მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოება ამტკიცებს, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას მომავალი აქვს
მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოება ამტკიცებს, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას მომავალი აქვს

გემ­რი­ე­ლი და ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის საყ­ვა­რე­ლი "მარ­ნე­უ­ლის" პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ქსე­ლის დახლზე აწყვია, თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ რის­კი­ა­ნი და ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნეს წა­მო­წყე­ბის შე­დე­გია. 2007 წლი­დან ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის "ნა­ბეღ­ლა­ვის" მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის "წყა­ლი­მარ­გებ­ლის" აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის ინ­ტე­რე­სი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბა­სა და კვე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და­უ­კავ­შირ­და. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა "მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხნი­სა" და "მარ­ნე­უ­ლი აგ­როს" ის­ტო­რი­აც.

"მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხა­ნა" "მარ­გე­ბე­ლი ჰოლ­დინ­გის" ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც 2007 წელს და­არ­სდა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­წარ­მოა. ქარ­ხა­ნა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე და­ნად­გა­რე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი და 50-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ, ნა­ტუ­რა­ლურ და გემ­რი­ელ სა­კონ­სერ­ვო პრო­დუქტს უშ­ვებს. ქი­ლა­ში ჩა­დე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტი ქარ­თულ მი­წა­ზეა მოყ­ვა­ნი­ლი და 100 პრო­ცენ­ტით ქარ­თუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, M ნი­შა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხა­რის­ხი­სა და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის სი­ნო­ნი­მად იქცა.

"სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­გია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ეტა­პობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას, ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და უწყვეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ას. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, ის პო­ტენ­ცი­ა­ლიც გა­ნად­გურ­დე­ბა, რაც დღეს არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში.

"მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხნი­სა" და "მარ­ნე­უ­ლი აგ­როს" შვიდ­წ­ლი­ან­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ ეს ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა", - აღ­ნიშ­ნავს "მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხნის" დი­რექ­ტო­რი ირი­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

- 2012 წელს და­ნერ­გილ­მა ახალ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა კომ­პა­ნი­ას უფრო მეტი სი­ახ­ლე შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, 2013 წელი "მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო" ქარ­ხნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. გა­ი­ზარ­და პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა, ამის მა­გა­ლი­თია სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსელ­ში პრო­დუქ­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბის ზრდის ტემ­პე­ბი, კომ­პა­ნი­ამ კიტ­რის მწნი­ლე­ბი­სა და ტო­მატ პას­ტე­ბის ასორ­ტი­მენ­ტის ზრდას­თან ერ­თად სა­ლა­თე­ბის გა­მოშ­ვე­ბაც და­ი­წყო, გან­ხორ­ცი­ელ­და "მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხნის" პრო­დუქ­ცი­ის პირ­ვე­ლი ექ­სპორ­ტი ევ­რო­პა­ში. დღე­ი­სათ­ვის "მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხა­ნას" ტო­მატ პას­ტის ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 30% უკა­ვია, ხოლო კიტ­რის მწნი­ლის - 40%, "მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხნის" მი­ზა­ნი იყო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მით ჩა­ნაც­ვლე­ბა...

სა­წარ­მოს შექ­მნის დღი­დან ჩვე­ნი მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ქარ­თუ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს ვთვა­ზობთ 100 პრო­ცენ­ტით ქარ­თულ პრო­დუქტს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო, არ­სე­ბუ­ლი მითი დაგ­ვემსხვრია, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­უ­წევ თურ­ქეთს, ჩი­ნეთს. რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, თუმ­ცა მიღ­წე­ვა­დი. იმის­თვის რომ ქარ­ხა­ნამ შეძ­ლოს წარ­მო­ე­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­ხა­დოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ციკ­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და იყოს მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის. სწო­რედ ამი­ტომ, ქარ­ხა­ნა­ში ნედ­ლე­უ­ლის უწყვე­ტი მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო "მარ­ნე­უ­ლი აგრო"-ში. კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვე­ბი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა და ასორ­ტი­მენ­ტსაც სულ უფრო მე­ტად ვა­ფარ­თო­ებთ. 2014 წლის­თვი­საც იგეგ­მე­ბა ასორ­ტი­მენ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა. რაც უფრო მეტი ქარ­თუ­ლი სა­წარ­მო იქ­ნე­ბა ქვეყ­ნა­ში, მით უფრო მე­ტად და­ი­კა­ვებს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წილს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე.

- თქვე­ნი პრო­დუქ­ცია 2013 წელს ექ­სპორტზეც გა­ვი­და და რო­გორც ვი­ცით, უცხო­ე­ლე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ გეგ­მავთ აქ­ტი­ვო­ბებს?

- ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხნის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტზე გა­სა­ტა­ნად. კომ­პა­ნია პე­რი­ო­დუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს უცხო­ეთ­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნებ­ზე, რომ­ლის მა­გა­ლი­თია FoodIst -სტამ­ბულ­ში 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, ხოლო თე­ბერ­ვლის ბო­ლოს კომ­პა­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ამ სფე­რო­ში ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს გა­მო­ფე­ნა­ზე - GulFood დუ­ბა­ი­ში. მსგავ­სი გა­მო­ფე­ნე­ბი ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს უფრო ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ, თუ რა მო­თხოვ­ნე­ბია უცხო­ე­თის ბა­ზარ­ზე. პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტზე გა­ტა­ნა გრძელ­ვა­დი­ა­ნი თე­მაა და ჩვენ ვცდი­ლობთ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ და ისე­თი პრო­დუქ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ უცხო­ურ მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გახ­დე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი და ად­ვი­ლად და­იმ­კვიდ­რებს ად­გილს. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია უფრო ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

- ქარ­ხნის ძი­რი­თა­დი მომ­წო­დე­ბე­ლი ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი "მარ­ნე­უ­ლი აგრო" და ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი არი­ან, რო­გორ ხდე­ბა და­გეგ­მვა, მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნის და აღე­ბის პრო­ცე­სი?

- "მარ­ნე­უ­ლი აგრო" მარ­გე­ბე­ლი ჰოლ­დინ­გის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ერთ-ერთ წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში. კომ­პა­ნია მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხნის­თვის ნედ­ლე­უ­ლის მთა­ვა­რი მიმ­წო­დე­ბე­ლია. გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც მო­ყავს ბოსტნე­უ­ლი და მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი. ხდე­ბა ბოსტნე­უ­ლის ჩი­თი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა სა­ჩი­თი­ლე­ებ­ში და შემ­დეგ ხდე­ბა გა­დარ­გვა ღია გრუნტზე. "მარ­ნე­უ­ლი აგრო" იყე­ნებს ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნის ევ­რო­პულ მე­თო­დებს და ტექ­ნო­ლო­გი­ებს. კომ­პა­ნი­ას გა­აჩ­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე წვე­თო­ვა­ნი მორ­წყვის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ასე­ვე კიტ­რი­სა და პო­მიდვ­რის ამ­ღე­ბი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. შე­დე­გად მარ­ნე­უ­ლი აგ­როს მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ჰექ­ტარ­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის მხრივ მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ მსოფ­ლი­ოს მაჩ­ვე­ნებ­ლებს. მა­გა­ლი­თის­თვის პო­მიდვ­რის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ჰექ­ტარ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 100-120 ტო­ნაა, მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15-20 ტო­ნამ­დეა, ჩვენს მინ­დვ­რებ­ზე მი­ვაღ­წი­ეთ და­ა­ხო­ლე­ბით 70 ტო­ნას. რაც შე­ე­ხე­ბა კიტრს, ევ­რო­პა­ში მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 80-100 ტო­ნამ­დეა, ხოლო მარ­ნე­უ­ლი აგ­როს მინ­დვ­რებ­ზე 55 ტო­ნამ­დე. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს "მარ­ნე­უ­ლი აგ­რომ" ხორ­ბლის რე­კორ­დუ­ლი მო­სა­ვა­ლი აიღო, - 120 ჰექ­ტა­რი მინ­დვ­რი­დან - 450 ტონა ხორ­ბა­ლი. ერთ ჰექ­ტარ­ზე სა­შუ­ა­ლო მო­სავ­ლი­ა­ნო­ბამ 7,5 ტონა შე­ად­გი­ნა, რაც ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს 4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა. ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რე­კორ­დუ­ლია.

- რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მო­ე­ბას, რო­გო­რი იყო 2013 წლის წარ­მო­ე­ბის სე­ზო­ნი?

- მარ­ნე­უ­ლის სა­სურ­სა­თო ქარ­ხა­ნა ნედ­ლე­უ­ლით ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის­გან და სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბი­დან მა­რაგ­დე­ბა, გა­და­ნა­წი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით შემ­დეგ­ნა­ი­რია: ნედ­ლე­უ­ლის 40%-ს სა­კუ­თა­რი მინ­დვ­რე­ბი­დან ვი­ღებთ; ხოლო 60% ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მოღ­ვა­წე ფერ­მე­რე­ბი­დან შე­მოგ­ვდის. ნედ­ლე­ულს სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ვი­ბა­რებთ. მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად გვეზ­რდე­ბა. მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის­თვის მო­სავ­ლის აღე­ბის ტექ­ნო­გი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ვდებთ, იმის­თვის რომ უზ­რუნ­ველ­ვყოთ კი­დევ უფრო დიდი წარ­მო­ე­ბა ბაზ­რის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს კლი­მა­ტი გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ კიტ­რის მო­სა­ვა­ლი ორ სე­ზონ­ზე გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის მო­სავ­ლის აღე­ბა მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან იწყე­ბა და ივ­ლი­სის და­სა­წყი­სამ­დე გრძელ­დე­ბა, ხოლო მე­ო­რე მო­სა­ვა­ლი სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში იწყე­ბა და ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. 2013 წელს კიტ­რის რე­კორ­დუ­ლი მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღეთ. ქარ­ხა­ნა­ში კიტ­რის გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ევ­რო­პე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის ცნო­ბი­ლი და­ნად­გა­რე­ბია, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს წარ­მო­ე­ბუ­ლის მა­ღალ დო­ნეს და ხა­რისხს. არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხა­ზე­ბი კომ­პა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ნედ­ლე­უ­ლი და­ა­ფა­სო­ვოს შემ­დეგ ფორ­მა­ტებ­ში: 200, 250, 370, 580, 730, 1000, 3000 მლ-იან შუ­შის შე­ფუთ­ვებ­ში, 210,425, 830 გრა­მი­ან თუ­ნუ­ქის ქი­ლებ­ში, ასე­ვე დიდ მო­ცუ­ლო­ბებ­ში. ჯე­მე­ბი და­ფა­სო­ე­ბუ­ლია 5, 10 და 20 კი­ლოგ­რა­მი­ან სათ­ლებ­ში, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის 2013 წლი­დან და­ვა­მა­ტეთ თუ­ნუ­ქის 14 და 18 ლიტ­რი­ან შე­ფუთ­ვებ­შიც.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოება ამტკიცებს, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას მომავალი აქვს

მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოება ამტკიცებს, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას მომავალი აქვს

გემრიელი და ქართველი მომხმარებლის საყვარელი "მარნეულის" პროდუქცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლზე აწყვია, თავის დროზე საკმაოდ რისკიანი და ინოვაციური ბიზნეს წამოწყების შედეგია. 2007 წლიდან ცნობილი ქართული მინერალური წყლის "ნაბეღლავის" მწარმოებელი კომპანიის "წყალიმარგებლის" აქციონერების ინტერესი სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და კვებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მრეწველობის განვითარებას დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება "მარნეულის სასურსათო ქარხნისა" და "მარნეული აგროს" ისტორიაც.

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" "მარგებელი ჰოლდინგის" ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი და 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

"სოფლის მეურნეობა რთული და სპეციფიკური დარგია, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განვითარებას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და უწყვეტ ინვესტიციას. განვითარებული ქვეყნების ინოვაციური მიდგომის გათვალისწინების გარეშე, ის პოტენციალიც განადგურდება, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში.

"მარნეულის სასურსათო ქარხნისა" და "მარნეული აგროს" შვიდწლიანმა საქმიანობამ ეს ნათლად დაგვანახა", - აღნიშნავს "მარნეულის სასურსათო ქარხნის" დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი.

- 2012 წელს დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა კომპანიას უფრო მეტი სიახლე შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის. შესაბამისად, 2013 წელი "მარნეულის სასურსათო" ქარხნისთვის გამორჩეული იყო. გაიზარდა პროდუქციის წარმოება, ამის მაგალითია სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მოცულობის ზრდის ტემპები, კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად სალათების გამოშვებაც დაიწყო, განხორციელდა "მარნეულის სასურსათო ქარხნის" პროდუქციის პირველი ექსპორტი ევროპაში. დღეისათვის "მარნეულის სასურსათო ქარხანას" ტომატ პასტის ბაზრის დაახლოებით 30% უკავია, ხოლო კიტრის მწნილის - 40%, "მარნეულის სასურსათო ქარხნის" მიზანი იყო იმპორტირებული პროდუქციის ქართული ნაწარმით ჩანაცვლება...

საწარმოს შექმნის დღიდან ჩვენი მიზანია ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება. მომხმარებელს ვთვაზობთ 100 პროცენტით ქართულ პროდუქტს. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არსებული მითი დაგვემსხვრია, თითქოს საქართველოში წარმოება შეუძლებელია, კონკურენციას ვერ გაუწევ თურქეთს, ჩინეთს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, თუმცა მიღწევადი. იმისთვის რომ ქარხანამ შეძლოს წარმოება კონკურენტუნარიანი გახადოს, აუცილებელია წარმოების სრული ციკლი შეესაბამებოდეს და იყოს მაღალი სტანდარტების. სწორედ ამიტომ, ქარხანაში ნედლეულის უწყვეტი მიწოდების მიზნით, ინვესტიცია ჩაიდო "მარნეული აგრო"-ში. კომპანიის გაყიდვები დღითიდღე იზრდება და ასორტიმენტსაც სულ უფრო მეტად ვაფართოებთ. 2014 წლისთვისაც იგეგმება ასორტიმენტის გაფართოება. რაც უფრო მეტი ქართული საწარმო იქნება ქვეყნაში, მით უფრო მეტად დაიკავებს ქართული პროდუქცია იმპორტირებული პროდუქციის წილს ქართულ ბაზარზე.

- თქვენი პროდუქცია 2013 წელს ექსპორტზეც გავიდა და როგორც ვიცით, უცხოელების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ მიმართულებით თუ გეგმავთ აქტივობებს?

- ძალიან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და დიდი დაინტერესებაა მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქციის ექსპორტზე გასატანად. კომპანია პერიოდულად მონაწილეობას იღებს უცხოეთში გამართულ გამოფენებზე, რომლის მაგალითია FoodIst -სტამბულში 2012 წლის დეკემბერში, ხოლო თებერვლის ბოლოს კომპანია წარმოდგენილი იქნება ამ სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე - GulFood დუბაიში. მსგავსი გამოფენები ჩვენ საშუალებას გვაძლევს უფრო ახლოს გავიცნოთ, თუ რა მოთხოვნებია უცხოეთის ბაზარზე. პროდუქციის ექსპორტზე გატანა გრძელვადიანი თემაა და ჩვენ ვცდილობთ მომზადებულები ვიყოთ და ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ უცხოურ მომხმარებელს, რომელიც მალევე გახდება პოპულარული და ადვილად დაიმკვიდრებს ადგილს. ამ ეტაპზე კომპანია უფრო ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული.

- ქარხნის ძირითადი მომწოდებელი ჰოლდინგში შემავალი "მარნეული აგრო" და ადგილობრივი ფერმერები არიან, როგორ ხდება დაგეგმვა, მოსავლის მოყვანის და აღების პროცესი?

- "მარნეული აგრო" მარგებელი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ერთ-ერთ წამყვანი კომპანიაა სოფლის მეურნეობის სფეროში. კომპანია მარნეულის სასურსათო ქარხნისთვის ნედლეულის მთავარი მიმწოდებელია. გააჩნია საკუთარი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები, სადაც მოყავს ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები. ხდება ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანა საჩითილეებში და შემდეგ ხდება გადარგვა ღია გრუნტზე. "მარნეული აგრო" იყენებს ბოსტნეულის მოყვანის ევროპულ მეთოდებს და ტექნოლოგიებს. კომპანიას გააჩნია თანამედროვე წვეთოვანი მორწყვისთვის საჭირო აღჭურვილობა, ასევე კიტრისა და პომიდვრის ამღები, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. შედეგად მარნეული აგროს მოსავლიანობა ჰექტარზე გადაანგარიშებით ყოველწლიურად იზრდება, კომპანიის მთავარი მიზანია მოსავლიანობის მხრივ მივუახლოვდეთ მსოფლიოს მაჩვენებლებს. მაგალითისთვის პომიდვრის მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 100-120 ტონაა, მაშინ როდესაც საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 15-20 ტონამდეა, ჩვენს მინდვრებზე მივაღწიეთ დაახოლებით 70 ტონას. რაც შეეხება კიტრს, ევროპაში მოსავლიანობა დაახლოებით 80-100 ტონამდეა, ხოლო მარნეული აგროს მინდვრებზე 55 ტონამდე. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს "მარნეული აგრომ" ხორბლის რეკორდული მოსავალი აიღო, - 120 ჰექტარი მინდვრიდან - 450 ტონა ხორბალი. ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობამ 7,5 ტონა შეადგინა, რაც ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. ეს მაჩვენებლები საქართველოსთვის რეკორდულია.

- რაც შეეხება წარმოებას, როგორი იყო 2013 წლის წარმოების სეზონი?

- მარნეულის სასურსათო ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი ფერმერებისგან და საკუთარი მეურნეობიდან მარაგდება, გადანაწილება დაახლოებით შემდეგნაირია: ნედლეულის 40%-ს საკუთარი მინდვრებიდან ვიღებთ; ხოლო 60% ქართულ ბაზარზე მოღვაწე ფერმერებიდან შემოგვდის. ნედლეულს საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორიიდან ვიბარებთ. მოსავლიანობა ყოველწლიურად გვეზრდება. მომავალი სეზონისთვის მოსავლის აღების ტექნოგიებში ინვესტიციების ვდებთ, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ კიდევ უფრო დიდი წარმოება ბაზრისთვის. საქართველოს კლიმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიტრის მოსავალი ორ სეზონზე გადავანაწილოთ. პირველი სეზონის მოსავლის აღება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და ივლისის დასაწყისამდე გრძელდება, ხოლო მეორე მოსავალი სექტემბრის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. 2013 წელს კიტრის რეკორდული მოსავალი მივიღეთ. ქარხანაში კიტრის გადასამუშავებლად ევროპელი მწარმოებლების ცნობილი დანადგარებია, რაც უზრუნველყოფს წარმოებულის მაღალ დონეს და ხარისხს. არსებული ტექნოლოგიური ხაზები კომპანიას საშუალებას აძლევს ნედლეული დააფასოვოს შემდეგ ფორმატებში: 200, 250, 370, 580, 730, 1000, 3000 მლ-იან შუშის შეფუთვებში, 210,425, 830 გრამიან თუნუქის ქილებში, ასევე დიდ მოცულობებში. ჯემები დაფასოებულია 5, 10 და 20 კილოგრამიან სათლებში, კორპორატიული მომხმარებლებისთვის 2013 წლიდან დავამატეთ თუნუქის 14 და 18 ლიტრიან შეფუთვებშიც.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი