პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ შეეცდება, საქართველოს MAP-ი მიენიჭოს და სირცხვილის ჭამა მეორედ არ დაუშვას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ შეეცდება, საქართველოს MAP-ი მიენიჭოს და სირცხვილის ჭამა მეორედ არ დაუშვას

მო­ახ­ლო­ე­ბულ ნატო-ს სა­მიტ­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს MAP-ი მი­ე­ნი­ჭოს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ნი­კო­ლოზ ვა­შა­კი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

ნი­კო­ლოზ ვა­შა­კი­ძემ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, რაც ამე­რი­კა­ში გა­კეთ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ში­ნა­არ­სობ­რი­ვი იყო სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ჯონ კე­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

"ტექ­სტი­სა და ტო­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბა იგ­რძნო­ბა. პირ­და­პი­რი ტექ­სტით და ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი გა­მო­ყე­ნე­ბით, დაგ­მო­ბი­ლია რუ­სე­თის ოკუ­პა­ცია, მკა­ფიო მხარ­და­ჭე­რაა გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სად­მი.

პირ­და­პირ ით­ქვა - აშშ გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ და­აჩ­ქა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია, ხოლო მო­ახ­ლო­ე­ბულ ნატო-ს სა­მიტ­ზე ამე­რი­კა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭოს ნატო-ში წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ე.წ. მაპ-ი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აშშ-ის ანა­ლო­გი­უ­რი მცდე­ლო­ბა ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და, გა­მოვ­რი­ცხავ იმას, რომ ვა­შინგტონ­მა მე­ო­რედ და­უშ­ვას სირ­ცხვი­ლის ჭამა",- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რად­გან ამე­რი­კის მხრი­დან ამ­გვარ გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ნატო-ს ლონ­დო­ნის სა­მი­ტის­თვის ეს სა­კი­თხი სე­რი­ო­ზუ­ლად მზად­დე­ბა.

"რო­გორც ჩანს, იმ ოპო­ნენ­ტებ­თა­ნაც, რომ­ლებ­მაც ბუ­ქა­რეს­ტში დაბ­ლო­კეს სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის მაპ-ის მი­ცე­მა, მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი მუ­შა­ო­ბა.

სხვა­თა შო­რის, გერ­მა­ნი­ა­შიც შე­იმ­ჩნე­ვა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნით, რაც მთლად ასე არ იყო ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის წინ. რო­გორც ჩანს, იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე შემ­დე­გი დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას, და­სავ­ლეთ­ში დღეს გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­სი­კე­თო გან­წყო­ბაა, ვიდ­რე ეს იყო რა­მო­დე­ნი­მე წლის წინ. ვა­შინგტონ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან სა­სი­კე­თო სი­ახ­ლე­ე­ბი მი­ი­ღო. ვა­შინგტონ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი დატ­ვირ­თუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სით, რაც ოპ­ტი­მიზ­მის იმედს გვაძ­ლევს.

თუმ­ცა, ერთი რამ უნდა გვახ­სოვ­დეს - ამ ვი­ზი­ტის შე­დე­გე­ბი არა­ნა­ი­რად არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და ქარ­თუ­ლი მხა­რის ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბი­სა­გან. ვი­თა­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა და რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცია პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის მი­მართ. ამას პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თა უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­მა და მას­ში რუ­სე­თის ნე­გა­ტი­ურ­მა ჩა­რე­ვამ და როლ­მა",- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც ჩანს, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ და­სავ­ლეთ­მა რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხი გას­ცეს.

"ასე ვი­თა­რე­ბა­ში, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად და­უ­ჭი­რონ მხა­რი სა­ქარ­თვე­ლოს და შე­საძ­ლოა სხვა ქვეყ­ნებ­საც, მაგ­რამ ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ - რუ­სე­თის პა­სუ­ხი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, პირ­ველ რიგ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა ისევ დარ­ტყმა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რად­გან ისი­ნი ევ­რო­კავ­შირ­სა და ამე­რი­კას ვერ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. ამ თვალ­საზ­რი­სით, ჩვენს გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა, რა თქმა უნდა, იძა­ბე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვი­ყოთ მზად, რომ ღირ­სე­უ­ლად დავ­ხდეთ ამ გა­მოწ­ვე­ვას", -დას­ძი­ნა ვა­შა­კი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ შეეცდება, საქართველოს MAP-ი მიენიჭოს და სირცხვილის ჭამა მეორედ არ დაუშვას

ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ შეეცდება, საქართველოს MAP-ი მიენიჭოს და სირცხვილის ჭამა მეორედ არ დაუშვას

მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად შეეცდება, საქართველოს MAP-ი მიენიჭოს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და ქართული დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მაღალი რანგის ოფიციალური განცხადებებიდან, რაც ამერიკაში გაკეთდა, განსაკუთრებით შინაარსობრივი იყო სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებები.

"ტექსტისა და ტონის გაძლიერების თვალსაზრისით, სერიოზული ცვლილება იგრძნობა. პირდაპირი ტექსტით და ამ სიტყვის პირდაპირი გამოყენებით, დაგმობილია რუსეთის ოკუპაცია, მკაფიო მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

პირდაპირ ითქვა - აშშ გააკეთებს ყველაფერს, რომ დააჩქაროს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე ამერიკა მაქსიმალურად შეეცდება, საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპ-ი. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ანალოგიური მცდელობა ბუქარესტის სამიტზე წარუმატებლად დასრულდა, გამოვრიცხავ იმას, რომ ვაშინგტონმა მეორედ დაუშვას სირცხვილის ჭამა",- განაცხადა ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, რადგან ამერიკის მხრიდან ამგვარ განცხადებები კეთდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნატო-ს ლონდონის სამიტისთვის ეს საკითხი სერიოზულად მზადდება.

"როგორც ჩანს, იმ ოპონენტებთანაც, რომლებმაც ბუქარესტში დაბლოკეს საქართველოსათვის მაპ-ის მიცემა, მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა.

სხვათა შორის, გერმანიაშიც შეიმჩნევა გაღიზიანება ვლადიმერ პუტინით, რაც მთლად ასე არ იყო ბუქარესტის სამიტის წინ. როგორც ჩანს, იმისათვის, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდეგი დიდი ნაბიჯი გადადგას, დასავლეთში დღეს გაცილებით უფრო სასიკეთო განწყობაა, ვიდრე ეს იყო რამოდენიმე წლის წინ. ვაშინგტონში საქართველომ ძალიან სასიკეთო სიახლეები მიიღო. ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები დატვირთულია კონკრეტული შინაარსით, რაც ოპტიმიზმის იმედს გვაძლევს.

თუმცა, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - ამ ვიზიტის შედეგები არანაირად არ გამომდინარეობდა ქართული მხარის ნაყოფიერი მუშაობისაგან. ვითარებამ მოიტანა და რადიკალურად შეიცვალა დასავლეთის პოზიცია პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ. ამას პროვოცირება გაუკეთა უკრაინის მოვლენებმა და მასში რუსეთის ნეგატიურმა ჩარევამ და როლმა",- განაცხადა ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დასავლეთმა რუსეთს უკრაინის მოვლენებზე სერიოზული პასუხი გასცეს.

"ასე ვითარებაში, მიღებულია გადაწყვეტილება სერიოზულად დაუჭირონ მხარი საქართველოს და შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - რუსეთის პასუხი ამ ყველაფერზე, პირველ რიგში, სავარაუდოდ, იქნება ისევ დარტყმა საქართველოზე, რადგან ისინი ევროკავშირსა და ამერიკას ვერ დაუპირისპირდებიან. ამ თვალსაზრისით, ჩვენს გარშემო ვითარება, რა თქმა უნდა, იძაბება და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მზად, რომ ღირსეულად დავხდეთ ამ გამოწვევას", -დასძინა ვაშაკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა