძო­ლის სურ­ვი­ლი გა­მიღ­ვი­ვეთ და ახლა უკვე თა­ვა­დაც დარ­წმუნ­დით იმა­ში, რომ სუფ­თა ვარ! თქვენ ჩემს და­მარ­ცხე­ბას ვერ შეძ­ლებთ!

P.S. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან გაქვთ ისე­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­გაჩ­ნი­ათ, რომ სხვებ­მა უნდა გა­ი­ზი­ა­რონ, თუ სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ან უბ­რა­ლოდ, სურ­ვი­ლი გაქვთ, ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდეთ, ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვწე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 8(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com. ჩვენ სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­გის­მენთ და ჟურ­ნა­ლის გვერ­დსაც და­გით­მობთ. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"ავარიის დღეს თურმე ჩემს ქმარსა და მის მეგობარს, მანქანაში 2 გოგონა ჰყავდათ"

"ავარიის დღეს თურმე ჩემს ქმარსა და მის მეგობარს, მანქანაში 2 გოგონა ჰყავდათ"

ამ ახალი რუბრიკის რესპონდენტი შესაძლოა, ნებისმიერი თქვენგანი გახდეს, ვინაიდან საშუალებას გაძლევთ ისაუბროთ საკუთარ ცხოვრებაზე, მიღწევებზე ან უბრალოდ დააფიქსიროთ აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით და ა.შ. ახალი რუბრიკა "გზის" მე-8 ნომერში დავაანონსეთ და პირველი რესპონდენტიც გამოჩნდა. მან გადაწყვიტა, ჩვენთვის საკუთარ ცხოვრებაზე მოეთხო. "არაფერი განსხვავებული, ჩვეულებრივი გარეგნობის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დათა გავიცანი. იყო დიდი სიყვარული, ქორწინება, ჩვენი პატარა გოგონა, ჩემი დაბადების დღე (მაშინ 20 წლის გავხდი), ავარია, დათას გარდაცვალება და მას მერე გაგრძელებული ჯოჯოხეთი; ჯოჯოხეთი, რომელსაც ადამიანები თავიანთი უღიმღამო ცხოვრების გასალამაზებლად ყოველდღე მიწყობდნენ", - მომწერა გოგონამ, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე. უარი არ უთქვამს. უფრო მეტიც, მისი სახელის დაწერის უფლებაც მომცა. ნინოს თავგადასავალი კი მერწმუნეთ, მართლაც არ დაგტოვებთ გულგრილს.

-  წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. აქ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პირველ კურსზე ვიყავი, როცა მომავალი მეუღლე გავიცანი. სასწავლებლის შენობიდან გამოსული მანქანაში ჩავჯექი. მას ავტომობილი ისე ჰყავდა დაყენებული, რომ გასვლაში ხელს მიშლიდა და ამის გამო ვიკამათეთ. როცა სიტუაცია განიმუხტა, შევრიგდით და ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. იმ დღის მერე ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. 6 თვე ვიყავით შეყვარებულები, მერე კი დავქორწინდით.

-  დაქორწინების გადაწყვეტილება სწრაფად მიგიღიათ...

-  სხვათა შორის, ამ 6 თვეში ბევრი რამ მოხდა. დათა აქტიურობდა და სადედამთილო, მამიდამისი, ოჯახის სხვა წევრებიც გამაცნო. აღდგომის დღესასწაულზე კი ქუთაისში ჩამოვიდა, რათა ჩემი მშობლები გაეცნო... არდადეგებზე ქუთაისში რომ წავედი, ერთმანეთი მალე მოგვენატრა. მთხოვა, - ჩამოდიო. დედას ვუთხარი: ერთი გამოცდა დამრჩა ჩასაბარებელი და თბილისში უნდა წავიდე-მეთქი. ცხადია, გამომიშვა. რომ ჩამოვედი, ბევრი არ მიფიქრია, - დათას წინადადებას, ცოლად გავყოლოდი, მაშინვე დავთანხმდი.

-  შენი გაპარვა მშობლებმა როგორ მიიღეს?

-  მიუხედავად იმისა, რომ დათას უკვე იცნობდნენ და მისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, ცოტა ხნით მაინც გაგვებუტნენ. განსაკუთრებით დედა ბრაზობდა: ასე რატომ აჩქარდი? ისედაც ხომ ვიცოდით, შეყვარებული რომ იყავი და გაპარვა რა საჭირო იყო? ჯერ სწავლა დაგემთავრებინაო...

-  იმ პერიოდში დათაც სტუდენტი იყო?

-  არა, ის სამხედრო ნაწილში მსახურობდა, კონტრაქტით. სხვათა შორის, მამამთილიც იმავე ნაწილში მუშაობდა და დედამთილიც სამხედრო პირია... დათამ პირველად მამიდამისის სახლში მიმიყვანა, მერე კი რაღაც პერიოდი ბებიამისთან, ნახალოვკაში ვიყავით. როგორც დედამთილმა ამიხსნა, სახლში რემონტი ჰქონდათ და დროებით ბებიასთან უნდა გვეცხოვრა. მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს ქალური ბედნიერება. დათას ბებია ძალიან მაგარი ქალი იყო. ცდილობდა, მხარში ამომდგომოდა და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან გვასწავლა ცოლქმრობა. შეცდომებზე ორივეს ისე მიგვითითებდა, რომ შეუძლებელი იყო, ეს გწყენოდა. იდილიაში ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა: სახლში რემონტი რომ დამთავრდა, დათას მშობლებთან გადავედით, სადაც ჩვენ გარდა დათას მეორე ბებია (მამის დედა) ცხოვრობდა. მალევე დავფეხმძიმდი და ამის გამო აკადემიურის აღება მომიხდა.

-  მეუღლის ოჯახის წევრებთან ცხოვრებას ვერ შეეგუე?

-  ყველას შევეჩვიე, მაგრამ მამათილის დედის (მას ბებიამთილს ვეძახდი) გული ვერაფრით მოვიგე... დიდი ლილოს დასახლება არის პატარა სოფელი, სადაც ყველა ერთმანეთზე ჭორაობს. გამონაკლისი არც ჩემი ქმრის ბებია გახლდათ. სახლში მეზობლები ისე შემოდიოდნენ, არც კი აკაკუნებდნენ. მე საკუთარი ოთახის დაკეტვა ან მიხურვაც დიდ ცოდვად მეთვლებოდა. მეგობრებთან მარტო არასდროს მტოვებდა. ბებიამთილს და ჰყავდა, რომელიც მოშორებით ცხოვრობდა, მაგრამ თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან. ჰოდა, დამიჯდებოდნენ ფეხმძიმეს და მიყვებოდნენ, თუ ვინმეს ოდესმე სადმე დაუნის სინდრომიანი ბავშვი შეეძინა, რომ ვიღაცას ხეიბარი ეყოლა და ა.შ. ორსული ქალისთვის ეს მძიმე მოსასმენია, დამერწმუნეთ. კონსულტაციებზე რომ მივდიოდი, ექიმს ისეთ შეკითხვებს ვუსვამდი, გაკვირვებული მიყურებდა. ჰოდა, ერთხელ, როცა თავად ბებიამთილი გამომყვა ექიმთან, მან ლამის კაბინეტიდან გააგდო: ბავშვს ასეთ საშინელებებს როგორ უყვებიო? როცა ჩემი გოგონა ჯანმრთელი დაიბადა, შვებით ამოვისუნთქე.

-  როგორ ფიქრობ, რას გერჩოდა?

-  არ მოვწონდი და ალბათ იმისიც ეშინოდა, მისთვის დიასახლისობა არ წამერთმია. აბა, სხვა რა უნდა ვიფიქრო, როცა ყველაფრის გაკეთებას თვითონ ცდილობდა, მე ყველაფერს მიწუნებდა. სარეცხის დარეცხვასაც ვერ ვახერხებდი, ხელიდან მგლეჯდა. მეტსაც გეტყვით: მას მერე, რაც მათ ოჯახში შევედი, არ არსებობდა, ვინმეს კერძში თმა არ ეპოვა. ჰოდა, ბებიამთილი ნიშნისმოგებით ამბობდა, - აქამდე ეს არ ხდებოდაო. ახლა ვფიქრობ, რომ თმას საჭმელში თავად, განგებ ყრიდა, რათა დათას თვალში ცუდი დიასახლისი გამოვჩენილიყავი.

-  დათა ბებიას არაფერს ეუბნებოდა?

-  ვინაიდან სამხედრო იყო, შინ ისედაც იშვიათად მოდიოდა და არ მინდოდა, მისთვის ნერვები მომეშალა. ჰოდა, არაფერს ვეუბნებოდი. სამაგიეროდ, დედამთილი იყო საქმის კურსში. მეუბნებოდა,

- რა ვქნა, რით გიშველო, მეც ასე მამწარებდა, მაგრამ შევეჩვიეო. მამამთილმა კი თქვა: თუ ნინოს უნდა, ჩვენი რძალი იყოს, უნდა აიტანოს. მოხუცია და რა ვქნაო?..

-  შვილთაშვილის დაბადებამ მაინც არ მოულბო გული?

-  ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, დედამთილის ინიციატივით, მე და დათა საცხოვრებლად ცალკე, ქირით გადავედით. ბებიამთილი თვეში ერთხელ "გამოანათებდა" ხოლმე და მაშინაც ახერხებდა ჩემს გამწარებას. მოვიდოდა თუ არა, თეთრეულს მიმოწმებდა. დათას ეკითხებოდა, თუ რამდენ ხანში ერთხელ ვცვლიდი ზეწარს, ქმარს უყურადღებოდ ხომ არ ვტოვებდი, კერძებს ვუმზადებდი თუ არა და ა.შ. ეს იცით, როგორ გავიგე? - ერთხელ, როცა დათამ გაიგო, რომ ბებიამისი უნდა მოსულიყო, კედელზე ფურცელი გააკრა, სადაც მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა გაცემული... ბავშვი ცოტა რომ წამოიზარდა, სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. დათამ შემომთავაზა, - როცა სასწავლებელში წახვალ, პატარას დედაჩემი მოუვლისო. როცა დედამთილი სამსახურში იყო, ჩემს გოგონაზე ბებიამთილი ზრუნავდა. პატარას მართლაც, არაფერს აკლებდა და სხვათა შორის, თითქოს ჩემ მიმართაც დათბა. ბევრი რამ მასწავლა: მაგალითად, არ ვიცოდი, რომ ბავშვს ყურები უნდა "დაუჭირო", თორემ მოეკეცება და ა.შ.

-  აღნიშნე, რომ შენი შვილი 10 თვის იყო, როცა ახალი უბედურება დაგატყდა თავს...

-  ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა. დედაჩემი წინადღეს ჩამოვიდა და რაღაც პროდუქტები ჩამომიტანა. დათას თითქოს, ამან თავმოყვარეობა შეულახა, - რა, ამით მაგრძნობინა, რომ დაბადების დღე უნდა გადა­გიხადოო?.. მერე დედამისისთვის დაურეკავს, - ნინოს სიურპრიზი უნდა მოვუწყო, ტორტი და რაღაცები უნდა მივუტანო, მანქანა მჭირდებაო. მას მანქანას არ აძლევდნენ, რადგან სწრაფად სიარული უყვარდა, მაგრამ იმ დღეს ათხოვეს. მეგობრები შევიკრიბეთ და კარგად მოვილხინეთ. უკვე გვიანი იყო, როცა დედიკომ მითხრა: ბავშვი ვერ იძინებს და იქნებ მიხედოო. სტუმრების ნაწილი უკვე წასული იყო. ბავშვს ვაჭამე და დავაძინე. ამასობაში, მეც ჩამთვლიმა. ვიგრძენი, რომ ოთახში დათა შემოვიდა და თავზე მაკოცა, მერე ოთახიდან გავიდა... უკვე შუაღამე იყო, როცა დედამ გამაღვიძა: დათა სადღაც წავიდა, შინ არ დაბრუნებულა და დაურეკეო. ვრეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა, მერე ტელეფონი საერთოდ გათიშა. დილამდე ვეძებდი. ვიფიქრე, შეიძლება მანქანას რაღაც დაუზიანდა და მამამისის ეშინია, ტელეფონი ამიტომ გათიშა-მეთქი. ჰოდა, მესიჯი მივწერე: "სადაც უნდა იყო და რაც უნდა გიჭირდეს, არავის ვეტყვი, უბრალოდ, გნახავ". დილით ვიღაც კაცმა დამირეკა დათას ტელეფონით და შეგვატყობინა: ავარიაში მოყვა და "არამიანცში" მოაკითხეთო... უკვე გარდაცვლილი იყო. რომ დავხედე, ვერ ვიცანი. თავი შეხვეული ჰქონდა, თითები - მოკვეთილი... საოცრად დამახინჯებული იყო... მახსოვს, სახლის ეზოში რომ შემიყვანეს, დედამთილი დავინახე, რომელსაც დამტვრეული ბოთლი ეჭირა ხელში და უამრავი ადამიანი აკავებდა, თავი რომ არ მოეკლა. ისიც მახსოვს, გვერდით ბებიამისმა რომ ჩამიარა და მითხრა, - შეიკივლე, შენი ქმარი არ იყოო? კივილი ჩემს ძალებს აღემატებოდა! ამოუთქმელი ტკივილის გამო ცუდად ვხდებოდი და გული ხშირ-ხშირად მიმდიოდა. ჰოდა, ამის გამო ბებიამთილი ხალხის გასაგონად აფერისტს მეძახდა. ამბობდა, რომ ცუდად ყოფნას ვიგონებდი. თუმცა, მისთვის მაშინაც ვერ შევძელი პასუხის გაცემა...

ჩემი ტკივილი გაორმაგდა მას მერე, როცა გავიგე, რომ იმ დღეს დათას და მის მეგობარს, რომელიც ასევე გარდაიცვალა, მანქანაში 2 გოგონა ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე დაიღუპა, მეორე - გადარჩა. დათას ოჯახის წევრები ჩემ გასაგონად ამბობდნენ, რომ თურმე, ულამაზესი გოგონები ისხდნენ მის მანქანაში. როცა სადღეგრძელოში დათას მოსაგონარს ამბობდნენ, გარდაცვლილ გოგოსაც ახსენებდნენ, გარდაჩენილს კი დღეგრძელობას უსურვებდნენ... ეს ყველაფერი როგორღაც, ავიტანე. მეუღლის დაკრძალვის შემდეგ მინდოდა, ქუთაისში წავსულიყავი, მაგრამ დედამთილმა მთხოვა, მისთვის შვილიშვილი არ წამერთმია. დედაჩემმაც მითხრა: მაინც შენი ქმარი იყო და ის სახლი ბავშვის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ცოდოები არიანო.

-  გამოდის, რომ დედამ მსხვერპლის გაღება მოგთხოვა. ამჯობინა, შენ დატანჯულიყავი, ვიდრე შვილმკვდარი დედა...

-  და ამის გამო ქმართან უსიამოვნება მოუვიდა. მამა ეუბნებოდა, - წამოიყვანე, იქ ნუ დატოვებ, თუ არა და, შენც წადი და იქ იყავი, ბავშვს ნურავის დააჩაგვრინებო... სწავლა იძულებით მივატოვე. ყოველდღე მიწევდა უკმეხი სიტყვების მოსმენა, თან - ათასნაირ სისულელეს იგონებდნენ ჩემს გასამწარებლად. დედამთილსაც ბევრი რამ შეეშალა იმ პერიოდში, მაგრამ მის გამართლებას ვცდილობ: ეტყობა, შვილის სიკვდილმა გონება აურია-მეთქი. ერთხელ მითხრა: ახალგაზრდა გოგო ხარ, კიდევ გათხოვდები, მე კი ამ ბავშვის გარდა არავინ დამრჩა და დაწერე ხელწერილი, რომ მის დედობაზე უარს ამბობო. ამას მიჩიჩინებდნენ მისი მეზობლებიც, ნათესავებიც... მღვდელიც მირჩევდა, დედათა მონასტერში წავსულიყავი და შვილი დედამთილისთვის დამეტოვებინა. ვუთხარი, იქ ცხოვრებას ვერ შევძლებ-მეთქი. - ნუ გეშინია, დედაოები შეგაძლებინებენო. დარწმუნებული ვარ, მას დედამთილმა სთხოვა, ჩემთვის ეს ეთქვა. მეუბნებოდა, შენ ქმრისთვის უნდა ილოცოო... ერთხელ მეგობრებთან შესახვედრად წავედი. დათას ნათესავმა დამირეკა, სასწრაფოდ სახლში მოდიო. შინ მისულს, სახლი მათი ნათესავებით დამხვდა სავსე. ნამდვილი სასამართლო მომიწყვეს. თურმე, ბებიამთილს ჩემი დღიური წაუკითხავს, რაღაც ეჭვები გასჩენია და ნათესავები ამიტომაც შეუყრია. ვწერდი ჩემს კურსელზე, ძმაკაცზე, რომელიც მეუბნებოდა: სულელი ხარ, იმ ხალხს თავს რატომ აკვლევინებ? შენებთან წადი, ცხოვრება გრძელდებაო. ჰოდა, იმ ნათესავმა, რომელმაც დამირეკა, ჩუმად ისიც მითხრა: დათას ბებიას უნდა, რაღაც დაგაბრალოს, რათა საბაბი ჰქონდეთ, რომ დედობის უფლება ჩამოგართვანო. მოკლედ, ამ "სასამართლო პროცესზე" თავის მართლება მომიხდა, ეს კი ძალიან დამამცირებელი იყო...

რამდენიმე წელი ვიცხოვრე ამ ჯოჯოხეთში, სიცრუეში, სადაც ყოველდღე ცდილობდნენ, ჩემთვის ტალახი ესროლათ, მაგრამ მერე ნერვებმა მიმტყუნა და ქუთაისში წავედი, სადაც დედამთილი მაკითხავდა ხოლმე. იმისთვის, რომ შვილი მერჩინა, სეზონური სამუშაო ვიშოვე. ვცდილობდი, ჩემი გოგონასთვის არაფერი მომეკლო.

-  ახლა მუშაობ?

-  სკოლის ასაკის ბავშვებს ვამზადებ. ჩემი შემოსავალი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შვილი ფუფუნებაში ვაცხოვრო, მაგრამ ვცდილობ, მას ელემენტარული რაღაცები მაინც არ მოვაკლო. ის უკვე 6 წლის არის. სხვადასხვა წრეზე დამყავს. მე ახლა მისთვის ვცოცხლობ და ვცდილობ, წელში გავიმართო.

-  შვილს მამამისზე ხშირად უყვები? დათას აპატიე, სიკვდილის წინ რომ გიღალატა?

-  ზოგჯერ მგონია, რომ მასზე ისევ ვბრაზობ და ეს სიბრაზე თითქოს, მაძლიერებს. შვილს მამაზე მხოლოდ პოზიტიურ რაღაცებს ვუყვები. აქამდე იცოდა, რომ მამამისი სადღაც გაფრინდა და მეუბნებოდა: სულ რომ დაფრინავს, ხომ იცის, რომ ველოდებით და რატომ არ მოდისო? მერე გაიზარდა და მიხვდა, რომ ადამიანები კვდებიან. ახლა ამბობს, რომ ობოლია, თუმცა ეს სიტყვა მისთვის მე არ მისწავლებია.

-  შენ მითხარი, რომ ამჟამად დედამთილთან ერთად ცხოვრობ.

-  ასეა. ის ქმარმა მიატოვა, - სხვა მიყვარსო, ჰოდა, მარტო დარჩენილმა დედამთილმა მთხოვა, ჩემს გოგონასთან ერთად, საცხოვრებლად მასთან ჩამოვსულიყავი. ვაპატიე ყველაფერი და ახლა მის გაგებას ვცდილობ. მას მარტო ვერ მივატოვებ და საჭირო თუ გახდა, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე მის გვერდით ვიქნები...

-  ეს სტატია თუ წაიკითხა, შეიძლება ეწყინოს...

-  იმიტომ შეგეხმიანეთ, რომ მინდა, ეს ამბავი იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვინც ჩემთვის ტალახის სროლას, ჩემი სახელის ლაფში ამოსვრას ცდილობდა. ამ ადამიანებისთვის ერთი რამ მაქვს სათქმელი: პატივცემულებო, თქვენ კი ვერ დამთრგუნეთ, არამედ გამაძლიერეთ. ცხოვრების გაგრძელების, ბრძოლის სურვილი გამიღვივეთ და ახლა უკვე თავადაც დარწმუნდით იმაში, რომ სუფთა ვარ! თქვენ ჩემს დამარცხებას ვერ შეძლებთ!

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტები! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან გაქვთ ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მიგაჩნიათ, რომ სხვებმა უნდა გაიზიარონ, თუ საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ საზოგადოებისთვის ან უბრალოდ, სურვილი გაქვთ, ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ, ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 8(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com. ჩვენ სიამოვნებით მოგისმენთ და ჟურნალის გვერდსაც დაგითმობთ. წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია