რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდმა "ნიკოლაი ფილჩენკოვმა" სევასტოპოლში დაახლოებით 700-მდე შეიარაღებული პირი ჩაიყვანა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
სააგენტო Unian-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს შეიარაღებული პირები რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებისა და ქვედანაყოფის შემადგენლობაში შედიან.
ამასთან, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთიდან ყირიმში სპეცრაზმის 6 ათასზე მეტი წევრია ჩაყვანილი, რომლებიც ყირიმის სხვადასხვა რეგიონებსა და სევასტოპოლში არიან განლაგებული.