რუსეთის ფედერაციის საბჭო უკრაინაში ჯარების შეყვანის საკითხს განიხილავს

რუსეთის ფედერაციის საბჭო უკრაინაში ჯარების შეყვანის საკითხს განიხილავს

რუსეთის ფედერაციის საბჭო უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანის საკითხს განიხილავს. საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვას. საბჭოს სხდომაზე დეპუტატები სიტყვით გამოსვლისას პუტინის ინიციატივის მიმართ მხარადაჭერას გამოხატავენ.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შეყვანის თხოვნით დღეს მიმართა. "ექსტრაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინაშია და საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, ასევე ემქურება ჩვენ თანამემამულეებს, ყირიმში განლაგებულ რუს სამხედროებს, რუსეთის კონსტიტუციის 102 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, შემომაქვს მიმართა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს, ამ ქვეყენაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დარეგულირებამდე",- ნათქვამია პუტინის მიმართვაში ფედერაციის საბჭოსადმი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა