სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი დები მეხმარებიან" - რით ირჩენენ თავს ოპოზიციის ლიდერები
"ჩემი დები მეხმარებიან" - რით ირჩენენ თავს ოპოზიციის ლიდერები

პო­ლი­ტი­კა­ში თუ ხარ (მით უმე­ტეს, რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის ლი­დე­რი), იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი მა­ინც უნდა გქონ­დეს, რომ პარ­ტი­ის ოფი­სი შე­ი­ნა­ხო და რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვისტს ხელ­ფა­სი გა­და­უ­ხა­დო. ამ მხრივ, პარ­ლა­მენ­ტა­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად არი­ან - ხელ­ფა­სი აქვთ და პრე­მი­ებ­საც იღე­ბენ (თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი სუ­ლაც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხელ­ფას­ზე). აი, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა კი რთუ­ლია - სა­კუ­თა­რი თავი თა­ვად­ვე უნდა შე­ი­ნა­ხო. მოკ­ლედ, და­ვინ­ტე­რეს­დით, რით ირ­ჩე­ნენ თავს არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი.

კახა კუ­კა­ვა (პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი): ჩემი მე­უღ­ლის გარ­და, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და­საქ­მე­ბუ­ლია, სა­ერ­თო შე­მო­სა­ვა­ლი 4000 ლარს შე­ად­გენს. სა­წარ­მო ჩვენ არ გვაქვს და ფარ­თი, რო­მელ­საც გა­ვა­ქი­რა­ვებთ. არც ბან­კში გვი­დევს ფული.

- საკ­მა­რი­სია ეს თან­ხა თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის?

- საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა, გვყოფ­ნის ეს 4000 ლარი.

- პი­რა­დად თქვე­ნი ხელ­ფა­სი რამ­დე­ნი ლა­რია?

- ახლა საკ­რე­ბუ­ლო­ში კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვარ და 2000 ლა­რია ჩემი ხელ­ფა­სი. ადრე 1000 ლარი მე­რი­ცხე­ბო­და, ამა­ვე დროს ბან­კის ვალი მქონ­და და ყო­ველ­თვი­უ­რად ვიხ­დი­დი 600 ლარს. კრე­დი­ტის აღე­ბა წლე­ბის წინ დამ­ჭირ­და სახ­ლის­თვის, ათწ­ლი­ა­ნი სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც უკვე დავ­ფა­რე.

ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია ("ქარ­თუ­ლი და­სის" ლი­დე­რი): ჩემი ხელ­ზე ასა­ღე­ბი ხელ­ფა­სი 600 ლარს შე­ად­გენს, ასე­ვე ვი­ღებ ომის ვე­ტე­რა­ნის პენ­სი­ას. მეხ­მა­რე­ბი­ან ჩემი დები, სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც მიგ­ზავ­ნი­ან ფულს ახ­ლობ­ლე­ბი. მა­მა­ჩემს აქვს ვულ­კა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­აც ჯერ კი­დევ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს გა­ა­კე­თა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ძი­რი­თა­დად სწო­რედ ამ შე­მო­სა­ვა­ლით ვცხოვ­რობთ ოთხი ოჯა­ხი.

- გა­მო­დის მამა გარ­ჩენთ?

- ეს ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სია, ხან­და­ხან არის მუ­შა­ო­ბა, ხან­და­ხან მი­ზე­რუ­ლი თან­ხა შე­მო­დის აქე­დან. ზოგ­ჯერ სხვა შე­მო­სა­ვა­ლიც გვე­მა­ტე­ბა და ასე გაგ­ვაქვს თავი.

ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი ("სა­ხალ­ხო კრე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი): მე ერთ-ერთი ვარ იმ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან, რო­მე­ლიც ისე წა­მო­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან, რო­გორც მი­ვი­და. . არც აგა­რა­კი შე­მი­ძე­ნია და არც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. ბიზ­ნე­სიც არ მაქვს. ფე­ხით ვსე­ირ­ნობ ქუ­ჩა­ში, ან მე­გობ­რე­ბი მა­ტა­რე­ბენ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით. დე­პუ­ტა­ტის პენ­სია მე­რი­ცხე­ბა, ეს თან­ხა 600 ლარს შე­ად­გენს. ასე­ვე, ვკი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და სწო­რედ ეს არის ჩემი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი. არ ვარ შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ბან­კის ვა­ლე­ბიც კი არ მაქვს. ჯო­ბია ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჩა­წე­როთ, ვინც ბევ­რი ფული, მი­ლი­ო­ნე­ბი იშო­ვა პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის დროს, ამ თვალ­საზ­რი­სით ჩემ­გან სა­ინ­ტე­რე­სოს ვე­რა­ფერს გა­ი­გებთ.

ლე­ვან ვე­ფხვა­ძე ("ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი): პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვარ, ჩემი მე­უღ­ლეც მუ­შა­ობს და ეს არის ჩვე­ნი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი. საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა გვაქვს სა­ერ­თო ჯამ­ში.

- რამ­დე­ნია თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 3700 ლარი.

- სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი არ გაქვთ?

- პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნის დროს არ მქონ­და ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- იცით რა ბიზ­ნესს წა­მო­ი­წყებთ?

- ჯერ არა­ფე­რი ვიცი.

- სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე რამ­დე­ნი გაქვთ?

- მე ბან­კში თან­ხა არ მაქვს და არც ბან­კის ვალი.

ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე ( "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი): ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი ძა­ლი­ან მი­ზე­რუ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვარ და სწო­რედ ამ ხელ­ფა­სით ვცხოვ­რობ. არას­დროს მქო­ნია სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი, სი­ა­მოვ­ნე­ბით მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამის ნიჭი არ მაქვს. ვნა­ხოთ მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა. სა­მო­მავ­ლოდ უფრო სო­ფე­ლი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად მო­ვახ­დენ ამის რე­ა­ლი­ზე­ბას, ჯერ ვერ გე­ტყვით.

– და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნია თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი?

– ხელ­ფასს ემა­ტე­ბა სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხე­ბი და ლექ­ცი­ე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა. პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის დღე­ვან­დელ ხელ­ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით, წინა წლებ­ში ბევ­რად მცი­რე ხელ­ფა­სი გვქონ­და დე­პუ­ტა­ტებს. ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რამ­დე­ნია ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი, ხან ისეა და ხან ასე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ჩემი დები მეხმარებიან" - რით ირჩენენ თავს ოპოზიციის ლიდერები

"ჩემი დები მეხმარებიან" - რით ირჩენენ თავს ოპოზიციის ლიდერები

პოლიტიკაში თუ ხარ (მით უმეტეს, რომელიმე პარტიის ლიდერი), იმდენი შემოსავალი მაინც უნდა გქონდეს, რომ პარტიის ოფისი შეინახო და რამდენიმე აქტივისტს ხელფასი გადაუხადო. ამ მხრივ, პარლამენტარი პოლიტიკოსები უფრო კომფორტულად არიან - ხელფასი აქვთ და პრემიებსაც იღებენ (თუმცა ბევრი მათგანი სულაც არ არის დამოკიდებული ხელფასზე). აი, არასაპარლამენტო ოპოზიციაში ყოფნა კი რთულია - საკუთარი თავი თავადვე უნდა შეინახო. მოკლედ, დავინტერესდით, რით ირჩენენ თავს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები.

კახა კუკავა (პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, საკრებულოს წევრი): ჩემი მეუღლის გარდა, ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია, საერთო შემოსავალი 4000 ლარს შეადგენს. საწარმო ჩვენ არ გვაქვს და ფართი, რომელსაც გავაქირავებთ. არც ბანკში გვიდევს ფული.

- საკმარისია ეს თანხა თქვენი ოჯახისთვის?

- საკმაოდ სოლიდური თანხაა, გვყოფნის ეს 4000 ლარი.

- პირადად თქვენი ხელფასი რამდენი ლარია?

- ახლა საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე ვარ და 2000 ლარია ჩემი ხელფასი. ადრე 1000 ლარი მერიცხებოდა, ამავე დროს ბანკის ვალი მქონდა და ყოველთვიურად ვიხდიდი 600 ლარს. კრედიტის აღება წლების წინ დამჭირდა სახლისთვის, ათწლიანი სესხის ხელშეკრულება იყო, რომელიც უკვე დავფარე.

ჯონდი ბაღათურია ("ქართული დასის" ლიდერი): ჩემი ხელზე ასაღები ხელფასი 600 ლარს შეადგენს, ასევე ვიღებ ომის ვეტერანის პენსიას. მეხმარებიან ჩემი დები, საზღვარგარეთიდანაც მიგზავნიან ფულს ახლობლები. მამაჩემს აქვს ვულკანიზაცია, რომლის პრივატიზაციაც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს გააკეთა და შეიძლება ითქვას, ძირითადად სწორედ ამ შემოსავალით ვცხოვრობთ ოთხი ოჯახი.

- გამოდის მამა გარჩენთ?

- ეს ოჯახური ბიზნესია, ხანდახან არის მუშაობა, ხანდახან მიზერული თანხა შემოდის აქედან. ზოგჯერ სხვა შემოსავალიც გვემატება და ასე გაგვაქვს თავი.

ირაკლი ბათიაშვილი ("სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი): მე ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვანი პოლიტიკოსებიდან, რომელიც ისე წამოვიდა პოლიტიკიდან, როგორც მივიდა. . არც აგარაკი შემიძენია და არც ძვირადღირებული მანქანები. ბიზნესიც არ მაქვს. ფეხით ვსეირნობ ქუჩაში, ან მეგობრები მატარებენ საკუთარი მანქანით. დეპუტატის პენსია მერიცხება, ეს თანხა 600 ლარს შეადგენს. ასევე, ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში და სწორედ ეს არის ჩემი ოჯახის შემოსავალი. არ ვარ შეძლებული ადამიანი, ბანკის ვალებიც კი არ მაქვს. ჯობია ისეთი პოლიტიკოსები ჩაწეროთ, ვინც ბევრი ფული, მილიონები იშოვა პოლიტიკაში ყოფნის დროს, ამ თვალსაზრისით ჩემგან საინტერესოს ვერაფერს გაიგებთ.

ლევან ვეფხვაძე ("ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი): პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ჩემი მეუღლეც მუშაობს და ეს არის ჩვენი ოჯახის შემოსავალი. საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება გვაქვს საერთო ჯამში.

- რამდენია თქვენი შემოსავალი?

- დაახლოებით 3700 ლარი.

- საკუთარი ბიზნესი არ გაქვთ?

- პარლამენტში ყოფნის დროს არ მქონდა ბიზნესის კეთების უფლება, მომავალში გამორიცხული არაფერია, მომავალ არჩევნებზე გამოჩნდება ყველაფერი.

- იცით რა ბიზნესს წამოიწყებთ?

- ჯერ არაფერი ვიცი.

- საბანკო ანგარიშზე რამდენი გაქვთ?

- მე ბანკში თანხა არ მაქვს და არც ბანკის ვალი.

ფიქრია ჩიხრაძე ( "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივანი): ჩემი შემოსავალი ძალიან მიზერულია. მოგეხსენებათ, "მემარჯვენეების" გენერალური მდივანი ვარ და სწორედ ამ ხელფასით ვცხოვრობ. არასდროს მქონია საკუთარი ბიზნესი, სიამოვნებით მექნებოდა, მაგრამ ამის ნიჭი არ მაქვს. ვნახოთ მომავალში რა იქნება. სამომავლოდ უფრო სოფელი და სოფლის მეურნეობა მაინტერესებს, რამდენად მოვახდენ ამის რეალიზებას, ჯერ ვერ გეტყვით.

– დაახლოებით რამდენია თქვენი შემოსავალი?

– ხელფასს ემატება სამივლინებო თანხები და ლექციების ანაზღაურება. პარლამენტარების დღევანდელ ხელფასებთან შედარებით, წინა წლებში ბევრად მცირე ხელფასი გვქონდა დეპუტატებს. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია ჩემი შემოსავალი, ხან ისეა და ხან ასე.

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა