პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავაფესვიანოთ ქოთნის და ბაღის მცენარე
როგორ დავაფესვიანოთ ქოთნის და ბაღის მცენარე

თე­ბერ­ვლის ბოლო რი­ცხვე­ბი მცე­ნა­რე­თა გამ­რავ­ლე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო დროა. რად­გა­ნაც ამ დროს ვე­გე­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი იწყე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რა ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა მცე­ნა­რეს არ ეხე­ბა. რო­დის და რო­გორ გავ­სხლათ მცე­ნა­რე­ე­ბი, და­ვა­ფეს­ვი­ა­ნოთ და დავრგოთ სხვა­დას­ხვა ჯი­შის ყვა­ვი­ლე­ბი, თქვენს კი­თხვებს დენ­დრო­ლო­გი, პა­ა­ტა ტო­გო­ნი­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

მა­რი­ა­მი: მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ მო­ვუ­ა­რო და გა­ვამ­რავ­ლო დრა­ცე­ნა სან­დერა?

-დრა­ცე­ნა სან­დერა საკ­მა­ოდ გამ­ძლე მცე­ნა­რეა. +20 გრა­დუ­სი­დან +40 გრა­დუ­სამ­დე სით­ბოს უძ­ლებს, ასე­ვე -18 გრა­დუ­სამ­დე ყინ­ვა­საც უძ­ლებს. ძი­რი­თა­დად ეს მცე­ნა­რე აქვთ ოთა­ხებ­ში. სა­დაც დრა­ცე­ნაა მო­თავ­სე­ბუ­ლი ის ოთა­ხი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნი­ავ­დე­ბო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა გამ­რავ­ლე­ბას კალ­მით მრავ­ლდე­ბა დრა­ცე­ნა სან­დერა.

ნანა: რო­გორ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნო ნაძ­ვის ტოტი? ჩავ­დო წყალ­ში? თუ ქვი­შა­ში? და რამ­დე­ნი დღე ჭირ­დე­ბა და­ფეს­ვი­ა­ნე­ბას?

-წი­წოვ­ნე­ბი შე­და­რე­ბით ძნე­ლად ფეს­ვი­ან­დე­ბი­ან, მათ­გან კი ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად ფეს­ვი­ან­დე­ბა ტუია და ღვია. არა­ნა­ი­რი წყა­ლი არ სჭირ­დე­ბა მათ და­ფეს­ვი­ა­ნე­ბას. ნაძ­ვის და­ფეს­ვი­ა­ნე­ბა შე­და­რე­ბით რთუ­ლი პრო­ცე­სია. მისი და­ფეს­ვი­ა­ნე­ბის დროს უნდა ჩავ­ყა­როთ მიწა 15-20 სმ სიღ­რმე­ზე , ზე­მო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5 სმ-ზე მო­ვა­ყა­როთ გა­რე­ცხი­ლი სილა. ამის შემ­დეგ უნდა ავი­ღოთ ნაძ­ვის ერთ წლი­ა­ნი ტოტი, და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს კა­ლა­მი უნდა ჩავ­დოთ წყალ­ში, წყლი­დან ამო­ღე­ბის შემ­დეგ უნდა დავ­სე­როთ , ამის შემ­დეგ კი ვდებთ სპე­ცი­ა­ლურ სტი­მუ­ლა­ტო­რებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით2-6 სა­ა­თი. და­მუ­შა­ვე­ბულ კა­ლამს ვა­თავ­სებთ სპე­ცი­ა­ლუ­რად გამ­ზა­დე­ბულ სუპსტრაქ­ტში, რის შემ­დე­გა­დაც და­ფეს­ვი­ა­ნე­ბას რამ­დე­ნი­მე თვე სჭირ­დე­ბა. ასე­ვე ნაძ­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი რომ კარ­გად და­ფეს­ვი­ან­დეს. ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ქვი­შას სა­დაც კა­ლა­მი ჩავ­დეთ, აუ­ცი­ლე­ბე­ია იგი იყოს ტე­ნი­ა­ნი და არ გა­მოშ­რეს.

ნინო: გთხოვთ მირ­ჩი­ეთ, რო­გორ მო­ვუ­ა­რო ჩი­ნურ ვარდს?

-ჩი­ნურ ვარდს სჭირ­დე­ბა ნა­თე­ლი მზი­ა­ნი ად­გი­ლი, მას არ უყ­ვარს ჩრდი­ლი. იგი და­ახ­ლო­ე­ბით 2მ-მდე სი­მაღ­ლე­ზე იზ­რდე­ბა თა­ვი­სუფ­ლად თუ გა­ვუშ­ვებთ, მაგ­რამ თუ გვინ­და ლა­მა­ზი მცე­ნა­რე მი­ვი­ღოთ სა­სურ­ვე­ლია გა­ზა­ფხულ­ზე გავ­სხლათ ხოლ­მე. გა­ზა­ფხულ­ზე ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია კა­ლუ­მი­ნი­ა­ნი სა­სუ­ქი მი­ვაყ­რათ, რაც ყვა­ვი­ლო­ბა­ში ხელს შე­უ­წყობს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მი­წის გა­ფხვი­ე­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მი­წას არ უნდა იყოს მშრა­ლი.

თაკო: მაქვს სამი სა­ხე­ო­ბის პა­ტარ­ძა­ლა. გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბას თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად გასცვივ­დათ ფოთ­ლე­ბი, რო­გო­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა ამ მცე­ნა­რეს, იქ­ნებ გვირ­ჩი­ოთ რამე?

-მას ფოთ­ლე­ბი სი­ცი­ვის გამო გასცვივ­და. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ეგაა. თა­კოს თუ მცე­ნა­რე ქო­თან­ში აქვს მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ე­ტა­ნა სით­ბო­ში და ნა­თელ ად­გილ­ზე უნდა და­ედ­გა. ზამ­თარ­ში ყინ­ვე­ბის დროს თუ გა­რეთ დავ­ტო­ვეთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ფუჭ­დე­ბა მცე­ნა­რე.

ნინო: რო­გორ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნო გლი­ცი­ნი?

-ავი­ღოთ მცი­რე ზო­მის ყუთი. სა­სურ­ვე­ლია მისი სიღ­რმე იყოს 20-25სმ. ჩავ­ყა­როთ მას­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15სმ-ს სიღ­რმე­ზე მიწა, შემ­დეგ ზე­მო­დან მო­ვა­ყა­როთ გა­რე­ცხი­ლი სილა. ვი­ღებთ მცე­ნა­რის კა­ლამს, მას­ზე უნდა იყოს 2 კვირ­ტი მა­ინც და მას ვამ­ზა­დებთ ამ გამ­ზა­დე­ბულ ნი­ა­დაგ­ში. გლი­ცი­ნის და­ფეს­ვი­ა­ნე­ბა უნდა მოხ­დეს სა­ნამ კვირ­ტე­ბი გა­იშ­ლე­ბა. ნი­ა­და­გი არ უნდა გა­მოშ­რეს. მისი პე­რი­ო­დუ­ლად მორ­წყვა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს. თუ და­ფეს­ვი­ა­ნე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე კა­ლამს და­ვა­კალ­მებთ, მათ შო­რის მან­ძი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ტო­ვე­ბუ­ლი. მე რე­კო­მენ­და­ცი­ას და­სა­ფეს­ვი­ა­ნე­ბელ სტი­მუ­ლა­ტო­რებ­საც ვუ­წევ, ის მცე­ნა­რეს გა­ხა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ნინო: რო­გორ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნო ვარ­დი? არა­ერ­თხელ მიც­დია წყალ­ში და­ფეს­ვი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ან წყალ­ში ლპე­ბა ან მი­წა­ში გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ხმე­ბა.

-ვარ­დის წყალ­ში და­ფეს­ვი­ა­ნე­ბა არ ხდე­ბა, იგი მი­წა­ში უნდა და­ვა­ფეს­ვი­ა­ნოთ. მისი და­ფეს­ვი­ა­ნე­ბაც კალ­მით ხდე­ბა სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რად გამ­ზა­დე­ბულ მი­წა­ში ვდებთ. მორ­წყვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ოღონდ ზო­მი­ე­რად.

ვახო: მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ მო­ვუ­ა­რო და რო­დის დავ­თე­სო პე­ტუ­ნია. ასე­ვე მაქვს ფე­რა­დი ვარ­დის თეს­ლე­ბი და რა პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა რომ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნო და კარ­გი ნერ­გე­ბი ამო­ვი­დეს.

-პე­ტუ­ნი­აც და ვარ­დიც ადრე გა­ზა­ფხუ­ზე უნდა და­ი­თე­სოს. და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მცე­ნა­რე უნდა გაღ­ვივ­დეს და ამო­ვი­დეს. ეს აღ­მო­ნა­ცე­ნი სა­სურ­ვე­ლია გა­და­ვი­ტა­ნოთ მცი­რე ზო­მის ჭურ­ჭელ­ში სა­დაც გა­იზ­რდე­ბა. თეს­ლის და­თეს­ვის შემ­დეგ მორ­წყვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ისე­თი დო­ზით არა, რომ თეს­ლი დალ­პეს.

სალო: რო­გორ გა­ვამ­რავ­ლო ალოე, და რო­გორ მო­ვუ­ა­რო?

-ალოე საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი გა­სამ­რავ­ლე­ბე­ლია. ადრე გა­ზა­ფხულ­ზე ან თუნ­დაც ზა­ფხულ­ში მცე­ნა­რეს შეგ­ვიძ­ლია მო­ვა­ტე­ხოთ ტოტი , 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­დოთ ისე რომ გა­მოშ­რეს, გა­მოშ­რო­ბის შემ­დეგ კი ქვი­შა­ში ჩავ­დებთ და გა­ი­ხა­რებს. მორ­წყვა აქაც უნდა, რა თქმა უნდა ზო­მი­ე­რად.

ილია: მაქვს ბრო­წე­უ­ლის ხე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი გამ­რავ­ლე­ბა?

-ბრო­წე­უ­ლის გამ­რავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც და­თეს­ვით ისე კალ­მი­თაც. მაგ­რამ ბრო­წე­ულ­მა რომ არ და­კარ­გოს თა­ვი­სი თვი­სე­ბე­ბი, ამი­ტომ მე კალ­მით გამ­რავ­ლე­ბას ვურ­ჩევ. აქ არ არის სირ­თუ­ლე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ადრე გა­ზა­ფხულ­ზე იჭ­რე­ბა კა­ლა­მი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­წა­ში შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ფეს­ვი­ა­ნოთ.

ილია: კვა­ხის ჩი­თი­ლი უნდა გა­კეთ­დეს თუ პირ­და­პირ და­ი­თე­სოს და რო­დის არის სა­სურ­ვე­ლი?

-თუ ჯერ ჩი­თი­ლის გა­მოყ­ვა­ნა გსურთ, სა­სურ­ვე­ლია ზამ­თრის ბო­ლოს თბილ ად­გილ­ზე და­ი­თე­სოს და ჩი­თი­ლი იქ გა­მო­იყ­ვა­ნოთ და შემ­დეგ გა­ზა­ფხულ­ზე გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩი­თი­ლი დარ­გოთ ნი­ა­დაგ­ში, რაც შე­დეგს უფრო ადრე მოგ­ვცემს. თუ პირ­და­პირ და­თეს­ვა გინ­დათ, მა­შინ აპ­რი­ლის თვე­ში შე­გიძ­ლი­ათ და­თე­სოთ. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში დრო უფრო მეტი სჭირ­დე­ბა.

მარ­თა: რო­გორ გა­ვამ­რავ­ლოთ და მო­ვუ­ა­როთ ჟას­მი­ნი­სებრ გარ­დე­ნი­ას. შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი გა­ხა­რე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში?- გთხოვთ დაწ­ვრი­ლე­ბით აგ­ვიხ­სნა.

-ჟას­მი­ნი­სებ­რი გარ­დე­ნია ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში უფრო ძნე­ლი მო­სავ­ლე­ლია, ამ მცე­ნა­რეს უფრო გა­რეთ რგა­ვენ. ჟას­მი­ნი­სებრ გარ­დე­ნი­ას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მე­ტად უჭირს გა­ხა­ა­რე­ბა , ეს მცე­ნა­რე და­სავ­ლეთ­ში უკე­თე­სად ხა­რობს. ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში ამ მცე­ნა­რის გა­ხა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა თუ მას ტორ­ფით გა­მოვ­კვე­ბავთ. ზა­ფხულ­ში იგი აუ­ცი­ლებ­ლად გა­რეთ უნდა და­იდ­გას. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ნი­ა­და­გი არ უნდა გა­მოშ­რეს, სა­სურ­ვე­ლია მისი ხში­რი მორ­წყვა.

გვან­ცა: რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ტი­ტებს? ბევ­რი ყვა­ვილს არ იკე­თებს.

-როცა იყ­ვა­ვი­ლებს ტიტა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ბოლ­ქვის ნი­ა­და­გი­დან ამო­ღე­ბა. ეს უნდა მოხ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით აპ­რილ ან მა­ი­სის თვე­ში. ბოლ­ქვებს შემ­დეგ გრილ, ბნელ და მშრალ ად­გილ­ზე შე­ვი­ნა­ხავთ ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბრის თვემ­დე. ზამ­თარ­ში კი ისევ მი­წა­ში ჩავ­დებთ ბოლ­ქვებს. გა­ზა­ფხულ­ზე კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აყ­ვავ­დე­ბა. როცა ნი­ა­და­გი­დან არ ვი­ღებთ, მა­შინ იკარ­გე­ბა ეს ბოლ­ქვი რაც ხელს უშ­ლის ყვა­ვი­ლო­ბას.

ლიკა: რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ბა­რა­ქის ხეს. მა­ინ­ტე­რე­სებს, ზა­ფხულ­ში პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბი უხ­დე­ბა თუ არა და რო­მე­ლი სა­სუ­ქე­ბი რა დროს უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო?

-ყვე­ლა მცე­ნა­რის­თვის სა­სუ­ქი სა­სურ­ვე­ლია და ამის­თვის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი არ­სე­ბობს. ამ სემ­თხვე­ვა­ში არც ბა­რა­ქის ხეა გა­მო­ნაკ­ლი­სი. მცე­ნა­რე რო­დე­საც ვე­გე­ტა­ცი­ას იწყებს იმ პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლია მივ­ცეთ აზო­ტის შემ­ცვე­ლი სა­სუ­ქე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მცე­ნა­რის ზრდას უწყობს ხელს. შემ­დეგ უკვე შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში კა­ლუ­მი­ნი­ა­ნი და ფოს­ფო­რი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბია სა­სურ­ვე­ლი. ბა­რა­ქის ხის­თვის სა­სუ­ქებ­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია კარ­გი გა­ნა­თე­ბაც. მას სჭირ­დე­ბა სი­ნათ­ლე გან­სა­კუთ­რე­ე­ბით ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში.

გვან­ცა: ოთახ­ში, ქო­თან­ში თუა შე­საძ­ლე­ბე­ლი ტი­ტე­ბის გაზ­რდა?

-კი შე­საძ­ლე­ბე­ლია უპ­რობ­ლე­მოდ, უბ­რა­ლოდ ტი­ტის ბოლ­ქვე­ბი ქო­თან­ში შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა ჩა­ი­თე­სოს. ქოთ­ნის და­დე­ბა კი სი­ცი­ვე­შია სა­სურ­ვე­ლი. გა­ზა­ფხულ­ზე იგი ჩვე­უ­ლებ­რივ ამო­ვა და იყ­ვა­ვი­ლებს.

თა­მუ­ნა: მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნო ოთა­ხის ია?

-ოთა­ხის ია წყალ­ში ფო­თო­ლის ჩა­დე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა და­ფეს­ვი­ან­დეს.

ეკა: რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ტი­ტებს? ბევ­რი ყვა­ვილს არ იკე­თებს, სულ ცალ ფოთ­ლი­ა­ნე­ბი ამო­დის.

-ტი­ტე­ბის მოვ­ლის წესი უკვე ავღ­ნიშ­ნე, ეკას კი­დევ ერთხელ ვე­ტყვი რომ ტი­ტამ რომ იყ­ვა­ვი­ლოს აუ­ცი­ლე­ბე­ლა მისი ბოლ­ქვის ამო­ღე­ბა, ეს ამ შემ­თხვე­ვა­შიც მთა­ვა­რი პი­რო­ბაა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

გამარჯობა როგორ დავაფესვიანო მიხაკი?

ნინო
1

როგორ დავაფესვიანო ალოე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

როგორ დავაფესვიანოთ ქოთნის და ბაღის მცენარე

როგორ დავაფესვიანოთ ქოთნის და ბაღის მცენარე

თებერვლის ბოლო რიცხვები მცენარეთა გამრავლებისათვის საუკეთესო დროა. რადგანაც ამ დროს ვეგეტაციის პერიოდი იწყება და ტემპერატურა ყოველდღიურად მატულობს. თუმცა, ეს ყველა მცენარეს არ ეხება. როდის და როგორ გავსხლათ მცენარეები, დავაფესვიანოთ და დავრგოთ სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, თქვენს კითხვებს დენდროლოგი, პაატა ტოგონიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მარიამი: მაინტერესებს როგორ მოვუარო და გავამრავლო დრაცენა სანდერა?

-დრაცენა სანდერა საკმაოდ გამძლე მცენარეა. +20 გრადუსიდან +40 გრადუსამდე სითბოს უძლებს, ასევე -18 გრადუსამდე ყინვასაც უძლებს. ძირითადად ეს მცენარე აქვთ ოთახებში. სადაც დრაცენაა მოთავსებული ის ოთახი აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს. რაც შეეხება გამრავლებას კალმით მრავლდება დრაცენა სანდერა.

ნანა: როგორ დავაფესვიანო ნაძვის ტოტი? ჩავდო წყალში? თუ ქვიშაში? და რამდენი დღე ჭირდება დაფესვიანებას?

-წიწოვნები შედარებით ძნელად ფესვიანდებიან, მათგან კი ყველაზე ადვილად ფესვიანდება ტუია და ღვია. არანაირი წყალი არ სჭირდება მათ დაფესვიანებას. ნაძვის დაფესვიანება შედარებით რთული პროცესია. მისი დაფესვიანების დროს უნდა ჩავყაროთ მიწა 15-20 სმ სიღრმეზე , ზემოდან დაახლოებით 5 სმ-ზე მოვაყაროთ გარეცხილი სილა. ამის შემდეგ უნდა ავიღოთ ნაძვის ერთ წლიანი ტოტი, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ეს კალამი უნდა ჩავდოთ წყალში, წყლიდან ამოღების შემდეგ უნდა დავსეროთ , ამის შემდეგ კი ვდებთ სპეციალურ სტიმულატორებში დაახლოებით2-6 საათი. დამუშავებულ კალამს ვათავსებთ სპეციალურად გამზადებულ სუპსტრაქტში, რის შემდეგადაც დაფესვიანებას რამდენიმე თვე სჭირდება. ასევე ნაძვისთვის აუცილებელია შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი რომ კარგად დაფესვიანდეს. ყურადღება მივაქციოთ ქვიშას სადაც კალამი ჩავდეთ, აუცილებეია იგი იყოს ტენიანი და არ გამოშრეს.

ნინო: გთხოვთ მირჩიეთ, როგორ მოვუარო ჩინურ ვარდს?

-ჩინურ ვარდს სჭირდება ნათელი მზიანი ადგილი, მას არ უყვარს ჩრდილი. იგი დაახლოებით 2მ-მდე სიმაღლეზე იზრდება თავისუფლად თუ გავუშვებთ, მაგრამ თუ გვინდა ლამაზი მცენარე მივიღოთ სასურველია გაზაფხულზე გავსხლათ ხოლმე. გაზაფხულზე ასევე სასურველია კალუმინიანი სასუქი მივაყრათ, რაც ყვავილობაში ხელს შეუწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს მიწის გაფხვიერება. რაც შეეხება მიწას არ უნდა იყოს მშრალი.

თაკო: მაქვს სამი სახეობის პატარძალა.  გვიან შემოდგომაზე  სამივე სახეობას თითქმის ერთდროულად გასცვივდათ ფოთლები, როგორი მოვლა სჭირდება ამ მცენარეს, იქნებ გვირჩიოთ რამე?

-მას ფოთლები სიცივის გამო გასცვივდა. ერთადერთი მიზეზი ეგაა. თაკოს თუ მცენარე ქოთანში აქვს მას აუცილებლად უნდა შეეტანა სითბოში და ნათელ ადგილზე უნდა დაედგა. ზამთარში ყინვების დროს თუ გარეთ დავტოვეთ, აუცილებლად გაფუჭდება მცენარე.

ნინო: როგორ დავაფესვიანო გლიცინი?

-ავიღოთ მცირე ზომის ყუთი. სასურველია მისი სიღრმე იყოს 20-25სმ. ჩავყაროთ მასში დაახლოებით 15სმ-ს სიღრმეზე მიწა, შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ გარეცხილი სილა. ვიღებთ მცენარის კალამს, მასზე უნდა იყოს 2 კვირტი მაინც და მას ვამზადებთ ამ გამზადებულ ნიადაგში. გლიცინის დაფესვიანება უნდა მოხდეს სანამ კვირტები გაიშლება. ნიადაგი არ უნდა გამოშრეს. მისი პერიოდულად მორწყვა აუცილებლად უნდა მოხდეს. თუ დაფესვიანებისას რამდენიმე კალამს დავაკალმებთ, მათ შორის მანძილი აუცილებლად უნდა იყოს დატოვებული. მე რეკომენდაციას დასაფესვიანებელ სტიმულატორებსაც ვუწევ, ის მცენარეს გახარებაში ეხმარება.

ნინო: როგორ დავაფესვიანო ვარდი? არაერთხელ მიცდია წყალში დაფესვიანება, მაგრამ ან წყალში ლპება ან მიწაში გადატანის შემდეგ ხმება.

-ვარდის წყალში დაფესვიანება არ ხდება, იგი მიწაში უნდა დავაფესვიანოთ. მისი დაფესვიანებაც კალმით ხდება სადაც სპეციალურად გამზადებულ მიწაში ვდებთ. მორწყვა აუცილებელია, ოღონდ ზომიერად.

ვახო: მაინტერესებს როგორ მოვუარო და როდის დავთესო პეტუნია. ასევე მაქვს ფერადი ვარდის თესლები და რა პირობები სჭირდება რომ დავაფესვიანო და კარგი ნერგები ამოვიდეს.

-პეტუნიაც და ვარდიც ადრე გაზაფხუზე უნდა დაითესოს. დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში მცენარე უნდა გაღვივდეს და ამოვიდეს. ეს აღმონაცენი სასურველია გადავიტანოთ მცირე ზომის ჭურჭელში სადაც გაიზრდება. თესლის დათესვის შემდეგ მორწყვა აუცილებელია, მაგრამ ისეთი დოზით არა, რომ თესლი დალპეს.

სალო: როგორ გავამრავლო ალოე, და როგორ მოვუარო?

-ალოე საკმაოდ ადვილი გასამრავლებელია. ადრე გაზაფხულზე ან თუნდაც ზაფხულში მცენარეს შეგვიძლია მოვატეხოთ ტოტი , 2 დღის განმავლობაში დავდოთ ისე რომ გამოშრეს, გამოშრობის შემდეგ კი ქვიშაში ჩავდებთ და გაიხარებს. მორწყვა აქაც უნდა, რა თქმა უნდა ზომიერად.

ილია: მაქვს ბროწეულის ხე, როგორ შეიძლება მისი გამრავლება?

-ბროწეულის გამრავლება შეიძლება როგორც დათესვით ისე კალმითაც. მაგრამ ბროწეულმა რომ არ დაკარგოს თავისი თვისებები, ამიტომ მე კალმით გამრავლებას ვურჩევ. აქ არ არის სირთულე. ჩვეულებრივად ადრე გაზაფხულზე იჭრება კალამი და ჩვეულებრივად მიწაში შეგვიძლია დავაფესვიანოთ.

ილია: კვახის ჩითილი უნდა გაკეთდეს თუ პირდაპირ დაითესოს და როდის არის სასურველი?

-თუ ჯერ ჩითილის გამოყვანა გსურთ, სასურველია ზამთრის ბოლოს თბილ ადგილზე დაითესოს და ჩითილი იქ გამოიყვანოთ და შემდეგ გაზაფხულზე გამზადებული ჩითილი დარგოთ ნიადაგში, რაც შედეგს უფრო ადრე მოგვცემს. თუ პირდაპირ დათესვა გინდათ, მაშინ აპრილის თვეში შეგიძლიათ დათესოთ. თუმცა ამ შემთხვევაში დრო უფრო მეტი სჭირდება.

მართა: როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჟასმინისებრ გარდენიას. შეიძლება თუ არა მისი გახარება სახლის პირობებში?- გთხოვთ დაწვრილებით აგვიხსნა.

-ჟასმინისებრი გარდენია ოთახის პირობებში უფრო ძნელი მოსავლელია, ამ მცენარეს უფრო გარეთ რგავენ. ჟასმინისებრ გარდენიას აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად უჭირს გახაარება , ეს მცენარე დასავლეთში უკეთესად ხარობს. ოთახის პირობებში ამ მცენარის გახარება შეიძლება თუ მას ტორფით გამოვკვებავთ. ზაფხულში იგი აუცილებლად გარეთ უნდა დაიდგას. ამ შემთხვევაშიც ნიადაგი არ უნდა გამოშრეს, სასურველია მისი ხშირი მორწყვა.

გვანცა: როგორ მოვუაროთ ტიტებს? ბევრი ყვავილს არ იკეთებს.

-როცა იყვავილებს ტიტა აუცილებელია მისი ბოლქვის ნიადაგიდან ამოღება. ეს უნდა მოხდეს დაახლოებით აპრილ ან მაისის თვეში. ბოლქვებს შემდეგ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილზე შევინახავთ ოქტომბერ-ნოემბრის თვემდე. ზამთარში კი ისევ მიწაში ჩავდებთ ბოლქვებს. გაზაფხულზე კი ჩვეულებრივად აყვავდება. როცა ნიადაგიდან არ ვიღებთ, მაშინ იკარგება ეს ბოლქვი რაც ხელს უშლის ყვავილობას.

ლიკა: როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს. მაინტერესებს, ზაფხულში პირდაპირი მზის სხივები უხდება თუ არა და რომელი სასუქები რა დროს უნდა გამოვიყენო?

-ყველა მცენარისთვის სასუქი სასურველია და ამისთვის გარკვეული პერიოდები არსებობს. ამ სემთხვევაში არც ბარაქის ხეა გამონაკლისი. მცენარე როდესაც ვეგეტაციას იწყებს იმ პერიოდში სასურველია მივცეთ აზოტის შემცველი სასუქები. ეს ყველაფერი მცენარის ზრდას უწყობს ხელს. შემდეგ უკვე შემოდგომის პერიოდში კალუმინიანი და ფოსფორიანი სასუქებია სასურველი. ბარაქის ხისთვის სასუქებთან ერთად აუცილებელია კარგი განათებაც. მას სჭირდება სინათლე განსაკუთრეებით ზამთრის პერიოდში.

გვანცა: ოთახში, ქოთანში თუა შესაძლებელი ტიტების გაზრდა?

-კი შესაძლებელია უპრობლემოდ, უბრალოდ ტიტის ბოლქვები ქოთანში შემოდგომაზე უნდა ჩაითესოს. ქოთნის დადება კი სიცივეშია სასურველი. გაზაფხულზე იგი ჩვეულებრივ ამოვა და იყვავილებს.

თამუნა: მაინტერესებს როგორ დავაფესვიანო ოთახის ია?

-ოთახის ია წყალში ფოთოლის ჩადებითაც შეიძლება დაფესვიანდეს.

ეკა: როგორ მოვუაროთ ტიტებს? ბევრი ყვავილს არ იკეთებს, სულ ცალ ფოთლიანები ამოდის.

-ტიტების მოვლის წესი უკვე ავღნიშნე, ეკას კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ ტიტამ რომ იყვავილოს აუცილებელა მისი ბოლქვის ამოღება, ეს ამ შემთხვევაშიც მთავარი პირობაა.

იხილეთ ვიდეო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"