პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ მაჭავარიანი - არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით
მიხეილ მაჭავარიანი - არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერს, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ანს არ ეს­მის, "რამ გა­მო­იყ­ვა­ნა წყო­ბი­დან კახი კა­ლა­ძე და რა­ტომ და­კავ­და წყევ­ლა-კრულ­ვით".

კა­ლა­ძის მხრი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სად­მი" წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს დღეს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­დაჭ­რას ვერ ახერ­ხებს, გა­მო­სა­ვალს ოპო­ზი­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში ხე­დავს.

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და ძა­ლი­ან ცუდი ტო­ნია, როცა პო­ლი­ტი­კო­სი – ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით სა­უბ­რობს. მე­ო­რე – მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დგას უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გვერ­დით. პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, როცა მა­ი­დან­ზე ხალ­ხი თა­ვი­სი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად შე­იკ­რი­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის გია ბა­რა­მი­ძე, გი­ორ­გი ვა­შა­ძე, სერ­გო რა­ტი­ა­ნი, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე ამ ხალ­ხის გვერ­დით იყ­ვნენ, გან­სხვა­ვე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც ამარ­თლებ­და და იძახ­და, რომ "უკ­რა­ი­ნა მხო­ლოდ მა­ი­და­ნი არ არის". გა­იხ­სე­ნეთ, ვის ეკუთ­ვნის ეს გან­ცხა­დე­ბა. ჩვენ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს სო­ლი­და­რო­ბა თა­ვი­დან­ვე გა­მო­ვუ­ცხა­დეთ და პარ­ლა­მენ­ტში რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტიც შე­ვი­ტა­ნეთ. რე­ზო­ლუ­ცია მხო­ლოდ მე­ო­რე ცდა­ზე გა­ვი­და – ის პირ­ველ ცდა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბამ დაბ­ლო­კა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დგას დღეს უკ­რა­ი­ნა­ში და ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ი­ა­როს პე­რი­ო­დი, როცა მარ­თლაც სა­ხი­ფა­თო, ახა­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ტალ­ღა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს რუ­სე­თი­დან", – გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გან­მარ­ტე­ბას დე­პუ­ტატ გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც აკე­თებს და ამ­ბობს, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ვა­შა­ძემ არა სა­ო­კუ­პა­ციო, არა­მედ რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის არ­სე­ბო­ბის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა.

"ია­ნუ­კო­ვიჩ­მა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სულ ჯა­რე­ბის ყოფ­ნა­ზე ხელი მო­ა­წე­რა. ეს შე­იძ­ლე­ბა კა­ლა­ძემ არ იცო­დეს. ჩვენ, ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ეს არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. დღეს, დე-იურე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბა. არის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეგო­ნა, რომ ის შე­ჩერ­დე­ბო­და, არ ჩერ­დე­ბა. აქ კი არ უნდა ვი­კინ­კლა­ოთ, ერ­თმა­ნეთს ნიშ­ნის მო­გე­ბით კი არ უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ, ერ­თად უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ მავ­თუხ­ლარ­თე­ბის, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის პრობ­ლე­მას", – აცხა­დებს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კა­ში ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტის თე­მას, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რე­აქ­ცია ადეკ­ვა­ტუ­რი იყო.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ამე­რი­კა­ში გა­მარ­თუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი პრე­ზი­დენ­ტთან და ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რია. ეს პო­ლი­ტი­კა გრძელ­დე­ბა, რა­საც მი­ვე­სალ­მე­ბით და არ ვა­და­რებთ ერ­თმა­ნეთს, ვინ სად შეხ­ვდა პრე­ზი­დენტს, ვინ მარ­ტომ ჩა­მო­არ­თა ხელი, ვინ ესა­უბ­რა და ვინ შე­ა­და­რეს ამე­რი­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ მა­მებს და ასე შემ­დეგ. ამა­ზე ხომ არ ვსა­უბ­რობთ დღეს? ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რო­გორ მო­ვაგ­ვა­როთ პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იმის მა­გივ­რად, რომ პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­რონ, უმუ­შევ­რო­ბას ებ­რძო­ლონ, საქ­მე აკე­თონ და ხალ­ხი და­ა­საქ­მონ, ოპო­ზი­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც არის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა", – აცხა­დებს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­დას ეხე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ამ ხალ­ხის წი­ნა­შე ქედს იხ­რი­ან, მათ გვერ­დით იდ­გნენ და დღე­საც დგა­ნან.

"უბ­რა­ლოდ, არ მეს­მის, რამ გა­მო­იყ­ვა­ნა წყო­ბი­დან ეს ადა­მი­ა­ნი. იმის მა­გივ­რად, რომ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იფიქ­როს, ასე­თი წყევ­ლა-კრულ­ვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, სხვა გზა არა აქვს, სხვა გზას ვერ ხე­და­ვენ, გარ­და იმი­სა, რომ ებ­რძო­ლონ ოპო­ზი­ცი­ას", – აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ მაჭავარიანი - არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით

მიხეილ მაჭავარიანი - არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ მაჭავარიანს არ ესმის, "რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით".

კალაძის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობისადმი" წაყენებულ ბრალდებებს დღეს მაჭავარიანი გამოეხმაურა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები გადაჭრას ვერ ახერხებს, გამოსავალს ოპოზიციასთან ბრძოლაში ხედავს.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არასერიოზული და ძალიან ცუდი ტონია, როცა პოლიტიკოსი – ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი უწმაწური სიტყვებით საუბრობს. მეორე – მიხეილ სააკაშვილი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. პირველივე დღეებიდან, როცა მაიდანზე ხალხი თავისი ევროპული არჩევანის დასაფიქსირებლად შეიკრიბა, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მათ შორის გია ბარამიძე, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი, დავით საყვარელიძე ამ ხალხის გვერდით იყვნენ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ამართლებდა და იძახდა, რომ "უკრაინა მხოლოდ მაიდანი არ არის". გაიხსენეთ, ვის ეკუთვნის ეს განცხადება. ჩვენ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა თავიდანვე გამოვუცხადეთ და პარლამენტში რეზოლუციის პროექტიც შევიტანეთ. რეზოლუცია მხოლოდ მეორე ცდაზე გავიდა – ის პირველ ცდაზე უმრავლესობამ დაბლოკა. მიხეილ სააკაშვილი დგას დღეს უკრაინაში და ეხმარება უკრაინელ ხალხს იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებულად გაიაროს პერიოდი, როცა მართლაც სახიფათო, ახალი აგრესიული ტალღა შეიძლება დაიწყოს რუსეთიდან", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი განმარტებას დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებითაც აკეთებს და ამბობს, რომ სატელევიზიო ეთერში ვაშაძემ არა საოკუპაციო, არამედ რუსული ბაზების არსებობის საკითხზე ისაუბრა.

"იანუკოვიჩმა უკრაინაში რუსულ ჯარების ყოფნაზე ხელი მოაწერა. ეს შეიძლება კალაძემ არ იცოდეს. ჩვენ, ზეწოლის მიუხედავად, ეს არ გაგვიკეთებია. დღეს, დე-იურე რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება. არის საოკუპაციო ჯარი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეგონა, რომ ის შეჩერდებოდა, არ ჩერდება. აქ კი არ უნდა ვიკინკლაოთ, ერთმანეთს ნიშნის მოგებით კი არ უნდა ველაპარაკოთ, ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ მავთუხლართების, მცოცავი ოკუპაციის პრობლემას", – აცხადებს მაჭავარიანი.

რაც შეეხება ამერიკაში ქართული დელეგაციის ვიზიტის თემას, მაჭავარიანის თქმით, ამასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" რეაქცია ადეკვატური იყო.

"მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშველოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკაში გამართული ვიზიტები პრეზიდენტთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც საქართველოს მხარდამჭერია. ეს პოლიტიკა გრძელდება, რასაც მივესალმებით და არ ვადარებთ ერთმანეთს, ვინ სად შეხვდა პრეზიდენტს, ვინ მარტომ ჩამოართა ხელი, ვინ ესაუბრა და ვინ შეადარეს ამერიკის დამფუძნებელ მამებს და ასე შემდეგ. ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ დღეს? ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, მაგრამ სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ პრობლემები მოაგვარონ, უმუშევრობას ებრძოლონ, საქმე აკეთონ და ხალხი დაასაქმონ, ოპოზიციაზე თავდასხმით არიან დაკავებული, რაც არის ყველაზე დიდი შეცდომა", – აცხადებს მაჭავარიანი.

მაჭავარიანი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კალაძის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდას ეხება და განაცხადა, რომ ისინი ამ ხალხის წინაშე ქედს იხრიან, მათ გვერდით იდგნენ და დღესაც დგანან.

"უბრალოდ, არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან ეს ადამიანი. იმის მაგივრად, რომ მთავრობის წარმომადგენელმა ხალხის გაერთიანებაზე, პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს, ასეთი წყევლა-კრულვით არის დაკავებული. როგორც ჩანს, სხვა გზა არა აქვს, სხვა გზას ვერ ხედავენ, გარდა იმისა, რომ ებრძოლონ ოპოზიციას", – აღნიშნა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა