მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - დღეს ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი
გიგი უგულავა - დღეს ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი

ერ­თმა პარ­ტი­ამ არ უნდა მარ­თოს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა­ფერს მარ­თავს ერთი ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თბი­ლი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყრი­ლო­ბა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად არ­ჩე­ულ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ხში­რად გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ სიძ­ლი­ე­რის­თვის, რომ ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში ვი­მარ­ჯვებ­დით. კრი­ტი­კა სა­მარ­თლი­ა­ნია – ერ­თმა პარ­ტი­ამ არ უნდა მარ­თოს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა­ფერს მარ­თავს ერთი ადა­მი­ა­ნი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­ექ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ახლა კი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის ჩას­მას აპი­რებს მე­რე­ბად და საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბად", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მან ყრი­ლო­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­კა­ვე­ბულ და ძებ­ნილ პი­რებს, მათ შო­რის ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და ბაჩო ახა­ლა­ი­ას.

"მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა ჩვენს მე­გო­ბარს, მათ ვინც ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად აქ­ცია. მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვე­ნი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს ბაჩო ახა­ლა­ი­ას, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებს, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დღეს კენ­ჭს იყ­რი­ან საბ­ჭო­ში და სა­სა­მარ­თლო­ში უწევთ ყოფ­ნა", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბია.

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხე­ბა. ჩვენ ერ­თად ავა­მუ­შა­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს. ად­ვი­ლი არ იყო, უგ­ზო­ო­ბის, უშუ­ქო­ბის, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს და­მარ­ცხე­ბა და რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის პი­რის­პირ ყოფ­ნა, მაგ­რამ ჩვენ ყო­ველ­თვის და­უ­ღა­ლა­ვად ვიბ­რძო­დით. ახ­ლაც ვიბ­რძვით პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი უსაქ­მუ­რო­ბი­სა და უუ­ნა­რო­ბის გამო აკე­თებს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩვე­ნი პა­სუ­ხია უფრო მა­გა­რი ბრძო­ლა, უფრო მეტი სიმ­ყა­რე და უფრო მეტი რწმე­ნა გა­მარ­ჯვე­ბის. პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში ნე­ბის­მი­ე­რი არ­ჩევ­ნე­ბი გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტია ყო­ველ­თვის. არ არ­სე­ბობს უმ­ნიშ­ვნე­ლო არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ ჩვენ, წინ მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლის. 2013 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა, ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვენ მი­ვი­ღეთ ყო­ვე­ლი მე­ო­თხე ხმა და მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი გუნ­დის მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ვიმ­კვიდ­რეთ. მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვენ უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ არა მხო­ლოდ მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცია ვართ, არა­მედ უნდა ვიბ­რძო­ლოთ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, რო­გორც თბი­ლის­ში ასე­ვე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გიგი უგულავა - დღეს ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი

გიგი უგულავა - დღეს ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი

ერთმა პარტიამ არ უნდა მართოს ყველაფერი, მაგრამ დღეს ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულმა გიგი უგულავამ განაცხადა.

"ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებდნენ სიძლიერისთვის, რომ ყველა არჩევნებში ვიმარჯვებდით. კრიტიკა სამართლიანია – ერთმა პარტიამ არ უნდა მართოს ყველაფერი, მაგრამ დღეს ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი. ადამიანი, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობას და შეინარჩუნა ძალაუფლება, ახლა კი მარიონეტების ჩასმას აპირებს მერებად და საკრებულოების თავმჯდომარეებად", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, სოლიდარობა გამოუცხადა ყოფილი ხელისუფლების დაკავებულ და ძებნილ პირებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას.

"მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ჩვენს მეგობარს, მათ ვინც ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკურ პატიმრად აქცია. მივესალმები ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, ჩვენი მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც პოლიტიკურ დევნაში იმყოფებიან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ადამიანები, ვინც დღეს კენჭს იყრიან საბჭოში და სასამართლოში უწევთ ყოფნა", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობის არჩევნებია.

"წარმოუდგენელია ამ ბრძოლაში დამარცხება. ჩვენ ერთად ავამუშავებთ საქართველოს. ადვილი არ იყო, უგზოობის, უშუქობის, ქურდული სამყაროს დამარცხება და რუსული აგრესიის პირისპირ ყოფნა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დაუღალავად ვიბრძოდით. ახლაც ვიბრძვით პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი უსაქმურობისა და უუნარობის გამო აკეთებს. ამ ყველაფერზე ჩვენი პასუხია უფრო მაგარი ბრძოლა, უფრო მეტი სიმყარე და უფრო მეტი რწმენა გამარჯვების. პოლიტიკურ ბრძოლაში ნებისმიერი არჩევნები გარდამტეხი მომენტია ყოველთვის. არ არსებობს უმნიშვნელო არჩევნები, მაგრამ ჩვენ, წინ მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობის არჩევნები გველის. 2013 წელს, საქართველოს ხელისუფლების სურვილი ჩვენი პოლიტიკური ძალა გაენადგურებინა, ვერ განხორციელდა. ჩვენ მივიღეთ ყოველი მეოთხე ხმა და მთავარი ოპოზიციური გუნდის მთავარი დამსახურებული ადგილი დავიმკვიდრეთ. მომავალ არჩევნებზე ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ არა მხოლოდ მთავარი ოპოზიცია ვართ, არამედ უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის, როგორც თბილისში ასევე მთელ საქართველოში", - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა