აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა პოპულარულ სერიალ Parks and Recreation-ში თამაშობს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეუღლე სერიალში საკუთარ თავს განასახიერებს. სერია, რომელშიც აშშ-ის პირველ ლედის ეპიზოდური როლი ერგო, ეკრანებზე 24 აპრილს გამოვა.
სერიის გადაღებები ცოტა ხნის წინ მაიამიში მიმდინარეობდა, სადაც მიშელ ობამა თავისი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, მიშელ ობამა აწარმოებს კამპანიას ბავშვებში სიმსუქნის დასაძლევად, სახელწოდებით - Let's Move.
სერიით, რომელშიც მიშელ ობამა მონაწილეობს, დასრულდება Parks and Recreation-ის მეექვსე სეზონი. სერიალი NBC-ზე გადის.