ღარიბაშვილს და ოდიშარიას სასამართლოში უჩივიან

ღარიბაშვილს და ოდიშარიას სასამართლოში უჩივიან

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მარინა მიზანდარის ადვოკატი დღეს საქალაქო სასამართლოს პრემიერ-მინისტრის და კულტურის მინისტრის წინააღმდეგ, სარჩელით მიმართავს. მიზანდარის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი სულხან სალაძე იცავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სალაძემ განუცხადა, სარჩელში მოთხოვნილია იმ დოკუმენტების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ასევე გურამ ოდიშარიას მიერ მიზანდარის მიმართ შენიშვნის დოკუმენტის გაბათილება.

ადვოკატის თქმით, არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიზანდარის წინააღმდეგ მიიღეს, არ არის სამართლებრივად დასაბუთებული.

სარჩელში მოპასუხე მხარეები იქნებიან პრემიერ-მინისტრი და კულტურის სამინისტრო.

მარინა მიზანდარის ადვოკატი სარჩელს დღეს, 16:30 საათზე შეიტანს.

მარინა მიზანდარი კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, დაუმორჩილებლობისა და პიროვნული შეუთავსებლობის მოტივით პრემიერ-მინისტრის 10 თებერვლის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ