პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკი" საქართველოში ემიგრანტული ლიტერატურის ჩამოტანას დააფინანსებს
"თიბისი ბანკი" საქართველოში ემიგრანტული ლიტერატურის ჩამოტანას დააფინანსებს

"თი­ბი­სი ბან­კი" სა­ქარ­თვე­ლო­ში ემიგ­რან­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნას და­ა­ფი­ნან­სებს. ამის შე­სა­ხებ მე­მო­რან­დუმს ხელი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ მო­ა­წე­რეს.

მე­მო­რან­დუმ­ზე ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გახ­სნეს ექპო­ზი­ცია ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის დარ­ბაზ­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დებ­ში და­ცუ­ლი ემიგ­რან­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. კერ­ძოდ, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბის მიერ სა­ჩუქ­რად გად­მო­ცე­მუ­ლი არ­ქი­ვე­ბი. მათ შო­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ოთარ და გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლე­ბი­სა და გრი­გოლ დი­ა­სა­მი­ძის არ­ქი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის წე­რი­ლებს, მე­მუ­ა­რებს, ნაშ­რო­მებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე უც­ნობ დო­კუ­მენ­ტებს მო­ი­ცავს.

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ემიგ­რან­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ფონდში ასე­ვე ინა­ხე­ბა საფ­რან­გე­თი­დან, ლე­ვი­ლის მა­მუ­ლი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა ხელ­ნა­წე­რებს, ემიგ­რან­ტულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მებს. მათ შო­რი­საა ნოე ჟორ­და­ნი­ას შთა­მო­მავ­ლე­ბი­სა და და­ვით სა­ღი­რაშ­ვი­ლის არ­ქი­ვე­ბი, ნუცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და სხვა მა­სა­ლე­ბი.

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა "თი­ბი­სი ბან­კის" მხარ­და­ჭე­რით მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს ქარ­თუ­ლი ემიგ­რან­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნას.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თიბისი ბანკი" საქართველოში ემიგრანტული ლიტერატურის ჩამოტანას დააფინანსებს

"თიბისი ბანკი" საქართველოში ემიგრანტული ლიტერატურის ჩამოტანას დააფინანსებს

"თიბისი ბანკი" საქართველოში ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებასა და საქართველოში ჩამოტანას დააფინანსებს. ამის შესახებ მემორანდუმს  ხელი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი კეკელიძემ და მამუკა ხაზარაძემ გახსნეს ექპოზიცია ქართული ემიგრაციის დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ემიგრანტული ლიტერატურა. კერძოდ, ქართველი ემიგრანტების შთამომავლების მიერ საჩუქრად გადმოცემული არქივები. მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილი ოთარ და გივი ზალდასტანიშვილებისა და გრიგოლ დიასამიძის არქივები, რომლებიც ცნობილი საზოგადო მოღვაწეების წერილებს, მემუარებს, ნაშრომებს, საქართველოში აქამდე უცნობ დოკუმენტებს მოიცავს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრანტული ლიტერატურის ფონდში ასევე ინახება საფრანგეთიდან, ლევილის მამულიდან ჩამოტანილი უნიკალური კოლექცია, რომელიც მოიცავს ქართველ ემიგრანტთა ხელნაწერებს, ემიგრანტულ ლიტერატურასა და პერიოდულ გამოცემებს. მათ შორისაა ნოე ჟორდანიას შთამომავლებისა და დავით საღირაშვილის არქივები, ნუცა ჩოლოყაშვილის მიერ გადმოცემული ლიტერატურა და სხვა მასალები.

ეროვნული ბიბლიოთეკა "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებს ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებასა და საქართველოში ჩამოტანას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი