საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგების "ცინცხალი" გადაწყვეტილება, რომელმაც წულუკიანი იმედგაცრუებული დატოვა - კეზერაშვილის ექსტრადირების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს
ფრანგების "ცინცხალი" გადაწყვეტილება, რომელმაც წულუკიანი იმედგაცრუებული დატოვა - კეზერაშვილის ექსტრადირების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა აღარ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ კე­ზე­რაშ­ვი­ლის ქარ­თველ­მა ად­ვო­კატ­მა, შოთა მინ­დელ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა არ არ­სე­ბობს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბი­სათ­ვის, რად­გან საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო", - აღ­ნიშ­ნა შოთა მინ­დელ­მა.

საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე 27 თე­ბერ­ვალს ჩა­ტა­რე­ბულ სხდო­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ამ ფაქტს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ

"პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, რათა დღეს თუ არა ხვალ, ბა­ტო­ნი კე­ზე­რაშ­ვი­ლი ჩა­მობ­რძა­ნე­ბულ იქ­ნას ქვე­ყა­ნა­ში და პა­სუ­ხი გას­ცეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას".

წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, საფ­რან­გე­თის მო­სა­მარ­თლე უთა­ნას­წო­რო პი­რო­ბე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ცინ­ცხა­ლი, ჯერ არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცე­მუ­ლი, რომ მო­ტი­ვა­ცი­ას გა­ვეც­ნო, მაგ­რამ ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ არის უარი. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ფრან­გი მო­სა­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა ისე­თი უთა­ნას­წო­რო პი­რო­ბე­ბის წი­ნა­შე, რო­გო­რიც იყო, ერთი მხრივ, კე­ზე­რაშ­ვი­ლის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი და მე­ო­რე მხრივ, ფრან­გი პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­მაც, რო­გორც ჩანს, ძვი­რად ღი­რე­ბულ ად­ვო­კატს ღირ­სე­უ­ლი და სა­თა­ნა­დო კონ­კუ­რენ­ცია ვერ გა­უ­წია. ფრანგ პრო­კუ­რორს ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის სა­ხე­ლით ევა­ლე­ბო­და, და­ეც­ვა ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი. ეს ასე ვერ მოხ­და, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ფრან­გმა მო­სა­მარ­თლემ კე­ზა­რაშ­ვი­ლი რა­ი­მე­ში გა­ა­მარ­თლა", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ორი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი საქ­მე კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით სპირ­ტის შე­მო­ტა­ნის სქე­მის მფარ­ვე­ლო­ბის ბრალ­დე­ბას ეხე­ბა, მე­ო­რე კი – რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გას­ხვი­სე­ბას, სა­დაც კე­ზე­რაშ­ვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბულ მერ­თან, გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად არის ბრალ­დე­ბუ­ლი.

ეკა ნიბ­ლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ფრანგების "ცინცხალი" გადაწყვეტილება, რომელმაც წულუკიანი იმედგაცრუებული დატოვა - კეზერაშვილის ექსტრადირების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს

ფრანგების "ცინცხალი" გადაწყვეტილება, რომელმაც წულუკიანი იმედგაცრუებული დატოვა - კეზერაშვილის ექსტრადირების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს, - ამის შესახებ კეზერაშვილის ქართველმა ადვოკატმა, შოთა მინდელმა განაცხადა.

"ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი გზა არ არსებობს დავით კეზერაშვილის ექსტრადირებისათვის, რადგან საფრანგეთის სასამართლომ ექსტრადირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნა შოთა მინდელმა.

საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე 27 თებერვალს ჩატარებულ სხდომაზე უარი განაცხადა.

ამ ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ

"პროკურატურა გააგრძელებს მუშაობას, რათა დღეს თუ არა ხვალ, ბატონი კეზერაშვილი ჩამობრძანებულ იქნას ქვეყანაში და პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას".

წულუკიანის შეფასებით, საფრანგეთის მოსამართლე უთანასწორო პირობების წინაშე აღმოჩნდა.

"ეს გადაწყვეტილება არის ცინცხალი, ჯერ არ არის ოფიციალურად გამოცემული, რომ მოტივაციას გავეცნო, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არის უარი. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთი მხრივ, კეზერაშვილის ძვირად ღირებული ადვოკატი და მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირად ღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია. ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცველების სახელით ევალებოდა, დაეცვა ჩვენი ინტერესი. ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზარაშვილი რაიმეში გაამართლა", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში კეზერაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი უცვლელი დარჩება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კეზერაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ერთი საქმე კონტრაბანდული გზით სპირტის შემოტანის სქემის მფარველობის ბრალდებას ეხება, მეორე კი – რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისებას, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

ეკა ნიბლაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა