პარტნიორები:

    კალაძისა და "ნაციონალების" დიდი დაპირისპირება "ცუდი სიტყვების თქმაში"

    კალაძისა და "ნაციონალების" დიდი დაპირისპირება "ცუდი სიტყვების თქმაში"

    ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ახალი პოლიტიკური დაპირისპირება მომწიფდა, რაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა განაპირობა.

    კალაძემ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიით საკუთარი "პიარის აგორებაში" დაადანაშაულა, "ნაცმოძრაობის" წევრები კი "პოლიტიკურად უპასუხისმგებლო დაჯგუფებად" მოიხსენია. ამასთან, ვიცე-პრემიერის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, ასევე უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.

    კალაძის კრიტიკის საპასუხოდ, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ლიდერმა ენერგეტიკის მინისტრზე არანაკლები მწვავე განცხადებები გააკეთეს.

    კალაძის განცხადებებს "წყევლა-კრულვა" უწოდა მიხეილ მაჭავარიანმა. "პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არასერიოზული და ძალიან ცუდი ტონია, როცა პოლიტიკოსი – ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი უწმაწური სიტყვებით საუბრობს", - განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ მაჭავარიანმა.

    "კალაძეს ურჩევნია ენერგეტიკას მიხედოს და საგარეო პოლიტიკაში ნუ გადაიჭრება, თორემ სერიოზულ უცოდინარობასა და უმწიფრობას ავლენს", - ეს გიორგი ვაშაძის შეფასებაა.

    რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, ის კალაძის ნათქვამს მისთვის დამახასიათებელი სარკაზმით Facebook-ზე გამოეხმაურა.

    "კალაძემ იმდენი რთული სიტყვა თქვა და ისე გამოთქმით, რომ პირადად მე, ის ორი ავტოგოლი ვაპატიე.

    სგ, სგ, მართლა იმდენად შრომისმოყვარეა ეს ადამიანი, რომ მეტყველება ისწავლა. მართალია ჯერ სისულელეებს ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამეტყველდა", - წერს გოგა ხაჩიძე.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია