ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონა მარიამ სულაბერიძე პოლიციამ წუხელ გვიან ღამით სახლში დააბრუნა.
არასრულწლოვან გოგონას ოჯახის წევრები და პოლიცია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
მარიამ სულაბერიძის დედის, ეთერ გვენეტაძის განცხადებით, შვილი პოლიციამ წუხელ, გვიან ღამით სახლში დააბრუნა.
,,მარიამი კარგად არის. ის უვნებელი და ჯანმრთელია. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან პოლიციამ ამიკრძალა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება", - განაცხადა მარიამ სულაბერიძის დედამ.
წინასწარი ვერსიით, მარიამ სულაბერიძის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად მისი გათხოვება სახელდებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: გაუჩინარებული თუ გათხოვილი: 12 წლის გოგონას დედა ზეწოლაზე საუბრობს