სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმებმა პაციენტის სხეულიდან 42 მარგალიტი ამოიღეს
ექიმებმა პაციენტის სხეულიდან 42 მარგალიტი ამოიღეს

ექი­მებ­მა პა­ცი­ენ­ტის სხე­უ­ლი­დან 42 მარ­გა­ლი­ტი ამო­ი­ღეს. 2011 წელს ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია ხუ­ნა­ნის 61 წლის მკვიდრმა, ჩზოუ ფენ­მა წე­ლის ტკი­ვი­ლე­ბის გამო ძვე­ლი მე­დი­ცი­ნის ექიმ-ექ­სპერტს მი­მარ­თა, რო­მელ­მაც პა­ცი­ენ­ტის კან­ქვეშ მარ­გა­ლი­ტე­ბის გან­თავ­სე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა გა­და­წყვი­ტა.

"მან მი­თხრა, რომ მცი­რე ზო­მის ჭრი­ლო­ბა­ში ძვირ­ფას ქვებს გა­ნა­თავ­სებ­და, შემ­დეგ მას გა­კე­რავ­და და მარ­გა­ლი­ტებს სხე­ულ­ში და­ტო­ვებ­და. მინ­და ვთქვა, რომ მა­ლე­ვე, რაც ჩემს სხე­ულ­ში 42 მარ­გა­ლი­ტი გაჩ­ნდა, თავი გა­ცი­ლე­ბით კარ­გად ვიგ­რძე­ნი",- ამ­ბობს ჩი­ნე­ლი მა­მა­კა­ცი.

მაგ­რამ მალე არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა მკურ­ნალ­თან მის­ვლა ინა­ნა, რად­გან მას არა მხო­ლოდ წე­ლის, არა­მედ სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლიც და­ე­წყო, რა­მაც მოძ­რა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­ზღუ­და. შე­წუ­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მკურ­ნა­ლის მო­ძებ­ნას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ იგი პრო­ვინ­ცი­ი­დან გა­ემ­გზავ­რა.

სა­ბო­ლო­ოდ ჩზო­უმ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა და გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბიც კი გა­ა­ოგ­ნა.

ქი­რურგ სინგ ვა­ნის თქმით, მკურ­ნა­ლო­ბის "ვე­ლურ­მა" მე­თო­დებ­მა მას ძვლე­ბი, მათ შო­რის ბარ­ძა­ყის სახ­სა­რი და­უ­ზი­ა­ნა, ამი­ტომ მა­მა­კაცს რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის კურ­სის გავ­ლა მო­უ­წევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია FedPost.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ექიმებმა პაციენტის სხეულიდან 42 მარგალიტი ამოიღეს

ექიმებმა პაციენტის სხეულიდან 42 მარგალიტი ამოიღეს

ექიმებმა პაციენტის სხეულიდან 42 მარგალიტი ამოიღეს. 2011 წელს ჩინეთის პროვინცია ხუნანის 61 წლის მკვიდრმა, ჩზოუ ფენმა წელის ტკივილების გამო ძველი მედიცინის ექიმ-ექსპერტს მიმართა, რომელმაც პაციენტის კანქვეშ მარგალიტების განთავსებით მკურნალობა გადაწყვიტა.

"მან მითხრა, რომ მცირე ზომის ჭრილობაში ძვირფას ქვებს განათავსებდა, შემდეგ მას გაკერავდა და მარგალიტებს სხეულში დატოვებდა. მინდა ვთქვა, რომ მალევე, რაც ჩემს სხეულში 42 მარგალიტი გაჩნდა, თავი გაცილებით კარგად ვიგრძენი",- ამბობს ჩინელი მამაკაცი.

მაგრამ მალე არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის თაყვანისმცემელმა მკურნალთან მისვლა ინანა, რადგან მას არა მხოლოდ წელის, არამედ სახსრების ტკივილიც დაეწყო, რამაც მოძრაობა მნიშვნელოვნად შეუზღუდა. შეწუხებული მამაკაცი მკურნალის მოძებნას შეეცადა, მაგრამ იგი პროვინციიდან გაემგზავრა.

საბოლოოდ ჩზოუმ საავადმყოფოს მიმართა და გამოცდილი ექიმებიც კი გააოგნა.

ქირურგ სინგ ვანის თქმით, მკურნალობის "ველურმა" მეთოდებმა მას ძვლები, მათ შორის ბარძაყის სახსარი დაუზიანა, ამიტომ მამაკაცს რეკონსტრუქციული ქირურგიის კურსის გავლა მოუწევს.

მომზადებულია FedPost.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს