მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ჯერ ვი­ფა­რი­კა­ვე, მე­რე - ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ"

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, 26 წლის ანი ცინ­ცა­ძე ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის - "შავ­ფა­როს­ნე­ბის" წევ­რი გახ­ლავთ: მძი­მე თუ მსუ­ბუ­ქი იარა­ღით ბრძო­ლა­ში ბი­ჭებს ტოლს არ უდებს. ექ­ს­ტ­რე­მა­ლი გო­გო­ნა სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებ­შიც ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. ჯგუფ KA2-თან ერ­თად, "ნი­ჭი­ერ­ში" ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ ნომ­რებ­შიც ვი­ხი­ლეთ...

"შავ­ფა­როს­ნე­ბის" მებ­რ­ძოლ დი­ა­სახ­ლისს დარ­ბაზ­ში ვეწ­ვი­ეთ და ვიდ­რე ბი­ჭე­ბი სა­ვარ­ჯი­შოდ მო­ვი­დოდ­ნენ, ვი­სა­უბ­რეთ...

- 21 აპ­რი­ლის­თ­ვის "შავ­ფა­როს­ნე­ბი" რო­მის და­არ­სე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ფეს­ტი­ვალ­ზე - "ნა­ტა­ლი დი რო­მა" მიგ­ვიწ­ვი­ეს. ამ ფეს­ტი­ვალ­ში "შავ­ფა­როს­ნე­ბი" ერ­თხელ უკ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და დი­დი მო­წო­ნე­ბაც ხვდათ წი­ლად. ჯერ­ჯე­რო­ბით, სპონ­სორს ვე­ძებთ. იმე­დია, გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბით და ჩვენს კულ­ტუ­რას წარ­მო­ვა­ჩენთ. ჯგუფ "ჩვე­ნე­ბუ­რებ­თან" ერ­თად გამ­გ­ზავ­რე­ბას ვგეგ­მავთ - გვინ­და, ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაც წარ­ვად­გი­ნოთ.

- რო­გორც ვი­ცი, წი­ნათ "შავ­ფა­როს­ნებ­ში" მხო­ლოდ ბი­ჭე­ბი იყ­ვ­ნენ. ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში რო­გორ ჩა­ერ­თე?

- საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და, მაგ­რამ მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­ში ჩემ­მა ტრე­ნერ­მა - გო­ჩა თო­ფუ­რი­ამ აღ­ძ­რა. ჩემ­თ­ვის ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, ქარ­თ­ვე­ლი ვარ... სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თე და დღე­საც აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ. ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე მე­უღ­ლე­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა - ისიც "შავ­ფა­რო­ს­ნე­ბის" წევ­რი გახ­ლავთ.

- ერ­თ­მა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- საქ­მემ დაგ­ვა­კავ­ში­რა: მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ. ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბი ერ­თად გვქონ­და. ერ­თ­მა­ნე­თი იქ გა­ვი­ცა­ნით... ჩვე­ნი ქორ­წი­ლიც ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო: რა­ბა­თის ცი­ხე­ში საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ერ­თობ­ლი­ვი გა­მოს­ვ­ლე­ბი გვქონ­და. მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ჯერ ვი­ფა­რი­კა­ვე, მე­რე - ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ.

- სხვა დროს ერ­თ­მა­ნეთს შებ­რ­ძო­ლე­ბი­ხართ?

- ძი­რი­თა­დად, ჩე­მი მე­ტო­ქე მე­უღ­ლეა ხოლ­მე - ერ­თად ვიბ­რ­ძ­ვით (ი­ცი­ნის).

- უფრო ხში­რად, ვინ იმარ­ჯ­ვებს?

- ერთ-ერ­თი გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, მა­ყუ­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვი მე­უბ­ნე­ბო­და, - მო­უ­გე, ხომ მო­უ­გეო? სიყ­ვა­რუ­ლი იმარ­ჯ­ვებს (ი­ცი­ნის).

- ქალს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის სტა­ტუსს ხომ არ გით­მობს ხოლ­მე?

- ვერ ვიტყ­ვი, რომ მით­მობს. საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ვარ­ჯიშ­ზე მის­ვ­ლის დღი­დან, რა თქმა უნ­და, ბი­ჭე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მით მეპყ­რო­ბი­ან. ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სი­ტუ­ა­ცი­აც შევ­ც­ვა­ლე, მაგ­რამ მეც ისე­ვე ვვარ­ჯი­შობ, რო­გორც ისი­ნი. ბრძო­ლა ბრძო­ლაა!

- ერ­თა­დერ­თი "შავ­ფა­რო­სა­ნი" გო­გო­ნა ხარ?

- პირ­ვე­ლი ქა­ლი ვი­ყა­ვი, ვინც უშუ­ა­ლოდ, ბრძო­ლებ­ში ჩა­ერ­თო. მი­ხა­რია, რომ ინ­ტე­რე­სი სხვა გო­გო­ნებ­საც გა­უჩ­ნ­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბი­სას აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან! ყვე­ლას სურს, ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ჩა­ერ­თოს, მაგ­რამ ეს იოლი არ არის. ბევ­რი მო­ვი­და და მა­ლე­ვე წა­ვი­და, თუმ­ცა ახა­ლი აქ­ტი­უ­რი მებ­რ­ძო­ლი ქა­ლიც გვყავს.

- რო­ცა სა­ვარ­ჯი­შოდ პირ­ვე­ლად მიხ­ვე­დი, შენს მონ­დო­მე­ბას ბი­ჭე­ბი ცო­ტა კრი­ტი­კუ­ლად ხომ არ შეხ­ვ­დ­ნენ?

- სხვა­თა შო­რის - არა. ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლა და­დე­ბი­თად შეხ­ვ­და. მა­მა­ჩე­მი ყო­ველ­თ­ვის აკ­რი­ტი­კებ­და ჯერ - ჩემს ცეკ­ვას, მე­რე - მსა­ხი­ო­ბო­ბას, საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი მა­საც გა­უ­ხარ­და.

- ბრძო­ლი­სას ტრავ­მე­ბი ხში­რია?

- (და­შა­ვე­ბულ თი­თებს სი­ცი­ლით მიჩ­ვე­ნებს. - ავტ.) პა­ტარ-პა­ტა­რა ტრავ­მე­ბის­გან ბუ­ნებ­რი­ვია, თავს ვერ და­იზღ­ვევ, რო­დე­საც ასეთ საქ­მე­ში ხარ ჩარ­თუ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა არ მი­მი­ღია.

- ბი­ჭე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის­თ­ვის საბ­რ­ძო­ლო ილე­თე­ბი, იარა­ღე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია?

- რა­ღა­ცე­ბი ბი­ჭე­ბის­თ­ვის უფ­რო ად­ვი­ლია. მა­გა­ლი­თად - მძი­მე იარა­ღე­ბით ბრძო­ლა, თუმ­ცა "პლუ­სე­ბი" ქალ­საც აქვს: მი­მაჩ­ნია, რომ ბრძო­ლა­ში ქა­ლი უფ­რო მოქ­ნი­ლია, თუნ­დაც - ფა­რი­კა­ო­ბი­სას. ასე­ვე, მშვილდ-ის­რით ბრძო­ლაც ქა­ლის­თ­ვის უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლია. ისე, კი ყვე­ლა იარა­ღით შე­იძ­ლე­ბა, ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იბ­რ­ძო­ლოს. ერ­თი პე­რი­ო­დი, ძალ­ზე მძი­მე ხმლე­ბი მე­ჭი­რა...

- სა­ერ­თოდ, ვარ­ჯი­ში­სას ქა­ლე­ბი ფრთხი­ლო­ბენ, რომ სხე­უ­ლი ზედ­მე­ტად არ და­ე­კუნ­თოთ და ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი არ და­კარ­გონ. ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მა­ინც რო­გორ ახერ­ხებ?

- ვცდი­ლობ, მაგ­რამ გულ­წ­რ­ფე­ლად რომ გითხ­რათ, ეს ად­ვი­ლი არ არის: რო­ცა სპე­ცი­ფი­კუ­რად ვარ­ჯი­შობ, ამას თქვენ მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი პრობ­ლე­მა თან სდევს. აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, რომ­ლე­ბიც კუნთს გა­ჭი­მავს, გა­წე­ლავს, სხე­ულს მოქ­ნილს გახ­დის ანუ - კუნ­თებს შეკ­ვ­რი­სა და გაზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს. ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ძლი­ე­რე­ბი უნ­და ვი­ყოთ და მოქ­ნი­ლი კუნ­თე­ბიც გვქონ­დეს, რომ უსი­ა­მოვ­ნო და­სა­ნა­ხა­ვი არ ვი­ყოთ.

- ყო­ველ­დღე ვარ­ჯი­შობ?

- პი­რა­დად მე - ყო­ველ­დღი­უ­რად, რად­გან მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­შიც ვვარ­ჯი­შობ. საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ვარ­ჯიშს კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ღა­მოს ვუთ­მობ. თი­თო ვარ­ჯი­ში 3 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. ასე­ვე ვცდი­ლობთ, ბუ­ნე­ბა­შიც გა­ვი­დეთ. ახ­ლა თბი­ლი ამინ­დი დად­გე­ბა და იპოდ­რომ­ზე უფ­რო ხში­რად გა­ვალთ - ბუ­ნე­ბა­ში ვარ­ჯი­ში მა­ინც სხვაა...

- რო­გორ იკ­ვე­ბე­ბი?

- ზო­გა­დად ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ანუ ისე ვიკ­ვე­ბო, რომ ვარ­ჯი­შის­თ­ვის ენერ­გია მქონ­დეს: მეტ ბოს­ტ­ნე­ულ­სა და ხილს მი­ვირ­თ­მევ...

- რო­გორც ვი­ცი, ფსი­ქო­ლო­გიც ხარ.

- კი. "ა­და­მი­ან­თა რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის" წევ­რი - ტრე­ნე­რი გახ­ლა­ვართ. ახ­ლაც ერთ-ერთ პრო­ექ­ტ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თა სო­ცი­ა­ლურ-ფი­ნან­სურ გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ბრძო­ლი­სას ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სია გეხ­მა­რე­ბა? შე­გიძ­ლია, მე­ტო­ქის ფსი­ქო­ტი­პი "გა­შიფ­რო" და სუს­ტი წერ­ტი­ლი უპო­ვო?

- ალ­ბათ - კი. ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ რომ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად - ფსი­ქო­ლო­გო­ბა მეხ­მა­რე­ბა. ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გია ყვე­ლა სფე­რო­ში გვეხ­მა­რე­ბა. ისე კი, მე რა საქ­მე­ე­ბი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა (ი­ცი­ნის)...

- ჯგუფ KA2-ში რო­გორ მოხ­ვ­დი?

- ჯგუ­ფი უკ­ვე დი­დი ხა­ნია, მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­თან ერ­თად სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებს აწყობს. 20-მდე სა­ხე­ო­ბის ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სპორ­ტს აერ­თი­ა­ნებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ ტუ­რებს აწყობს. ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი - გი­ორ­გი კო­მა­ხი­ძე გახ­ლავთ... სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებს შე­ნო­ბებ­შიც ვა­წყობთ და მის გა­რე­თაც. ყვე­ლა­ფე­რი ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. პირ­ვე­ლი დაშ­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მახ­სოვს: თბი­ლი­სის ზღვა­ზე, მი­ტო­ვე­ბულ, 9-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ ავე­დით და იქი­დან გად­მო­ვეშ­ვით. კე­დელს ფე­ხი პირ­ვე­ლად რომ მი­ვარ­ტყი და ჰა­ერ­ში დავ­ტ­რი­ალ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რ­და. ჩემ გარ­შე­მო მხო­ლოდ ჰა­ე­რი იყო... რაც უფ­რო მეტ ად­რე­ნა­ლინს გა­მოვ­ყოფ, დაშ­ვე­ბა მით უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნოა! ახ­ლაც, რო­ცა ახალ სი­მაღ­ლე­ებს ვიპყ­რობთ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია ხოლ­მე, მა­გა­ლი­თად - რო­ცა "ნი­ჭი­ერ­ში" ან­ძი­დან და­ვეშ­ვით...

- სი­მაღ­ლი­დან დაშ­ვე­ბამ­დე ბევ­რი იფიქ­რე? პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა არ გა­გი­ჭირ­და?

- არ გამ­ჭირ­ვე­ბია, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია - ალ­ბათ, ექ­ს­ტ­რე­მა­ლი ვარ (ი­ცი­ნის). იო­ლად გავ­რის­კე და ამას არც ვნა­ნობ. ჩემ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­ცა სი­მაღ­ლე­ებს ვიპყ­რობთ და ჰა­ერ­ში ცეკ­ვა გვი­წევს. ეს უსა­ზღ­ვ­როდ სა­სი­ა­მოვ­ნოა!

- სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შ­ვი იქ­ნე­ბო­დი...

- სხვა­თა შო­რის, ცო­ტა პა­რა­დოქ­სუ­ლია, მაგ­რამ მში­შა­რა ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი. ცხო­ვე­ლე­ბის მე­ში­ნო­და. სო­ფელ­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, ვუფ­რ­თხო­დი ძაღ­ლებს, კა­ტებს, ძრო­ხებს... ახ­ლა ყვე­ლას უკ­ვირს: შენ ის არ იყა­ვი, ყვე­ლაფ­რის რომ გე­ში­ნო­დაო?

- რამ გა­გა­მა­მა­ცა? შენ­ზე ზე­გავ­ლე­ნა რამ მო­ახ­დი­ნა?

- არ ვი­ცი. რომ გითხ­რა, დღეს ცხო­ვე­ლებ­თან ვმე­გობ­რობ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ (ი­ცი­ნის)... ალ­ბათ, ყო­ვე­ლი ში­შის გა­და­ლახ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნოდ გვაძ­ლი­ე­რებს: გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, წყლის ში­შიც მქონ­და,მაგ­რამ ჯო­მარ­დო­ბა­ზე წა­ვე­დი და უსა­ზღ­ვ­როდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი!..

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- უფ­რო­სი და-ძმა მყავს. ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი სპორ­ტით არც ერ­თი არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩე­მი და აქ­ტი­უ­რი ბავ­შ­ვი იყო - მთებ­ზე "ძრო­მი­ა­ლი" უყ­ვარ­და. ოჯა­ხის წევ­რებს ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა მოს­წონთ, მაგ­რამ ხან­და­ხან მე­უბ­ნე­ბი­ან, - რას აკე­თებ? გი­ჟი ხა­რო (ი­ცი­ნის)! მთე­ლი გუ­ლით მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. დე­და­ჩე­მი სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებ­ში ჩე­მი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნერ­ვი­უ­ლობს, რის გა­მოც ბო­დიშს ვუხ­დი.

- ანი, სხვა რა­მით თუ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- არა. უბ­რა­ლოდ, "შავ­ფა­როს­ნე­ბი" ცხე­ნოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით. რო­გორც გი­თხა­რით, ცხო­ვე­ლებ­თან არც ისე ახ­ლო მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. ამი­ტომ ჩემ­თ­ვის ცხენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­ვე ექ­ს­ტ­რი­მია, მით უფ­რო - ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ხმლებ­საც თუ მო­ვიქ­ნევ (ი­ცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ჯერ ვი­ფა­რი­კა­ვე, მე­რე - ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ"

"მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ჯერ ვი­ფა­რი­კა­ვე, მე­რე - ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ"

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, 26 წლის ანი ცინ­ცა­ძე ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის - "შავ­ფა­როს­ნე­ბის" წევ­რი გახ­ლავთ: მძი­მე თუ მსუ­ბუ­ქი იარა­ღით ბრძო­ლა­ში ბი­ჭებს ტოლს არ უდებს. ექ­ს­ტ­რე­მა­ლი გო­გო­ნა სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებ­შიც ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. ჯგუფ KA2-თან ერ­თად, "ნი­ჭი­ერ­ში" ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ ნომ­რებ­შიც ვი­ხი­ლეთ...

"შავ­ფა­როს­ნე­ბის" მებ­რ­ძოლ დი­ა­სახ­ლისს დარ­ბაზ­ში ვეწ­ვი­ეთ და ვიდ­რე ბი­ჭე­ბი სა­ვარ­ჯი­შოდ მო­ვი­დოდ­ნენ, ვი­სა­უბ­რეთ...

- 21 აპ­რი­ლის­თ­ვის "შავ­ფა­როს­ნე­ბი" რო­მის და­არ­სე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ფეს­ტი­ვალ­ზე - "ნა­ტა­ლი დი რო­მა" მიგ­ვიწ­ვი­ეს. ამ ფეს­ტი­ვალ­ში "შავ­ფა­როს­ნე­ბი" ერ­თხელ უკ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და დი­დი მო­წო­ნე­ბაც ხვდათ წი­ლად. ჯერ­ჯე­რო­ბით, სპონ­სორს ვე­ძებთ. იმე­დია, გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბით და ჩვენს კულ­ტუ­რას წარ­მო­ვა­ჩენთ. ჯგუფ "ჩვე­ნე­ბუ­რებ­თან" ერ­თად გამ­გ­ზავ­რე­ბას ვგეგ­მავთ - გვინ­და, ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაც წარ­ვად­გი­ნოთ.

- რო­გორც ვი­ცი, წი­ნათ "შავ­ფა­როს­ნებ­ში" მხო­ლოდ ბი­ჭე­ბი იყ­ვ­ნენ. ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში რო­გორ ჩა­ერ­თე?

- საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და, მაგ­რამ მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­ში ჩემ­მა ტრე­ნერ­მა - გო­ჩა თო­ფუ­რი­ამ აღ­ძ­რა. ჩემ­თ­ვის ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, ქარ­თ­ვე­ლი ვარ... სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თე და დღე­საც აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ. ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე მე­უღ­ლე­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა - ისიც "შავ­ფა­რო­ს­ნე­ბის" წევ­რი გახ­ლავთ.

- ერ­თ­მა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- საქ­მემ დაგ­ვა­კავ­ში­რა: მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ. ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბი ერ­თად გვქონ­და. ერ­თ­მა­ნე­თი იქ გა­ვი­ცა­ნით... ჩვე­ნი ქორ­წი­ლიც ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო: რა­ბა­თის ცი­ხე­ში საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ერ­თობ­ლი­ვი გა­მოს­ვ­ლე­ბი გვქონ­და. მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ჯერ ვი­ფა­რი­კა­ვე, მე­რე - ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ.

- სხვა დროს ერ­თ­მა­ნეთს შებ­რ­ძო­ლე­ბი­ხართ?

- ძი­რი­თა­დად, ჩე­მი მე­ტო­ქე მე­უღ­ლეა ხოლ­მე - ერ­თად ვიბ­რ­ძ­ვით (ი­ცი­ნის).

- უფრო ხშირად, ვინ იმარ­ჯ­ვებს?

- ერთ-ერ­თი გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, მა­ყუ­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვი მე­უბ­ნე­ბო­და, - მო­უ­გე, ხომ მო­უ­გეო? სიყ­ვა­რუ­ლი იმარ­ჯ­ვებს (ი­ცი­ნის).

- ქალს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის სტა­ტუსს ხომ არ გით­მობს ხოლ­მე?

- ვერ ვიტყ­ვი, რომ მით­მობს. საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ვარ­ჯიშ­ზე მის­ვ­ლის დღი­დან, რა თქმა უნ­და, ბი­ჭე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მით მეპყ­რო­ბი­ან. ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სი­ტუ­ა­ცი­აც შევ­ც­ვა­ლე, მაგ­რამ მეც ისე­ვე ვვარ­ჯი­შობ, რო­გორც ისი­ნი. ბრძო­ლა ბრძო­ლაა!

- ერ­თა­დერ­თი "შავ­ფა­რო­სა­ნი" გო­გო­ნა ხარ?

- პირ­ვე­ლი ქა­ლი ვი­ყა­ვი, ვინც უშუ­ა­ლოდ, ბრძო­ლებ­ში ჩა­ერ­თო. მი­ხა­რია, რომ ინ­ტე­რე­სი სხვა გო­გო­ნებ­საც გა­უჩ­ნ­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბი­სას აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან! ყვე­ლას სურს, ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ჩა­ერ­თოს, მაგ­რამ ეს იოლი არ არის. ბევ­რი მო­ვი­და და მა­ლე­ვე წა­ვი­და, თუმ­ცა ახა­ლი აქ­ტი­უ­რი მებ­რ­ძო­ლი ქა­ლიც გვყავს.

- რო­ცა სა­ვარ­ჯი­შოდ პირ­ვე­ლად მიხ­ვე­დი, შენს მონ­დო­მე­ბას ბი­ჭე­ბი ცო­ტა კრი­ტი­კუ­ლად ხომ არ შეხ­ვ­დ­ნენ?

- სხვა­თა შო­რის - არა. ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლა და­დე­ბი­თად შეხ­ვ­და. მა­მა­ჩე­მი ყო­ველ­თ­ვის აკ­რი­ტი­კებ­და ჯერ - ჩემს ცეკ­ვას, მე­რე - მსა­ხი­ო­ბო­ბას, საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი მა­საც გა­უ­ხარ­და.

- ბრძო­ლი­სას ტრავ­მე­ბი ხში­რია?

- (და­შა­ვე­ბულ თი­თებს სი­ცი­ლით მიჩ­ვე­ნებს. - ავტ.) პა­ტარ-პა­ტა­რა ტრავ­მე­ბის­გან ბუ­ნებ­რი­ვია, თავს ვერ და­იზღ­ვევ, რო­დე­საც ასეთ საქ­მე­ში ხარ ჩარ­თუ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა არ მი­მი­ღია.

- ბი­ჭე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის­თ­ვის საბ­რ­ძო­ლო ილე­თე­ბი, იარა­ღე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია?

- რა­ღა­ცე­ბი ბი­ჭე­ბის­თ­ვის უფ­რო ად­ვი­ლია. მა­გა­ლი­თად - მძი­მე იარა­ღე­ბით ბრძო­ლა, თუმ­ცა "პლუ­სე­ბი" ქალ­საც აქვს: მი­მაჩ­ნია, რომ ბრძო­ლა­ში ქა­ლი უფ­რო მოქ­ნი­ლია, თუნ­დაც - ფა­რი­კა­ო­ბი­სას. ასე­ვე, მშვილდ-ის­რით ბრძო­ლაც ქა­ლის­თ­ვის უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლია. ისე, კი ყვე­ლა იარა­ღით შე­იძ­ლე­ბა, ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იბ­რ­ძო­ლოს. ერ­თი პე­რი­ო­დი, ძალ­ზე მძი­მე ხმლე­ბი მე­ჭი­რა...

- საერთოდ, ვარ­ჯი­ში­სას ქა­ლე­ბი ფრთხი­ლო­ბენ, რომ სხე­უ­ლი ზედ­მე­ტად არ და­ე­კუნ­თოთ და ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი არ და­კარ­გონ. ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მა­ინც რო­გორ ახერ­ხებ?

- ვცდი­ლობ, მაგ­რამ გულ­წ­რ­ფე­ლად რომ გითხ­რათ, ეს ად­ვი­ლი არ არის: რო­ცა სპე­ცი­ფი­კუ­რად ვარ­ჯი­შობ, ამას თქვენ მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი პრობ­ლე­მა თან სდევს. აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, რომ­ლე­ბიც კუნთს გა­ჭი­მავს, გა­წე­ლავს, სხე­ულს მოქ­ნილს გახ­დის ანუ - კუნ­თებს შეკ­ვ­რი­სა და გაზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს. ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ძლი­ე­რე­ბი უნ­და ვი­ყოთ და მოქ­ნი­ლი კუნ­თე­ბიც გვქონ­დეს, რომ უსი­ა­მოვ­ნო და­სა­ნა­ხა­ვი არ ვი­ყოთ.

- ყო­ველ­დღე ვარ­ჯი­შობ?

- პი­რა­დად მე - ყო­ველ­დღი­უ­რად, რად­გან მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­შიც ვვარ­ჯი­შობ. საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ვარ­ჯიშს კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ღა­მოს ვუთ­მობ. თი­თო ვარ­ჯი­ში 3 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. ასე­ვე ვცდი­ლობთ, ბუ­ნე­ბა­შიც გა­ვი­დეთ. ახ­ლა თბი­ლი ამინ­დი დად­გე­ბა და იპოდ­რომ­ზე უფ­რო ხში­რად გა­ვალთ - ბუ­ნე­ბა­ში ვარ­ჯი­ში მა­ინც სხვაა...

- რო­გორ იკ­ვე­ბე­ბი?

- ზო­გა­დად ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ანუ ისე ვიკ­ვე­ბო, რომ ვარ­ჯი­შის­თ­ვის ენერ­გია მქონ­დეს: მეტ ბოს­ტ­ნე­ულ­სა და ხილს მი­ვირ­თ­მევ...

- რო­გორც ვი­ცი, ფსი­ქო­ლო­გიც ხარ.

- კი. "ა­და­მი­ან­თა რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის" წევ­რი - ტრე­ნე­რი გახ­ლა­ვართ. ახ­ლაც ერთ-ერთ პრო­ექ­ტ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თა სო­ცი­ა­ლურ-ფი­ნან­სურ გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ბრძო­ლი­სას ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სია გეხ­მა­რე­ბა? შე­გიძ­ლია, მე­ტო­ქის ფსი­ქო­ტი­პი "გა­შიფ­რო" და სუს­ტი წერ­ტი­ლი უპო­ვო?

- ალ­ბათ - კი. ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ რომ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად - ფსი­ქო­ლო­გო­ბა მეხ­მა­რე­ბა. ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გია ყვე­ლა სფე­რო­ში გვეხ­მა­რე­ბა. ისე კი, მე რა საქ­მე­ე­ბი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა (ი­ცი­ნის)...

- ჯგუფ KA2-ში რო­გორ მოხ­ვ­დი?

- ჯგუ­ფი უკ­ვე დი­დი ხა­ნია, მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­თან ერ­თად სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებს აწყობს. 20-მდე სა­ხე­ო­ბის ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სპორტს აერ­თი­ა­ნებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ ტუ­რებს აწყობს. ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი - გი­ორ­გი კო­მა­ხი­ძე გახ­ლავთ... სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებს შე­ნო­ბებ­შიც ვაწყობთ და მის გა­რე­თაც. ყვე­ლა­ფე­რი ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. პირ­ვე­ლი დაშ­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მახ­სოვს: თბი­ლი­სის ზღვა­ზე, მი­ტო­ვე­ბულ, 9-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ ავე­დით და იქი­დან გად­მო­ვეშ­ვით. კე­დელს ფე­ხი პირ­ვე­ლად რომ მი­ვარ­ტყი და ჰა­ერ­ში დავ­ტ­რი­ალ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რ­და. ჩემ გარ­შე­მო მხო­ლოდ ჰა­ე­რი იყო... რაც უფ­რო მეტ ად­რე­ნა­ლინს გა­მოვ­ყოფ, დაშ­ვე­ბა მით უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნოა! ახ­ლაც, რო­ცა ახალ სი­მაღ­ლე­ებს ვიპყ­რობთ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია ხოლ­მე, მა­გა­ლი­თად - რო­ცა "ნი­ჭი­ერ­ში" ან­ძი­დან და­ვეშ­ვით...

- სი­მაღ­ლი­დან დაშ­ვე­ბამ­დე ბევ­რი იფიქ­რე? პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა არ გა­გი­ჭირ­და?

- არ გამ­ჭირ­ვე­ბია, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია - ალ­ბათ, ექ­ს­ტ­რე­მა­ლი ვარ (ი­ცი­ნის). იოლად გავ­რის­კე და ამას არც ვნა­ნობ. ჩემ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­ცა სი­მაღ­ლე­ებს ვიპყ­რობთ და ჰა­ერ­ში ცეკ­ვა გვი­წევს. ეს უსაზღ­ვ­როდ სა­სი­ა­მოვ­ნოა!

- სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შ­ვი იქ­ნე­ბო­დი...

- სხვა­თა შო­რის, ცო­ტა პა­რა­დოქ­სუ­ლია, მაგ­რამ მში­შა­რა ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი. ცხო­ვე­ლე­ბის მე­ში­ნო­და. სო­ფელ­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, ვუფ­რ­თხო­დი ძაღ­ლებს, კა­ტებს, ძრო­ხებს... ახ­ლა ყვე­ლას უკ­ვირს: შენ ის არ იყა­ვი, ყვე­ლაფ­რის რომ გე­ში­ნო­დაო?

- რამ გა­გა­მა­მა­ცა? შენ­ზე ზე­გავ­ლე­ნა რამ მო­ახ­დი­ნა?

- არ ვი­ცი. რომ გითხ­რა, დღეს ცხო­ვე­ლებ­თან ვმე­გობ­რობ-მეთ­ქი, მო­გატყუ­ებ (ი­ცი­ნის)... ალ­ბათ, ყო­ვე­ლი ში­შის გა­და­ლახ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნოდ გვაძ­ლი­ე­რებს: გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, წყლის ში­შიც მქონ­და,მაგრამ ჯო­მარ­დო­ბა­ზე წა­ვე­დი და უსაზღ­ვ­როდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი!..

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- უფ­რო­სი და-ძმა მყავს. ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი სპორ­ტით არც ერ­თი არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩე­მი და აქ­ტი­უ­რი ბავ­შ­ვი იყო - მთებ­ზე "ძრო­მი­ა­ლი" უყ­ვარ­და. ოჯა­ხის წევ­რებს ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა მოს­წონთ, მაგ­რამ ხან­და­ხან მე­უბ­ნე­ბი­ან, - რას აკე­თებ? გი­ჟი ხა­რო (ი­ცი­ნის)! მთე­ლი გუ­ლით მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. დე­და­ჩე­მი სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებ­ში ჩე­მი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნერ­ვი­უ­ლობს, რის გა­მოც ბო­დიშს ვუხ­დი.

- ანი, სხვა რა­მით თუ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- არა. უბ­რა­ლოდ, "შავ­ფა­როს­ნე­ბი" ცხე­ნოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით. რო­გორც გითხა­რით, ცხო­ვე­ლებ­თან არც ისე ახ­ლო მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. ამი­ტომ ჩემ­თ­ვის ცხენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­ვე ექ­ს­ტ­რი­მია, მით უფ­რო - ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ხმლებ­საც თუ მო­ვიქ­ნევ (ი­ცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია