სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სამუშაო კაბინეტებში არ შევა
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სამუშაო კაბინეტებში არ შევა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის სხდო­მე­ბის თბი­ლის­ში გა­ნახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, მაგ­რამ რუს­თა­ვე­ლის #8-ის სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტებ­ში არ შევა.

უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ათა­სი პრო­ცენ­ტით" გა­ნუ­ცხა­და, რომ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის კა­ბი­ნე­ტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ამას­თან, მი­სი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მათ­თან არ უსა­უბ­რია და სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის თბი­ლის­ში გა­ნახ­ლე­ბის თე­მა­ზე არა­ნა­ი­რი მსჯე­ლო­ბა არ გა­მარ­თუ­ლა.

პარ­ლა­მენ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პო­ზი­ცი­ის შეც­ვლას არ აპი­რებს.

"არ მეს­მის, ვერ მუ­შა­ობს პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში?! შე­ნო­ბა არ არის?! პი­რო­ბე­ბი არ არის?! ბევ­რი ილა­პა­რა­კეს, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ წე­ლი­წა­დი და სამი თვეა, პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს. რა­ი­მე შე­ფერ­ხე­ბა ყო­ფი­ლა?! რა­ი­მე კა­ნო­ნი ვერ მიგ­ვი­ღია?! გრა­ვი­ტა­ცია დარ­ღვე­უ­ლა ქუ­თა­ის­ში?! რა ახი­რე­ბაა ახლა ეს! ფუ­ლის ხარ­ჯვა­ზე ჩვენ გვე­და­ვე­ბი­ან და თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­სათ­ვის უკვე და­ხარ­ჯუ­ლია რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლარი. ვინ­მემ ამიხ­სნას, რად უნდა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ორი კა­ბი­ნე­ტი? - ესე იგი, ცალ­კე კა­ბი­ნე­ტი ექ­ნე­ბათ თბი­ლის­ში და ცალ­კე - ქუ­თა­ის­ში და რა სა­ჭი­როა ეს ფუ­ფუ­ნე­ბა?! პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა ქუ­თა­ის­ში და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ­თვის არ შე­იც­ვლე­ბა! ამ თე­მა­ზე ჩვენ არ ვვაჭ­რობთ! რო­დე­საც და­ვით ბაქ­რა­ძემ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მო­უ­წო­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში შე­ვი­დეს, მან ეს იმი­ტომ თქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე უკვე ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლოა. მა­შინ ამ ლო­გი­კით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­გე­ბუ­ლია გზე­ბი და ნუ და­დი­ან ამ გზებ­ზე. სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს არის აშე­ნე­ბუ­ლი და ნუ შე­დი­ან იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში. ნუ­ღარ შევ­ლენ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბებ­ში, სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, რო­მე­ლიც ყველ­გან აღ­დგე­ნი­ლი და გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია. ნუ მი­დი­ან და ნუ­ღარ ქე­ი­ფო­ბენ პი­ა­ცა­ზე, რომ აღარ იცი­ან ზა­ფხულ­ში რო­გორ მო­ი­წო­ნონ თავი სტუმ­რებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის სხდო­მე­ბის თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბას, თუ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და თავს კომ­ფორ­ტს უქ­მნი­ან, ჩვენ კო­მი­ტე­ტის სხდო­მებს და­ვეს­წრე­ბით წა­ლენ­ჯი­ხა­შიც, ჩხო­რო­წყუ­შიც, ფოთ­შიც, თე­ლავ­შიც და თბი­ლის­შიც. ჩვენ უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას არ მივ­ცემთ, რომ კო­მი­ტე­ტის სხდო­მებ­ზე მარ­ტო დარ­ჩნენ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მარ­ტო მი­ი­ღონ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტს - მე, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ანს, მანდ სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტი არ მექ­ნე­ბა! რათ უნ­დათ დე­პუ­ტა­ტებს ორი კა­ბი­ნე­ტი?! მი­მაჩ­ნია, რომ დღეს ქვე­ყა­ნას არა აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ დე­პუ­ტა­ტებს ჰქონ­დეთ ორ-ორი კა­ბი­ნე­ტი, ორ-ორი ოფი­სი, ავე­ჯის ორ-ორი კომ­პლექ­ტი ქუ­თა­ის­ში და თბი­ლის­ში და შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ეს ბა­თუმ­შიც მო­უნ­დეს. მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გარ­ღვე­ვის მქო­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­სურსს ამა­ში არ უნდა ხარ­ჯავ­დეს და სხვა სა­ფიქ­რა­ლი უნდა ჰქონ­დეს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­ჭა­ვა­რინ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში ყოფ­ნით ამომ­რჩევ­ლებს დე­პუ­ტა­ტებ­თან შეხ­ვედ­რის მხრივ პრობ­ლე­მა არა აქვთ და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლი­ათ, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი მა­ჟო­რი­ტა­რის ბი­უ­რო­ში ნა­ხონ, დე­პუ­ტა­ტებს სა­სე­სიო პე­რი­ოდ­ში - ქუ­თა­ის­ში, ხოლო არა­სა­სე­სიო დღე­ებ­ში პარ­ტი­ულ ოფი­სებ­ში შეხ­ვდნენ.

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში აღ­დგე­ნი­თი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას მათი ერთ-ერთი ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა დარ­ბა­ზის დაშ­ლა-დე­მონ­ტა­ჟი იყო. ამას­თან, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში რჩე­ბა ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ად­გენს, რომ პარ­ლა­მენ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ქა­ლა­ქი ქუ­თა­ი­სია. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს დე­და­ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხზე უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას შო­რის კონ­სენ­სუ­სის ვერ­მიღ­წე­ვის პი­რო­ბებ­ში, მმარ­თველ გუნდს და­გეგ­მი­ლი აქვს, რომ სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი და სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა თბი­ლის­ში წარ­მარ­თოს, ქუ­თა­ის­ში კი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბი ჩა­ტარ­დეს, ანუ კა­ნო­ნე­ბი ქუ­თა­ის­ში მი­ი­ღონ.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­რუ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვარ­ში მოხ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სამუშაო კაბინეტებში არ შევა

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სამუშაო კაბინეტებში არ შევა

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის კომიტეტის სხდომების თბილისში განახლების შემთხვევაში მასში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ რუსთაველის #8-ის სამუშაო კაბინეტებში არ შევა.

უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" "ათასი პროცენტით" განუცხადა, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის კაბინეტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ გამოიყენებენ. ამასთან, მისივე ცნობით, აღნიშნულ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მათთან არ უსაუბრია და საპარლამენტო საქმიანობის თბილისში განახლების თემაზე არანაირი მსჯელობა არ გამართულა.

პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

"არ მესმის, ვერ მუშაობს პარლამენტი ქუთაისში?! შენობა არ არის?! პირობები არ არის?! ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წელიწადი და სამი თვეა, პარლამენტი ქუთაისში ნორმალურად მუშაობს. რაიმე შეფერხება ყოფილა?! რაიმე კანონი ვერ მიგვიღია?! გრავიტაცია დარღვეულა ქუთაისში?! რა ახირებაა ახლა ეს! ფულის ხარჯვაზე ჩვენ გვედავებიან და თბილისში, პარლამენტის შენობისათვის უკვე დახარჯულია რამდენიმე მილიონი ლარი. ვინმემ ამიხსნას, რად უნდა პარლამენტის წევრს ორი კაბინეტი? - ესე იგი, ცალკე კაბინეტი ექნებათ თბილისში და ცალკე - ქუთაისში და რა საჭიროა ეს ფუფუნება?! პარლამენტი იქნება ქუთაისში და ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის არ შეიცვლება! ამ თემაზე ჩვენ არ ვვაჭრობთ! როდესაც დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შევიდეს, მან ეს იმიტომ თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლე უკვე ქვეყნის სიმბოლოა. მაშინ ამ ლოგიკით, მიხეილ სააკაშვილის დაგებულია გზები და ნუ დადიან ამ გზებზე. სააკაშვილის დროს არის აშენებული და ნუ შედიან იუსტიციის სახლში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში. ნუღარ შევლენ პოლიციის შენობებში, სასამართლოებში, რომელიც ყველგან აღდგენილი და გარემონტებულია. ნუ მიდიან და ნუღარ ქეიფობენ პიაცაზე, რომ აღარ იციან ზაფხულში როგორ მოიწონონ თავი სტუმრებთან. რაც შეეხება პარლამენტის კომიტეტის სხდომების თბილისში ჩატარებას, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და თავს კომფორტს უქმნიან, ჩვენ კომიტეტის სხდომებს დავესწრებით წალენჯიხაშიც, ჩხოროწყუშიც, ფოთშიც, თელავშიც და თბილისშიც. ჩვენ უმრავლესობას საშუალებას არ მივცემთ, რომ კომიტეტის სხდომებზე მარტო დარჩნენ და გადაწყვეტილებები მარტო მიიღონ. რაც შეეხება სამუშაო კაბინეტს - მე, მიხეილ მაჭავარიანს, მანდ სამუშაო კაბინეტი არ მექნება! რათ უნდათ დეპუტატებს ორი კაბინეტი?! მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ დეპუტატებს ჰქონდეთ ორ-ორი კაბინეტი, ორ-ორი ოფისი, ავეჯის ორ-ორი კომპლექტი ქუთაისში და თბილისში და შემდეგ შეიძლება ვინმეს ეს ბათუმშიც მოუნდეს. მილიონიანი გარღვევის მქონე ხელისუფლება რესურსს ამაში არ უნდა ხარჯავდეს და სხვა საფიქრალი უნდა ჰქონდეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მაჭავარინმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ირწმუნება, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნით ამომრჩევლებს დეპუტატებთან შეხვედრის მხრივ პრობლემა არა აქვთ და სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ, მაჟორიტარი დეპუტატი მაჟორიტარის ბიუროში ნახონ, დეპუტატებს სასესიო პერიოდში - ქუთაისში, ხოლო არასასესიო დღეებში პარტიულ ოფისებში შეხვდნენ.

წელიწადზე მეტია, რაც რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში აღდგენითი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას მათი ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, პარლამენტის შენობაში არსებული ყველა დარბაზის დაშლა-დემონტაჟი იყო. ამასთან, კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომელიც ადგენს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა ქალაქი ქუთაისია. საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნების საკითხზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსენსუსის ვერმიღწევის პირობებში, მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს, რომ საკომიტეტო სხდომები, შეხვედრები და სხვა საპარლამენტო საქმიანობა თბილისში წარმართოს, ქუთაისში კი პლენარული სხდომები ჩატარდეს, ანუ კანონები ქუთაისში მიიღონ.

წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში ნაწილობრივი დაბრუნება, დაახლოებით თვენახევარში მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა