ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი უკრაინაში განვითარებულ მოვალენებს "ტვიტერზე" ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. "დღეს ჩვენ ყველა უკრაინელები, ქართველები, ბირმელები და ტიბეტელები ვართ - ჩვენ ყველა იმათ გვერდით ვართ, ვინც თავიანთი უფლებებისთვის იბრძვის", - დაწერა ჯონ მაკკეინმა ტვიტერზე.