მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიგრანტები - ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ
მიგრანტები - ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც მიგ­რან­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რძვის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, ბმუ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნა - სა­ბერ­ძნე­თის მი­სად­გო­მებ­თან რო­გორ ჩა­ხო­ცეს მე­სა­ზღვრე­ებ­მა ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც (ნავ­ში მყო­ფე­ბი) შვე­ლას ითხოვ­დნენ. მე­ო­რე დღეს სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა იმ 12 ადა­მი­ა­ნის გამო, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბა მე­სა­ზღვრე­ებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად მცდე­ლო­ბი­სა, ვერ შეძ­ლეს.

მთავ­რო­ბამ ცხა­დია, მომ­ხდა­რი ისე შე­ფუ­თა, რო­გორც ამას უკვე შე­უქ­ცე­ვა­დად ცი­ვი­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ითხოვს მი­ე­წო­დოს. გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი, რომ­ლე­ბიც სა­უბ­რო­ბენ მომ­ხდარ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ისე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც სი­მარ­თლის მი­უ­ხე­და­ვად, ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთი მათ­გა­ნი რომ არ გუ­ლის­ხმობს მათ.

ყვე­ლა კა­ნონს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი ხდი­ან შე­უქ­ცე­ვადს. ამ შემ­თხვე­ვის გა­მი­ნაკ­ლი­სე­ბის არ­სე­ბო­ბა ისე­თი­ვე ან­დეგ­რა­უნ­დია, რო­გო­რიც სხვა­დას­ხვა დრო­ის სი­ახ­ლე­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა რომ დას­დევ­და მო­სას­პო­ბად. სა­ბერ­ძნე­თი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში თით­ქმის იგი­ვე ის­ტო­რია გან­მე­ორ­და ეს­პა­ნეთ­ში - ეს­პა­ნე­თის სა­ზღვაო სა­ზღვარ­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ჩა­ხო­ცეს მე­სა­ზღვრე­ებ­მა.

ქარ­თუ­ლი მე­დი­ას, ეს არ გა­უ­შუ­ქე­ბია. ცხა­დია, არც ერთი. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან­ტა­გო­ნის­ტურ გან­წყო­ბას გა­მო­იწ­ვევს. ზო­გა­დად, (არ­მი­წო­დე­ბულ ფაქ­ტზე კი­დევ ერთი გა­მახ­სენ­და - გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბრის თვე­ში ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ რო­გორ ჩა­ცხრი­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი იმი­სი გამო, რომ ის გეი იყო (ისე, მგო­ნი, სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მად არც ის გახ­სე­ნე­ბია არა­ვის, პა­რი­ზის მერს იმი­ტომ რომ ეს­რო­ლეს, გეი (თან სო­ცი­ა­ლის­ტი) რომ იყო).

ახლა, ამ წუ­თებ­ში, პო­ლო­ნე­თის მიგ­რან­ტე­ბის ერთ-ერთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცი­ხე­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს. უკვე 20 დღეა. ცი­ხის უფ­რო­სი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­დის მათ­თან, და­ხე­დავს, ეტყვის, რაც მე­ტად გა­აგ­რძე­ლებთ პრო­ტესტს, მით მეტ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მი­ი­ღებთ ჩემ­გან (შე­საძ­ლოა მწვა­ნე, ან ხას­ხა­სა წი­თე­ლი ვაშლსაც კი ჭამს მათ თვალ­წინ).

პო­ლო­ნეთ­ში ელექტრო­შო­კით თი­შავ­დნენ მიგ­რან­ტებს მე­სა­ზღვრე­ე­ბი, რომ სა­კუ­თარ გე­მო­ზე ეცე­მათ და ცხოვ­რე­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ზი­ზღი და აგ­რე­სია ამ თით­ქმის გვა­მე­ბად გა­დაქ­ცე­ულ სხე­უ­ლებ­ზე ეყა­რათ. რამ­დენ­ჯე­რაც დათ­ვრე­ბოდ­ნენ ან გა­ახ­სენ­დე­ბო­დათ, რომ მათ ცოლს მე­გო­ბა­რი ანა­ყო­ფი­ე­რებ­და, იმ­დენ­ჯერ ქონ­დათ გა­მო­წე­რი­ლი მიგ­რან­ტებს ელექტრო­შო­კი და ხელ­ჯო­ხე­ბით ცემა. დი­დე­ბა მათ - რამ­დე­ნი მე­სა­ზღვრის ოჯა­ხი გა­და­არ­ჩი­ნეს აგ­რე­სი­ით ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბას.

ივ­ნის­ში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის არ­ჩევ­ნე­ბია. სტრას­ბურ­გი­დან ბრი­უ­სელ­ში გა­ი­მარ­თე­ბა მარ­ში, მსვლე­ლო­ბა ფრონ­ტექ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. 450 კი­ლო­მეტრს ფე­ხით გა­ივ­ლი­ან მიგ­რან­ტე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ უფ­ლე­ბებს იცა­ვენ (სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბე­ბი და არა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი) და უბ­რა­ლოდ, მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

მინ­დო­და ამ დღეს ბრი­უ­სელ­ში დიდი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თუ­ლი­ყო, მაგ­რამ იმე­დი მაქვს ერიხ ემა­ნუ­ელ შმიტს მა­ინც შევ­ხვდე­ბი. მან, ერთხელ, სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ში სი­უ­ჟე­ტი ნახა - პო­ლი­ცი­ამ რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა მიგ­რან­ტე­ბი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში. სულ 40-50 წა­მი­ა­ნი სი­უ­ჟე­ტი იყო, საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ არხზე. შემ­დეგ ამა­ზე რო­მა­ნი და­წე­რა - "ული­სე ბაღ­და­დი­დან". ისე­თია, თით­ქოს გან­ცდი­ლი. ყო­ვე­ლი ემო­ცია. ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით ის წი­ნა­და­დე­ბა - ჩემს სამ­შობ­ლო­ში ად­გი­ლი არ მაქ­ვსო, რომ ამ­ბობს.

მიკ­ვირს, რა­ტომ არ წე­რენ ჩვე­ნი მწერ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე. არა და კი­დევ ერთხელ ვი­კი­თხე ის, რა­საც უკვე გა­ვე­ცი პა­სუ­ხი - იმი­ტომ, რომ მწერ­ლე­ბი, ზო­გა­დად ხე­ლო­ვა­ნე­ბი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მწერ­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე დიდი კომ­ფორ­მის­ტე­ბი არი­ან. ამ წი­ნა­და­დე­ბას ემა­ტე­ბა ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ტყვა - სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ისე­ვე, რო­გორც ზო­გა­დად ყვე­ლა­ფერს, რად­გა­ნაც ან ძა­ლი­ან შე­ი­სის­ხლხორ­ცა (თვი­სე­ბად გა­ი­ხა­და) ან ვერ მი­ი­ღო (გა­უ­ცხოვ­და) ის, რაც უნდა და­ნერ­გოს, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­ულ­მა (ან ერთ-ერ­თმა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­ულ­მა) ერმა, რო­გორც ამას მუდ­მი­ვად გვი­მე­ო­რებ­დნენ, რო­გორც იმ პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­მას, რო­მელ­საც ვადა გა­უ­ვა რამ­დე­ნი­მე თვე­ში და სას­წა­რა­ფოდ უნდა გა­ი­ყი­დოს ყვე­ლაფ­რის ფა­სად. იმ ბავ­შვე­ბის ფა­სა­დაც, ეპი­დე­მი­ა­სა­ვით რომ მო­ე­დოთ ქი­მი­უ­რი შე­ნა­ერ­თე­ბი, რომ­ლი­თაც იხო­ცე­ბი­ან, იმ მო­ზარ­დე­ბის ფა­სა­დაც, თავს რომ იკ­ლა­ვენ და რამ­დე­ნი სხვა.

სა­ქარ­თვე­ლომ 20-მდე მიგ­რან­ტის საქ­მე წა­ა­გო სტრას­ბურ­გში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კი­დევ ბევ­რი ექ­ნე­ბა წა­სა­გე­ბი იმათ­თან, ვი­საც ჯერ არ უჩივ­ლია. მიგ­რა­ცია ქარ­თულ მე­დი­ას მხო­ლოდ ერთ შემ­თხვე­ვა­ში აინ­ტე­რე­სებს - როცა ღვი­ნის­გან ან­თე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მით აღ­გზნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი შავ­კა­ნი­ა­ნებს წარბს გა­უ­ხეთ­ქა­ვენ. ამ დროს ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო (რო­მე­ლიც ან მთვრა­ლია, ან პახ­მე­ლი­ა­ზე, ან სუ­ლაც ასე ფიქ­რობს) იმ ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცის მარ­ჯვე­ნას აქებს, რო­მელ­მაც ეს გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნა, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ერთ გაბ­რა­ზე­ბულ პოსტს და­წერს სა­კუ­თარ გვერ­დზე რო­მე­ლი­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მე­დია ერთ გა­მოშ­ვე­ბა­ში 30 წა­მი­ან სი­უ­ეტს გა­უშ­ვებს. პრობ­ლე­მაც ამო­წუ­რუ­ლია.

იხი­ლეთ ვრცლად ეკა­ტე­რი­ნე ლე­მონ­ჯა­ვას ბლო­გი

tspress.ge

მიგრანტები - ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ

მიგრანტები - ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა, რომელიც მიგრანტების უფლებების დასაცავად იბრძვის საკუთარ ქვეყანაში, ბმული გამომიგზავნა - საბერძნეთის მისადგომებთან როგორ ჩახოცეს მესაზღვრეებმა ქალები და ბავშვები, რომლებიც (ნავში მყოფები) შველას ითხოვდნენ. მეორე დღეს საბერძნეთის მთავრობამ მწუხარება გამოთქვა იმ 12 ადამიანის გამო, რომელთა დახმარება მესაზღვრეებმა, მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლეს.

მთავრობამ ცხადია, მომხდარი ისე შეფუთა, როგორც ამას უკვე შეუქცევადად ცივილური საზოგადოება ითხოვს მიეწოდოს. გადარჩენილები კი, რომლებიც საუბრობენ მომხდარზე, საზოგადოების ისეთი ალტერნატიული ნაწილია, რომელსაც სიმართლის მიუხედავად, ფუნდამენტური ღირებულებების მიუხედავად, ჩამოყალიბებული სამართლებრივი ღირებულებების მიუხედავად, არც ერთი მათგანი რომ არ გულისხმობს მათ.

ყველა კანონს გამონაკლისები ხდიან შეუქცევადს. ამ შემთხვევის გამინაკლისების არსებობა ისეთივე ანდეგრაუნდია, როგორიც სხვადასხვა დროის სიახლეები, საზოგადოება რომ დასდევდა მოსასპობად. საბერძნეთიდან რამდენიმე დღეში თითქმის იგივე ისტორია განმეორდა ესპანეთში - ესპანეთის საზღვაო საზღვარში ათობით ადამიანი ჩახოცეს მესაზღვრეებმა.

ქართული მედიას, ეს არ გაუშუქებია. ცხადია, არც ერთი. მსგავსი ფაქტების მიწოდება საზოგადოების ანტაგონისტურ განწყობას გამოიწვევს. ზოგადად, (არმიწოდებულ ფაქტზე კიდევ ერთი გამახსენდა - გასული წლის ნოემბრის თვეში ესპანეთის პოლიციამ როგორ ჩაცხრილა ბიზნესმენი იმისი გამო, რომ ის გეი იყო (ისე, მგონი, სტატისტიკურ მონაცემად არც ის გახსენებია არავის, პარიზის მერს იმიტომ რომ ესროლეს, გეი (თან სოციალისტი) რომ იყო).

ახლა, ამ წუთებში, პოლონეთის მიგრანტების ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ციხეში ათობით ადამიანი შიმშილობს. უკვე 20 დღეა. ციხის უფროსი დღეში რამდენჯერმე მიდის მათთან, დახედავს, ეტყვის, რაც მეტად გააგრძელებთ პროტესტს, მით მეტ წინააღმდეგობას მიიღებთ ჩემგან (შესაძლოა მწვანე, ან ხასხასა წითელი ვაშლსაც კი ჭამს მათ თვალწინ).

პოლონეთში ელექტროშოკით თიშავდნენ მიგრანტებს მესაზღვრეები, რომ საკუთარ გემოზე ეცემათ და ცხოვრებაში დაგროვილი ზიზღი და აგრესია ამ თითქმის გვამებად გადაქცეულ სხეულებზე ეყარათ. რამდენჯერაც დათვრებოდნენ ან გაახსენდებოდათ, რომ მათ ცოლს მეგობარი ანაყოფიერებდა, იმდენჯერ ქონდათ გამოწერილი მიგრანტებს ელექტროშოკი და ხელჯოხებით ცემა. დიდება მათ - რამდენი მესაზღვრის ოჯახი გადაარჩინეს აგრესიით ურთიერთობის გაფუჭებას.

ივნისში გაეროს გენერალური მდივნის არჩევნებია. სტრასბურგიდან ბრიუსელში გაიმართება მარში, მსვლელობა ფრონტექსის წინააღმდეგ. 450 კილომეტრს ფეხით გაივლიან მიგრანტები და ადამიანები, რომლებიც მათ უფლებებს იცავენ (საზოგადოებრივი მოძრაობები და არა არასამთავრობოები) და უბრალოდ, მათი მხარდამჭერები.

მინდოდა ამ დღეს ბრიუსელში დიდი კონცერტი გამართულიყო, მაგრამ იმედი მაქვს ერიხ ემანუელ შმიტს მაინც შევხვდები. მან, ერთხელ, საინფორმაციოში სიუჟეტი ნახა - პოლიციამ როგორ აღმოაჩინა მიგრანტები სატვირთო მანქანის საბარგულში. სულ 40-50 წამიანი სიუჟეტი იყო, საფრანგეთის ერთ-ერთ არხზე. შემდეგ ამაზე რომანი დაწერა - "ულისე ბაღდადიდან". ისეთია, თითქოს განცდილი. ყოველი ემოცია. ყველაფერი ჩემზე იყო. განსაკუთრებით ის წინადადება - ჩემს სამშობლოში ადგილი არ მაქვსო, რომ ამბობს.

მიკვირს, რატომ არ წერენ ჩვენი მწერლები სოციალურ პრობლემატიკაზე. არა და კიდევ ერთხელ ვიკითხე ის, რასაც უკვე გავეცი პასუხი - იმიტომ, რომ მწერლები, ზოგადად ხელოვანები, მაგრამ განსაკუთრებით მწერლები, ყველაზე დიდი კომფორმისტები არიან. ამ წინადადებას ემატება ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა - საქართველოში.

ისევე, როგორც ზოგადად ყველაფერს, რადგანაც ან ძალიან შეისისხლხორცა (თვისებად გაიხადა) ან ვერ მიიღო (გაუცხოვდა) ის, რაც უნდა დანერგოს, როგორც განსაკუთრებით გამორჩეულმა (ან ერთ-ერთმა განსაკუთრებით გამორჩეულმა) ერმა, როგორც ამას მუდმივად გვიმეორებდნენ, როგორც იმ პროდუქტის რეკლამას, რომელსაც ვადა გაუვა რამდენიმე თვეში და სასწარაფოდ უნდა გაიყიდოს ყველაფრის ფასად. იმ ბავშვების ფასადაც, ეპიდემიასავით რომ მოედოთ ქიმიური შენაერთები, რომლითაც იხოცებიან, იმ მოზარდების ფასადაც, თავს რომ იკლავენ და რამდენი სხვა.

საქართველომ 20-მდე მიგრანტის საქმე წააგო სტრასბურგში. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ექნება წასაგები იმათთან, ვისაც ჯერ არ უჩივლია. მიგრაცია ქართულ მედიას მხოლოდ ერთ შემთხვევაში აინტერესებს - როცა ღვინისგან ანთებული პატრიოტიზმით აღგზნებული ახალგაზრდები შავკანიანებს წარბს გაუხეთქავენ. ამ დროს ნახევარი საქართველო (რომელიც ან მთვრალია, ან პახმელიაზე, ან სულაც ასე ფიქრობს) იმ ქართველი ვაჟკაცის მარჯვენას აქებს, რომელმაც ეს გმირობა ჩაიდინა, მეორე ნახევარი ერთ გაბრაზებულ პოსტს დაწერს საკუთარ გვერდზე რომელიმე სოციალურ ქსელში. მედია ერთ გამოშვებაში 30 წამიან სიუეტს გაუშვებს. პრობლემაც ამოწურულია.

იხილეთ ვრცლად ეკატერინე ლემონჯავას ბლოგი

tspress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა