სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ კერი - მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების პირობები დაიცვას
ჯონ კერი - მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების პირობები დაიცვას

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ჯონ კე­რიმ რუ­სეთს 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი "ცე­ცხლის შე­წყვე­ტის" შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვის­კენ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ჯონ კე­რიმ აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის კო­მი­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, რო­მელ­საც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად უძღვე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

"რა თქმა უნდა, მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია, სა­ზღვრე­ბის გავ­ლე­ბა, ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვა - ეს ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, რომ 2008 წლის "ცე­ცხლის შე­წყვე­ტის" შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი და­იც­ვას და კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს", - გა­ნა­ცხა­და ჯონ კე­რიმ.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თქმით, აშშ მი­ე­სალ­მე­ბა კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას.

"თქვე­ნი მცდე­ლო­ბა, კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე არის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და ჩვენ მას ვა­ფა­სებთ. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის თა­ო­ბა­ზე", - დას­ძი­ნა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვა და­ა­ნა­ხა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ე­რი­ერ­თო­ბა მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ჯონ კერი - მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების პირობები დაიცვას

ჯონ კერი - მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების პირობები დაიცვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

შესაბამისი განცხადება ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უძღვება. მისივე განმარტებით, ბარიერების აღმართვა მათთვის მიუღებელია.

"რა თქმა უნდა, მილიტარიზაცია, საზღვრების გავლება, ბარიერების აღმართვა - ეს ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების პირობები დაიცვას და კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების განხორციელებას შესაძლებლობა მისცეს", - განაცხადა ჯონ კერიმ.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ მიესალმება კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას.

"თქვენი მცდელობა, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრასთან დაკავშირებით, ასევე არის აღსანიშნავი და ჩვენ მას ვაფასებთ. შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე", - დასძინა სახელმწიფო მდივანმა. მისივე შეფასებით, საქართველომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მრავალი სერიოზული მიღწევა დაანახა და დარწმუნებულია, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერიერთობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა