სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიძლება საქართველოში არჩევნების გაყალბება პოპულარული სასმელის გამოყენებით
როგორ შეიძლება საქართველოში არჩევნების გაყალბება პოპულარული სასმელის გამოყენებით

არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლის აკ­რძალ­ვა­ზე დღეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­კეთ­და.

მარ­თა­ლია, ეს მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გიგა ბუ­კი­ამ ხუმ­რო­ბით თქვა, მაგ­რამ ბუ­კია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "კოკა-კო­ლის" აკ­რძალ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით მას შემ­დეგ გა­მო­ვი­და, რაც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე "კოკა-კო­ლის" გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. თურ­მე სას­მე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის­თვის ფრი­ად სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლა – ის თი­თი­დან მარ­კი­რე­ბის სი­თხეს აცი­ლებს.

ინ­ფორ­მა­ცია არ­ჩევ­ნებ­ში "კოკა-კო­ლის" როლ­ზე კო­მი­ტე­ტის წევ­რებს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ მი­ა­წო­და.

"ვი­ცო­დი, რომ ზო­გი­ერ­თი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­კი­რე­ბის სი­თხე ად­ვი­ლად შორ­დე­ბო­და. სამი დღის წინ, ამომ­რჩევ­ლე­ბათ შეხ­ვედ­რის დღეს, ერთ-ერ­თმა ამომ­რჩე­ველ­მა, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მი­თხრა ის, რაც ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო – თურ­მე ყვე­ლა­ზე კარ­გად მარ­კი­რე­ბის სი­თხეს ხსნის იცით რა?! – "კოკა-კოლა". თურ­მე "კოკა-კო­ლას" იყე­ნებ­დნენ ინ­ტენ­სი­უ­რად. საკ­მა­რი­სია, "კოკა-კოლა" ჩა­ას­ხათ ჭი­ქა­ში, ჩა­ყოთ თითი, ამო­ღოთ, გა­და­იწ­მინ­დოთ და მორ­ჩა - მარ­კი­რე­ბა მოხ­სნი­ლია. ეს ისე, ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის" – გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ.

ხმა­ლა­ძის პა­სუ­ხად ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ მან არ­ჩევ­ნე­ბის გამ­ყალ­ბებ­ლებს "ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა", რა­ზეც ხმა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "ის, ვინც არ­ჩევ­ნებს აყალ­ბებ­და, ამ ტექ­ნო­ლო­გი­ას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობ­და".

ცნო­ბის­თვის, დღის წეს­რიგ­ში შე­საძ­ლოა ამომ­რჩე­ველ­თა მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი დად­გეს. მარ­კი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მმარ­თვე­ლი გუნ­დის პო­ზი­ცი­აა, რომ ეს პრო­ცე­დუ­რა თვი­სობ­რი­ვად ვე­რა­ნა­ირ როლს ვერ თა­მა­შობს და მისი გა­უქ­მე­ბა ცუდი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ოპო­ზი­ცი­ის თან­ხმო­ბის გა­რე­შე არ აპი­რებს.

ნა­თია ინა­უ­რი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ შეიძლება საქართველოში არჩევნების გაყალბება პოპულარული სასმელის გამოყენებით

როგორ შეიძლება საქართველოში არჩევნების გაყალბება პოპულარული სასმელის გამოყენებით

არჩევნებთან დაკავშირებით პოპულარული სასმელის აკრძალვაზე დღეს განცხადება პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.

მართალია, ეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ ხუმრობით თქვა, მაგრამ ბუკია წინასაარჩევნოდ "კოკა-კოლის" აკრძალვის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც საარჩევნო პროცესზე "კოკა-კოლის" გავლენის შესახებ გახდა ცნობილი. თურმე სასმელი არჩევნების გამყალბებლებისთვის ფრიად საჭირო საშუალება ყოფილა – ის თითიდან მარკირების სითხეს აცილებს.

ინფორმაცია არჩევნებში "კოკა-კოლის" როლზე კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მიაწოდა.

"ვიცოდი, რომ ზოგიერთი სარეცხი საშუალებით მარკირების სითხე ადვილად შორდებოდა. სამი დღის წინ, ამომრჩევლებათ შეხვედრის დღეს, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც საარჩევნო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა, მითხრა ის, რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო – თურმე ყველაზე კარგად მარკირების სითხეს ხსნის იცით რა?! – "კოკა-კოლა". თურმე "კოკა-კოლას" იყენებდნენ ინტენსიურად. საკმარისია, "კოკა-კოლა" ჩაასხათ ჭიქაში, ჩაყოთ თითი, ამოღოთ, გადაიწმინდოთ და მორჩა - მარკირება მოხსნილია. ეს ისე, ინფორმაციისათვის" – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ხმალაძის პასუხად ზვიად ძიძიგურმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მან არჩევნების გამყალბებლებს "ძალიან სერიოზული მიმართულება მისცა", რაზეც ხმალაძემ აღნიშნა, რომ "ის, ვინც არჩევნებს აყალბებდა, ამ ტექნოლოგიას შესანიშნავად ფლობდა".

ცნობისთვის, დღის წესრიგში შესაძლოა ამომრჩეველთა მარკირების პროცედურის გაუქმების საკითხი დადგეს. მარკირებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ეს პროცედურა თვისობრივად ვერანაირ როლს ვერ თამაშობს და მისი გაუქმება ცუდი არ იქნება, მაგრამ უმრავლესობა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ოპოზიციის თანხმობის გარეშე არ აპირებს.

ნათია ინაური, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა