სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელიტარული მეძავები, რომლებიც შევარდნაძის მთავრობას და ფულიან "ბიძებს" ემსახურებოდნენ
ელიტარული მეძავები, რომლებიც შევარდნაძის მთავრობას და ფულიან "ბიძებს" ემსახურებოდნენ

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2000 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის ელი­ტა­რულ მე­ძა­ვებს ეხე­ბა.

***

თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი­სა და სად­გუ­რე­ბის ია­ფ­ფა­სი­ან მე­ძა­ვებ­ზე იმ­დე­ნი და­წე­რი­ლა, რომ მათ­ზე ახალს ვე­რა­ფერს ვი­ტყვით, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ცოტა რამ იცის მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი, ე.წ. ელი­ტა­რუ­ლი მე­ძა­ვე­ბის შე­სა­ხებ და კი­დევ უფრო მცი­რე ნა­წილს თუ სმე­ნია რა­ი­მე მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლე­ბის იერ­არ­ქი­ის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე მდგომ "პრო­ტო­კო­ლის ქა­ლებ­ზე".

ელი­ტუ­რი მე­ძა­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რჩე­ულ, მდი­დარ ნა­წილს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. სწო­რედ გა­მორ­ჩე­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბი­დან წარ­მო­იშ­ვა მათი სა­ზო­გა­დო სა­ხე­ლი. მათ კლი­ენ­ტებს შე­ად­გე­ნენ: მსხვი­ლი ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, სა­ხელ­მწი­ფოს მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოს­ნე­ბი და უბ­რა­ლოდ, ფუ­ლი­ა­ნი "ბი­ძე­ბი". ელი­ტუ­რი რან­გის მე­ძა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბა მხო­ლოდ დი­ლე­რის, შუ­ა­მავ­ლის ან, უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, "მა­მა­შას" მეშ­ვე­ო­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. რამ­დე­ნი­მე მე­ძავს ერთი "მა­მა­შა" ჰყავს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ელი­ტურ ნა­წილ­თან ძლი­ერ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია და მათ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს.

მა­ჭან­კა­ლი-მა­მა­შა შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში, პარ­ლა­მენ­ტში ან სხვა სო­ლი­დურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უბ­რა­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე – მა­გა­ლი­თად, მდივ­ნად ან ოპე­რა­ტო­რად მუ­შა­ობ­დეს, მაგ­რამ თა­ვი­სი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის წყა­ლო­ბით მე­ტის­მე­ტად გავ­ლე­ნი­ან და სა­ჭი­რო პი­რად ით­ვლე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უბა­ტო­ნოდ ხმა­საც ვერ სცე­მენ და მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბა­საც ხში­რად მისი კო­ლე­გე­ბი ას­რუ­ლე­ბენ. თვი­თონ კი დროს ყა­ვის სმა­ში, შეკ­ვე­თის მო­ლო­დინ­ში კლავს. შე­იძ­ლე­ბა "მა­მა­შის" როლ­ში მა­მა­კა­ციც მოგ­ვევ­ლი­ნოს, მაგ­რამ ეს იშ­ვი­ა­თო­ბაა. ელი­ტურ მე­ძა­ვებ­ზე შეკ­ვე­თის მი­ღე­ბის შემ­დეგ, "მა­მა­შა" მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით უკავ­შირ­დე­ბა იმ ქალს, რო­მე­ლიც კლი­ენ­ტის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი ასა­კის, ტან-ფე­ხის, სი­მაღ­ლის და სხვა მო­ნა­ცე­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და შემ­დეგ გა­დას­ცემს კლი­ენ­ტის ვი­ნა­ო­ბას და შეხ­ვედ­რის დრო­სა და ად­გილს. ამ მო­ნა­ცე­მებს ზოგ­ჯერ კლი­ენ­ტის ზო­გი­ერთ ჩვე­ვა­სა და მიდ­რე­კი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ურ­თავს, რათა "შეყ­ვა­რე­ბულ­თა" კონ­ტაქ­ტი იმ­თა­ვით­ვე "ჰარ­მო­ნი­უ­ლი" იყოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ელი­ტურ ქა­ლებს, "მა­მა­შას­თან" კავ­ში­რის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად აქვთ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და მხო­ლოდ ამ ნო­მერ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი შეკ­ვე­თის გა­და­ცე­მა. თუ ის გა­მორ­თუ­ლია, "მა­მა­შას­თვის" ნა­თე­ლია, რომ ქალი და­კა­ვე­ბუ­ლი ან გა­დაღ­ლი­ლია. ისიც სათ­ქმე­ლია, რომ ტე­ლე­ფო­ნის ეს, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ნო­მე­რი, ქალ­თან ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა, იშ­ვი­ათ­მა კლი­ენ­ტმაც იცის, რო­მელ­საც მას­თან რამ­დე­ნი­მე წლის ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და მუდ­მი­ვი გუ­ლუხ­ვი კლი­ენ­ტის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა ასეთ მუდ­მივ კლი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც კავ­შირ­ზე პირ­და­პირ, შუ­ა­მავ­ლის გა­რე­შე გა­დი­ან, "მა­მა­შე­ბი" ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იტა­ნენ, რად­გან ამის გამო თა­ვი­ანთ წილს კარ­გა­ვენ...

ელი­ტუ­რი მე­ძა­ვე­ბის ასა­კი 22-დან 35 წლამ­დე მერ­ყე­ობს. კრი­ტი­კულ ასაკ­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას, ისი­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­დი­ან "ელი­ტუ­რე­ბის" რი­გე­ბი­დან და თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ მა­მა­კაც­ზე გა­თხო­ვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, "სა­პენ­სიო" ასაკს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ და დიდი ფუ­ლი­სა და ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, შე­საძ­ლოა, სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­ძა­ვე­ბის რი­გებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლონ, 2-3 წე­ლი­წად­ში "მარ­შრუტ­კის" და ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბის ვნე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, იქი­დან კი უკვე ერთი ნა­ბი­ჯია ქუ­ჩი­სა და ვაგ­ზლის მე­ძა­ვო­ბამ­დე...

მა­ნამ­დე კი ისი­ნი უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რო­ბენ. და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­დღე­ზე იღ­ვი­ძე­ბენ. დიდ დროს უთ­მო­ბენ თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბას. ამი­სათ­ვის თი­თო­ე­ულ მათ­განს, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში სა­კუ­თა­რი პა­რიკ­მა­ხე­რი და პე­დი­კი­ურ-მა­ნი­კი­უ­რის ოს­ტა­ტი ჰყავს. ყო­ველ­დღი­უ­რად და­დი­ან მა­სა­ჟის­ტებ­თან და დერ­მა­ტო­ლო­გებ­თან, იღე­ბენ მზის აბა­ზა­ნებს. დღის რე­ჟი­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლი შე­ი­პინ­გის დარ­ბაზ­ში და ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე ვარ­ჯი­ში, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაჰ­ყვეთ ბუ­ნე­ბის­გან ბო­ძე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზე და მომ­ხიბ­ლა­ო­ბა. თვე­ში ორ­ჯერ, მათ შინ აკი­თხავთ გა­მოც­დი­ლი ვე­ნე­რო­ლო­გი და გი­ნე­კო­ლო­გი, თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, რად­გან ბევრ ქარ­თველ მა­მა­კაცს არ უყ­ვარს პრე­ზერ­ვა­ტი­ვის ხმა­რე­ბა.

რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნეთ, ელი­ტურ მე­ძა­ვებ­ზე ერთი სა­ფე­ხუ­რით მაღ­ლა დგა­ნან "პრო­ტო­კო­ლის ქა­ლე­ბი". თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისი­ნი "ელი­ტის ელი­ტაა" და ნე­ბის­მი­ერ მათ­განს თა­მა­მად შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­მარ­ჯვოს კი­დეც.

"პრო­ტო­კო­ლის ქა­ლე­ბის" კლი­ენ­ტუ­რას სა­ხელ­მწი­ფო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი შე­ად­გე­ნენ. ამ წრეს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან აგ­რეთ­ვე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც, სა­ელ­ჩო­ე­ბის და სა­კონ­სუ­ლო­ე­ბის პერ­სო­ნა­ლი. და­ბო­ლოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­თა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

სა­ხე­ლი "პრო­ტო­კო­ლის ქა­ლე­ბი" მე­ძა­ვებს იმი­ტომ შე­არ­ქვეს, რომ ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლურ სტუმ­რებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან...

"ასეა თუ ისე, "პრო­ტო­კო­ლის ქა­ლებს" ყვე­ლა იმ სი­კე­თეს­თან ერ­თად, რაც ელი­ტურ "მე­ძა­ვებს" ერ­გოთ, და­მა­ტე­ბით კი­დევ ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნა­საც სთხო­ვენ. ისი­ნი აგ­რეთ­ვე მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­ინც უნდა ერ­კვე­ოდ­ნენ მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში, ბიზ­ნეს­ში, ჰქონ­დეთ ფსი­ქო­ლო­გის თვი­სე­ბე­ბი და, რა თქმა უნდა, კლი­ენ­ტის მრა­ვალ­ფე­როვ­ნად გარ­თო­ბის უნა­რი. თუ სა­ჭი­რო იქნა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის "მოკ­ლე კურ­სიც" უნდა "წა­ი­კი­თხონ" და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც შე­ეძ­ლოთ ორი­ო­დე სი­ტყვის თქმა.

"პრო­ტო­კო­ლის ქა­ლებ­თან" და­კავ­ში­რე­ბა იმ სან­დო პი­რის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა, რო­მელ­საც გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი აქვს, ვიდ­რე ნახ­სე­ნებ "მა­მა­შას".

"ელი­ტუ­რი მე­ძა­ვე­ბის" შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ტა­რი­ფი 200 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და იშ­ვი­ა­თად - 800-მდეც კი აღ­წევს.

ამ სტა­ტი­ას არა­ვინ არ და­მი­ბეჭ­დავ­და თუ თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი ვერ შევ­ძლებ­დი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ძა­ვე­ბის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რას. და­სახ­მა­რებ­ლად მე­გო­ბარ ბიზ­ნეს­მენს მივ­მარ­თე, რად­გან ჩემი თვა­ლით მქონ­და ნა­ნა­ხი, უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ბან­კეტ­ზე, მას რამ­დე­ნი­მე "პრო­ტო­კო­ლის ქალი" რომ ჰყავ­და მოწ­ვე­უ­ლი.

ჩემი თხოვ­ნა ბიზ­ნეს­მენ­მა ბუ­ნებ­რი­ვად მი­ი­ღო. ოღონდ ეს იყო, მკი­თხა, - ფული თუ გაქვს? ისი­ნი შენ ბორ­დე­ლის 100 ლა­რი­ა­ნი ბო­ზე­ბი არ გე­გო­ნო­სო. როცა შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი შე­ი­ტყო, ჩაბ­ჟირ­და და ბარე, 10 წუთი ვერ მო­ვა­სუ­ლი­ე­რე.

- მგო­ნი, მარ­თა­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე რომ ამ­ბო­ბენ, - იმ­პო­ტენ­ტე­ბი არი­ა­ნო.

- მე­წყი­ნა ჩემი და კო­ლე­გე­ბის აუ­გად ხსე­ნე­ბა და - შენ ფული თქვი, თო­რემ "იმ­პო­ტენ­ტო­ბას" და­გა­ნახ­ვებ­დი-მეთ­ქი.

(იმე­დია "გზის" ამ ნო­მერს ჩემი მე­უღ­ლე არ წა­ი­კი­თხავს, რად­გან ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბით ოჯა­ხის მო­მა­რა­გე­ბა მე მა­კის­რია).

მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ქა­ლაქ­გა­რეთ მდე­ბა­რე აგა­რაკ­ზე – ფე­შე­ნე­ბე­ლურ ვი­ლა­ში შედ­გა, სა­დაც ბიზ­ნეს­მენ­თან ერ­თად მი­ვე­დით. ორი ულა­მა­ზე­სი, გა­მომ­წვე­ვად ჩაც­მუ­ლი 25 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა დაგ­ვხვდა. მე­გო­ბარ­მა ჩემი თავი წა­რუდ­გი­ნა, თვი­თონ კი ორი­ვეს მი­უ­ა­ლერ­სა, თან დამ­ცი­ნა­ვად გად­მომ­ხე­და. გო­გო­ნებ­მა პი­რო­ბა შე­მახ­სე­ნეს და როცა სრუ­ლი გა­რან­ტია მი­ვე­ცი, რომ მათ ვი­ნა­ო­ბას არ­სად გა­ვამ­ხელ­დი და­ბალ, გა­წყო­ბილ მა­გი­დას შე­მო­ვუს­ხე­დით და საქ­მეს შე­ვუ­დე­ქით.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს პრო­ფე­სია და რო­გორ გახ­დით "პრო­ტო­კო­ლის ქა­ლე­ბი"?

- ორი­ვემ და­ვამ­თავ­რეთ უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, პირ­ველ კურსს ვამ­თავ­რებ­დით, როცა ტყუ­პი ძმე­ბი შეგ­ვიყ­ვარ­და. ისი­ნიც არ იყ­ვნენ გულ­გრი­ლე­ბი ჩვენ მი­მართ. ერთხელ სა­ქე­ი­ფოდ და მუ­სი­კის მო­სას­მე­ნად მიგ­ვიწ­ვი­ეს. დავ­თვე­რით და მა­შინ დავ­კარ­გეთ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა. წე­სი­ე­რად არც მახ­სოვს, რა და რო­გორ მოხ­და. თა­მუ­ნა­საც არა­ფე­რი ახ­სოვ­და. უბი­წო­ე­ბის და­კარ­გვა დი­დად არ გვი­ნაღ­ვლია. სამი თუ ოთხი დღის შემ­დეგ ძმებს ისევ შევ­ხვდით. იგი­ვე გან­მე­ორ­და, ოღონდ ახლა უკვე ფხიზ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნეთ. მე, მა­გა­ლი­თად, ექ­სტა­ზი­დან ისეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დი, რომ ხან­და­ხან "ვი­თი­შე­ბო­დი" კი­დეც. თა­მუ­ნა­საც ასე ემარ­თე­ბო­და, ოღონდ ნაკ­ლე­ბად. შემ­დეგ ტყუ­პე­ბი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუპ­ნენ.

- ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ, - სა­უ­ბა­რი თა­მუ­ნამ გა­ნაგ­რძო - ეკას მარ­თლა უყ­ვარ­და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი პარტნი­ო­რი, მე კი მხო­ლოდ მომ­წონ­და, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მათ­მა და­ღუპ­ვამ მეც მატ­კი­ნა გული. თით­ქმის ერთი წელი, - არა - ექ­ვსი თვე, არა­ვინ გვყო­ლია. მერე ერთი ახალ­გაზ­რდა ლექ­ტო­რი გვყავ­და, გრა­მა­ტი­კას გვი­კი­თხავ­და. დიდი "იაზ­ვა" ვინ­მე კი იყო, მაგ­რამ ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვე­პყრო­ბო­და. ერთხელ, გა­მოც­დის წინ, ორი­ვე თა­ვის­თან სახ­ლში დაგ­ვი­ბა­რა და პირ­და­პირ მათ­თან საქ­მის და­ჭე­რა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. სა­მა­გი­ე­როდ რექ­ტო­რატ­ში და, სა­ერ­თოდ ინ­სტი­ტუ­ტში მფარ­ვე­ლო­ბას, საგ­ნე­ბის "ჩა­წყო­ბას", სხვა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და, რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მცა­დუ­ნე­ბე­ლი იყო - ყო­ველ წე­ლი­წადს სა­ზღვარ­გა­რეთ პრაქ­ტი­კა­ზე გაშ­ვე­ბას დაგვპირ­და. ჩვენ ბევ­რი არ გვი­ფიქ­რია და დავ­თან­ხმდით. არც გვი­ნა­ნია, რად­გან მან ყვე­ლა პი­რო­ბა "ხუ­თი­ან­ზე" შე­ას­რუ­ლა. უფრო მე­ტიც - სწავ­ლის ბო­ლოს, ერთი წლით ერთ-ერთ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ქვე­ყა­ნა­ში მიგ­ვავ­ლი­ნა, სა­დაც ორ წელ­ზე მეტი ვცხოვ­რობ­დით.

- არ გე­წყი­ნოთ და, რო­მე­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის პრაქ­ტი­კა გა­ი­ა­რეთ სა­ზღვარ­გა­რეთ?

- ორი­ვე­სი (გუ­ლი­ა­ნად იცი­ნი­ან). ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, იქ არა მარ­ტო ინ­გლი­სუ­რი ენა შე­ვის­წავ­ლეთ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, არა­მედ ფრან­გუ­ლიც, გერ­მა­ნუ­ლიც, ცოტა ეს­პა­ნურ­საც ვა­ხერ­ხებთ. ლი­ტე­რა­ტუ­რის, ის­ტო­რი­ის, ფსი­ქო­ლო­გის ლექ­ცი­ებ­საც ვის­მენ­დით, რაც პრაქ­ტი­კის პროგ­რა­მა­ში არ შე­დი­ო­და, ე.ი. ფული იყო გა­და­სახ­დე­ლი. ახლა ბი­ნის ქირა, ჭამა-სმა, ჩაც­მა, გარ­თო­ბა – მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ფული ღირ­და. სა­ი­დან მოგ­ვე­ტა­ნა? სხვა გზა არ იყო - ისევ ჩვე­ნი ლექ­ტო­რი დაგ­ვეხ­მა­რა და ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონ­თან დაგ­ვა­კავ­ში­რა. ჩვენ­თან "მა­მა­შას" რომ ეძა­ხი­ან. ის კი დრო­დად­რო შეკ­ვე­თებს გვაძ­ლევ­და. სხვა­თა შო­რის, უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლი სტუ­დენ­ტი გო­გო­ნე­ბის ნა­წი­ლი "პუ­ტან­კო­ბით" ირ­ჩენს თავს. აბა, რო­მე­ლი ინ­გლი­სე­ლის ან ჰო­ლან­დი­ე­ლის ოჯა­ხი მი­ან­დობს 19-20 წლის გო­გოს თოთო ბავ­შვს, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არა აქვს და თვი­თო­ნაა მო­სავ­ლე­ლი?! არ და­ი­ჯე­როთ. ასე რომ, ბევ­რი სტუ­დენ­ტი, რო­მელ­საც ღვთის მად­ლით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზე აქვს, ამ ხე­ლო­ბას მის­დევს. თუ არა და - სა­ნა­ხევ­როდ მში­ე­რია და არა­ნაკ­ლებ და­მამ­ცი­რე­ბელ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს. რა თქმა უნდა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მყავს ისი­ნი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლი­ა­ნი მა­მი­კო­ე­ბი ჰყავთ.

- თქვენ­ზე რო­გო­რი მო­თხოვ­ნა იყო? მე მგო­ნი, არც ერთი მა­მა­კა­ცი თქვენ­თან დროს­ტა­რე­ბა­ზე უარს არ იტყვის – გინდ ქარ­თვე­ლი იყოს, გინდ ინ­გლი­სე­ლი...

- გმად­ლობთ კომ­პლი­მენ­ტის­თვის, მაგ­რამ იცით, რა­შია საქ­მე? ქარ­თვე­ლი კაცი ქა­ლის­გან გახ­დის და და­წო­ლის მეტს არა­ფერს ითხოვს და სა­წოლ­შიც ასე­თი აზი­ა­ტი რჩე­ბა – ანუ, რო­გორ გი­თხრათ – მხო­ლოდ თვი­თონ აქ­ტი­უ­რობს და პარტნი­ო­რის­გან ასე­თი­ვე აქ­ტი­უ­რო­ბა, ხში­რად არც მოს­წონს. უცხო­ე­ლი კი, პი­რი­ქით, ინი­ცი­ა­ტი­ვას ქალს უთ­მობს და მის­გან, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ აქ­ტი­უ­რო­ბას მო­ი­თხოვს. ამი­ტომ თუ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არა გაქვს, სექ­სის მთე­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არ იცი, მარ­ტო სი­ლა­მა­ზი­სა და ტან-ფე­ხის გამო ფულს არა­ვინ გა­და­გიხ­დის. ჩვენც ნელ-ნელა ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოს ვე­ზი­ა­რეთ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ დაბ­რუნ­დით? იქაც ხომ კარ­გი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა გექ­ნე­ბო­დათ?

- ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა, ზნე­ო­ბის პო­ლი­ცი­ას­თან კი საქ­მის და­ჭე­რას მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებთ, მით უმე­ტეს, თუ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ხარ. თან ერთი ჩვე­ნი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და და მან გაგ­ვი­წია რე­კო­მენ­და­ცია, რომ "პრო­ტო­კო­ლის გო­გო­ნე­ბის" სი­ა­ში ჩა­ვე­რი­ცხეთ.

- თუ გახ­სოვთ, ვის მო­ემ­სა­ხუ­რეთ პირ­ვე­ლად?

- არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, მაგ­რამ გე­ტყვით – რუ­სე­თის სა­თათ­ბი­როს დე­ლე­გა­ცია იყო ჩა­მო­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით. 60-65 წლის მა­მა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ, არაფ­რის თავი არ ჰქონ­დათ - მათი ორ­გა­ნო "ექ­ვსის ნა­ხე­ვარს" უჩ­ვე­ნებ­და ("ექ­ვსის ნა­ხე­ვა­რი" სრულ იმ­პო­ტენ­ცი­ას ნიშ­ნავს), "ვი­აგ­რე­ბით" გა­ი­ჭყიპ­ნენ და რა­ღაც ძლივს მო­ა­ხერ­ხეს.

- არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სის მიმ­დევ­რე­ბი თუ შეგ­ხვედ­რი­ათ?

- უკო­მენ­ტა­როდ...

- სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბას­თან თუ ხართ შეკ­რუ­ლე­ბი?

- უკო­მენ­ტა­როდ...

- და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნია თქვე­ნი ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი?

- ხუ­თი­დან ათი ათას დო­ლა­რამ­დე და სა­ჩუქ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუმ­რებს ჩვენ­თვის ჩა­მო­აქვთ: ზო­გის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ბურ­თა­ლო­ზე ორო­თა­ხი­ან ბი­ნას უტოლ­დე­ბა.

- გა­თხო­ვე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- გა­ჭირ­ვე­ბულს და ღა­რიბს დღეს­ვე გავ­ყვე­ბით, მერე ისიც ჩვე­ნი შე­სა­ნა­ხი გახ­დე­ბა - ეგე­თი რად გვინ­და?! არც მო­ხუ­ცი და მდი­და­რი გვა­წყობს. ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი, რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ისე ფი­ზი­კუ­რად, ჩვენ არ წაგ­ვიყ­ვანს. აი, თქვენ, მა­გა­ლი­თად, თუ შე­გიყ­ვარ­დე­ბო­დით, მო­მიყ­ვან­დით ცო­ლად?

- მე მუდ­მი­ვი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს (გა­ვე­ქე­ცი პირ­და­პირ პა­სუხს და ინ­ტერ­ვიუ გან­ვაგ­რძე), ახლა რომ თა­ვი­დან იწყებ­დეთ ცხოვ­რე­ბას ისევ ამ გზას და­ად­გე­ბო­დით?

- არ ვიცი, ალ­ბათ - არა. ამა­ზე არ გვი­ფიქ­რია... მო­დით, ამით და­ვამ­თავ­როთ, თო­რემ უკვე ისეთ შე­კი­თხვებს გვის­ვამთ, ნაღ­დად ცუდ გუ­ნე­ბა­ზე დაგ­ვა­ყე­ნებთ... ნახ­ვამ­დის.

- გმად­ლობთ და კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ.

ნაც­ნო­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი გო­გო­ნებ­თან დარ­ჩა, მე კი, კარ­ში გა­მოგ­დე­ბუ­ლი ძაღ­ლი­ვით, თბი­ლი­სის­კენ ფე­ხით და­ვეშ­ვი - იმ იმე­დით, რომ გზა­ში რა­ი­მე მნა­ქა­ნა და­მე­წე­ო­და. თან ვფიქ­რობ­დი: არა, ნამ­დვი­ლად უნდა შე­ვიც­ვა­ლო პრო­ფე­სია და ბიზ­ნეს­მე­ნო­ბა და­ვი­წყო...

ზვი­ად ჩაკ­ვე­ტა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#27 14.12.2000

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ელიტარული მეძავები, რომლებიც შევარდნაძის მთავრობას და ფულიან "ბიძებს" ემსახურებოდნენ

ელიტარული მეძავები, რომლებიც შევარდნაძის მთავრობას და ფულიან "ბიძებს" ემსახურებოდნენ

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2000 წლის პუბლიკაციას, რომელიც იმ პერიოდის ელიტარულ მეძავებს ეხება.

***

თბილისის ქუჩებისა და სადგურების იაფფასიან მეძავებზე იმდენი დაწერილა, რომ მათზე ახალს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ცოტა რამ იცის მაღალანაზღაურებადი, ე.წ. ელიტარული მეძავების შესახებ და კიდევ უფრო მცირე ნაწილს თუ სმენია რაიმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალების იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მდგომ "პროტოკოლის ქალებზე".

ელიტური მეძავები საზოგადოების რჩეულ, მდიდარ ნაწილს ემსახურებიან. სწორედ გამორჩეული კლიენტებიდან წარმოიშვა მათი საზოგადო სახელი. მათ კლიენტებს შეადგენენ: მსხვილი ბიზნესით დაკავებული პირები, სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოსნები და უბრალოდ, ფულიანი "ბიძები". ელიტური რანგის მეძავებთან დაკავშირება მხოლოდ დილერის, შუამავლის ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, "მამაშას" მეშვეობით არის შესაძლებელი. რამდენიმე მეძავს ერთი "მამაშა" ჰყავს, რომელიც საზოგადოების ელიტურ ნაწილთან ძლიერ დაახლოებულია და მათთან ყოველდღიური სამსახურებრივი კონტაქტები აქვს.

მაჭანკალი-მამაშა შეიძლება სახელმწიფო კანცელარიაში, პარლამენტში ან სხვა სოლიდურ დაწესებულებაში უბრალო თანამდებობაზე – მაგალითად, მდივნად ან ოპერატორად მუშაობდეს, მაგრამ თავისი არაოფიციალური თანამდებობის წყალობით მეტისმეტად გავლენიან და საჭირო პირად ითვლება. თანამშრომლები უბატონოდ ხმასაც ვერ სცემენ და მის სამსახურებრივ მოვალეობასაც ხშირად მისი კოლეგები ასრულებენ. თვითონ კი დროს ყავის სმაში, შეკვეთის მოლოდინში კლავს. შეიძლება "მამაშის" როლში მამაკაციც მოგვევლინოს, მაგრამ ეს იშვიათობაა. ელიტურ მეძავებზე შეკვეთის მიღების შემდეგ, "მამაშა" მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდება იმ ქალს, რომელიც კლიენტის მიერ მოთხოვნილი ასაკის, ტან-ფეხის, სიმაღლის და სხვა მონაცემებს აკმაყოფილებს და შემდეგ გადასცემს კლიენტის ვინაობას და შეხვედრის დროსა და ადგილს. ამ მონაცემებს ზოგჯერ კლიენტის ზოგიერთ ჩვევასა და მიდრეკილების შესახებ ინფორმაციასაც ურთავს, რათა "შეყვარებულთა" კონტაქტი იმთავითვე "ჰარმონიული" იყოს.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ელიტურ ქალებს, "მამაშასთან" კავშირისთვის სპეციალურად აქვთ მობილური ტელეფონი და მხოლოდ ამ ნომერზეა შესაძლებელი შეკვეთის გადაცემა. თუ ის გამორთულია, "მამაშასთვის" ნათელია, რომ ქალი დაკავებული ან გადაღლილია. ისიც სათქმელია, რომ ტელეფონის ეს, გასაიდუმლოებული ნომერი, ქალთან ძალიან დაახლოებულმა, იშვიათმა კლიენტმაც იცის, რომელსაც მასთან რამდენიმე წლის ურთიერთობა აქვს და მუდმივი გულუხვი კლიენტის სტატუსით სარგებლობს. თუმცა ასეთ მუდმივ კლიენტებს, რომლებიც კავშირზე პირდაპირ, შუამავლის გარეშე გადიან, "მამაშები" ბუნებრივია, ვერ იტანენ, რადგან ამის გამო თავიანთ წილს კარგავენ...

ელიტური მეძავების ასაკი 22-დან 35 წლამდე მერყეობს. კრიტიკულ ასაკთან მიახლოებისას, ისინი ავტომატურად გამოდიან "ელიტურების" რიგებიდან და თუ მატერიალურად უზრუნველყოფილ მამაკაცზე გათხოვება ვერ მოახერხეს, "საპენსიო" ასაკს მიუახლოვდნენ და დიდი ფულისა და ქონების დაგროვება ვერ მოახერხეს, შესაძლოა, სასტუმროების მეძავების რიგებში გადაინაცვლონ, 2-3 წელიწადში "მარშრუტკის" და ავტობუსის მძღოლების ვნებების დაკმაყოფილებაზე გადავიდნენ, იქიდან კი უკვე ერთი ნაბიჯია ქუჩისა და ვაგზლის მეძავობამდე...

მანამდე კი ისინი უზრუნველად ცხოვრობენ. დაახლოებით შუადღეზე იღვიძებენ. დიდ დროს უთმობენ თავის მოწესრიგებას. ამისათვის თითოეულ მათგანს, სილამაზის სალონებში საკუთარი პარიკმახერი და პედიკიურ-მანიკიურის ოსტატი ჰყავს. ყოველდღიურად დადიან მასაჟისტებთან და დერმატოლოგებთან, იღებენ მზის აბაზანებს. დღის რეჟიმის აუცილებლობას წარმოადგენს ცეკვის გაკვეთილი შეიპინგის დარბაზში და ტრენაჟორებზე ვარჯიში, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაჰყვეთ ბუნებისგან ბოძებული სილამაზე და მომხიბლაობა. თვეში ორჯერ, მათ შინ აკითხავთ გამოცდილი ვენეროლოგი და გინეკოლოგი, თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ბევრ ქართველ მამაკაცს არ უყვარს პრეზერვატივის ხმარება.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ელიტურ მეძავებზე ერთი საფეხურით მაღლა დგანან "პროტოკოლის ქალები". თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი "ელიტის ელიტაა" და ნებისმიერ მათგანს თამამად შეუძლია, ნებისმიერი სილამაზის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს კიდეც.

"პროტოკოლის ქალების" კლიენტურას სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრები შეადგენენ. ამ წრეს მიეკუთვნებიან აგრეთვე ქართველი ბიზნესმენების უცხოელი სტუმრებიც, საელჩოების და საკონსულოების პერსონალი. დაბოლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლობათა თანამშრომლები.

სახელი "პროტოკოლის ქალები" მეძავებს იმიტომ შეარქვეს, რომ ისინი სახელმწიფოს ოფიციალურ სტუმრებსაც ემსახურებიან...

"ასეა თუ ისე, "პროტოკოლის ქალებს" ყველა იმ სიკეთესთან ერთად, რაც ელიტურ "მეძავებს" ერგოთ, დამატებით კიდევ ინგლისური ენის ცოდნასაც სთხოვენ. ისინი აგრეთვე მეტ-ნაკლებად მაინც უნდა ერკვეოდნენ მსოფლიო პოლიტიკაში, ბიზნესში, ჰქონდეთ ფსიქოლოგის თვისებები და, რა თქმა უნდა, კლიენტის მრავალფეროვნად გართობის უნარი. თუ საჭირო იქნა, საქართველოს ისტორიის "მოკლე კურსიც" უნდა "წაიკითხონ" და უმნიშვნელოვანესი ძეგლების შესახებაც შეეძლოთ ორიოდე სიტყვის თქმა.

"პროტოკოლის ქალებთან" დაკავშირება იმ სანდო პირის მეშვეობით ხდება, რომელსაც გაცილებით მაღალი სტატუსი აქვს, ვიდრე ნახსენებ "მამაშას".

"ელიტური მეძავების" შრომის ანაზღაურების ტარიფი 200 დოლარიდან იწყება და იშვიათად - 800-მდეც კი აღწევს.

ამ სტატიას არავინ არ დამიბეჭდავდა თუ თქვენი მონა-მორჩილი ვერ შევძლებდი ზემოთ აღნიშნული მეძავების რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას. დასახმარებლად მეგობარ ბიზნესმენს მივმართე, რადგან ჩემი თვალით მქონდა ნანახი, უცხოელი პარტნიორების პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე, მას რამდენიმე "პროტოკოლის ქალი" რომ ჰყავდა მოწვეული.

ჩემი თხოვნა ბიზნესმენმა ბუნებრივად მიიღო. ოღონდ ეს იყო, მკითხა, - ფული თუ გაქვს? ისინი შენ ბორდელის 100 ლარიანი ბოზები არ გეგონოსო. როცა შეხვედრის მიზანი შეიტყო, ჩაბჟირდა და ბარე, 10 წუთი ვერ მოვასულიერე.

- მგონი, მართალია, ჟურნალისტებზე რომ ამბობენ, - იმპოტენტები არიანო.

- მეწყინა ჩემი და კოლეგების აუგად ხსენება და - შენ ფული თქვი, თორემ "იმპოტენტობას" დაგანახვებდი-მეთქი.

(იმედია "გზის" ამ ნომერს ჩემი მეუღლე არ წაიკითხავს, რადგან ჟურნალ-გაზეთებით ოჯახის მომარაგება მე მაკისრია).

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღნიშნული შეხვედრა ქალაქგარეთ მდებარე აგარაკზე – ფეშენებელურ ვილაში შედგა, სადაც ბიზნესმენთან ერთად მივედით. ორი ულამაზესი, გამომწვევად ჩაცმული 25 წლამდე ასაკის გოგონა დაგვხვდა. მეგობარმა ჩემი თავი წარუდგინა, თვითონ კი ორივეს მიუალერსა, თან დამცინავად გადმომხედა. გოგონებმა პირობა შემახსენეს და როცა სრული გარანტია მივეცი, რომ მათ ვინაობას არსად გავამხელდი დაბალ, გაწყობილ მაგიდას შემოვუსხედით და საქმეს შევუდექით.

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და როგორ გახდით "პროტოკოლის ქალები"?

- ორივემ დავამთავრეთ უცხო ენების ინსტიტუტი, პირველ კურსს ვამთავრებდით, როცა ტყუპი ძმები შეგვიყვარდა. ისინიც არ იყვნენ გულგრილები ჩვენ მიმართ. ერთხელ საქეიფოდ და მუსიკის მოსასმენად მიგვიწვიეს. დავთვერით და მაშინ დავკარგეთ ქალიშვილობა. წესიერად არც მახსოვს, რა და როგორ მოხდა. თამუნასაც არაფერი ახსოვდა. უბიწოების დაკარგვა დიდად არ გვინაღვლია. სამი თუ ოთხი დღის შემდეგ ძმებს ისევ შევხვდით. იგივე განმეორდა, ოღონდ ახლა უკვე ფხიზლები ვიყავით. ძალიან ვისიამოვნეთ. მე, მაგალითად, ექსტაზიდან ისეთ სიამოვნებას ვიღებდი, რომ ხანდახან "ვითიშებოდი" კიდეც. თამუნასაც ასე ემართებოდა, ოღონდ ნაკლებად. შემდეგ ტყუპები ავტოავარიაში დაიღუპნენ.

- ძალიან განვიცადეთ, - საუბარი თამუნამ განაგრძო - ეკას მართლა უყვარდა თავისი პირველი პარტნიორი, მე კი მხოლოდ მომწონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათმა დაღუპვამ მეც მატკინა გული. თითქმის ერთი წელი, - არა - ექვსი თვე, არავინ გვყოლია. მერე ერთი ახალგაზრდა ლექტორი გვყავდა, გრამატიკას გვიკითხავდა. დიდი "იაზვა" ვინმე კი იყო, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვეპყრობოდა. ერთხელ, გამოცდის წინ, ორივე თავისთან სახლში დაგვიბარა და პირდაპირ მათთან საქმის დაჭერა შემოგვთავაზა. სამაგიეროდ რექტორატში და, საერთოდ ინსტიტუტში მფარველობას, საგნების "ჩაწყობას", სხვა პრობლემების მოგვარებას და, რაც ყველაზე საინტერესო და მცადუნებელი იყო - ყოველ წელიწადს საზღვარგარეთ პრაქტიკაზე გაშვებას დაგვპირდა. ჩვენ ბევრი არ გვიფიქრია და დავთანხმდით. არც გვინანია, რადგან მან ყველა პირობა "ხუთიანზე" შეასრულა. უფრო მეტიც - სწავლის ბოლოს, ერთი წლით ერთ-ერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში მიგვავლინა, სადაც ორ წელზე მეტი ვცხოვრობდით.

- არ გეწყინოთ და, რომელი სპეციალობის პრაქტიკა გაიარეთ საზღვარგარეთ?

- ორივესი (გულიანად იცინიან). ხუმრობა იქით იყოს და, იქ არა მარტო ინგლისური ენა შევისწავლეთ უმაღლეს დონეზე, არამედ ფრანგულიც, გერმანულიც, ცოტა ესპანურსაც ვახერხებთ. ლიტერატურის, ისტორიის, ფსიქოლოგის ლექციებსაც ვისმენდით, რაც პრაქტიკის პროგრამაში არ შედიოდა, ე.ი. ფული იყო გადასახდელი. ახლა ბინის ქირა, ჭამა-სმა, ჩაცმა, გართობა – მოკლედ, ყველაფერი ფული ღირდა. საიდან მოგვეტანა? სხვა გზა არ იყო - ისევ ჩვენი ლექტორი დაგვეხმარა და ერთ-ერთ ქალბატონთან დაგვაკავშირა. ჩვენთან "მამაშას" რომ ეძახიან. ის კი დროდადრო შეკვეთებს გვაძლევდა. სხვათა შორის, უცხოეთში წასული სტუდენტი გოგონების ნაწილი "პუტანკობით" ირჩენს თავს. აბა, რომელი ინგლისელის ან ჰოლანდიელის ოჯახი მიანდობს 19-20 წლის გოგოს თოთო ბავშვს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება არა აქვს და თვითონაა მოსავლელი?! არ დაიჯეროთ. ასე რომ, ბევრი სტუდენტი, რომელსაც ღვთის მადლით მინიჭებული სილამაზე აქვს, ამ ხელობას მისდევს. თუ არა და - სანახევროდ მშიერია და არანაკლებ დამამცირებელ სამუშაოს ასრულებს. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს ისინი, ვისაც საქართველოში ფულიანი მამიკოები ჰყავთ.

- თქვენზე როგორი მოთხოვნა იყო? მე მგონი, არც ერთი მამაკაცი თქვენთან დროსტარებაზე უარს არ იტყვის – გინდ ქართველი იყოს, გინდ ინგლისელი...

- გმადლობთ კომპლიმენტისთვის, მაგრამ იცით, რაშია საქმე? ქართველი კაცი ქალისგან გახდის და დაწოლის მეტს არაფერს ითხოვს და საწოლშიც ასეთი აზიატი რჩება – ანუ, როგორ გითხრათ – მხოლოდ თვითონ აქტიურობს და პარტნიორისგან ასეთივე აქტიურობა, ხშირად არც მოსწონს. უცხოელი კი, პირიქით, ინიციატივას ქალს უთმობს და მისგან, რაც შეიძლება მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამიტომ თუ შესაბამისი გამოცდილება არა გაქვს, სექსის მთელი საიდუმლოება არ იცი, მარტო სილამაზისა და ტან-ფეხის გამო ფულს არავინ გადაგიხდის. ჩვენც ნელ-ნელა ყველა საიდუმლოს ვეზიარეთ.

- საქართველოში რატომ დაბრუნდით? იქაც ხომ კარგი გამომუშავება გექნებოდათ?

- ჩვენი მფარველი ქალბატონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ზნეობის პოლიციასთან კი საქმის დაჭერას მტერსაც არ ვუსურვებთ, მით უმეტეს, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ. თან ერთი ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობდა და მან გაგვიწია რეკომენდაცია, რომ "პროტოკოლის გოგონების" სიაში ჩავერიცხეთ.

- თუ გახსოვთ, ვის მოემსახურეთ პირველად?

- არ დავაკონკრეტებ, მაგრამ გეტყვით – რუსეთის სათათბიროს დელეგაცია იყო ჩამოსული ოფიციალური ვიზიტით. 60-65 წლის მამაკაცები იყვნენ, არაფრის თავი არ ჰქონდათ - მათი ორგანო "ექვსის ნახევარს" უჩვენებდა ("ექვსის ნახევარი" სრულ იმპოტენციას ნიშნავს), "ვიაგრებით" გაიჭყიპნენ და რაღაც ძლივს მოახერხეს.

- არატრადიციული სექსის მიმდევრები თუ შეგხვედრიათ?

- უკომენტაროდ...

- საქართველოს უშიშროებასთან თუ ხართ შეკრულები?

- უკომენტაროდ...

- დაახლოებით რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი?

- ხუთიდან ათი ათას დოლარამდე და საჩუქრები, რომლებიც სტუმრებს ჩვენთვის ჩამოაქვთ: ზოგის ღირებულება საბურთალოზე ოროთახიან ბინას უტოლდება.

- გათხოვებაზე არ გიფიქრიათ?

- გაჭირვებულს და ღარიბს დღესვე გავყვებით, მერე ისიც ჩვენი შესანახი გახდება - ეგეთი რად გვინდა?! არც მოხუცი და მდიდარი გვაწყობს. ნამდვილი ქართველი ძლიერი მამაკაცი, როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად, ჩვენ არ წაგვიყვანს. აი, თქვენ, მაგალითად, თუ შეგიყვარდებოდით, მომიყვანდით ცოლად?

- მე მუდმივი ფინანსური პრობლემები მაქვს (გავექეცი პირდაპირ პასუხს და ინტერვიუ განვაგრძე), ახლა რომ თავიდან იწყებდეთ ცხოვრებას ისევ ამ გზას დაადგებოდით?

- არ ვიცი, ალბათ - არა. ამაზე არ გვიფიქრია... მოდით, ამით დავამთავროთ, თორემ უკვე ისეთ შეკითხვებს გვისვამთ, ნაღდად ცუდ გუნებაზე დაგვაყენებთ... ნახვამდის.

- გმადლობთ და კარგად ბრძანდებოდეთ.

ნაცნობი ბიზნესმენი გოგონებთან დარჩა, მე კი, კარში გამოგდებული ძაღლივით, თბილისისკენ ფეხით დავეშვი - იმ იმედით, რომ გზაში რაიმე მნაქანა დამეწეოდა. თან ვფიქრობდი: არა, ნამდვილად უნდა შევიცვალო პროფესია და ბიზნესმენობა დავიწყო...

ზვიად ჩაკვეტაძე

ჟურნალი "გზა"

#27 14.12.2000

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

როგორ გამოიყურება ბინა ვაკეში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (ფოტო)