პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯულიანა ბარგნარი: მამაკაცს განსაკუთრებული მზერა უნდა ჰქონდეს
ჯულიანა ბარგნარი: მამაკაცს განსაკუთრებული მზერა უნდა ჰქონდეს

ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბის ოს­ტა­ტი - ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი სტო­მა­ტო­ლო­გის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა. ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს, მაგ­რამ შე­ე­ცა­და, ჩვენს კი­თხვებ­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცა. ჰოდა, თუ რო­გო­რი "სა­პა­ტარ­ძლოა" ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ეს თა­ვად შე­ა­ფა­სეთ.

- ჯუ­ლი­ა­ნა, შენი ოჯა­ხი გაგ­ვა­ცა­ნი.

- მყავს დედა, მამა და ძმა, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. მას უკვე სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი აქვს. დედა მკე­რა­ვია. ძი­რი­თა­დად, სა­ცეკ­ვაო კა­ბებს კე­რავს. მამა დიდი ხა­ნია, უკვე აღარ მუ­შა­ობს. ქა­ლაქ­გა­რეთ გვაქვს ნაკ­ვე­თი, სა­დაც ის მთელ დღეს ატა­რებს. მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს... ჩემი ძმა სტო­მა­ტო­ლო­გია. დე­დას და მა­მას უნ­დო­დათ, მეც იგი­ვე პრო­ფე­სია მქო­ნო­და. მათი აზრი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ვარ. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო ერთი წელი ლექ­ცი­ებ­ზე სი­ა­რულს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი პრო­ექ­ტე­ბი­სა თუ მოს­წავ­ლე­ე­ბის გამო. ჰოდა, ახლა ვფიქ­რობ, ღირს თუ არა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. არა­და, ახლა წე­სით, მე-4 კურ­სზე უნდა ვიყო.

- გა­მო­დის, რომ ცეკ­ვა უფრო მე­ტად მოგ­წონს, არა?

- ასეა, სხვა საქ­მე ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. თან, ხომ იცით, მო­ცეკ­ვა­ვეს ბევ­რი ვარ­ჯი­ში უწევს და სხვა რა­ღა­ცე­ბის­თვის დრო თით­ქმის არ მრჩე­ბა.

- სა­კუ­თარ თავს რო­გორ დაგ­ვი­ხა­სი­ა­თებ?

- ამის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა... ერთი შე­ხედ­ვით ჩანს, რომ მშვი­დი ვარ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე არ არის. ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი და საქ­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ.

- თავ­შე­კა­ვე­ბის უნა­რი თუ გაქვს? მა­გა­ლი­თად, შე­გიძ­ლია თუ არა, რომ მე­გო­ბარს ან ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გა­წყე­ნი­ნა, არ უსაყ­ვე­დუ­რო?

- სწო­რედ ასე ვიქ­ცე­ვი იმ მი­ზე­ზის გამო, რომ არ მიყ­ვარს კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, ვინ­მეს­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა არ შე­მემ­თხვეს. უკი­დუ­რეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა კა­მა­თი მა­ინც მი­წევს, ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

- წყე­ნის გულ­ში ჩა­დე­ბა გჩ­ვე­ვია?

- გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას: თუ ადა­მი­ა­ნი მოვა და სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლის გამო მო­მი­ბო­დი­შებს, შე­იძ­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი ვა­პა­ტიო და შე­სა­ბა­მი­სად, წყე­ნა­საც და­ვი­ვი­წყებ. ოღონდ, სი­ნა­ნუ­ლი გულ­წრფე­ლი უნდა იყოს.

- გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი გაქვს თუ ფი­ცხი?

- ფი­ცხი ვარ, მაგ­რამ არა - "პა­ნი­კი­ორ­შა". წვრილ­მა­ნი რა­ღა­ცე­ბის გამო არ "ავ­ფეთ­ქდე­ბი", წო­ნას­წო­რო­ბას იშ­ვი­ა­თად ვკარ­გავ. მოკ­ლედ, სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტროლს ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ.

- რო­მე­ლია შენი ყვე­ლა­ზე კარ­გი თვი­სე­ბა?

- შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მაქვს საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, რო­მელ­შიც მთელ სულ­სა და გულს ვდებ.

- ერ­თგუ­ლე­ბა შე­გიძ­ლია?

- ყვე­ლა ჩემი მე­გობ­რი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ერ­თგუ­ლი ვარ, სხვა­ნა­ი­რად ცხოვ­რე­ბა უბ­რა­ლოდ, არ შე­მიძ­ლია. სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თგუ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლი გრძნო­ბე­ბია.

- სი­ა­მა­ყე რა დო­ზით არის შენ­ში?

- ვფიქ­რობ, გარ­კვე­უ­ლი დო­ზით ამა­ყი ყვე­ლა უნდა იყოს. თუმ­ცა, ზედ­მე­ტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაც არ არის სა­ჭი­რო, - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ვე­ღარ გა­იზ­რდე­ბი.

- შენს უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე რას გვე­ტყვი?

- ყვე­ლა­ფე­რი გულ­თან ახ­ლოს მი­მაქვს, ეს კი ბევრ რა­მე­ში მიშ­ლის ხელს. ჰოდა, ვცდი­ლობ, ამ თვი­სე­ბას შე­ვებ­რძო­ლო. ეს ზოგ­ჯერ გა­მომ­დის, ზოგ­ჯერ - არა.

- შე­იძ­ლე­ბა, ასეთ დროს დეპ­რე­სი­ა­შიც ჩა­ვარ­დე?

- არა, დეპ­რე­სი­ა­ში არ ვვარ­დე­ბი, მაგ­რამ 2 დღე მა­ინც ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. სა­ერ­თოდ, სხვებ­თან ბო­ლომ­დე ვერ ვიხ­სნე­ბი; არ შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ნა­ირ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რო თუნ­დაც უახ­ლოს და­ქალ­თან. არ­სე­ბობს რა­ღაც, რაც მარ­ტო ჩე­მია!

- მავ­ნე ჩვე­ვე­ბი თუ გაქვს?

- არ ვე­წე­ვი, არ ვსვამ, ნარ­კო­ტი­კებ­ზე კი ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია!

- ანუ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- დიახ, ვვარ­ჯი­შობ და ვცდი­ლობ, სწო­რა­დაც ვიკ­ვე­ბო.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- (იცი­ნის) მი­მაჩ­ნია, რომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე ყვე­ლა მან­დი­ლო­სან­მა უნდა იცო­დეს. რა­ღა­ცე­ბი მეც ვიცი, მაგ­რამ ჩემი სა­მუ­შაო დღის რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დი­ა­სახ­ლი­სის ამ­პლუ­ის მორ­გე­ბას ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ. თუმ­ცა, როცა სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­დი­ვარ, იქ ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვიმ­ზა­დებ.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა გი­ად­ვილ­დე­ბა?

- როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, პი­ცას ვამ­ზა­დებ და სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. ყვე­ლა­ფე­რი დე­დის­გან ვის­წავ­ლე. ბავ­შვო­ბა­ში მას ხში­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი, მას­თან ერ­თად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამის­თვის ვერ ვიც­ლი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- მოდი, ამ კი­თხვა­ზე არ გი­პა­სუ­ხებ. მხო­ლოდ იმას გე­ტყვი, რომ ჩემი აზ­რით, ოჯა­ხის შექ­მნა­ზე ფიქ­რი ნა­ად­რე­ვია.

- რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 22-ის.

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლემ პე­რან­გის და­უ­თო­ე­ბა რომ გთხო­ვოს, ამას შეძ­ლებ?

- რა­ტო­მაც არა?! როცა გას­ტრო­ლებ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­დი­ვართ, ჩემს მე­წყვი­ლე­ებს პე­რან­გებს ვუ­უ­თო­ებ და შე­სა­ბა­მი­სად, ეს საქ­მე უკვე კარ­გად გა­მომ­დის.

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

- რთუ­ლი კი­თხვაა... მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მო­მე­წო­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი უნდა ჰქონ­დეს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ჩემ­თვის თვა­ლე­ბია. თვა­ლე­ბის ფერ­სა და ფორ­მას კი არა, ვგუ­ლის­ხმობ იმას, თუ რო­გო­რი მზე­რა ექ­ნე­ბა, რო­გორ შე­მომ­ხე­დავს. მი­მაჩ­ნია, რომ თვა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის ამო­საც­ნო­ბად ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, მა­მა­კაც­მა მი­თხრას, რომ ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, მაგ­რამ მის თვა­ლებ­ში ეს ვერ ამო­ვი­კი­თხო... ჩემს რჩე­ულს აუ­ცი­ლებ­ლად ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი უნდა ჰქონ­დეს. მომ­წონს ისე­თი მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რა უნ­დათ ამ ცხოვ­რე­ბის­გან და ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ, და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ. მა­მა­კა­ცი აუ­ცი­ლებ­ლად, და­საქ­მე­ბუ­ლი უნდა იყოს.

- შენი რჩე­უ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი უნდა იყოს?

- როცა ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს, მისი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი ნამ­დვი­ლად არ არის. ის მიყ­ვარ­დე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც არის. თუმ­ცა, გე­თან­ხმე­ბით, არ­სე­ბობს მან­დი­ლოს­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რულს ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე ცვლი­ან, რაც ჩემი აზ­რით, მი­უ­ღე­ბე­ლია.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ხარ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი ვარ.

- ალ­ბათ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავს, არა?

- მარ­თლაც, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს, მაგ­რამ ზედ­მე­ტად არა­ვინ მა­წუ­ხებს.

- ისი­ნი ძი­რი­თა­დად, "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით გე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან?

- დიახ, მწე­რენ ხოლ­მე. მათ ძა­ლი­ან ტაქ­ტი­ა­ნად და კულ­ტუ­რუ­ლად მი­ვუ­თი­თებ, რომ მსგავ­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის არ მცა­ლია.

- ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის თუ გჯე­რა?

- ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია! არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­გიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ იც­ნობ?

- პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე შენ­თვის თუ აუხ­სნია ვინ­მეს სიყ­ვა­რუ­ლი?

- კი, მქო­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი და ხში­რად მწე­რენ კი­დეც, - ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვარ­დი, უშე­ნოდ ცხოვ­რე­ბა აღარ შე­მიძ­ლი­აო... ასე­თი რა­ღა­ცე­ბის არ მჯე­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის სი­ყალ­ბეს­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, შენი გუ­ლის მო­გე­ბა ძნე­ლია?

- ჩემი გუ­ლის მო­სა­გე­ბად გარ­კვე­უ­ლი დროა სა­ჭი­რო. მა­მა­კაცს ვერ შე­ვიყ­ვა­რებ, თუ მის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე არა­ფე­რი მე­ცო­დი­ნე­ბა. არ ვამ­ბობ, რომ იდე­ა­ლუ­რი უნდა იყოს, უბ­რა­ლოდ, მის შე­სა­ხებ რა­ღა­ცე­ბი უნდა ვი­ცო­დე.

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე რას გვე­ტყვი?

- თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ ვიცი და ეს ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს კი­დეც.

- ძვე­ლად, როცა ოჯახ­ში გოგო იბა­დე­ბო­და, მშობ­ლე­ბი მის­თვის მზი­თე­ვის შეგ­რო­ვე­ბას იწყებ­დნენ და და­ოჯა­ხე­ბის შემ­დეგ თან ატან­დნენ. ამის შე­სა­ხებ თუ გსმე­ნია?

- არა, ეს მარ­თლა არ ვი­ცო­დი (იცი­ნის). ისე, არც ეს არის ცუდი ტრა­დი­ცია.

- რო­გორ ფიქ­რობ, შეძ­ლებ, რომ მე­უღ­ლის მშო­ბელს "დედა" და­უ­ძა­ხო?

- ასე მე­უღ­ლის დე­დას არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ რუ­სეთ­შიც მი­მარ­თა­ვენ. თა­ვად რამ­დე­ნად შევ­ძლებ ამ ტრა­დი­ცი­ის დაც­ვას, ვერ გე­ტყვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად უნდა მოხ­დეს და არა ძალ­და­ტა­ნე­ბით და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ წე­სია ასე­თი. "დედა" - ეს სულ სხვა ფე­ნო­მე­ნია და ძნე­ლია, ამ სი­ტყვით ორ ადა­მი­ანს მი­მარ­თო.

- მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ და­გა­ყე­ნოს, - ოჯა­ხი ან კა­რი­ე­რაო, - რას იზამ?

- თუ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ, არა მგო­ნია, ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­გა­ყე­ნოს. ცეკ­ვა - ეს ჩემი ცხოვ­რე­ბაა და მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს ამის შე­სა­ხებ თა­ვი­დან­ვე ეცო­დი­ნე­ბა. მაგ­რამ თუ მა­ინც და­მა­ყე­ნებს ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, შე­იძ­ლე­ბა, ჯიბრში ჩა­ვუდ­გე და ყვე­ლა­ფე­რი მისი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ვა­კე­თო... აი, თუ კა­რი­ე­რის მი­ტო­ვე­ბას რა­ღაც რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის გამო უბ­რა­ლოდ მთხოვს, შე­იძ­ლე­ბა, სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ცეკ­ვავ?

- უკვე 13 წე­ლია.

- საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმოგ­ზა­უ­რებ­დი?

- რჩე­ულ­თან ერ­თად პირ­ველ რიგ­ში, საფ­რან­გეთ­ში, სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლაქ­ში წა­ვი­დო­დი...

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი მოგ­წონს?

- თუ ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, მეც ასეთ ქორ­წილს გა­და­ვიხ­დი (იღი­მის).

- ძილი გიყ­ვარს? დი­ლით რო­მელ სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებ?

- ძილი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. უძი­ლო­ბა და შიმ­ში­ლი ჩემ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს, ასეთ დროს ხა­სი­ა­თი მი­ფუჭ­დე­ბა, სულ ვბუ­ზღუ­ნებ. უმე­ტე­სად, დღის 12 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, უფრო ად­რეც შევ­ძლებ ძილს თავი და­ვაღ­წიო.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯულიანა ბარგნარი: მამაკაცს განსაკუთრებული მზერა უნდა ჰქონდეს

ჯულიანა ბარგნარი: მამაკაცს განსაკუთრებული მზერა უნდა ჰქონდეს

ევროპული ცეკვების ოსტატი - ჯულიანა ბარგნარი სტომატოლოგის პროფესიას ეუფლება. ამბობს, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ შეეცადა, ჩვენს კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაეცა. ჰოდა, თუ როგორი "საპატარძლოა" ჩვენი რესპონდენტი, ეს თავად შეაფასეთ.

- ჯულიანა, შენი ოჯახი გაგვაცანი.

- მყავს დედა, მამა და ძმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. მას უკვე საკუთარი ოჯახი აქვს. დედა მკერავია. ძირითადად, საცეკვაო კაბებს კერავს. მამა დიდი ხანია, უკვე აღარ მუშაობს. ქალაქგარეთ გვაქვს ნაკვეთი, სადაც ის მთელ დღეს ატარებს. მიწის დამუშავება ძალიან უყვარს... ჩემი ძმა სტომატოლოგია. დედას და მამას უნდოდათ, მეც იგივე პროფესია მქონოდა. მათი აზრი გავითვალისწინე და სტომატოლოგიურზე ჩავაბარე. ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წელი ლექციებზე სიარულს ვერ ვახერხებდი პროექტებისა თუ მოსწავლეების გამო. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, ღირს თუ არა სწავლის გაგრძელება. არადა, ახლა წესით, მე-4 კურსზე უნდა ვიყო.

- გამოდის, რომ ცეკვა უფრო მეტად მოგწონს, არა?

- ასეა, სხვა საქმე ნაკლებად მაინტერესებს. თან, ხომ იცით, მოცეკვავეს ბევრი ვარჯიში უწევს და სხვა რაღაცებისთვის დრო თითქმის არ მრჩება.

- საკუთარ თავს როგორ დაგვიხასიათებ?

- ამის გაკეთება გამიჭირდება... ერთი შეხედვით ჩანს, რომ მშვიდი ვარ, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ არის. ძალიან ენერგიული და საქმიანი გახლავართ.

- თავშეკავების უნარი თუ გაქვს? მაგალითად, შეგიძლია თუ არა, რომ მეგობარს ან ახლობელ ადამიანს, რომელმაც გაწყენინა, არ უსაყვედურო?

- სწორედ ასე ვიქცევი იმ მიზეზის გამო, რომ არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაციები და ყველანაირად ვცდილობ, ვინმესთან უსიამოვნება არ შემემთხვეს. უკიდურეს სიტუაციაში, როცა კამათი მაინც მიწევს, ამას ძალიან განვიცდი.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- გააჩნია სიტუაციას: თუ ადამიანი მოვა და საკუთარი საქციელის გამო მომიბოდიშებს, შეიძლება, დანაშაული ვაპატიო და შესაბამისად, წყენასაც დავივიწყებ. ოღონდ, სინანული გულწრფელი უნდა იყოს.

- გაწონასწორებული ხასიათი გაქვს თუ ფიცხი?

- ფიცხი ვარ, მაგრამ არა - "პანიკიორშა". წვრილმანი რაღაცების გამო არ "ავფეთქდები", წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. მოკლედ, საკუთარი თავის კონტროლს ყოველთვის ვახერხებ.

- რომელია შენი ყველაზე კარგი თვისება?

- შრომისმოყვარე ვარ. მადლობა ღმერთს, რომ მაქვს საყვარელი საქმე, რომელშიც მთელ სულსა და გულს ვდებ.

- ერთგულება შეგიძლია?

- ყველა ჩემი მეგობრისა და საყვარელი ადამიანის ერთგული ვარ, სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ, არ შემიძლია. სიყვარული და ერთგულება ერთმანეთისგან განუყოფელი გრძნობებია.

- სიამაყე რა დოზით არის შენში?

- ვფიქრობ, გარკვეული დოზით ამაყი ყველა უნდა იყოს. თუმცა, ზედმეტი თავდაჯერებულობაც არ არის საჭირო, - ასეთ შემთხვევაში შემოქმედებითად ვეღარ გაიზრდები.

- შენს უარყოფით თვისებებზე რას გვეტყვი?

- ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, ეს კი ბევრ რამეში მიშლის ხელს. ჰოდა, ვცდილობ, ამ თვისებას შევებრძოლო. ეს ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ - არა.

- შეიძლება, ასეთ დროს დეპრესიაშიც ჩავარდე?

- არა, დეპრესიაში არ ვვარდები, მაგრამ 2 დღე მაინც ძალიან ცუდად ვარ. საერთოდ, სხვებთან ბოლომდე ვერ ვიხსნები; არ შემიძლია, ყველანაირ თემაზე ვისაუბრო თუნდაც უახლოს დაქალთან. არსებობს რაღაც, რაც მარტო ჩემია!

- მავნე ჩვევები თუ გაქვს?

- არ ვეწევი, არ ვსვამ, ნარკოტიკებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია!

- ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებ უპირატესობას?

- დიახ, ვვარჯიშობ და ვცდილობ, სწორადაც ვიკვებო.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- (იცინის) მიმაჩნია, რომ საოჯახო საქმე ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს. რაღაცები მეც ვიცი, მაგრამ ჩემი სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე, დიასახლისის ამპლუის მორგებას ხშირად ვერ ვახერხებ. თუმცა, როცა საზღვარგარეთ მივდივარ, იქ ყველაფერს თავად ვიმზადებ.

- ყველაზე მეტად რომელი კერძის მომზადება გიადვილდება?

- როცა თავისუფალი დრო მაქვს, პიცას ვამზადებ და სხვათა შორის, ძალიან გემრიელი გამომდის. ყველაფერი დედისგან ვისწავლე. ბავშვობაში მას ხშირად ვეხმარებოდი, მასთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სამწუხაროდ, ამისთვის ვერ ვიცლი.

- შეყვარებული გყავს?

- მოდი, ამ კითხვაზე არ გიპასუხებ. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ჩემი აზრით, ოჯახის შექმნაზე ფიქრი ნაადრევია.

- რამდენი წლის ხარ?

- 22-ის.

- დაოჯახების შემდეგ მეუღლემ პერანგის დაუთოება რომ გთხოვოს, ამას შეძლებ?

- რატომაც არა?! როცა გასტროლებზე საზღვარგარეთ მივდივართ, ჩემს მეწყვილეებს პერანგებს ვუუთოებ და შესაბამისად, ეს საქმე უკვე კარგად გამომდის.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- რთული კითხვაა... მამაკაცს, რომელიც მომეწონება, განსაკუთრებული ხიბლი უნდა ჰქონდეს. ყველაზე მთავარი კი ჩემთვის თვალებია. თვალების ფერსა და ფორმას კი არა, ვგულისხმობ იმას, თუ როგორი მზერა ექნება, როგორ შემომხედავს. მიმაჩნია, რომ თვალები ადამიანის ამოსაცნობად ყველაზე კარგი საშუალებაა. შეიძლება, მამაკაცმა მითხრას, რომ ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ მის თვალებში ეს ვერ ამოვიკითხო... ჩემს რჩეულს აუცილებლად ძლიერი ხასიათი უნდა ჰქონდეს. მომწონს ისეთი მამაკაცები, რომლებმაც იციან, რა უნდათ ამ ცხოვრებისგან და ყოველთვის ცდილობენ, დასახულ მიზანს მიაღწიონ. მამაკაცი აუცილებლად, დასაქმებული უნდა იყოს.

- შენი რჩეული მატერიალურად ძლიერი უნდა იყოს?

- როცა ადამიანი მიყვარს, მისი მატერიალური მდგომარეობა ჩემთვის უმთავრესი ნამდვილად არ არის. ის მიყვარდება ისეთი, როგორიც არის. თუმცა, გეთანხმებით, არსებობს მანდილოსნების კატეგორია, რომლებიც სიყვარულს ფუფუნებაზე ცვლიან, რაც ჩემი აზრით, მიუღებელია.

- რომანტიკული ხარ?

- შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რომანტიკული ვარ.

- ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, არა?

- მართლაც, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ზედმეტად არავინ მაწუხებს.

- ისინი ძირითადად, "ფეისბუკის" მეშვეობით გეკონტაქტებიან?

- დიახ, მწერენ ხოლმე. მათ ძალიან ტაქტიანად და კულტურულად მივუთითებ, რომ მსგავსი ურთიერთობებისთვის არ მცალია.

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა?

- ეს შეუძლებელია! არ მესმის, როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ?

- პირველსავე შეხვედრაზე შენთვის თუ აუხსნია ვინმეს სიყვარული?

- კი, მქონია ასეთი შემთხვევები და ხშირად მწერენ კიდეც, - ერთი ნახვით შემიყვარდი, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლიაო... ასეთი რაღაცების არ მჯერა. ეს ყველაფერი ჩემთვის სიყალბესთან ასოცირდება.

- როგორ ფიქრობ, შენი გულის მოგება ძნელია?

- ჩემი გულის მოსაგებად გარკვეული დროა საჭირო. მამაკაცს ვერ შევიყვარებ, თუ მის დადებით და უარყოფით თვისებებზე არაფერი მეცოდინება. არ ვამბობ, რომ იდეალური უნდა იყოს, უბრალოდ, მის შესახებ რაღაცები უნდა ვიცოდე.

- ქართულ ტრადიციებზე რას გვეტყვი?

- თითქმის ყველა ქართული ტრადიციის შესახებ ვიცი და ეს ყველაფერი მომწონს კიდეც.

- ძველად, როცა ოჯახში გოგო იბადებოდა, მშობლები მისთვის მზითევის შეგროვებას იწყებდნენ და და­ოჯახების შემდეგ თან ატანდნენ. ამის შესახებ თუ გსმენია?

- არა, ეს მართლა არ ვიცოდი (იცინის). ისე, არც ეს არის ცუდი ტრადიცია.

- როგორ ფიქრობ, შეძლებ, რომ მეუღლის მშობელს "დედა" დაუძახო?

- ასე მეუღლის დედას არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც მიმართავენ. თავად რამდენად შევძლებ ამ ტრადიციის დაცვას, ვერ გეტყვით. ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა ძალდატანებით და მხოლოდ იმიტომ, რომ წესია ასეთი. "დედა" - ეს სულ სხვა ფენომენია და ძნელია, ამ სიტყვით ორ ადამიანს მიმართო.

- მომავალმა მეუღლემ არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოს, - ოჯახი ან კარიერაო, - რას იზამ?

- თუ ადამიანს უყვარხარ, არა მგონია, ასეთი არჩევანის წინაშე დაგაყენოს. ცეკვა - ეს ჩემი ცხოვრებაა და მომავალ მეუღლეს ამის შესახებ თავიდანვე ეცოდინება. მაგრამ თუ მაინც დამაყენებს ასეთი არჩევანის წინაშე, შეიძლება, ჯიბრში ჩავუდგე და ყველაფერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გავაკეთო... აი, თუ კარიერის მიტოვებას რაღაც რეალური მიზეზის გამო უბრალოდ მთხოვს, შეიძლება, სხვანაირად მოვიქცე.

- რამდენი წელია, რაც ცეკვავ?

- უკვე 13 წელია.

- საყვარელ ადამიანთან ერთად რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

- რჩეულთან ერთად პირველ რიგში, საფრანგეთში, სიყვარულის ქალაქში წავიდოდი...

- ქართული ტრადიციული ქორწილი მოგწონს?

- თუ ჩემი მომავალი მეუღლის სურვილი იქნება, მეც ასეთ ქორწილს გადავიხდი (იღიმის).

- ძილი გიყვარს? დილით რომელ საათზე იღვიძებ?

- ძილი ძალიან მიყვარს. უძილობა და შიმშილი ჩემზე ცუდად მოქმედებს, ასეთ დროს ხასიათი მიფუჭდება, სულ ვბუზღუნებ. უმეტესად, დღის 12 საათზე ვიღვიძებ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, უფრო ადრეც შევძლებ ძილს თავი დავაღწიო.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება