შსს-მ ე.წ "მაზავშიკები" დააკავა

შსს-მ ე.წ "მაზავშიკები" დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ "მაზავშიკები" დააკავეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ორი თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ე.წ "მაზავშიკები" - ვასილ ლ, მამუკა კ, ბუბა ბ, ნუგზარ დ, გიორგი ჯ, გრიგოლ ლ. და ლუკა მ. არიან დაკავებულები.

მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საშუალებით, სპორტული თამაშების შედეგებთან დაკავშირებით უკანონო ფსონებს იღებდნენ. მოთამაშეები წაგებული თანხის გადასახდელად და სოლიდური თანხების შესაგროვებლად სხვადასხვა სახის დანაშაულს, კერძოდ, ქურდობას, ძარცვას და ყაჩაღობას სჩადიოდნენ, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ აღკვეთეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოთამაშეები წაგებული ფულის სანაცვლოდ გადასცემდნენ, ან ალომბარდებდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას ბინებისა და ავტომანქანების სახით. წაგებული ფულის დაგვიანების შემთხვევაში, მოთამაშეებსა და ბრალდებულებს შორის იმართებოდა სისხლიანი გარჩევები, ხოლო რიგ შემთხვევაში, ეს გარჩევები თვითმკვლელობით მთავრდებოდა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ვასილ ლ, მამუკა კ. და ბუბა ბ. წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.

გამოძიება რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ