მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება, ოდესმე გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მაიდანზე დგომა"
"შეიძლება, ოდესმე გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მაიდანზე დგომა"

ივა­ნა მე­ლაი ძა­ლი­ან მალე თბი­ლისს და­ტო­ვებს და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვა. თბი­ლის­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ იხ­სე­ნებს. ყო­ველ­თვის მხი­ა­რუ­ლი და მო­ღი­მა­რი იყო, მაგ­რამ ბოლო დროს სულ მო­წყე­ნი­ლია და შავ სა­მოსს ატა­რებს. სხვა­ნა­ი­რად არ შე­უძ­ლია, რად­გან მის მშობ­ლი­ურ უკ­რა­ი­ნა­ში ხალ­ხი იხო­ცე­ბა.

- თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი მო­მი­ტინ­გე­ებ­თან ერ­თად დგა­ნან?

- რაც ახლა კი­ევ­ში ხდე­ბა, ასე­თი რამ და­მო­უ­კი­დე­ბელ უკ­რა­ი­ნას არ ახ­სოვს. ეს მხო­ლოდ სამ­წუ­ხა­რო კი არა, შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვია. ქარ­თვე­ლიც კი და­ი­ღუ­პა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვა, არ მეს­მის. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბის­თა­ნა­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ამ ყვე­ლა­ფერს ვამ­ბობ რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ბა­და. ჩემი მე­გობ­რე­ბის გამო ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. ისი­ნი მა­ი­დან­ზე არი­ან, ნა­თე­სა­ვე­ბი კი კი­ევ­ში არ ცხოვ­რო­ბენ. წარ­მო­შო­ბით კარ­პა­ტე­ბი­დან ვარ. ჩემს მე­გობ­რებს მო­მი­ტინ­გე­ებ­თან მი­აქვთ საკ­ვე­ბი და წამ­ლე­ბი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა, ცუდი რამ მოხ­დეს.

- მო­მი­ტინ­გე­ე­ბის გვერ­დით დგო­მის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდათ?

- ამის სურ­ვი­ლი იმ წუ­თი­დან გა­მიჩ­ნდა, როცა ხალ­ხი მა­ი­დან­ზე გა­ვი­და პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად. შე­იძ­ლე­ბა, ოდეს­მე დაწ­ვრი­ლე­ბით გი­ამ­ბოთ, რა­ტომ არ შე­მიძ­ლია მათ­თან ერ­თად დგო­მა. დღეს ამის შე­სა­ხებ რომ ვი­სა­უბ­რო, მზად არ ვარ.

- რა­ტომ?

- ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია და დღეს ამ ამ­ბის მო­ყო­ლა უსაფრ­თხო არაა ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის. უკ­რა­ი­ნა­ში სხვა, კარ­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოვა, შე­საძ­ლოა, მა­შინ ყვე­ლა­ფერს გუ­ლახ­დი­ლად მოვ­ყვე. დღეს მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ასე ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მი­ზე­ზით არ მომ­ხდა­რა. ამ ამ­ბის გამო ცხოვ­რო­ბენ ჩემი მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში და ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით არ შეგ­ვიძ­ლია კი­ევ­ში ჩას­ვლა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა და ჩვენ შევ­ძლებთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ორი სამ­შობ­ლო მაქვს, უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო. მინ­და, ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გად ცხოვ­რობ­დნენ. ერთხელ მოვ­დი­ვართ ამ­ქვეყ­ნად და ამი­ტომ კარ­გად უნდა ვი­ცხოვ­როთ.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო თქვე­ნი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, გა­და­წყვი­ტეთ, და­ტო­ვოთ და მოს­კოვ­ში გა­დახ­ვი­დეთ…

- გა­ინ­ტე­რე­სებთ რა­ტომ? მეც მინ­და, რომ კარ­გად ვი­ცხოვ­რო. და არა მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც. ექ­ვსი წლი­დან სცე­ნა­ზე ვარ. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ წინ მივ­დი­ო­დი. ბავ­შვო­ბის წლე­ბი­დან დავ­დი­ო­დი სა­ზღვარ­გა­რეთ კონ­კურ­სებ­ზე და სულ ვცდი­ლობ­დი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გავზრდი­ლი­ყა­ვი. და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა სფე­რო­ში პა­უ­ზა აიღო. ჩემი მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში რჩე­ბი­ან, ამი­ტომ თვე­ში ერთხელ ან ორ თვე­ში ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ. ჩემს კა­რი­ე­რას გაგ­რძე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. მე აუ­ცი­ლებ­ლად წინ უნდა წა­ვი­დე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ არის. ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი უკვე წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამის გამო ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცხოვ­რებ­დი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან ვივ­ლი­დი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში კონ­ცერ­ტებ­ზე და თბი­ლი­სი­დან გა­დას­ვლა­ზე სა­ერ­თოდ არ ვი­ფიქ­რებ­დი. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ­დი და მშვი­დად დავ­დი­ო­დი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. ვხე­დავ­დი, რომ ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო დო­ნის მუ­სი­კო­სე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჰო­ლი­ვუ­დე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი აქ ფილ­მებს იღებ­დნენ. ყვე­ლა­ფე­რი ვი­თარ­დე­ბო­და, ახლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან რომ მივ­დი­ვარ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ ქვე­ყა­ნას და­ვი­ვი­წყებ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქ შევ­ხვდი, სულ ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი­ან.

- ყვე­ლამ იცის, რომ გუ­რამ ლო­მი­ძე და თქვენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხართ. რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა? გუ­რა­მი მოს­კოვ­ში აპი­რებს წა­მოს­ვლას?

- გუ­რა­მი ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში იტა­ლი­ა­ში წა­ვე­დი ერთი თვით და იქ ჩა­მო­ვი­და ჩემ სა­ნა­ხა­ვად. ჩვენ კარ­გად გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. ორი­ვე ჩვე­ნი გზით ვვი­თარ­დე­ბით და გვეს­მის, რომ მოს­კოვ­ში გა­დას­ვლა ჩემს კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი ნა­ბი­ჯია. გუ­რა­მიც ცდი­ლობს გან­ვი­თა­რე­ბას. ის ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და მას დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს. ვფიქ­რობ, რომ ჯგუფ­თან ერ­თა­დაც უნდა იმ­ღე­როს და სო­ლო­კა­რი­ე­რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­აგ­რძე­ლოს.

- ბევ­რის აზ­რით, გუ­რა­მი "ქუ­ჩის ბი­ჭებ­ში"ყვე­ლა­ზე კარ­გად მღე­რის.

- ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. ჯგუ­ფის ყვე­ლა წევრთან კარ­გად ვარ. ვფიქ­რობ, "ქუ­ჩის ბი­ჭებ­მა"ქარ­თულ ესტრა­და­ში დიდი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მა­გა­რია და, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მომ­წონს გუ­რა­მი. ისიც აპი­რებს მოს­კოვ­ში ჩას­ვლას, მაგ­რამ ეს რო­დის მოხ­დე­ბა, არ ვიცი. ვფიქ­რობ, მან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც ბევ­რი კარ­გი რამ გა­ა­კე­თა. უცხო ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა და იქ რამე ახ­ლის გა­კე­თე­ბა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. მან ეს შეძ­ლო და მგო­ნია, რომ მე­სა­მე და მე­ო­თხე ქვე­ყა­ნა­შიც რომ წა­ვი­დეს, ყველ­გან შეძ­ლებს ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვას.

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ ის ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია, რას ფიქ­რობს თქვენ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებ­ზე?

- ჭო­რე­ბი ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს. თქვენ­თან ერ­თად შე­მიძ­ლია გა­ვარ­ჩიო წიგ­ნი, რო­მე­ლიც წა­ვი­კი­თხეთ, მაგ­რამ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ზე ჭო­რა­ო­ბენ, ის წა­კი­თხუ­ლი ექ­ნე­ბათ. არ მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭო­რებს იგო­ნე­ბენ, ჩვენ კარ­გად გვიც­ნობ­დნენ. როცა ადა­მი­ა­ნი სხვის ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს, ე.ი. მისი ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო არ არის.

- გუ­რამს რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვს, რო­დე­საც ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სამ­კა­უ­ლე­ბი გა­ჩუ­ქათ. გუ­რამს უთ­ქვამს, ნივ­თე­ბი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის­გან სა­ჩუქ­რად რა­ტომ მი­ი­ღეო?

- ჩემ შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის ჭო­რა­ო­ბენ. ეს ჩემი ბრა­ლი არაა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"შეიძლება, ოდესმე გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მაიდანზე დგომა"

"შეიძლება, ოდესმე გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მაიდანზე დგომა"

ივანა მელაი ძალიან მალე თბილისს დატოვებს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავა. თბილისში გატარებულ წლებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს. ყოველთვის მხიარული და მოღიმარი იყო, მაგრამ ბოლო დროს სულ მოწყენილია და შავ სამოსს ატარებს. სხვანაირად არ შეუძლია, რადგან მის მშობლიურ უკრაინაში ხალხი იხოცება.

- თქვენი ნათესავები მომიტინგეებთან ერთად დგანან?

- რაც ახლა კიევში ხდება, ასეთი რამ დამოუკიდებელ უკრაინას არ ახსოვს. ეს მხოლოდ სამწუხარო კი არა, შოკისმომგვრელი ამბავია. ქართველიც კი დაიღუპა. როგორ შეიძლება მშვიდობიანი ადამიანების დახოცვა, არ მესმის. ჩვენი ინტერვიუს დაწყებისთანავე შემიძლია ვთქვა, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ამ ყველაფერს ვამბობ როგორც უკრაინის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც იმ ქვეყანაში დაიბადა. ჩემი მეგობრების გამო ძალიან ვწუხვარ. ისინი მაიდანზე არიან, ნათესავები კი კიევში არ ცხოვრობენ. წარმოშობით კარპატებიდან ვარ. ჩემს მეგობრებს მომიტინგეებთან მიაქვთ საკვები და წამლები. ძალიან ვნერვიულობ, ნებისმიერ დროს შეიძლება, ცუდი რამ მოხდეს.

- მომიტინგეების გვერდით დგომის სურვილი გაგიჩნდათ?

- ამის სურვილი იმ წუთიდან გამიჩნდა, როცა ხალხი მაიდანზე გავიდა პროტესტის გამოსახატავად. შეიძლება, ოდესმე დაწვრილებით გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მათთან ერთად დგომა. დღეს ამის შესახებ რომ ვისაუბრო, მზად არ ვარ.

- რატომ?

- ძალიან სევდიანი ამბავია და დღეს ამ ამბის მოყოლა უსაფრთხო არაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. უკრაინაში სხვა, კარგი ხელისუფლება მოვა, შესაძლოა, მაშინ ყველაფერს გულახდილად მოვყვე. დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასე ჩემი და ჩემი ოჯახის მიზეზით არ მომხდარა. ამ ამბის გამო ცხოვრობენ ჩემი მშობლები თბილისში და ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია კიევში ჩასვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები აუცილებლად მოხდება და ჩვენ შევძლებთ სამშობლოში დაბრუნებას. შემიძლია გითხრათ, რომ ორი სამშობლო მაქვს, უკრაინა და საქართველო. მინდა, ორივე ქვეყანაში ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ამიტომ კარგად უნდა ვიცხოვროთ.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თქვენი მეორე სამშობლოა, გადაწყვიტეთ, დატოვოთ და მოსკოვში გადახვიდეთ…

- გაინტერესებთ რატომ? მეც მინდა, რომ კარგად ვიცხოვრო. და არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, არამედ კარიერის განვითარებისთვისაც. ექვსი წლიდან სცენაზე ვარ. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სულ წინ მივდიოდი. ბავშვობის წლებიდან დავდიოდი საზღვარგარეთ კონკურსებზე და სულ ვცდილობდი, შემოქმედებითად გავზრდილიყავი. დასამალი არაფერია, საქართველომ ყველა სფეროში პაუზა აიღო. ჩემი მშობლები თბილისში რჩებიან, ამიტომ თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ აუცილებლად ჩამოვალ. ჩემს კარიერას გაგრძელება სჭირდება. მე აუცილებლად წინ უნდა წავიდე. საქართველოში ამის შესაძლებლობები არ არის. ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი უკვე წავიდა საქართველოდან. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილისში, საქართველოდან ვივლიდი სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტებზე და თბილისიდან გადასვლაზე საერთოდ არ ვიფიქრებდი. ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში ჩემს საქმეს ვაკეთებდი და მშვიდად დავდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. ვხედავდი, რომ ქვეყანა ვითარდებოდა, საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკოსები ჩამოდიოდნენ, ჰოლივუდელი რეჟისორები აქ ფილმებს იღებდნენ. ყველაფერი ვითარდებოდა, ახლა ყველაფერი გაჩერდა. საქართველოდან რომ მივდივარ, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას დავივიწყებ. ადამიანები, რომლებსაც აქ შევხვდი, სულ ჩემს გულში იქნებიან.

- ყველამ იცის, რომ გურამ ლომიძე და თქვენ შეყვარებულები ხართ. როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა? გურამი მოსკოვში აპირებს წამოსვლას?

- გურამი ნამდვილი ქართველი მამაკაცია. ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში იტალიაში წავედი ერთი თვით და იქ ჩამოვიდა ჩემ სანახავად. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. ორივე ჩვენი გზით ვვითარდებით და გვესმის, რომ მოსკოვში გადასვლა ჩემს კარიერაში ახალი ნაბიჯია. გურამიც ცდილობს განვითარებას. ის ნიჭიერი ადამიანია და მას დიდი მომავალი აქვს. ვფიქრობ, რომ ჯგუფთან ერთადაც უნდა იმღეროს და სოლოკარიერაც აუცილებლად უნდა გააგრძელოს.

- ბევრის აზრით, გურამი "ქუჩის ბიჭებში"ყველაზე კარგად მღერის.

- ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯგუფის ყველა წევრთან კარგად ვარ. ვფიქრობ, "ქუჩის ბიჭებმა"ქართულ ესტრადაში დიდი ცვლილება შეიტანეს. ჩემი აზრით, ყველა მათგანი ძალიან მაგარია და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს გურამი. ისიც აპირებს მოსკოვში ჩასვლას, მაგრამ ეს როდის მოხდება, არ ვიცი. ვფიქრობ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ბევრი კარგი რამ გააკეთა. უცხო ქვეყანაში წასვლა და იქ რამე ახლის გაკეთება ყველას არ შეუძლია. მან ეს შეძლო და მგონია, რომ მესამე და მეოთხე ქვეყანაშიც რომ წავიდეს, ყველგან შეძლებს ყველაფრის მიღწევას.

- აღნიშნეთ, რომ ის ნამდვილი ქართველი მამაკაცია, რას ფიქრობს თქვენ შესახებ გავრცელებულ ჭორებზე?

- ჭორები ძალიან არ მიყვარს. თქვენთან ერთად შემიძლია გავარჩიო წიგნი, რომელიც წავიკითხეთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ჭორაობენ, ის წაკითხული ექნებათ. არ მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც ჭორებს იგონებენ, ჩვენ კარგად გვიცნობდნენ. როცა ადამიანი სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკობს, ე.ი. მისი ცხოვრება საინტერესო არ არის.

- გურამს როგორი რეაქცია აქვს, როდესაც ლაპარაკობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამკაულები გაჩუქათ. გურამს უთქვამს, ნივთები ქვეყნის პირველი პირისგან საჩუქრად რატომ მიიღეო?

- ჩემ შესახებ ყოველთვის ჭორაობენ. ეს ჩემი ბრალი არაა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება