სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დირექტივა სამინისტროდან - "ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდინე ხმა"
დირექტივა სამინისტროდან - "ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდინე ხმა"

"ვინც რა­ღა­ცას და­ი­წყებს იქა, იმას, ეგ­რე­ვე ჩა­აკ­მენ­დი­ნო უნდა ხმა. ეს არის პროგ­რა­მა. პარ­ტი­უ­ლი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თი ამას არა აქვს. ვი­ღაც გა­მოხ­ტე­ბა და და­ი­წყებს გან­ყე­ნე­ბულ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს, ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­აკ­მენ­დიე ხმა, გა­აგ­დე იქე­დან სა­ერ­თოდ, სოფ­ლის პროგ­რა­მაა ესა", - ეს დი­რექ­ტი­ვა სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებს გორ­ში, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ კოტე ხმა­ლა­ძემ მის­ცა (სტი­ლი და­ცუ­ლია).

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ხმა­ლა­ძემ მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც ერთ-ერ­თმა რწმუ­ნე­ბულ­მა იკი­თხა, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ, თუ სო­ფელ­ში გა­მარ­თუ­ლი კრე­ბის დროს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რებ­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვეს.

კას­პში შეხ­ვედ­რი­სას ხმა­ლა­ძემ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის რწმუ­ნე­ბუ­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ იმ დროს, რო­დე­საც აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ კი­დევ არ არის, რწმუ­ნე­ბუ­ლებს სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა სია უნდა ჰქონ­დეთ.

"სო­ფელ­ში რომ კაცი გქვია, გამ­გე­ბე­ლი ხარ, ისიც უნდა იცო­დეთ, ვინ ვის ჰყვა­რობს სო­ფელ­ში და ვინ ვის­თან დაძ­ვრე­ბა", - ესეც ხმა­ლა­ძის დი­რექ­ტი­ვაა, ამ­ჯე­რად კას­პში, სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

რე­გი­ო­ნებ­ში სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სოფ­ლის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხვდე­ბა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხმა­ლა­ძე რწმუ­ნე­ბუ­ლებს ტრე­ნინგს უტა­რებს.

ე.წ. ტრე­ნინ­გებ­ზე დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­ავ­რცე­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია qartli.ge-სა და ick.ge-ს მი­ხედ­ვით

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დირექტივა სამინისტროდან - "ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდინე ხმა"

დირექტივა სამინისტროდან - "ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდინე ხმა"

"ვინც რაღაცას დაიწყებს იქა, იმას, ეგრევე ჩააკმენდინო უნდა ხმა. ეს არის პროგრამა. პარტიული და იდეოლოგიური ხასიათი ამას არა აქვს. ვიღაც გამოხტება და დაიწყებს განყენებულ თემაზე ლაპარაკს, ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდიე ხმა, გააგდე იქედან საერთოდ, სოფლის პროგრამაა ესა", - ეს დირექტივა სოფლის რწმუნებულებს გორში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოტე ხმალაძემ მისცა (სტილი დაცულია).

აღნიშნული განცხადება ხმალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთ-ერთმა რწმუნებულმა იკითხა, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ სოფელში გამართული კრების დროს, ოპოზიციური პარტიების წევრებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს.

კასპში შეხვედრისას ხმალაძემ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს განუცხადა, რომ იმ დროს, როდესაც აღწერის მონაცემები ჯერ კიდევ არ არის, რწმუნებულებს სოფლის მცხოვრებთა სია უნდა ჰქონდეთ.

"სოფელში რომ კაცი გქვია, გამგებელი ხარ, ისიც უნდა იცოდეთ, ვინ ვის ჰყვარობს სოფელში და ვინ ვისთან დაძვრება", - ესეც ხმალაძის დირექტივაა, ამჯერად კასპში, სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრისას.

რეგიონებში სოფლის რწმუნებულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოფლის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ხვდება. სამინისტროს ინფორმაციით, ხმალაძე რწმუნებულებს ტრენინგს უტარებს.

ე.წ. ტრენინგებზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ გაკეთებული ამ განცხადებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

მომზადებულია qartli.ge-სა და ick.ge-ს მიხედვით

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"