"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიგი უგულავა აირჩიეს

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიგი უგულავა აირჩიეს

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ გიგი უგულავა აირჩიეს. გიგი უგულავა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მეორე ვადით გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის კონფერენციის წევრებმა მიიღეს. დღესვე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ დეპუტატი გიორგი მელაძე აირჩიეს.

ამ წუთებში, "ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო პავილიონში "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოდის გიგი უგულავა. წინასწარი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მერობის კანდიდატის გამოვლენას, გიგი უგულავა მონაწილეობას არ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა