პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს უხდიან სააკაშვილს ლექციაში და რითი "კაიფობს" ექს-პრეზიდენტი
რამდენს უხდიან სააკაშვილს ლექციაში და რითი "კაიფობს" ექს-პრეზიდენტი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ ლექ­ცი­ა­ში უფრო მეტ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებს, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე უთხრა სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნელ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც კი­ევ­ში მიმ­დი­ნა­რე კვი­რას შეხ­ვდა.

"მე და­ვას­რუ­ლე ჩემი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა და დამ­რჩა 2,5 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი, სახ­ლი - 90 კვ. მეტრზე და მეტი არა­ფე­რი… მარ­თლა. მქონ­და რამ­დე­ნი­მე ათა­სი, თა­ვი­სი ჰო­ნო­რა­რე­ბით, რომ­ლი­თაც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. ახლა ვკი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს და ერთ ლექ­ცი­ა­ში ვი­ღებ უფრო მეტს, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა, აქ უფა­სოდ გა­მოვ­დი­ვარ", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ექს-პრე­ზი­დენ­ტმა ისა­უბ­რა იმა­ზეც, რომ მის მთავ­რო­ბას კო­რუფ­ცი­ა­ში სდებ­დნენ ბრალს, თუმ­ცა ახლა კმა­ყო­ფი­ლე­ბით მი­მარ­თავს ქარ­თვე­ლებს, ნა­ხეს თუ არა უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის და ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ვიქ­ტორ პშონ­კას სახ­ლე­ბი.

"აი, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა კო­რუფ­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გო­ნე­ბა­ჩ­ლუნ­გე­ბის­თვის კი ვხსნი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თდრო­უ­ლად აა­შე­ნო ოქ­როს სახ­ლიც და ქვე­ყა­ნაც", - გა­ნა­ცხა­და მან და დას­ძი­ნა, რომ "ქვეყ­ნის შე­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი კა­ი­ფია ცხოვ­რე­ბა­ში".

კონ­კრე­ტუ­ლად, რა ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებს სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა­ში, უც­ნო­ბია, თუმ­ცა თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ მა­გა­ლი­თად, 2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 56 640 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 5 000 ლარს არ შე­ად­გენ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ყვარ­ლის სახ­ლს, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას შე­ძე­ნილ ერ­თა­დერთ ქო­ნე­ბად ასა­ხე­ლებს, მისი მშე­ნებ­ლო­ბა 45 738 ლარი დაჯ­და, ხოლო მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მელ­ზეც სახ­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა 33 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, 2014 წლის იან­ვრი­დან ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფლეტ­ჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლა­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. იგი უძღვე­ბა სა­ლექ­ციო კურსს "ევ­რო­პულ მმარ­თვე­ლო­ბა­სა და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო და რე­გი­ო­ნა­ლურ სა­კი­თხებ­ზე".

ნინო ჩი­ჩუა, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: პუ­ტი­ნის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფან­ტა­ზია - სა­ა­კაშ­ვი­ლი-ტი­მო­შენ­კოს ვერ­ტმფრე­ნის ამ­ბე­ბი (+ვი­დეო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რამდენს უხდიან სააკაშვილს ლექციაში და რითი "კაიფობს" ექს-პრეზიდენტი

რამდენს უხდიან სააკაშვილს ლექციაში და რითი "კაიფობს" ექს-პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ერთ ლექციაში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე პრეზიდენტობისას მთელი თვის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებს, რომლებსაც კიევში მიმდინარე კვირას შეხვდა.

"მე დავასრულე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და დამრჩა 2,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სახლი - 90 კვ. მეტრზე და მეტი არაფერი… მართლა. მქონდა რამდენიმე ათასი, თავისი ჰონორარებით, რომლითაც შეერთებულ შტატებში ცხოვრება დავიწყე. ახლა ვკითხულობ ლექციებს და ერთ ლექციაში ვიღებ უფრო მეტს, ვიდრე პრეზიდენტობისას მთელი თვის განმავლობაში. თუმცა, აქ უფასოდ გამოვდივარ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ მის მთავრობას კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმცა ახლა კმაყოფილებით მიმართავს ქართველებს, ნახეს თუ არა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკას სახლები.

"აი, ასე გამოიყურება კორუფცია. განსაკუთრებულად გონებაჩლუნგებისთვის კი ვხსნი, რომ შეუძლებელია ერთდროულად ააშენო ოქროს სახლიც და ქვეყანაც", - განაცხადა მან და დასძინა, რომ "ქვეყნის შენება ყველაზე დიდი კაიფია ცხოვრებაში".

კონკრეტულად, რა ანაზღაურებას იღებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ლექციების კითხვაში, უცნობია, თუმცა თუ მიხეილ სააკაშვილის ქონებრივ დეკლარაციას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მაგალითად, 2012 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 56 640 ლარი აქვს აღებული, შესაბამისად, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 5 000 ლარს არ შეადგენდა.

რაც შეეხება ყვარლის სახლს, რომელსაც სააკაშვილი მისი პრეზიდენტობისას შეძენილ ერთადერთ ქონებად ასახელებს, მისი მშენებლობა 45 738 ლარი დაჯდა, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლია განთავსებული, ყოფილმა პრეზიდენტმა 33 000 ლარად შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველო დატოვა, 2014 წლის იანვრიდან ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს. იგი უძღვება სალექციო კურსს "ევროპულ მმართველობასა და სხვა თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე".

ნინო ჩიჩუა, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის პორნოგრაფიული ფანტაზია - სააკაშვილი-ტიმოშენკოს ვერტმფრენის ამბები (+ვიდეო)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა