მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერედველი ძმების სულისშემძვრელი ამბავი
ერედველი ძმების სულისშემძვრელი ამბავი

2014 წლის მარ­ტში გორ­ში, კა­რა­ლე­თის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას ზაზა რაზ­მა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. იგი ერედ­ვი­დან დევ­ნი­ლია. 16 თე­ბერ­ვალს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კო­ტე­ჯის წინ ჯი­ხუ­რის დად­გმას აპი­რებ­და. ამწე ელექტრო­სა­დენს შე­ე­ხო, ამ დროს მას­ზე მიბ­მუ­ლი იყო რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია, რა­ზეც ზა­ზას ეკი­და ხელი და სამ­წუ­ხა­როდ, ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. შე­გახ­სე­ნებთ, იგი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს გარ­დაც­ვლი­ლი ზვი­ად რაზ­მა­ძის ძმაა. გო­რის და­ბომბვი­სას, ზვი­ად­თან ერ­თად მისი 9 თვის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლეც და­ი­ღუ­პა. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს მათი 7 წლის შვი­ლი - დიტო. მა­შინ მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა ძმე­ბი რაზ­მა­ძე­ე­ბის სუ­ლის­შემ­ძვრელ­მა ფო­ტო­სუ­რათ­მა და სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კულ­მა ფო­ტომ, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრი­ზიც აიღო.

ცოტა ხან­ში ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა დი­ტოც გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იმ ფო­ტო­სუ­რა­თის წყა­ლო­ბით, სა­დაც ის მომ­ღე­რალ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი.

ახლა ოჯახს ახა­ლი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ზი­კო რაზ­მა­ძე. მას გორ­ში ჩა­ვა­კი­თხეთ. კო­ტე­ჯში მას­თან ერ­თად ზა­ზას მე­უღ­ლე, ნანა დვა­ლიშ­ვი­ლი და მათი 3 წლის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, ბე­ბი­ის მო­სა­ხე­ლე ლი­ზი­კო დაგ­ვხვდნენ.

ქალ­ბა­ტონ ლი­ზი­კოს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე ლა­პა­რა­კი გა­უ­ჭირ­და. "მო­დი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, იწე­რე­ბა სტა­ტი­ე­ბი, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. რას მიშ­ვე­ლის სტა­ტია? ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი შვი­ლიც ასე ტრა­გი­კუ­ლად მო­მიკ­ვდა, ობ­ლად დამ­რჩა მისი პა­ტა­რაც. თქვენ ის მი­თხა­რით, - ვინ და­ეხ­მა­რე­ბა ჩემს ობ­ლებს? არც ჩემი რძა­ლი მუ­შა­ობს. მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო აგ­ვის­ტოს ომის დროს ჩემი ტრა­გე­დია, ახლა ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს... ზაზა ბევ­რს წვა­ლობ­და, რომ ლუკ­მა გვე­ჭა­მა. ჩემი ცოდ­ვით სავ­სე რკი­ნის ვა­გონ­მა სულ დამ­ღუ­პა. ჰოდა, რა გა­მო­სა­ჩე­ნი მე ვარ?" - შე­მომ­ტი­რა შვი­ლე­ბის სიკ­ვდი­ლით გა­ნად­გუ­რე­ბულ­მა დე­დამ. რო­გორ­ღაც, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე ინ­ტერ­ვი­უ­ზე მისი და­ყო­ლი­ე­ბა. ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და, ისე ჰყვე­ბო­და თა­ვი­სი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე. ვუს­მენ­დი ამ ქალ­ბა­ტო­ნის სუ­ლის­შემ­ძვრელ ამ­ბავს და რძალ-დე­დამ­თილ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც ვტი­რო­დი.

ლი­ზი­კო რაზ­მა­ძე:

- ზა­ზაც აღარ მყავს. კო­ტე­ჯის წინ ჯი­ხუ­რის დად­გმას აპი­რებ­და. ერთი ჯი­ხუ­რი დგას, მე­ო­რეც თა­ვი­სი ხე­ლით აა­წყო და თქვა, - აქა­უ­რო­ბას ლა­მა­ზად მო­ვა­წყობ და ვი­ვაჭ­რე­ბო. აბა, სხვა რა გვექ­ნა, შვი­ლო, სამ­სა­ხუ­რი ვერ­სად იშო­ვა. ბოლო დროს ხორცს ყიდ­და, რათა პუ­რის ფული ეშო­ვა. მეც ვი­დე­ქი ძველ ბა­ზარ­ში, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბა და­ან­გრი­ეს და ულუკ­მა­პუ­როდ დაგვტო­ვეს. ახალ ბა­ზარ­ში ხალ­ხი აღარ შე­მო­დი­ო­და. გა­და­სა­ხადს - 6 ლარ­საც ვე­ღარ ვიხ­დი­დი და იქ რის­თვის­ღა ვმდგა­რი­ყა­ვი? მაგ­რამ მერე ზა­ზამ თა­ვი­სი ხე­ლით მო­მი­წყო იქა­უ­რო­ბა, და­მი­რე­კა და მი­თხრა: დედი, გადი და იმუ­შა­ვეო. იმ დი­ლით 9 სა­ათ­ზე მი­ვე­დი ბა­ზარ­ში, რო­მე­ლიც ზა­ზას სახ­ლთან ახ­ლო­საა, 10 სა­ათ­ზე კი ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. გა­მო­ვი­ქე­ცი, ვყვი­რო­დი: რა ხდე­ბა, ჩემი ზაზა სად არის-მეთ­ქი? ხმას არა­ვინ მცემ­და... სუყ­ვე­ლას მარ­ჩე­ნა­ლი შვი­ლი აღარ მყავს! მის და­საც არ ჰყავს ქმა­რი, 2 შვილს ზრდის და ზაზა მა­თაც ეხ­მა­რე­ბო­და. მე ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დი.

- ერედ­ვი­დან დევ­ნი­ლე­ბი ხართ...

- ასეა. იქი­დან 1993 წელს წა­მო­ვე­დი. მე­უღ­ლეს გა­ცი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და სამი შვი­ლი სა­ცო­და­ვად გავ­ზარ­დე. პირ­ვე­ლად ერედ­ვი­დან მე და ჩემი უმ­ცრო­სი ვაჟი, ზვი­ა­დი წა­მო­ვე­დით. 9 წელი ქი­რით ვი­ცხოვ­რეთ. მერე სო­ფელ ვერ­ხვებ­ში, სა­დაც აგ­ვის­ტოს ომის დროს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, ბინა ვი­ყი­დეთ. ზაზა და ზვი­ა­დი ერ­თად "პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში" მუ­შა­ობ­დნენ... 4 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში გა­მიშ­ვა ზვი­ად­მა: დედა, ამ­დენს შრო­მობ, ცოტა ხნით წადი და შე­ნე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეო. ჩემი დის სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დი, თან შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მიმ­ყავ­და. 5 ძმა გარ­დაც­ვლი­ლი მყავს და ჩემი ერ­თა­დერ­თი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მო­ვი­ნა­ხუ­ლე. იმ დროს გორ­ში არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ იგ­რძნო­ბო­და. მერე ზა­ზამ და­მი­რე­კა, - არე­უ­ლო­ბაა, აქეთ არ წა­მოხ­ვი­დე. მე ვა­გონ­ში და­ვი­ძი­ნებ, ზვი­ა­დი და მისი ცოლ-შვი­ლი კი სი­დედრთან, სო­ფელ ხელ­თუ­ბან­ში წა­ვიდ­ნე­ნო. 8 აგ­ვის­ტოს ზვი­ად­მაც და­მი­რე­კა, სი­დედრთან დავ­რჩე­ბი­თო. ღა­მის 12 სა­ა­თი ხდე­ბო­და, რომ ვე­ლა­პა­რა­კე. მორ­წმუ­ნე ბიჭი იყო და ცო­ლიც ეკ­ლე­სი­უ­რი ჰყავ­და; პა­ტა­რა დიტო კი სტი­ქა­რო­სა­ნი გახ­ლდათ. ზაზა ყო­ველ­დღე შვიდგზის ლოც­ვებს კი­თხუ­ლობ­და. ლოც­ვას რომ იწყებ­და, ტე­ლე­ფონს თი­შავ­და. 12 სა­ათ­ზე და­ვუ­რე­კე, მაგ­რამ მო­ბი­ლუ­რი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. ვი­ფიქ­რე, - ალ­ბათ ლო­ცუ­ლობს-მეთ­ქი. მერე ტე­ლე­ვი­ზორ­ში და­ვი­ნა­ხე, ჩემი სახ­ლი იწ­ვო­და. არ მინ­დო­და, და­მე­ჯე­რე­ბი­ნა და სა­კუ­თარ თავს ვარ­წმუ­ნებ­დი: არა, ეს ჩემი სახ­ლი არ არის-მეთ­ქი. ისიც კი გა­მო­ა­ცხა­დეს, ამ ბი­ნა­ში ფეხ­მძი­მე გოგო და­ი­ღუ­პაო. ჩემი რძა­ლი მაკა 9 თვის ფეხ­მძი­მე იყო, მაგ­რამ არ მი­ფიქ­რია, რომ ის იქ­ნე­ბო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ისი­ნი მა­კას მშობ­ლებ­თან იყ­ვნენ. ჩვენს კორ­პუს­ში იმ დროს 4 ფეხ­მძი­მე ცხოვ­რობ­და და ვტი­რო­დი, - ნე­ტავ, რო­მე­ლია-მეთ­ქი? თურ­მე, ზა­ზამ იქ რომ გა­მო­ი­ა­რა, და­ი­ნა­ხა, სახ­ლი იწ­ვო­და, მაგ­რამ სახ­ლში არა­ვინ ეგუ­ლე­ბო­და და ძმის ძებ­ნა არ და­უ­წყია. ხელ­თუ­ბან­ში ასუ­ლა, იქ კი უთ­ქვამთ, - გორ­ში წა­ვიდ­ნე­ნო. თურ­მე, ყვე­ლას და­ე­რია, - რა­ტომ გა­უშ­ვი­თო? გამ­წა­რე­ბუ­ლი უკან გაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და აგიზ­გი­ზე­ბულ ცე­ცხლში შე­ვარ­დნი­ლა, ოჯა­ხის წევ­რებს ეძებ­და. ჭრე­ლი მა­ი­სუ­რით იცნო და­ღუ­პუ­ლი ძმა და ლა­მის გა­გიჟ­და. ეს კად­რე­ბი მა­შინ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა. მაკა თურ­მე, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მხო­ლოდ 4 სა­ა­თი იცო­ცხლა. სიკ­ვდი­ლის წინ უთ­ქვამს: სად არის ზვი­ა­დი? დი­ტოს, დი­ტოს მი­მი­ხე­დე­თო.

- ბავ­შვი გა­დარ­ჩა, არა?

- 7 წლის იყო დიტო, როცა სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. პა­ტა­რა ბიჭი მომ­ხდარს დიდი კა­ცი­ვით ჰყვე­ბო­და: სახ­ლში ვი­ყა­ვით, მა­მამ იბა­ნა­ვაო. მერე მე­ზობ­ლის გოგო შე­მო­სუ­ლა, - დრო­ზე წა­ვი­დეთ აქე­და­ნო. ზვი­ადს მის­თვის უთ­ქვამს: და­ი­ცა­დე, ახლა ლოც­ვა უნდა წა­ვი­კი­თხო. ნუ გე­ში­ნია, არა­ფე­რი მოხ­დე­ბა, პა­ნი­კა­ში ნუ ხარ. იმ­დე­ნი ხატი და ნა­კურ­თხი ჯვა­რი მაქვს სახ­ლში, ამ კორ­პუსს არა­ფე­რი და­ე­მარ­თე­ბაო. 10 სა­ა­თი ხდე­ბო­და, როცა მე­ზობ­ლის გოგო სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და. კორ­პუსს რომ გას­ცდა, აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ი­გო­ნა. მა­შინ­ვე უყ­ვი­რია: ვა­ი­მე, მაკა, ზვი­ად და დიტო, რა­ტომ არ წა­მოხ­ვე­დი­თო? დიტო ამ­ბობს, - ფან­ჯა­რა ღია იყო და იქი­დან სახ­ლში წვე­ტე­ბი­ა­ნი, ცე­ცხლმო­დე­ბუ­ლი რა­ღა­ცე­ბი შე­მოც­ვივ­და, სახ­ლი იწ­ვო­და. მა­მამ იფიქ­რა, კარს გა­ვა­ღე­ბო, მაგ­რამ ბომბმა კარი ჩა­კე­ტაო. თურ­მე გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი დარ­ბოდ­ნენ ოთახ­ში. "მამა მე და დე­დას გულ­ში გვიკ­რავ­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, ნუ გე­ში­ნი­ა­თო", - იხ­სე­ნებს დიტო. მერე თურ­მე, ბავ­შვი ზურ­გზე მო­ის­ვა და გა­ზის მი­ლით ჩა­ა­ცუ­რა ძირს. დი­ტოს ზურ­გი სულ და­ცხრი­ლუ­ლი ჰქონ­და, უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მკლავ­ზეც; მხო­ლოდ სახე და წინა მხა­რე ჰქონ­და გა­დარ­ჩე­ნი­ლი. იმა­საც ამ­ბობ­და, - სახ­ლში რა­ღაც რომ შე­მო­ვარ­და, უცებ ზე­ვით ამაგ­დო და თავი კა­რის ჩარ­ჩოს მი­ვარ­ტყიო. ამი­ტო­მაც ჰქონ­და თავი გაჭ­რი­ლი. შვი­ლი გა­რეთ რომ გა­იყ­ვა­ნა, ზვი­ადს მის­თვის უთ­ქვამს: შვი­ლო, აქ, ჩვენს ავ­ტო­ფა­რეხ­თან გა­ჩერ­დი. ნუ გე­ში­ნია, მე დე­დას ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო და ისევ ზე­ვით, ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ სახ­ლში შებ­რუ­ნე­ბუ­ლა. კარი ვერ გა­უ­ღია. ამა­სო­ბა­ში, თურ­მე მა­კას მუ­ცელ­ში მოხ­ვდა ნამ­სხვრე­ვი და იქი­დან რომ გა­მო­იყ­ვა­ნა, ნაწ­ლა­ვი გა­მოყ­რი­ლი ჰქონ­და გო­გოს. ბავ­შვი ამ­ბობ­და, - და­ვი­ნა­ხე, დე­დას ჩი­ჩი­ე­ბი (ნაწ­ლავს გუ­ლის­ხმობს) უჩან­და, მა­მამ ზურ­გით ჩა­მო­ათ­რი­აო. ამის მერე ზვი­ადს ცოლ-შვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა უნ­დო­და. ავ­ტო­ფა­რე­ხის კარი გა­ა­ღო. თურ­მე, ავ­ტო­მო­ბილ­ში ჯდე­ბო­და, როცა ბომ­ბი ზედ მან­ქა­ნა­ზე და­ვარ­და. აფეთ­ქე­ბამ შორს მო­ის­რო­ლა ბავ­შვი, ნამ­სხვრე­ვე­ბი კი ზვი­ადსაც მოხ­ვდა და იქვე გარ­და­იც­ვა­ლა. დიტო ამ­ბობს, მერე არა­ფე­რი მახ­სოვ­სო. თურ­მე, გა­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვი ძირს ეგდო. ვი­ღაც კაცი შვილს ეძებ­და და დიტო იპო­ვა. მერე სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა. დღე­საც არ ვიცი იმ ღვთის­ნი­ე­რი კა­ცის ვი­ნა­ო­ბა, რომ მად­ლო­ბა მა­ინც გა­და­ვუ­ხა­დო შვი­ლიშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის. დი­ტოს რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. თურ­მე, ისე­თი სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ჰქონ­და, რომ სულ ბღა­ო­და. უამ­რა­ვი ნამ­სხვრე­ვი ამო­უ­ღეს სხე­უ­ლი­დან.

- როცა ზა­ზამ ძმა იპო­ვა, ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო?

- დიახ, ის უკვე აღარ სუნ­თქავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მა­კას, ის უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მუც­ლი­დან მკვდა­რი ბავ­შვი ამო­უყ­ვა­ნეს. ჩვენ ბი­ჭის და­ბა­დე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დით, მე­ცხრე თვე­ში იყო ჩემი რძა­ლი... ზვი­ადს ნამ­სხვრე­ვი პირ­და­პირ ფერ­დში ჰქონ­და ჩარ­ჭო­ბი­ლი. ზა­ზამ თა­ვი­სი ხე­ლით ამო­ა­ცა­ლა და ინა­ხავ­და. ზვი­ადს ტან­საც­მე­ლი სულ დაფ­ლე­თი­ლი ჰქო­ნია. ზა­ზამ მი­თხრა, - ჩემი გა­ვი­ხა­დე და მას ჩა­ვაც­ვიო. ამი­ტომ არის ზაზა იმ ცნო­ბილ კად­რებ­ში წელს ზე­ვით შიშ­ვე­ლი. არა­და, მა­შინ თურ­მე ეგო­ნათ, რომ გიჟი იყო. თურ­მე, გამ­წა­რე­ბულ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ძმა ზურ­გზე მო­ი­კი­და და გა­მო­იყ­ვა­ნა... ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ჩემი შვი­ლი სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტა, არა­ვის გვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. სულ რკი­ნის ვა­გონ­ში იყო ანუ იქ, სა­დაც ძმას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და. მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობ­და, რომ ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი ძმის­შვი­ლის­თვის თავ­შე­სა­ფა­რი მი­ე­ცათ. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ღვთის­ნი­ერ ადა­მი­ანს - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ამ ტრა­გე­დი­ი­დან 6 თვის შემ­დეგ ჩემს შვი­ლიშ­ვილს გორ­ში ბინა უყი­დეს.

- ომის დროს ალ­ბათ, შვი­ლი­სა და რძლის დაკ­რძალ­ვაც გა­გი­ჭირ­დათ...

- ეს ცალ­კე უბე­დუ­რე­ბა იყო. მათი ცხედ­რე­ბი ჩემი რძლის სო­ფელ­ში, ხელ­თუ­ბან­ში წა­ას­ვე­ნეს. მა­შინ ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, კუ­ბო­საც ვერ ვშო­უ­ლობ­დით და და­ხო­ცი­ლებს "ბრე­ზენ­ტში" გახ­ვე­უ­ლებს კრძა­ლავ­დნენ. ზაზა ამ­ბობ­და, - ჩემს ძმას და რძალს ასე ვერ დავ­კრძა­ლა­ვო და კუ­ბო­ე­ბი "მო­ი­ტა­ცა". სა­სახ­ლე­ე­ბის სა­ყიდ­ლად ტაქ­სით წა­ვი­და. როცა მან­ქა­ნა­ზე და­ა­წყო, მა­შინ გა­ი­გეს, რომ კუ­ბო­ე­ბი ზა­ზას კი არა, სხვებს ჰქონ­დათ შეკ­ვე­თი­ლი. ჰოდა, არ ატან­დნენ. გამ­წა­რე­ბულს ფული იქვე და­უყ­რია და გა­მოქ­ცე­უ­ლა, სა­სახ­ლე­ე­ბი არ დათ­მო. იმა­ვე დღეს დავ­კრძა­ლეთ ორი­ვე, და­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და. მა­შინ ჩემი რძა­ლი - მაკა 28 წლის იყო, ზვი­ა­დი - 33-ის... ომს და სიკ­ვდილს კი გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ ზაზა სახ­ლში არ შე­მო­დი­ო­და, ვე­ღარ აზ­როვ­ნებ­და. ერ­თა­დერ­თი, რის­თვი­საც დარ­ბო­და, ის იყო, რომ ობ­ლის­თვის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია...

- "პრო­ფი­ლაქ­ტი­კის" ვა­გონ­ში რამ­დენ ხანს იცხოვ­რა?

- თით­ქმის ერთი წელი იქ იყო და იქვე გა­ა­კე­თა "ზვი­ოს წყა­რო". ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ დას­ტი­რო­და მან­ქა­ნის ნა­წი­ლებს და რა­საც ხელს მოჰ­კი­დებ­და, თავ­ში ირტყამ­და; ამ­ბობ­და, - ეს ზვი­ოს ეჭი­რა, ახლა მე რო­გორ მოვ­კი­დო ხე­ლიო და მთე­ლი ხმით მოთ­ქვამ­და. თა­ვის მოკ­ვლა­საც აპი­რებ­და. ამ­ბობ­და: გიჟი ვარ, თავს ჩა­მო­ვიხ­რჩობ, უპატ­რო­ნოდ უნდა მოვ­კვდეო. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, დახ­მა­რე­ბა ახ­ლობ­ლებს ვთხო­ვე და იქი­დან ძლივს გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ.

- ეტყო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძმო­ბა ჰქონ­დათ.

- ზაზა ზვი­ად­ზე ორი წლით უფ­რო­სი იყო და ერთი და ჰყავ­დათ. ჩემს შვი­ლებს მარ­თლაც, სა­ო­ცა­რი და-ძმო­ბა ჰქონ­დათ. ერგნეთ­ში სახ­ლი სიმ­წრით ავა­შე­ნეთ, მა­ნამ­დე კი "პა­ლატ­კა­ში" ვცხოვ­რობ­დით. მახ­სოვს, წვი­მის წყა­ლი აკ­ვან­ში მწო­ლი­ა­რე ჩემს გო­გო­ნას თავ­ზე და­ეს­ხა და მეხრჩო­ბო­და. ზა­ზამ აიყ­ვა­ნა თა­ვი­სი და ხელ­ში და გა­და­არ­ჩი­ნა. 5 წელი იყო მათ შო­რის სხვა­ო­ბა და ნაზი ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი გაზ­რდი­ლია. 7 წლის იყ­ვნენ ბი­ჭე­ბი, ზურ­გით შე­შას რომ ათ­რევ­დნენ, ყიდ­დნენ და შინ შა­ქა­რი, ფქვი­ლი და პრო­დუქ­ტე­ბი მოჰ­ქონ­დათ. როცა წა­მო­ი­ზარ­დნენ, ნა­ხირ­ში და­დი­ოდ­ნენ... მერე ქმარს გავ­შორ­დი და იქი­დან წა­მო­ვე­დით. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სა­ცო­და­ვად გაზ­რდილ ჩემს შვი­ლებს თუ დავ­კარ­გავ­დი. მრცხვე­ნია, რომ ცო­ცხა­ლი ვარ... ზაზა დაზე სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე ზრუ­ნავ­და. კო­ტე­ჯში პა­ტა­რა ბაღი ჰქონ­და, სა­დაც პრო­დუქ­ტე­ბი მოჰ­ყავ­და. ჰოდა, ამ ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე თა­ვი­სი მო­ხუ­ფუ­ლი საჭ­მე­ლე­ბიც კი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა მე და ჩემს ქა­ლიშ­ვილს...

- რო­დის და­ო­ჯახ­და?

- ცოლი რომ მო­იყ­ვა­ნა, გა­ვი­ხა­რე. ზა­ზას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 18 წლის ბიჭი ჰყავს. ახლა გო­გო­ნა რომ შე­ე­ძი­ნა, ლი­ზი­კო და­არ­ქვა, მაგ­რამ ზვი­ა­დის სიკ­ვდილ­მა გული გა­მიქ­ვა­ვა და შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლიც ვერ გა­მოვ­ხა­ტე ნორ­მა­ლუ­რად. ძა­ლი­ან კარ­გი რძა­ლი მყავს. უჭირ­დათ ძა­ლი­ან და ჩემი რძა­ლი სა­მუ­შა­ოდ თურ­ქეთ­ში წა­ვი­და. ზაზა ცდი­ლობ­და, მაგ­რამ სა­მუ­შაო ვერ იშო­ვა. ეს კო­ტე­ჯიც, სა­დაც ცხოვ­რობ­და, მა­მა­მი­სის იყო. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ერედვ­ში ცხოვ­რობ­და და ეს კო­ტე­ჯი მას მის­ცეს. ცოტა ხნის წინ ისიც გარ­და­იც­ვა­ლა და ამ სახ­ლს ზა­ზამ შე­ა­ფა­რა თავი. აქ უნდა ვიგ­ლო­ვო ახლა ზაზა, მის ნა­ფე­ხუ­რებს უნდა ვუ­ყუ­რო. რძა­ლი თურ­ქეთ­ში იყო, ზა­ზას სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ რომ გა­ი­გო. სა­სო­წარ­კვე­თი­ლია. არ იცის, რო­გორ არ­ჩი­ნოს პა­ტა­რა. თუ ვინ­მე ღვთის­ნი­ე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა და ჩემს რძალს და­ა­საქ­მებს, მად­ლო­ბე­ლი დავ­რჩე­ბი. ზა­ზას სა­ოც­რად უყ­ვარ­და ცოლ-შვი­ლი. პა­ტა­რა ლი­ზი­კოს თა­ვად ბან­და. როცა ჩემი რძა­ლი თურ­ქეთ­ში იყო, ბავ­შვი ძი­რი­თა­დად, დე­ი­დას­თან იზ­რდე­ბო­და. ზა­ზას პა­რას­კევს მოჰ­ყავ­და და შა­ბათ-კვი­რას აქ იყო, მას­თან ერ­თად. უამ­რა­ვი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბა დარ­ჩა. უნ­დო­და, სახ­ლთან ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია გა­ე­კე­თე­ბი­ნა და შე­ე­წი­რა კი­დეც ამ რკი­ნის ჯი­ხურს.

P.S. ვიდ­რე ქალ­ბა­ტონ ლი­ზი­კოს­თან ინ­ტერ­ვი­უს ვწერ­დი, ზა­ზას პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­მა მა­მის სუ­რათ­თან რამ­დე­ნი­მე სან­თე­ლი აან­თო და პა­ტა­რა ხე­ლე­ბით პირ­ჯვა­რიც გა­და­ი­სა­ხა. გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი რაზ­მა­ძე­ე­ბის სახ­ლი­დან იმ იმე­დით, რომ ამ სტა­ტი­ას ვინ­მე გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა და ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რას დახ­მა­რე­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს.

მსურ­ვე­ლებს შე­გიძ­ლი­ათ, თან­ხა ჩა­რი­ცხოთ ლი­ბერ­თი ბან­კში, ზა­ზას მე­უღ­ლის - ანა დვა­ლიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გახ­სნილ ან­გა­რიშ­ზე: GE97TB7005518365100011 ან და­უ­კავ­შირ­დეთ ოჯახს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(98) 45.98.75.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ერედველი ძმების სულისშემძვრელი ამბავი

ერედველი ძმების სულისშემძვრელი ამბავი

2014 წლის მარტში გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედურ შემთხვევას ზაზა რაზმაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი ერედვიდან დევნილია. 16 თებერვალს საცხოვრებელი კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმას აპირებდა. ამწე ელექტროსადენს შეეხო, ამ დროს მასზე მიბმული იყო რკინის კონსტრუქცია, რაზეც ზაზას ეკიდა ხელი და სამწუხაროდ, ადგილზევე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ზვიად რაზმაძის ძმაა. გორის დაბომბვისას, ზვიადთან ერთად მისი 9 თვის ფეხმძიმე მეუღლეც დაიღუპა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი 7 წლის შვილი - დიტო. მაშინ მთელი მსოფლიო მოიარა ძმები რაზმაძეების სულისშემძვრელმა ფოტოსურათმა და საბოლოოდ, როგორც ყველაზე ტრაგიკულმა ფოტომ, საერთაშორისო პრიზიც აიღო.

ცოტა ხანში ობლად დარჩენილი პატარა დიტოც გაიცნო საზოგადოებამ იმ ფოტოსურათის წყალობით, სადაც ის მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან ერთად არის აღბეჭდილი.

ახლა ოჯახს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს. უმძიმეს მდგომარეობაშია ახალგაზრდა ბიჭების დედა, ქალბატონი ლიზიკო რაზმაძე. მას გორში ჩავაკითხეთ. კოტეჯში მასთან ერთად ზაზას მეუღლე, ნანა დვალიშვილი და მათი 3 წლის ულამაზესი გოგონა, ბებიის მოსახელე ლიზიკო დაგვხვდნენ.

ქალბატონ ლიზიკოს საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე ლაპარაკი გაუჭირდა. "მოდიან ჟურნალისტები, იწერება სტატიები, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. რას მიშველის სტატია? ერთადერთი მარჩენალი შვილიც ასე ტრაგიკულად მომიკვდა, ობლად დამრჩა მისი პატარაც. თქვენ ის მითხარით, - ვინ დაეხმარება ჩემს ობლებს? არც ჩემი რძალი მუშაობს. მთელმა მსოფლიომ გაიგო აგვისტოს ომის დროს ჩემი ტრაგედია, ახლა ახალი უბედურება დაგვატყდა თავს... ზაზა ბევრს წვალობდა, რომ ლუკმა გვეჭამა. ჩემი ცოდვით სავსე რკინის ვაგონმა სულ დამღუპა. ჰოდა, რა გამოსაჩენი მე ვარ?" - შემომტირა შვილების სიკვდილით განადგურებულმა დედამ. როგორღაც, მაინც მოვახერხე ინტერვიუზე მისი დაყოლიება. ცრემლებს ვერ იკავებდა, ისე ჰყვებოდა თავისი ოჯახის ტრაგედიაზე. ვუსმენდი ამ ქალბატონის სულისშემძვრელ ამბავს და რძალ-დედამთილთან ერთად, თავადაც ვტიროდი.

ლიზიკო რაზმაძე:

- ზაზაც აღარ მყავს. კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმას აპირებდა. ერთი ჯიხური დგას, მეორეც თავისი ხელით ააწყო და თქვა, - აქაურობას ლამაზად მოვაწყობ და ვივაჭრებო. აბა, სხვა რა გვექნა, შვილო, სამსახური ვერსად იშოვა. ბოლო დროს ხორცს ყიდდა, რათა პურის ფული ეშოვა. მეც ვიდექი ძველ ბაზარში, მაგრამ იქაურობა დაანგრიეს და ულუკმაპუროდ დაგვტოვეს. ახალ ბაზარში ხალხი აღარ შემოდიოდა. გადასახადს - 6 ლარსაც ვეღარ ვიხდიდი და იქ რისთვისღა ვმდგარიყავი? მაგრამ მერე ზაზამ თავისი ხელით მომიწყო იქაურობა, დამირეკა და მითხრა: დედი, გადი და იმუშავეო. იმ დილით 9 საათზე მივედი ბაზარში, რომელიც ზაზას სახლთან ახლოსაა, 10 საათზე კი ეს უბედურება მოხდა. გამოვიქეცი, ვყვიროდი: რა ხდება, ჩემი ზაზა სად არის-მეთქი? ხმას არავინ მცემდა... სუყველას მარჩენალი შვილი აღარ მყავს! მის დასაც არ ჰყავს ქმარი, 2 შვილს ზრდის და ზაზა მათაც ეხმარებოდა. მე ჩემს ქალიშვილთან ერთად, ნაქირავებში ვცხოვრობდი.

- ერედვიდან დევნილები ხართ...

- ასეა. იქიდან 1993 წელს წამოვედი. მეუღლეს გაცილებული ვიყავი და სამი შვილი საცოდავად გავზარდე. პირველად ერედვიდან მე და ჩემი უმცროსი ვაჟი, ზვიადი წამოვედით. 9 წელი ქირით ვიცხოვრეთ. მერე სოფელ ვერხვებში, სადაც აგვისტოს ომის დროს უბედურება მოხდა, ბინა ვიყიდეთ. ზაზა და ზვიადი ერთად "პროფილაქტიკაში" მუშაობდნენ... 4 აგვისტოს თბილისში გამიშვა ზვიადმა: დედა, ამდენს შრომობ, ცოტა ხნით წადი და შენები მოინახულეო. ჩემი დის სანახავად წავედი, თან შვილიშვილები მიმყავდა. 5 ძმა გარდაცვლილი მყავს და ჩემი ერთადერთი დედმამიშვილი მოვინახულე. იმ დროს გორში არანაირი საშიშროება არ იგრძნობოდა. მერე ზაზამ დამირეკა, - არეულობაა, აქეთ არ წამოხვიდე. მე ვაგონში დავიძინებ, ზვიადი და მისი ცოლ-შვილი კი სიდედრთან, სოფელ ხელთუბანში წავიდნენო. 8 აგვისტოს ზვიადმაც დამირეკა, სიდედრთან დავრჩებითო. ღამის 12 საათი ხდებოდა, რომ ველაპარაკე. მორწმუნე ბიჭი იყო და ცოლიც ეკლესიური ჰყავდა; პატარა დიტო კი სტიქაროსანი გახლდათ. ზაზა ყოველდღე შვიდგზის ლოცვებს კითხულობდა. ლოცვას რომ იწყებდა, ტელეფონს თიშავდა. 12 საათზე დავურეკე, მაგრამ მობილური გათიშული ჰქონდა. ვიფიქრე, - ალბათ ლოცულობს-მეთქი. მერე ტელევიზორში დავინახე, ჩემი სახლი იწვოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა და საკუთარ თავს ვარწმუნებდი: არა, ეს ჩემი სახლი არ არის-მეთქი. ისიც კი გამოაცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღუპაო. ჩემი რძალი მაკა 9 თვის ფეხმძიმე იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ის იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ. ჩვენს კორპუსში იმ დროს 4 ფეხმძიმე ცხოვრობდა და ვტიროდი, - ნეტავ, რომელია-მეთქი? თურმე, ზაზამ იქ რომ გამოიარა, დაინახა, სახლი იწვოდა, მაგრამ სახლში არავინ ეგულებოდა და ძმის ძებნა არ დაუწყია. ხელთუბანში ასულა, იქ კი უთქვამთ, - გორში წავიდნენო. თურმე, ყველას დაერია, - რატომ გაუშვითო? გამწარებული უკან გაბრუნებულა და აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდნილა, ოჯახის წევრებს ეძებდა. ჭრელი მაისურით იცნო დაღუპული ძმა და ლამის გაგიჟდა. ეს კადრები მაშინ მთელმა მსოფლიომ ნახა. მაკა თურმე, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ 4 საათი იცოცხლა. სიკვდილის წინ უთქვამს: სად არის ზვიადი? დიტოს, დიტოს მიმიხედეთო.

- ბავშვი გადარჩა, არა?

- 7 წლის იყო დიტო, როცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. პატარა ბიჭი მომხდარს დიდი კაცივით ჰყვებოდა: სახლში ვიყავით, მამამ იბანავაო. მერე მეზობლის გოგო შემოსულა, - დროზე წავიდეთ აქედანო. ზვიადს მისთვის უთქვამს: დაიცადე, ახლა ლოცვა უნდა წავიკითხო. ნუ გეშინია, არაფერი მოხდება, პანიკაში ნუ ხარ. იმდენი ხატი და ნაკურთხი ჯვარი მაქვს სახლში, ამ კორპუსს არაფერი დაემართებაო. 10 საათი ხდებოდა, როცა მეზობლის გოგო სახლიდან გამოვიდა. კორპუსს რომ გასცდა, აფეთქების ხმა გაიგონა. მაშინვე უყვირია: ვაიმე, მაკა, ზვიად და დიტო, რატომ არ წამოხვედითო? დიტო ამბობს, - ფანჯარა ღია იყო და იქიდან სახლში წვეტებიანი, ცეცხლმოდებული რაღაცები შემოცვივდა, სახლი იწვოდა. მამამ იფიქრა, კარს გავაღებო, მაგრამ ბომბმა კარი ჩაკეტაო. თურმე გამწარებულები დარბოდნენ ოთახში. "მამა მე და დედას გულში გვიკრავდა და გვეუბნებოდა, ნუ გეშინიათო", - იხსენებს დიტო. მერე თურმე, ბავშვი ზურგზე მოისვა და გაზის მილით ჩააცურა ძირს. დიტოს ზურგი სულ დაცხრილული ჰქონდა, უამრავი დაზიანება ჰქონდა მკლავზეც; მხოლოდ სახე და წინა მხარე ჰქონდა გადარჩენილი. იმასაც ამბობდა, - სახლში რაღაც რომ შემოვარდა, უცებ ზევით ამაგდო და თავი კარის ჩარჩოს მივარტყიო. ამიტომაც ჰქონდა თავი გაჭრილი. შვილი გარეთ რომ გაიყვანა, ზვიადს მისთვის უთქვამს: შვილო, აქ, ჩვენს ავტოფარეხთან გაჩერდი. ნუ გეშინია, მე დედას ჩამოვიყვანო და ისევ ზევით, ცეცხლმოკიდებულ სახლში შებრუნებულა. კარი ვერ გაუღია. ამასობაში, თურმე მაკას მუცელში მოხვდა ნამსხვრევი და იქიდან რომ გამოიყვანა, ნაწლავი გამოყრილი ჰქონდა გოგოს. ბავშვი ამბობდა, - დავინახე, დედას ჩიჩიები (ნაწლავს გულისხმობს) უჩანდა, მამამ ზურგით ჩამოათრიაო. ამის მერე ზვიადს ცოლ-შვილის საავადმყოფოში წაყვანა უნდოდა. ავტოფარეხის კარი გააღო. თურმე, ავტომობილში ჯდებოდა, როცა ბომბი ზედ მანქანაზე დავარდა. აფეთქებამ შორს მოისროლა ბავშვი, ნამსხვრევები კი ზვიადსაც მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. დიტო ამბობს, მერე არაფერი მახსოვსო. თურმე, გაშავებული ბავშვი ძირს ეგდო. ვიღაც კაცი შვილს ეძებდა და დიტო იპოვა. მერე სასწრაფოდ თბილისში, იაშვილის კლინიკაში წაიყვანა. დღესაც არ ვიცი იმ ღვთისნიერი კაცის ვინაობა, რომ მადლობა მაინც გადავუხადო შვილიშვილის გადარჩენისთვის. დიტოს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა. თურმე, ისეთი საშინელი ტკივილი ჰქონდა, რომ სულ ბღაოდა. უამრავი ნამსხვრევი ამოუღეს სხეულიდან.

- როცა ზაზამ ძმა იპოვა, ის უკვე გარდაცვლილი იყო?

- დიახ, ის უკვე აღარ სუნთქავდა. რაც შეეხება მაკას, ის უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მუცლიდან მკვდარი ბავშვი ამოუყვანეს. ჩვენ ბიჭის დაბადებას ველოდებოდით, მეცხრე თვეში იყო ჩემი რძალი... ზვიადს ნამსხვრევი პირდაპირ ფერდში ჰქონდა ჩარჭობილი. ზაზამ თავისი ხელით ამოაცალა და ინახავდა. ზვიადს ტანსაცმელი სულ დაფლეთილი ჰქონია. ზაზამ მითხრა, - ჩემი გავიხადე და მას ჩავაცვიო. ამიტომ არის ზაზა იმ ცნობილ კადრებში წელს ზევით შიშველი. არადა, მაშინ თურმე ეგონათ, რომ გიჟი იყო. თურმე, გამწარებულმა გარდაცვლილი ძმა ზურგზე მოიკიდა და გამოიყვანა... ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი შვილი საკუთარ თავში ჩაიკეტა, არავის გვეკონტაქტებოდა. სულ რკინის ვაგონში იყო ანუ იქ, სადაც ძმასთან ერთად მუშაობდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ობლად დარჩენილი ძმისშვილისთვის თავშესაფარი მიეცათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღვთისნიერ ადამიანს - პაატა ბურჭულაძეს, რომლის წყალობითაც ამ ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ ჩემს შვილიშვილს გორში ბინა უყიდეს.

- ომის დროს ალბათ, შვილისა და რძლის დაკრძალვაც გაგიჭირდათ...

- ეს ცალკე უბედურება იყო. მათი ცხედრები ჩემი რძლის სოფელში, ხელთუბანში წაასვენეს. მაშინ ისეთი ამბავი იყო, კუბოსაც ვერ ვშოულობდით და დახოცილებს "ბრეზენტში" გახვეულებს კრძალავდნენ. ზაზა ამბობდა, - ჩემს ძმას და რძალს ასე ვერ დავკრძალავო და კუბოები "მოიტაცა". სასახლეების საყიდლად ტაქსით წავიდა. როცა მანქანაზე დააწყო, მაშინ გაიგეს, რომ კუბოები ზაზას კი არა, სხვებს ჰქონდათ შეკვეთილი. ჰოდა, არ ატანდნენ. გამწარებულს ფული იქვე დაუყრია და გამოქცეულა, სასახლეები არ დათმო. იმავე დღეს დავკრძალეთ ორივე, დატირების საშუალებაც არ გვქონდა. მაშინ ჩემი რძალი - მაკა 28 წლის იყო, ზვიადი - 33-ის... ომს და სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ ზაზა სახლში არ შემოდიოდა, ვეღარ აზროვნებდა. ერთადერთი, რისთვისაც დარბოდა, ის იყო, რომ ობლისთვის დახმარება გაეწია...

- "პროფილაქტიკის" ვაგონში რამდენ ხანს იცხოვრა?

- თითქმის ერთი წელი იქ იყო და იქვე გააკეთა "ზვიოს წყარო". ამ ტრაგედიის შემდეგ დასტიროდა მანქანის ნაწილებს და რასაც ხელს მოჰკიდებდა, თავში ირტყამდა; ამბობდა, - ეს ზვიოს ეჭირა, ახლა მე როგორ მოვკიდო ხელიო და მთელი ხმით მოთქვამდა. თავის მოკვლასაც აპირებდა. ამბობდა: გიჟი ვარ, თავს ჩამოვიხრჩობ, უპატრონოდ უნდა მოვკვდეო. იძულებული გავხდი, დახმარება ახლობლებს ვთხოვე და იქიდან ძლივს გამოვიყვანეთ.

- ეტყობა, განსაკუთრებული ძმობა ჰქონდათ.

- ზაზა ზვიადზე ორი წლით უფროსი იყო და ერთი და ჰყავდათ. ჩემს შვილებს მართლაც, საოცარი და-ძმობა ჰქონდათ. ერგნეთში სახლი სიმწრით ავაშენეთ, მანამდე კი "პალატკაში" ვცხოვრობდით. მახსოვს, წვიმის წყალი აკვანში მწოლიარე ჩემს გოგონას თავზე დაესხა და მეხრჩობოდა. ზაზამ აიყვანა თავისი და ხელში და გადაარჩინა. 5 წელი იყო მათ შორის სხვაობა და ნაზი ფაქტობრივად, მისი გაზრდილია. 7 წლის იყვნენ ბიჭები, ზურგით შეშას რომ ათრევდნენ, ყიდდნენ და შინ შაქარი, ფქვილი და პროდუქტები მოჰქონდათ. როცა წამოიზარდნენ, ნახირში დადიოდნენ... მერე ქმარს გავშორდი და იქიდან წამოვედით. რას წარმოვიდგენდი, საცოდავად გაზრდილ ჩემს შვილებს თუ დავკარგავდი. მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ... ზაზა დაზე სიცოცხლის ბოლო წუთამდე ზრუნავდა. კოტეჯში პატარა ბაღი ჰქონდა, სადაც პროდუქტები მოჰყავდა. ჰოდა, ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი მოხუფული საჭმელებიც კი გამოგვიგზავნა მე და ჩემს ქალიშვილს...

- როდის დაოჯახდა?

- ცოლი რომ მოიყვანა, გავიხარე. ზაზას პირველი ქორწინებიდან 18 წლის ბიჭი ჰყავს. ახლა გოგონა რომ შეეძინა, ლიზიკო დაარქვა, მაგრამ ზვიადის სიკვდილმა გული გამიქვავა და შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული სიხარულიც ვერ გამოვხატე ნორმალურად. ძალიან კარგი რძალი მყავს. უჭირდათ ძალიან და ჩემი რძალი სამუშაოდ თურქეთში წავიდა. ზაზა ცდილობდა, მაგრამ სამუშაო ვერ იშოვა. ეს კოტეჯიც, სადაც ცხოვრობდა, მამამისის იყო. ჩემი ყოფილი მეუღლე ერედვში ცხოვრობდა და ეს კოტეჯი მას მისცეს. ცოტა ხნის წინ ისიც გარდაიცვალა და ამ სახლს ზაზამ შეაფარა თავი. აქ უნდა ვიგლოვო ახლა ზაზა, მის ნაფეხურებს უნდა ვუყურო. რძალი თურქეთში იყო, ზაზას სიკვდილის შესახებ რომ გაიგო. სასოწარკვეთილია. არ იცის, როგორ არჩინოს პატარა. თუ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და ჩემს რძალს დაასაქმებს, მადლობელი დავრჩები. ზაზას საოცრად უყვარდა ცოლ-შვილი. პატარა ლიზიკოს თავად ბანდა. როცა ჩემი რძალი თურქეთში იყო, ბავშვი ძირითადად, დეიდასთან იზრდებოდა. ზაზას პარასკევს მოჰყავდა და შაბათ-კვირას აქ იყო, მასთან ერთად. უამრავი განუხორციელებელი ოცნება დარჩა. უნდოდა, სახლთან ყვავილების მაღაზია გაეკეთებინა და შეეწირა კიდეც ამ რკინის ჯიხურს.

P.S. ვიდრე ქალბატონ ლიზიკოსთან ინტერვიუს ვწერდი, ზაზას პატარა ქალიშვილმა მამის სურათთან რამდენიმე სანთელი აანთო და პატარა ხელებით პირჯვარიც გადაისახა. გულდამძიმებული წამოვედი რაზმაძეების სახლიდან იმ იმედით, რომ ამ სტატიას ვინმე გამოეხმაურება და ობლად დარჩენილი პატარას დახმარების სურვილს გამოთქვამს.

მსურველებს შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ლიბერთი ბანკში, ზაზას მეუღლის - ანა დვალიშვილის სახელზე გახსნილ ანგარიშზე: GE97TB7005518365100011 ან დაუკავშირდეთ ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 5(98) 45.98.75.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია