სურსათის ეროვნული სააგენტო უახლოესი 3 თვის განმავლობაში მაღალი რისკის შემცველ ობიექტებს - საბავშვო ბაღების კვების ბლოკებსა და სკოლის სასადილოებს შეამოწმებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ბაგა-ბაღების სასადილოების პერსონალისათვის სააგენტო ატარებს ტრენინგს შემდეგ თემაზე: "ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის".
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები, მთავარი სპეციალისტ-ინსპექტორები.
ტრენინგი ჩატარდება 1, 2 და 9 მარტს, 12, 13 აპრილს თბილისში, სასტუმრო "თბილისი მარიოტში"; 3, 4 მაისს - ბათუმსა და ქუთაისში.
"ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის" ხორციელდება სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა განვითარება - საქართველო (CBA-G) პროექტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.