მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ დუმბაძის და ტიგრან გულოიანის ციხეში შეხვედრის დეტალები
ნოდარ დუმბაძის და ტიგრან გულოიანის ციხეში შეხვედრის დეტალები

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან - ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ტიგ­რან გუ­ლო­ი­ან­თან!

24 თე­ბერ­ვა­ლი, 2001 წელი

პი­რა­დად ჩემ­თვის თით­ქმის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია - "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბის" ერთ-ერთი გმი­რი, ტიგ­რან გუ­ლო­ი­ა­ნი ცო­ცხა­ლია და რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­სო - კო­ლე­გის­გან მი­ვი­ღე. ჩვენს "პა­პა­რა­ცის­თან" ერ­თად მა­შინ­ვე მე­ტა­ლურგთა ქა­ლაქს მი­ვა­შუ­რე და ნო­დარ დუმ­ბა­ძის წყა­ლო­ბით, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მარ­თლაც იქ ვი­პო­ვე...

- დი­ა­ხაც, სწო­რედ ის ტიგ­რა­ნა ვარ, დუმ­ბა­ძის თა­ნა­საკ­ნე­ლი! - გვი­ღი­მის ბე­რი­კა­ცი, თუმ­ცა ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარს გვი­ცხა­დებს, - რაც და­სა­წე­რი იყო, ნო­დარ­მა უკვე და­წე­რაო...

მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში სას­წრა­ფოდ ვრთავთ იქვე მო­ვაჭ­რე ადა­მი­ა­ნებს და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ზე სწო­რედ ისი­ნი ითან­ხმე­ბენ გუ­ლო­ი­ანს.

- ჯან­და­ბას, მოგ­ცემთ ინ­ტერ­ვი­უს, ახალ­გაზ­რდე­ბი რომ ხართ, იმი­ტომ...

მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მსა­ხი­ო­ბი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ასე ბრწყინ­ვა­ლედ რომ ას­რუ­ლებ­და ტიგ­რა­ნას როლს, ნამ­დვილ გუ­ლო­ი­ანს მარ­თლაც რა­ღა­ცით ჰგავს... სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლე, ეშ­მა­კუ­რი გა­მო­ხედ­ვა, წელ­გა­მარ­თუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და იმავდრო­უ­ლად მი­ა­მი­ტიც... ოღონდ ნაღდ ტიგ­რა­ნას დღეს წვე­რი აქვს მოშ­ვე­ბუ­ლი, სი­ა­რუ­ლი უჭირს და სმე­ნაც და­უქ­ვე­ით­და... ძვე­ლი თა­ო­ბის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს უკა­ნას­კნელ მო­ჰი­კანს ბაზ­რის გა­ნა­პი­რას პა­ტა­რა დახ­ლი გა­უ­მარ­თავს და ძველ­მა­ნე­ბით ვაჭ­რობს.

- ძია ტიგ­რან, გვი­ამ­ბეთ თქვენ შე­სა­ხებ

- 86 წლის კაცი ვარ. 1914 წელს თბი­ლის­ში, თათ­რის მო­ე­დან­ზე და­ვი­ბა­დე. პირ­ველ "სროკ­ზე" ომის დროს, 1943 წელს გა­მიშ­ვეს - თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი კბი­ლის ექი­მის ბინა "გა­ვა­კე­თე", ბლო­მად ოქ­რო­უ­ლო­ბა წა­ვი­ღე, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­მი­ჭი­რეს და სამ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­მი­ფარ­დეს. ცი­ხე­ში "ოტ ზვან­კა, დო ზვან­კა" ვი­ჯე­ქი და ისევ თბი­ლისს და­ვუბ­რუნ­დი. მძი­მე წლე­ბი იყო, ცხოვ­რე­ბა მაგ­რად გა­მიძ­ნელ­და და კვლავ ვი­ქურ­დე. ლე­ნი­ნის მო­ე­დან­ზე ერთი პა­ტა­რა მა­ღა­ზია იყო, იქი­დან რამ­დე­ნი­მე ჯი­ბის სა­ა­თი მო­ვი­პა­რე. მი­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე­ვე და­მი­ჭი­რა და ამ­ჯე­რად რვა წელი მო­მი­სა­ჯეს. ის "სრო­კიც" მო­ვი­ხა­დე და სახ­ლში დავ­ბრუნ­დი. ორ­ჯერ ნა­სა­მარ­თლევ კაცს ყვე­ლა კარი ჩა­რა­ზუ­ლი დამ­ხვდა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, "შავი ცხოვ­რე­ბით" მე­ცხოვ­რა. მომ­დევ­ნო პა­ტიმ­რო­ბა უკვე მკვლე­ლო­ბის­თვის მო­მი­სა­ჯეს...

- მარ­თლა მო­კა­ლით კაცი?

- ჰო, მარ­თლა მოვ­კა­ლი... ნა­ძი­რა­ლა ადა­მი­ა­ნი იყო, ალი ფაშა ერ­ქვა და მი­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. მახ­სოვს, თბი­ლის­ში, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე ვი­დე­ქი და უმი­ზე­ზოდ შე­მიჩ­ნდა, - გინ­და თუ არა, აქე­დან წა­ეთ­რი­ეო. ჯერ ხმას არ ვცემ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რომ "გა­მიჩ­მა­ხა", უბი­დან პის­ტო­ლე­ტი და­ვაძ­რე და შუბ­ლი გა­ვუხვრი­ტე.

რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი პა­ტი­ო­სა­ნი პი­როვ­ნე­ბა იყო. მი­ვირ­ბი­ნე მას­თან, ჩემი "პა­რა­ბე­ლუ­მი" მა­გი­და­ზე და­ვუ­დე და ვე­უბ­ნე­ბი: "შალ­ვა ლუ­კიჩ, ეს წუ­თია შენი ერთ-ერთი ძაღ­ლი გა­ვა­გო­რე!" რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვინ მო­კა­ლიო? - გა­ოც­და. აი, ის დამ­პა­ლი ალი ფაშა-მეთ­ქი. ვახ, შენს მარ­ჯვე­ნას ვე­ნაც­ვა­ლეო, - გა­ი­ხა­რა. ფაშა მი­ლი­ცი­ე­ლებ­საც კი სძულ­დათ... ერთი სი­ტყვით, ლუ­კი­ჩი ჩემს მხა­რეს დად­გა, შემ­დეგ ნაც­ნობ ექიმს და­უ­რე­კა, - გუ­რამ, სას­წრა­ფოდ მოდი მი­ლი­ცი­ა­შიო. ექი­მი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ვი­და. იმან ჩემ­ზე ანიშ­ნა: "გუ­რამ, ეს ბიჭი კარ­გი ვინ­მეა. წე­ღან ალი ფაშა შე­მო­აკ­ვდა და ამის­თვის, შე­საძ­ლოა, დახ­ვრი­ტონ. ვუშ­ვე­ლოთ რამე - გი­ჟის ცნო­ბა გა­ვუ­კე­თოთ." ექიმ­მაც მა­შინ­ვე შე­ად­გი­ნა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტი - ესა და ეს კაცი აფ­რენ­სო...

- დახ­ვრე­ტას იმ ცნო­ბის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩით?

- მაშ, კაცო... თუმ­ცა ძა­ლი­ან კი გავ­წვალ­დი, შეშ­ლი­ლის რო­ლის თა­მა­ში ძნე­ლი საქ­მე აღ­მოჩ­ნდა. წა­მიყ­ვა­ნეს სა­გი­ჟეთ­ში, ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვილ­თან. ორი თვის მან­ძილ­ზე, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე უაზ­როდ ვყვი­რო­დი, ხე­ლებს ვიქ­ნევ­დი, "გუ­ლიც მიმ­დი­ო­და..." მოკ­ლედ, რო­გორც შე­მეძ­ლო, ისე ვსი­მუ­ლან­ტობ­დი. ავ­ლიპ­მა, ეტყო­ბა, ვე­რა­ფე­რი გა­მი­გო და გა­მო­საკ­ვლე­ვად რუ­სეთ­ში, სერბსკის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქი­ატ­რი­ულ ცენ­ტრში გამ­გზავ­ნა.

მახ­სოვს, შე­მიყ­ვა­ნეს პა­ლა­ტა­ში, იქ კი ვი­ღაც გო­ლი­ა­თი დამ­ხვდა. იმ­ხე­ლა კაცი იყო, გა­მიკ­ვირ­და, - ნე­ტავ, ამ კარ­ში რო­გორ შე­მო­ე­ტია-მეთ­ქი. ხელ-ფეხი სქე­ლი თო­კით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. ექთან­მა ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა - "ბუ­ი­ნი" გი­ჟი­აო. სა­წოლ­ზე მოვ­კა­ლათ­დი, ის გო­ლი­ა­თი კი გა­მარ­თუ­ლი რუ­სუ­ლით მე­კი­თხე­ბა: "ბოშა ხარ?" "არა, ძმაო, თბი­ლი­სე­ლი სო­მე­ხი ვარ!" "ქარ­თუ­ლი იცი?" "ვიცი, აბა, რა!" შე­ვა­ტყვე, ესი­ა­მოვ­ნა. ცოტა ხანს მათ­ვა­ლი­ე­რა და ისევ მომ­მარ­თა: "იცი, ვინ ვარ?" წარ­მოდ­გე­ნაც არ მაქვს-მეთ­ქი. "დურუ, ვარ, ხურ­ცი­ლა­ვა!"

მისი სა­ხე­ლი არა­ერ­თხელ მსმე­ნია. ვი­ცო­დი, მკვლე­ლი რომ იყო. ისიც ვი­ცო­დი, მე­ტად ჯა­ნი­ა­ნი რომ ბრძან­დე­ბო­და და მის და­სამ­შვი­დებ­ლად ცი­ხის "ნად­ზი­რა­ტე­ლე­ბი" რკი­ნის "ლო­მებს" იყე­ნებ­დნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ისიც მიც­ნობ­და. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, მე და დურუ დავ­მე­გობ­რდით და ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე პურს არ ვჭამ­დით.

- ნო­დარ დუმ­ბა­ძეს რო­დის შეხ­ვდით?

- სა­ნამ ნო­დარს გა­ვიც­ნობ­დი, ჯერ "პა­ბე­გი ავი­კი­დე", ანუ კო­ლო­ნი­ი­დან გა­ვი­ქე­ცი. თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში ვი­მა­ლე­ბო­დი. იქ ერთი მე­ტყე­ვე მოვ­კა­ლი - რო­გორც დუმ­ბა­ძე ამ­ბობს, იმი­ტომ, რომ გლე­ხებს შე­შას არ აძ­ლევ­და და სულ თა­ვის­თვის მიჰ­ქონ­და... სწო­რედ მა­შინ შე­ვიც­ვა­ლე გვარ-სა­ხე­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­ტუშ გრი­გო­რი­ა­ნი ვარ, მერე კი ტიგ­რან გუ­ლო­ი­ა­ნი გავ­ხდი... მა­ინც და­მა­კა­ვეს და კვლავ ცი­ხე­ში მიკ­რეს თავი. ნო­და­რიც იქ ვნა­ხე.

- ის რა­ტომ­ღა მოხ­ვდა სა­პა­ტიმ­რო­ში?

- ნო­და­რი სტუ­დენ­ტი იყო. აი­ღეს ბი­ჭებ­მა პირ­ვე­ლი სტი­პენ­დია და სა­ქე­ი­ფოდ ზე­მელ­ზე, რეს­ტო­რან "გე­მო­ში" წა­ვიდ­ნენ. პურ- მა­რი­ლი ეშხში რომ შე­ვი­და, რეს­ტო­რან­ში შუქი ჩაქ­რა. უცებ, რა­ღაც აყალ­მა­ყა­ლი ატყდა, თუმ­ცა მი­ზე­ზი კა­ციშ­ვილ­მა ვერ გა­ი­გო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დე­ნიც მო­ვი­და და მო­ქე­ი­ფე­ებ­მა ასე­თი სუ­რა­თი იხი­ლეს: შუა დარ­ბაზ­ში, სის­ხლის გუ­ბე­ში მცუ­რა­ვი მა­მა­კა­ცი ეგდო, თავი შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლით ჰქონ­და გა­პო­ბი­ლი. მი­ლი­ცია მა­შინ­ვე "გე­მო­ში" გაჩ­ნდა და ყვე­ლა იქ მყო­ფი, 48 ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა. ნო­და­რიც მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა.

- მას­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას ხომ არ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- ის დღე სა­უ­ცხო­ოდ მახ­სოვს. "ნა­რებ­ზე" ვი­წე­ქი და და­ძი­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კარი გა­ი­ღო და სა­კან­ში სიმ­პა­თი­უ­რი ბიჭი შე­მო­იყ­ვა­ნეს. მან დაბ­ნე­უ­ლად მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი ვერ­სად შე­ნიშ­ნა და კუ­თხე­ში მდგარ "პა­რა­შას­თან" (მა­შინ ტუ­ა­ლე­ტე­ბი არ გვქონ­და) ჩაჯ­და. ეგ ახალ­მო­სუ­ლის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, და­ვი­ძი­ნე, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მაღ­ვი­ძეს, - "ნად­ზი­რა­ტელ­მა" რა­ღაც ბა­რა­თი მო­გი­ტა­ნაო. სკო­ლა ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავს, წერა-კი­თხვა არ ვიცი და ბა­რა­თის წა­კი­თხვა ერთ-ერთ პა­ტი­მარს, მეტ­სა­ხე­ლად "თი­ნა­თინს" და­ვა­ვა­ლე...

- "თი­ნა­თი­ნი" კაცს ერ­ქვა?!

- კაცს კი არა, არა­კაცს. მაგ ტი­ლი­ან­მა უწინ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი თა­ვი­სი ძმა­კა­ცის ცოლს, თი­ნა­თინს, არ­ში­ყი და­უ­წყო და ქა­ლის სა­ხე­ლიც ამი­ტომ და­ვარ­ქვი (რო­გორც ჩანს, "თი­ნა­თი­ნი" იგი­ვე გო­გო­ლა­ძეა, "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი­დან". - მ.ჩ.).

- რაო, მერე "თი­ნა­თინ­მა"?

- ბა­რა­თი ჩემ­თვის მე­ზო­ბე­ლი საკ­ნი­დან ცნო­ბილ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს, ქუ­თა­ი­სელ "თა­გუ­ნას" გა­მო­ეგ­ზავ­ნა. მწერ­და, - "გი­ჟუა"-ჯან (ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ასე­თი "კლი­ჩკა" შე­მარ­ქვეს), შენ­თან კარ­გი ბიჭი მო­ვი­და, ნო­და­რა დუმ­ბა­ძე და თუ ძმა ხარ, მი­ხე­დე, არა­ვინ და­ჩაგ­რო­სო. მა­შინ­ვე "შო­ში­ას" მი­ვუბ­რუნ­დი...

- მა­პა­ტი­ეთ, "შო­ში­აც" რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა?

- ჰო. მას სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ორი თუ სამი მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი ჰქონ­და მო­პა­რუ­ლი და გა­და­მა­ლუ­ლი. მაგ საქ­მის­თვის იჯდა... ყო­ველ­დღე ვცემ­დი, - მი­თხა­რი, ფული სად და­მარ­ხე-მეთ­ქი, მაგ­რამ ვე­რაფ­რით გა­მოვ­ტე­ხე... ჰოდა, იმას ვამ­ბობ­დი: "შო­ში­ას" მი­ვუბ­რუნ­დი და ვე­უბ­ნე­ბი, აეთ­რიე და იმ ბიჭს ად­გი­ლი და­უთ­მე-მეთ­ქი. ის, რა თქმა უნდა, უსი­ტყვოდ და­მე­მორ­ჩი­ლა და "პა­რა­შას" ჩა­ე­ხუ­ტა. ასე გა­ვი­ცა­ნი ნო­და­რი და სა­ნამ ერთ სა­კან­ში ვის­ხე­დით, ვპატ­რო­ნობ­დი კი­დეც.

- ის კი­დევ, ამაგს არ გი­ვი­წყებ­დათ და ჭად­რაკ­ში გა­მარ­ცხებ­დათ, არა?

- ვინა, ნო­და­რა? (ტიგ­რან გუ­ლო­ი­ა­ნი გუ­ლი­ა­ნად იცი­ნის) ეგრე და­წე­რა, ტიგ­რა­ნას ვუ­გებ­დიო, არა? აბა, რო­გორ გი­თხრა... ჭად­რაკს ჩი­ნე­ბუ­ლად ვთა­მა­შობ­დი (თუმ­ცა "ზარ­ში" უფრო მა­გა­რი ვი­ყა­ვი) და თით­ქმის ყვე­ლას ვჯობ­ნი­დი... "ლი­მო­ნა" დევ­და­რი­ან­საც კი!

- არ ვი­ცო­დი, დევ­და­რი­ა­ნიც თუ რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო...

- გა­მა­გი­ჟებს ეს ბიჭი! (ძია ტიგ­რა­ნი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია). "ლი­მო­ნას" სა­ხე­ლი არ გსმე­ნია?! მა­გის­თა­ნა ქურ­დი ბარე ორი არ გვყო­ლია! "ლი­მო­ნა" ყვე­ლა­ზე "დას­ტო­ი­ნი" და სა­მარ­თლი­ა­ნი ქურ­დი იყო "სა­ი­უზ­ში". სათ­ქმელს ყვე­ლას პირ­ში ეუბ­ნე­ბო­და და არა­ვის ერი­დე­ბო­და... გახ­სოვს, "თეთრ ბა­ი­რა­ღებ­ში" ის ეპი­ზო­დი, ექი­მის გა­სა­ძარ­ცვად რომ წა­ვი­და, იქ კი თა­ვი­სი ახ­ლობ­ლის ფო­ტო­სუ­რა­თი იპო­ვა და მსხვერ­პლს ოქრო უკან­ვე და­უბ­რუ­ნა? ეგ ნაღ­დი ამ­ბა­ვია!

- ბო­დი­ში, ძია ტიგ­რან, მაგ­რამ წიგ­ნი რო­გორ წა­ი­კი­თხეთ, წერა-კი­თხვა ხომ არ იცით?

- მე რომ არ ვიცი, სხვებ­მა ხომ იცი­ან! ათ­ჯერ მა­ინც წა­მი­კი­თხეს... ისე, ტე­ლე­ვი­ზორ­ში თე­ატ­რიც მაქვს ნა­ნა­ხი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ნო­დარს სი­მარ­თლე და­უ­წე­რია... თუმ­ცა ჭად­რა­კი­სა რა მო­გახ­სე­ნო...

- სულ რამ­დე­ნი წელი გა­ა­ტა­რეთ ცი­ხე­ში?

- ოც­დათ­ვრა­მე­ტი! მახ­სოვს, ცხო­ნე­ბუ­ლი მა­მა­ჩე­მი მა­კი­თხავ­და ხოლ­მე, "პე­რე­და­ჩა" მოჰ­ქონ­და. დად­გე­ბო­და მერე ცი­ხის გა­ლა­ვან­თან და მიყ­ვი­რო­და: "შვი­ლო, რო­გორ ხარ?" "მამა, კარ­გად ვარ!" "ჰო, შვი­ლო, კარ­გად იყა­ვი და სულ მანდ იყა­ვი!" ამ სი­ტყვე­ბის­თვის თა­ვი­დან ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, შემ­დეგ ქურ­დებ­მა მი­თხრეს, "გი­ჟუა"-ჯან, ნახე, მა­მა­შე­ნი რას გე­უბ­ნე­ბა, სულ მანდ იყა­ვიო... ჩემი გა­მოს­წო­რე­ბის იმე­დი მა­მას აღარ ჰქონ­და, თან იცო­და, ცი­ხე­ში ქურ­დე­ბი არ­ცთუ ური­გოდ რომ ვცხოვ­რობ­დით და, ალ­ბათ, ამი­ტომ ამ­ბობ­და ასე... მინ­და, მა­მა­ზე კი­დევ გი­ამ­ბოთ... სა­ხე­ლად ჯან­გი­რა ერ­ქვა და თბი­ლის­ში გან­თქმუ­ლი კაცი იყო. მოხ­დე­ნი­ლი ფა­ე­ტო­ნი ჰყავ­და. შე­ა­ბამ­და სამ ცხენს და ქა­ლაქ­ში დაქ­რო­და. ქე­ი­ფი და დროს­ტა­რე­ბა უყ­ვარ­და ძა­ლი­ან. თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე გა­მო­სულ ბი­ჭებ­თან ერ­თად "გრი­ა­ლებ­და"...

- თქვენ კი, ვხე­დავ, ძა­ლი­ან გი­ჭირთ. არა­და, დღეს რუს­თავ­ში ლა­მის ყო­ველ კორ­პუს­ში ცხოვ­რობს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი. ასეთ ცნო­ბილ კაცს არა­ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- ჯერ ერთი, არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ მჭირ­დე­ბა და მე­ო­რე: სა­დღაა, ჯი­გა­რო, ნაღ­დი ქურ­დი? ესე­ნი რა ქურ­დე­ბი არი­ან... აი, ჩვენ დროს იყო, თუ იყო... "ბა­ჯა­ჯღა­ნა", "თა­ვე­რა", "თა­გუ­ნა", "ჭინ­კა", "ლი­მო­ნა", "ნალ­ბოა", "თუ­თი­კა", "ქა­ჩა­ლა", "შო­ე­ნა", არ­ჩი­ლა ჩხე­ი­ძე, ჯაბა...

- რო­მე­ლი ჯაბა, იო­სე­ლი­ა­ნი?

- მაშ, კაცო. ჯაბა ძა­ლი­ან მა­გა­რი ქურ­დი იყო, "ზო­ნებს" აზან­ზა­რებ­და! ერთი ხა­ნო­ბა ვძმა­კა­ცობ­დით. ცი­ხე­ში ერ­თად არ ვყო­ფილ­ვართ, ლა­ღი­ძის წყლებ­თან ვხვდე­ბო­დი ხოლ­მე. იქ იკ­რი­ბე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი ქურ­დუ­ლი ელი­ტა. ჯაბა ნა­კი­თხი და დახ­ვე­წი­ლი ბიჭი გახ­ლდათ.

- ეგებ, ნო­დარ დუმ­ბა­ძე­ზე კი­დევ მოგ­ვი­თხროთ რამე

- ერთ სა­კან­ში, თუ არ ვცდე­ბი, თით­ქმის ცხრა თვე დავ­ყა­ვით. მერე რუ­სეთ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და ნო­და­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­ბა­ვი იქ გა­ვი­გე. მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი წელი გა­ვი­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე დუმ­ბა­ძის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ერთხე­ლაც, მო­რი­გი სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ, მისი ნახ­ვა გა­დავ­წყვი­ტე.

ტრა­ბახ­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ, მაგ­რამ ჯე­ე­ლო­ბა­ში მარ­თლაც ოქ­როს ხე­ლე­ბი მქონ­და - ცი­ხე­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პუ­რის­გან ჩი­ნე­ბულ მა­კე­ტებ­სა და ფი­გუ­რებს ვძერ­წავ­დი. ვი­ფიქ­რე, ნო­დარს ჩემი ხე­ლით დამ­ზა­დე­ბულ სა­ჩუ­ქარს მი­ვარ­თმევ-მეთ­ქი. დიდ­ხანს ვიწ­ვა­ლე და "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გმი­რე­ბი: ავ­თან­დი­ლი, ტა­რი­ე­ლი და ფრი­დო­ნი გა­მოვ­ძერ­წე. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფი­გუ­რე­ბი გა­მო­მი­ვი­და. და­ვა­კა­რი ფი­ცარ­ზე, ზედ წა­ვა­წე­რი­ნე: "ჩემს ძმას, ნო­დარს, "გი­ჟუ­ას­გან" და თბი­ლი­სის­კენ გა­მოვ­წიე.

დუმ­ბა­ძე ვა­კე­ში ცხოვ­რობ­და. მი­ვე­დი და ზარი დავ­რე­კე. კარი უც­ნობ­მა მან­დი­ლო­სან­მა, რო­გორც შემ­დეგ შე­ვი­ტყვე, ნო­და­რის მე­უღ­ლემ გა­მი­ღო. მი­ყუ­რებს და უცებ, მე­უბ­ნე­ბა, - თქვენ ტიგ­რა­ნა ხომ არ ხარ­თო? გა­ო­ცე­ბის­გან პირი და­ვა­ღე. ქალ­მა პირ­ვე­ლად მნა­ხა და მა­შინ­ვე მიხ­ვდა, ვინც ვი­ყა­ვი! რო­გორც ჩანს, ჩემი გა­რეგ­ნო­ბა ნო­დარ­მა აღუ­წე­რა.

ქალ­ბა­ტონ­მა შინ მი­მიწ­ვია და დი­დე­ბუ­ლად მა­სა­დი­ლა. "სად არის ჩემი ძმა­კა­ცი?" - ვე­კი­თხე­ბი. ინ­ფარ­ქტი აქვს და სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევ­სო. მო­გიკ­ვდეთ-მეთ­ქი "გი­ჟუა"! უმალ ებ­რა­ე­ლებ­თან გა­ვი­ქე­ცი, ყვე­ლა­ზე დე­ფი­ცი­ტუ­რი წამ­ლე­ბი გა­მო­ვარ­თვი, პარკში ჩა­ვა­წყვე და იმა­ვე სა­ღა­მოს სო­ხუმ­ში ჩა­ვე­დი.

"მშვე­ნი­ე­რო გო­გო­ნავ, შენი ჭი­რი­მე, შე­მიშ­ვი "ბალ­ნი­ცა­ში"! - ვეხ­ვე­წე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფოს კარ­ში მდგომ ვი­ღაც უმა­ხინ­ჯეს ბა­ბა­ი­ა­გას. შენც არ მო­მიკ­ვდე, არ მიშ­ვებს! მა­შინ წვერს ვა­ტა­რებ­დი და, ეტყო­ბა, მე­ტად სა­ეჭ­ვო კა­ცის გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და.

ერ­თსა­ა­თი­ა­ნი მუ­და­რის შემ­დეგ დუმ­ბა­ძეს (მა­შინ ის უკვე დიდი კაცი იყო) შე­უთ­ვა­ლეს, ვი­ღაც გა­ბუ­რძგნი­ლი ტიგ­რა­ნა თქვენ­თან აუ­დი­ენ­ცი­ას ითხოვ­სო. სი­ხა­რუ­ლით გა­და­რე­უ­ლა ნო­და­რი, - ახ­ლა­ვე შე­მო­უშ­ვი­თო. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა გვქონ­და... მერე ისევ და­მი­ჭი­რეს და ნო­და­რი მას შემ­დეგ აღარ მი­ნა­ხავს...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ნოდარ დუმბაძის და ტიგრან გულოიანის ციხეში შეხვედრის დეტალები

ნოდარ დუმბაძის და ტიგრან გულოიანის ციხეში შეხვედრის დეტალები

"კვირის პალიტრის" არქივიდან - ექსკლუზიური ინტერვიუ ტიგრან გულოიანთან!

24 თებერვალი, 2001 წელი

პირადად ჩემთვის თითქმის დაუჯერებელი ინფორმაცია - "თეთრი ბაირაღების" ერთ-ერთი გმირი, ტიგრან გულოიანი ცოცხალია და რუსთავში ცხოვრობსო - კოლეგისგან მივიღე. ჩვენს "პაპარაცისთან" ერთად მაშინვე მეტალურგთა ქალაქს მივაშურე და ნოდარ დუმბაძის წყალობით, მილიონობით ადამიანისთვის კარგად ცნობილი კანონიერი ქურდი მართლაც იქ ვიპოვე...

- დიახაც, სწორედ ის ტიგრანა ვარ, დუმბაძის თანასაკნელი! - გვიღიმის ბერიკაცი, თუმცა ინტერვიუზე უარს გვიცხადებს, - რაც დასაწერი იყო, ნოდარმა უკვე დაწერაო...

მოლაპარაკებაში სასწრაფოდ ვრთავთ იქვე მოვაჭრე ადამიანებს და ჩვენთან საუბარზე სწორედ ისინი ითანხმებენ გულოიანს.

- ჯანდაბას, მოგცემთ ინტერვიუს, ახალგაზრდები რომ ხართ, იმიტომ...

მეჩვენება, რომ მსახიობი გივი ბერიკაშვილი, ასე ბრწყინვალედ რომ ასრულებდა ტიგრანას როლს, ნამდვილ გულოიანს მართლაც რაღაცით ჰგავს... საშუალო სიმაღლე, ეშმაკური გამოხედვა, წელგამართული, თავდაჯერებული და იმავდროულად მიამიტიც... ოღონდ ნაღდ ტიგრანას დღეს წვერი აქვს მოშვებული, სიარული უჭირს და სმენაც დაუქვეითდა... ძველი თაობის ქურდული სამყაროს უკანასკნელ მოჰიკანს ბაზრის განაპირას პატარა დახლი გაუმართავს და ძველმანებით ვაჭრობს.

- ძია ტიგრან, გვიამბეთ თქვენ შესახებ

- 86 წლის კაცი ვარ. 1914 წელს თბილისში, თათრის მოედანზე დავიბადე. პირველ "სროკზე" ომის დროს, 1943 წელს გამიშვეს - თბილისში ცნობილი კბილის ექიმის ბინა "გავაკეთე", ბლომად ოქროულობა წავიღე, მაგრამ მალევე დამიჭირეს და სამწლიანი პატიმრობა შემიფარდეს. ციხეში "ოტ ზვანკა, დო ზვანკა" ვიჯექი და ისევ თბილისს დავუბრუნდი. მძიმე წლები იყო, ცხოვრება მაგრად გამიძნელდა და კვლავ ვიქურდე. ლენინის მოედანზე ერთი პატარა მაღაზია იყო, იქიდან რამდენიმე ჯიბის საათი მოვიპარე. მილიციამ ადგილზევე დამიჭირა და ამჯერად რვა წელი მომისაჯეს. ის "სროკიც" მოვიხადე და სახლში დავბრუნდი. ორჯერ ნასამართლევ კაცს ყველა კარი ჩარაზული დამხვდა და იძულებული გავხდი, "შავი ცხოვრებით" მეცხოვრა. მომდევნო პატიმრობა უკვე მკვლელობისთვის მომისაჯეს...

- მართლა მოკალით კაცი?

- ჰო, მართლა მოვკალი... ნაძირალა ადამიანი იყო, ალი ფაშა ერქვა და მილიციაში მუშაობდა. მახსოვს, თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და უმიზეზოდ შემიჩნდა, - გინდა თუ არა, აქედან წაეთრიეო. ჯერ ხმას არ ვცემდი, მაგრამ ძალიან რომ "გამიჩმახა", უბიდან პისტოლეტი დავაძრე და შუბლი გავუხვრიტე.

რაიონის მილიციის უფროსი პატიოსანი პიროვნება იყო. მივირბინე მასთან, ჩემი "პარაბელუმი" მაგიდაზე დავუდე და ვეუბნები: "შალვა ლუკიჩ, ეს წუთია შენი ერთ-ერთი ძაღლი გავაგორე!" რას მელაპარაკები, ვინ მოკალიო? - გაოცდა. აი, ის დამპალი ალი ფაშა-მეთქი. ვახ, შენს მარჯვენას ვენაცვალეო, - გაიხარა. ფაშა მილიციელებსაც კი სძულდათ... ერთი სიტყვით, ლუკიჩი ჩემს მხარეს დადგა, შემდეგ ნაცნობ ექიმს დაურეკა, - გურამ, სასწრაფოდ მოდი მილიციაშიო. ექიმი რამდენიმე წუთში მოვიდა. იმან ჩემზე ანიშნა: "გურამ, ეს ბიჭი კარგი ვინმეა. წეღან ალი ფაშა შემოაკვდა და ამისთვის, შესაძლოა, დახვრიტონ. ვუშველოთ რამე - გიჟის ცნობა გავუკეთოთ." ექიმმაც მაშინვე შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ესა და ეს კაცი აფრენსო...

- დახვრეტას იმ ცნობის წყალობით გადაურჩით?

- მაშ, კაცო... თუმცა ძალიან კი გავწვალდი, შეშლილის როლის თამაში ძნელი საქმე აღმოჩნდა. წამიყვანეს საგიჟეთში, ავლიპ ზურაბაშვილთან. ორი თვის მანძილზე, დილიდან საღამომდე უაზროდ ვყვიროდი, ხელებს ვიქნევდი, "გულიც მიმდიოდა..." მოკლედ, როგორც შემეძლო, ისე ვსიმულანტობდი. ავლიპმა, ეტყობა, ვერაფერი გამიგო და გამოსაკვლევად რუსეთში, სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ ცენტრში გამგზავნა.

მახსოვს, შემიყვანეს პალატაში, იქ კი ვიღაც გოლიათი დამხვდა. იმხელა კაცი იყო, გამიკვირდა, - ნეტავ, ამ კარში როგორ შემოეტია-მეთქი. ხელ-ფეხი სქელი თოკით ჰქონდა შეკრული. ექთანმა ჩამჩურჩულა - "ბუინი" გიჟიაო. საწოლზე მოვკალათდი, ის გოლიათი კი გამართული რუსულით მეკითხება: "ბოშა ხარ?" "არა, ძმაო, თბილისელი სომეხი ვარ!" "ქართული იცი?" "ვიცი, აბა, რა!" შევატყვე, ესიამოვნა. ცოტა ხანს მათვალიერა და ისევ მომმართა: "იცი, ვინ ვარ?" წარმოდგენაც არ მაქვს-მეთქი. "დურუ, ვარ, ხურცილავა!"

მისი სახელი არაერთხელ მსმენია. ვიცოდი, მკვლელი რომ იყო. ისიც ვიცოდი, მეტად ჯანიანი რომ ბრძანდებოდა და მის დასამშვიდებლად ციხის "ნადზირატელები" რკინის "ლომებს" იყენებდნენ. აღმოჩნდა, რომ ისიც მიცნობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და დურუ დავმეგობრდით და ერთმანეთის გარეშე პურს არ ვჭამდით.

- ნოდარ დუმბაძეს როდის შეხვდით?

- სანამ ნოდარს გავიცნობდი, ჯერ "პაბეგი ავიკიდე", ანუ კოლონიიდან გავიქეცი. თეთრიწყაროს რაიონში ვიმალებოდი. იქ ერთი მეტყევე მოვკალი - როგორც დუმბაძე ამბობს, იმიტომ, რომ გლეხებს შეშას არ აძლევდა და სულ თავისთვის მიჰქონდა... სწორედ მაშინ შევიცვალე გვარ-სახელი. სინამდვილეში არტუშ გრიგორიანი ვარ, მერე კი ტიგრან გულოიანი გავხდი... მაინც დამაკავეს და კვლავ ციხეში მიკრეს თავი. ნოდარიც იქ ვნახე.

- ის რატომღა მოხვდა საპატიმროში?

- ნოდარი სტუდენტი იყო. აიღეს ბიჭებმა პირველი სტიპენდია და საქეიფოდ ზემელზე, რესტორან "გემოში" წავიდნენ. პურ- მარილი ეშხში რომ შევიდა, რესტორანში შუქი ჩაქრა. უცებ, რაღაც აყალმაყალი ატყდა, თუმცა მიზეზი კაციშვილმა ვერ გაიგო. რამდენიმე წუთში დენიც მოვიდა და მოქეიფეებმა ასეთი სურათი იხილეს: შუა დარბაზში, სისხლის გუბეში მცურავი მამაკაცი ეგდო, თავი შამპანურის ბოთლით ჰქონდა გაპობილი. მილიცია მაშინვე "გემოში" გაჩნდა და ყველა იქ მყოფი, 48 ადამიანი დააპატიმრა. ნოდარიც მათ შორის აღმოჩნდა.

- მასთან პირველ შეხვედრას ხომ არ გაიხსენებდით?

- ის დღე საუცხოოდ მახსოვს. "ნარებზე" ვიწექი და დაძინებას ვაპირებდი. მოულოდნელად, კარი გაიღო და საკანში სიმპათიური ბიჭი შემოიყვანეს. მან დაბნეულად მიიხედ-მოიხედა, თავისუფალი ადგილი ვერსად შენიშნა და კუთხეში მდგარ "პარაშასთან" (მაშინ ტუალეტები არ გვქონდა) ჩაჯდა. ეგ ახალმოსულისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, დავიძინე, თუმცა მალევე გამაღვიძეს, - "ნადზირატელმა" რაღაც ბარათი მოგიტანაო. სკოლა ცხოვრებაში არ მინახავს, წერა-კითხვა არ ვიცი და ბარათის წაკითხვა ერთ-ერთ პატიმარს, მეტსახელად "თინათინს" დავავალე...

- "თინათინი" კაცს ერქვა?!

- კაცს კი არა, არაკაცს. მაგ ტილიანმა უწინ პატიმრობაში მყოფი თავისი ძმაკაცის ცოლს, თინათინს, არშიყი დაუწყო და ქალის სახელიც ამიტომ დავარქვი (როგორც ჩანს, "თინათინი" იგივე გოგოლაძეა, "თეთრი ბაირაღებიდან". - მ.ჩ.).

- რაო, მერე "თინათინმა"?

- ბარათი ჩემთვის მეზობელი საკნიდან ცნობილ კანონიერ ქურდს, ქუთაისელ "თაგუნას" გამოეგზავნა. მწერდა, - "გიჟუა"-ჯან (ფსიქიატრიულებში მოგზაურობის შემდეგ ასეთი "კლიჩკა" შემარქვეს), შენთან კარგი ბიჭი მოვიდა, ნოდარა დუმბაძე და თუ ძმა ხარ, მიხედე, არავინ დაჩაგროსო. მაშინვე "შოშიას" მივუბრუნდი...

- მაპატიეთ, "შოშიაც" რეალური პიროვნებაა?

- ჰო. მას სახელმწიფოსთვის ორი თუ სამი მილიონი მანეთი ჰქონდა მოპარული და გადამალული. მაგ საქმისთვის იჯდა... ყოველდღე ვცემდი, - მითხარი, ფული სად დამარხე-მეთქი, მაგრამ ვერაფრით გამოვტეხე... ჰოდა, იმას ვამბობდი: "შოშიას" მივუბრუნდი და ვეუბნები, აეთრიე და იმ ბიჭს ადგილი დაუთმე-მეთქი. ის, რა თქმა უნდა, უსიტყვოდ დამემორჩილა და "პარაშას" ჩაეხუტა. ასე გავიცანი ნოდარი და სანამ ერთ საკანში ვისხედით, ვპატრონობდი კიდეც.

- ის კიდევ, ამაგს არ გივიწყებდათ და ჭადრაკში გამარცხებდათ, არა?

- ვინა, ნოდარა? (ტიგრან გულოიანი გულიანად იცინის) ეგრე დაწერა, ტიგრანას ვუგებდიო, არა? აბა, როგორ გითხრა... ჭადრაკს ჩინებულად ვთამაშობდი (თუმცა "ზარში" უფრო მაგარი ვიყავი) და თითქმის ყველას ვჯობნიდი... "ლიმონა" დევდარიანსაც კი!

- არ ვიცოდი, დევდარიანიც თუ რეალური პიროვნება იყო...

- გამაგიჟებს ეს ბიჭი! (ძია ტიგრანი გაკვირვებულია). "ლიმონას" სახელი არ გსმენია?! მაგისთანა ქურდი ბარე ორი არ გვყოლია! "ლიმონა" ყველაზე "დასტოინი" და სამართლიანი ქურდი იყო "საიუზში". სათქმელს ყველას პირში ეუბნებოდა და არავის ერიდებოდა... გახსოვს, "თეთრ ბაირაღებში" ის ეპიზოდი, ექიმის გასაძარცვად რომ წავიდა, იქ კი თავისი ახლობლის ფოტოსურათი იპოვა და მსხვერპლს ოქრო უკანვე დაუბრუნა? ეგ ნაღდი ამბავია!

- ბოდიში, ძია ტიგრან, მაგრამ წიგნი როგორ წაიკითხეთ, წერა-კითხვა ხომ არ იცით?

- მე რომ არ ვიცი, სხვებმა ხომ იციან! ათჯერ მაინც წამიკითხეს... ისე, ტელევიზორში თეატრიც მაქვს ნანახი. ძალიან მომეწონა. ნოდარს სიმართლე დაუწერია... თუმცა ჭადრაკისა რა მოგახსენო...

- სულ რამდენი წელი გაატარეთ ციხეში?

- ოცდათვრამეტი! მახსოვს, ცხონებული მამაჩემი მაკითხავდა ხოლმე, "პერედაჩა" მოჰქონდა. დადგებოდა მერე ციხის გალავანთან და მიყვიროდა: "შვილო, როგორ ხარ?" "მამა, კარგად ვარ!" "ჰო, შვილო, კარგად იყავი და სულ მანდ იყავი!" ამ სიტყვებისთვის თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, შემდეგ ქურდებმა მითხრეს, "გიჟუა"-ჯან, ნახე, მამაშენი რას გეუბნება, სულ მანდ იყავიო... ჩემი გამოსწორების იმედი მამას აღარ ჰქონდა, თან იცოდა, ციხეში ქურდები არცთუ ურიგოდ რომ ვცხოვრობდით და, ალბათ, ამიტომ ამბობდა ასე... მინდა, მამაზე კიდევ გიამბოთ... სახელად ჯანგირა ერქვა და თბილისში განთქმული კაცი იყო. მოხდენილი ფაეტონი ჰყავდა. შეაბამდა სამ ცხენს და ქალაქში დაქროდა. ქეიფი და დროსტარება უყვარდა ძალიან. თბილისის ყველაზე გამოსულ ბიჭებთან ერთად "გრიალებდა"...

- თქვენ კი, ვხედავ, ძალიან გიჭირთ. არადა, დღეს რუსთავში ლამის ყოველ კორპუსში ცხოვრობს კანონიერი ქურდი. ასეთ ცნობილ კაცს არავინ გეხმარებათ?

- ჯერ ერთი, არავის დახმარება არ მჭირდება და მეორე: სადღაა, ჯიგარო, ნაღდი ქურდი? ესენი რა ქურდები არიან... აი, ჩვენ დროს იყო, თუ იყო... "ბაჯაჯღანა", "თავერა", "თაგუნა", "ჭინკა", "ლიმონა", "ნალბოა", "თუთიკა", "ქაჩალა", "შოენა", არჩილა ჩხეიძე, ჯაბა...

- რომელი ჯაბა, იოსელიანი?

- მაშ, კაცო. ჯაბა ძალიან მაგარი ქურდი იყო, "ზონებს" აზანზარებდა! ერთი ხანობა ვძმაკაცობდით. ციხეში ერთად არ ვყოფილვართ, ლაღიძის წყლებთან ვხვდებოდი ხოლმე. იქ იკრიბებოდა საქართველოს მთელი ქურდული ელიტა. ჯაბა ნაკითხი და დახვეწილი ბიჭი გახლდათ.

- ეგებ, ნოდარ დუმბაძეზე კიდევ მოგვითხროთ რამე

- ერთ საკანში, თუ არ ვცდები, თითქმის ცხრა თვე დავყავით. მერე რუსეთში გადამიყვანეს და ნოდარის გათავისუფლების ამბავი იქ გავიგე. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე დუმბაძის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ერთხელაც, მორიგი სასჯელის მოხდის შემდეგ, მისი ნახვა გადავწყვიტე.

ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჯეელობაში მართლაც ოქროს ხელები მქონდა - ციხეში, ჩვეულებრივი პურისგან ჩინებულ მაკეტებსა და ფიგურებს ვძერწავდი. ვიფიქრე, ნოდარს ჩემი ხელით დამზადებულ საჩუქარს მივართმევ-მეთქი. დიდხანს ვიწვალე და "ვეფხისტყაოსნის" გმირები: ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი გამოვძერწე. შესანიშნავი ფიგურები გამომივიდა. დავაკარი ფიცარზე, ზედ წავაწერინე: "ჩემს ძმას, ნოდარს, "გიჟუასგან" და თბილისისკენ გამოვწიე.

დუმბაძე ვაკეში ცხოვრობდა. მივედი და ზარი დავრეკე. კარი უცნობმა მანდილოსანმა, როგორც შემდეგ შევიტყვე, ნოდარის მეუღლემ გამიღო. მიყურებს და უცებ, მეუბნება, - თქვენ ტიგრანა ხომ არ ხართო? გაოცებისგან პირი დავაღე. ქალმა პირველად მნახა და მაშინვე მიხვდა, ვინც ვიყავი! როგორც ჩანს, ჩემი გარეგნობა ნოდარმა აღუწერა.

ქალბატონმა შინ მიმიწვია და დიდებულად მასადილა. "სად არის ჩემი ძმაკაცი?" - ვეკითხები. ინფარქტი აქვს და სოხუმის საავადმყოფოში წევსო. მოგიკვდეთ-მეთქი "გიჟუა"! უმალ ებრაელებთან გავიქეცი, ყველაზე დეფიციტური წამლები გამოვართვი, პარკში ჩავაწყვე და იმავე საღამოს სოხუმში ჩავედი.

"მშვენიერო გოგონავ, შენი ჭირიმე, შემიშვი "ბალნიცაში"! - ვეხვეწები საავადმყოფოს კარში მდგომ ვიღაც უმახინჯეს ბაბაიაგას. შენც არ მომიკვდე, არ მიშვებს! მაშინ წვერს ვატარებდი და, ეტყობა, მეტად საეჭვო კაცის გარეგნობა მქონდა.

ერთსაათიანი მუდარის შემდეგ დუმბაძეს (მაშინ ის უკვე დიდი კაცი იყო) შეუთვალეს, ვიღაც გაბურძგნილი ტიგრანა თქვენთან აუდიენციას ითხოვსო. სიხარულით გადარეულა ნოდარი, - ახლავე შემოუშვითო. ამაღელვებელი შეხვედრა გვქონდა... მერე ისევ დამიჭირეს და ნოდარი მას შემდეგ აღარ მინახავს...

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია