რუსთავის აბონენტებს 4, 5 და 6 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელექტროსისტემიდან აცნობეს , ქვესადგურში "რუსთავი-220" სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 4 მარტს - რუსთავის 625 აბონენტს, 5 მარტს -რუსთავის 110 აბონენტს და 6 მარტს - 7 აბონენტს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.