სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი სოფელი ჩემს "გაცოცხლებას" ზეიმობდა" - დაუჯერებელი ისტორია ოჩამჩირედან, თუ როგორ იხსნეს მძარცველებმა ცოცხლად დამარხული გოგონა
"მთელი სოფელი ჩემს "გაცოცხლებას" ზეიმობდა" - დაუჯერებელი ისტორია ოჩამჩირედან, თუ როგორ იხსნეს მძარცველებმა ცოცხლად დამარხული გოგონა

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად, წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" პუბ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც 2004 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლი გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ უნდა და­იკ­რძა­ლოს: იქ­ნებ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მობ­რუნ­დე­სო? - ფიქ­რობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ­ცთუ ისე უსა­ფუძ­ვლოდ. საქ­მე ისაა, რომ ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სი ჩერ­დე­ბა - ანუ ამ დროს ეს პრო­ცე­სე­ბი იმ­დე­ნად შე­ნე­ლე­ბუ­ლია, რომ ამის და­ფიქ­სი­რე­ბა, მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის შე­დე­გად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ესეც ყო­ველ­თვის როდი ამარ­თლებს. მე­დი­ცი­ნა შორს წა­ვი­და, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მა­ინც იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, შე­უც­ნო­ბე­ლი სამ­ყა­როა.

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დიდი პო­ე­ტი პეტ­რარ­კა თურ­მე 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იწვა უსუ­ლოდ, და­საფ­ლა­ვე­ბამ­დე 4 სა­ა­თით ადრე კი, სა­რეც­ლი­დან წა­მოდ­გა და მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი გა­მო­ლან­ძღა. ამის შემ­დეგ მან კი­დევ 40 წელი იცო­ცხლა და თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო სო­ნე­ტე­ბი შექ­მნა.

ბო­ლომ­დე აუხ­სნე­ლი დარ­ჩა რუსი მწერ­ლის ნი­კო­ლაი გო­გო­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი სიკ­ვდი­ლი. ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც მისი კუბო გახ­სნეს, მწე­რა­ლი გვერ­დზე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ნა­ხეს. გა­მო­დის, რომ ის ცო­ცხლად და­უ­საფ­ლა­ვე­ბი­ათ (რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის ეში­ნო­და ამის)...

...1972 წელს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში სო­ფელ ტა­მიშ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, 13 წლის გო­გო­ნა. ბავ­შვი დაკ­რძა­ლეს, მალე აღ­მოჩ­ნდა, რომ ის სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა "მიც­ვა­ლე­ბუ­ლი", ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. სოფ­ლის მკვიდრთ დღე­საც კარ­გად ახ­სოვთ ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი...

მას შემ­დეგ, 30 წელ­ზე მეტი გა­ვი­და, ის გო­გო­ნა ნა­ი­რა ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი დღეს უკვე ბე­ბი­აა და ცხოვ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს.

- ეს ამ­ბა­ვი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს ჰგავს. ღმერ­თმა დიდი გან­საც­დე­ლი მო­მივ­ლი­ნა, ამა­ვე დროს, მო­მა­ნი­ჭა იმ­დე­ნი ძა­ლაც, რომ ჭკუ­ი­დან არ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვცდი­ლობ­დი და­მე­ვი­წყე­ბი­ნა ის ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი დღე. სა­ში­ნე­ლი კომ­პლექ­სი მტან­ჯავ­და, ავად­მყო­ფურ აკ­ვი­ა­ტე­ბად მექ­ცა: მე­გო­ნა, ყვე­ლა ჩემ­ზე ლა­პა­რა­კობ­და - უც­ნო­ბე­ბიც კი. მინ­დო­და, გა­დავ­ხვე­წი­ლი­ყა­ვი შორს - ცხრა მთას იქით, სა­დაც არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და ამის შე­სა­ხებ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აჩ­რდი­ლი­ვით დამ­ყვე­ბო­და ბნე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი.

ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ვე­რა­ფერს ამოვშლი­დი: როცა ამას ცდი­ლობ, უფრო ირ­თუ­ლებ მდგო­მა­რე­ო­ბას, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სი­მარ­თლის­თვის თვა­ლი გა­მეს­წო­რე­ბი­ნა და ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ახლა მა­ინც მო­მე­თხრო ის, რა­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე ვმა­ლავ­დი - იქ­ნებ, ამით სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე და­ვიბ­რუ­ნო.

- ნა­ი­რა, რა იყო შენი "გარ­დაც­ვა­ლე­ბის" მი­ზე­ზი?

- ჩემ თა­ნაკ­ლა­სელ­სა და უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს მა­ნა­ნა კუკ­რე­იშ­ვილს "წი­თე­ლა" ბა­ტო­ნე­ბი და­ე­მარ­თა. ავად­მყო­ფო­ბა გა­ურ­თულ­და და ლო­გინ­ში იწვა. თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ჩუ­ქა­რი გვე­ყი­და და მოგ­ვე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა. იმ პე­რი­ო­ში დედა ჩემ­ზე გა­ჯავ­რე­ბუ­ლი იყო და ფუ­ლის მო­ცე­მა­ზე უარი მი­თხრა. გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ტყე­ში გა­ვი­ქე­ცი და კარ­გა ხანს, უაზ­როდ და­ვე­ხე­ტე­ბო­დი. სა­შინ­ლად გან­ვიც­დი­დი, ამ­ხა­ნა­გებს რომ გა­მო­ვაკ­ლდი, კარ­გა ხანს რომ ვი­ა­რე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გაშ­ლილ "ბა­ტო­ნებ­ზე" გა­და­ლოც­ვილ სუფ­რას მი­ვა­დე­ქი.

- რას წარ­მო­ად­გენს "ბა­ტო­ნებ­ზე" გა­და­ლოც­ვი­ლი სუფ­რა?

- როცა ადა­მი­ანს "ბა­ტო­ნე­ბი" ეს­ტუმ­რა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­პყრო­ბა სჭირ­დე­ბა: სულ უნდა ეფე­რო, უკი­თხო სპე­ცი­ა­ლუ­რი ლოც­ვე­ბი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­უს­რუ­ლო და რაც მთა­ვა­რია, არ უნდა გა­ა­ნერ­ვი­უ­ლო. ასეთ დროს წი­თელ­ბაფ­თე­ბი­ან მა­მალს ("ბა­ტო­ნებს" წი­თე­ლი ფერი უყ­ვარს) უშ­ვე­ბენ ტყე­ში. ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გამლვე­ლე­ბის­თვის ტკბი­ლე­უ­ლის სუფ­რას შლი­ან (საკ­ლა­ვი არ შე­იძ­ლე­ბა). ნუგ­ბარს, ძი­რი­თა­დად, ბავ­შვე­ბი და მა­წან­წა­ლე­ბი მი­ირ­თმე­ვენ.

სუფ­რა რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე - ხილს წა­ვუ­ღებ და მე­გო­ბარს მო­ვი­ნა­ხუ­ლებ-მეთ­ქი. მა­ნა­ნას სახ­ლთან რომ მი­ვე­დი, უკვე გვი­ა­ნი იყო, მშობ­ლებ­მა შინ არ შე­მიშ­ვეს - ავად­მყოფ­მა და­ი­ძი­ნა და ვერ გა­ვაღ­ვი­ძებ­თო. ამა­სო­ბა­ში მა­ნა­ნა­საც გა­მო­ეღ­ვი­ძა და ტი­რი­ლი ატე­ხა: ნა­ი­რა შე­მო­ვი­დე­სო, მაგ­რამ ვერც მის­მა ხვეწ­ნა-მუ­და­რამ გას­ჭრა. დე­და­მის­მა კარი ცხვირ­წინ მო­მი­ხუ­რა.

უკან რომ მოვ­დი­ო­დი, ყურ­ში კარ­გა ხანს ჩა­მეს­მო­და მე­გობ­რის ქვი­თი­ნი. იმ ღა­მეს სახ­ლში არ მი­ვე­დი... ისევ ტყე­ში დავ­ბრუნ­დი და გა­თე­ნე­ბამ­დე იქ დავ­რჩი. უც­ნა­უ­რი რამ მე­მარ­თე­ბო­და: ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, სიმ­წრის ოფლი მას­ხამ­და, მაგ­რამ თვითგვე­მა თა­ვი­სე­ბურ სი­ა­მოვ­ნე­ბას მგვრი­და. ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა და დიდი უბე­დუ­რე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას ვგრძნობ­დი.

- მშობ­ლე­ბი ალ­ბათ გე­ძებ­დნენ...

- მთე­ლი ღამე თვა­ლი არ მო­უ­ხუ­ჭავთ, გამ­თე­ნი­ი­სას რომ დავ­ბრუნ­დი, დედა წკეპ­ლით გა­მო­მიდ­გა. ვუ­თხა­რი: ამ დი­ლას მა­ნა­ნას თუ არ ვნა­ხავ, მოკ­ვდე­ბა-მეთ­ქი. ამ სი­ტყვებ­მა დედა უფრო გა­ა­ცო­ფა და გა­მე­ტე­ბით მცე­მა. ბო­ლოს, ტი­რი­ლი­სა­გან და­ო­სე­ბუ­ლი, ეზო­ში გა­მო­ვე­დი, ბა­ლა­ხებ­ში ჩავ­ჯე­ქი... და­ნარ­ჩე­ნი მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით ვიცი...

პირ­ველ­მა მე­ზობ­ლის ქალ­მა ნანა ოჩი­გა­ვამ და­მი­ნა­ხა და დე­და­ჩემს უთხრა - შენი შვი­ლი ბა­ლა­ხებ­ში წევს და არ გა­ცივ­დე­სო. დე­დას კი უყ­ვი­რია - ისემც უქ­ნია, იქვე მომ­კვდა­რაო! – მაგ­რამ ორ წუთ­ში მა­ინც მო­მა­კი­თხა. უგო­ნოდ, მი­წა­ზე გაშხლარ­თუ­ლი რომ და­მი­ნა­ხა, წი­ო­კი ატე­ხა. მე­ზობ­ლე­ბი შე­ი­ყარ­ნენ, სოფ­ლის ხან­დაზ­მულ ექიმს დომე ბარ­თა­ი­ას და­უ­ძა­ხეს, რო­მელ­მაც ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა, მან­ვე ჩემს სხე­ულ­ზე გა­მო­ნა­ყა­რი და­ა­ფიქ­სი­რა და გა­ირ­კვა, რომ "წი­თე­ლა" გა­და­მი­ტა­ნია.

ხალ­ხი სამ­ძი­მარ­ზე მო­დი­ო­და. რო­გორც გა­სა­თხო­ვარს, თურ­მე სა­პა­ტარ­ძლო კაბა ჩა­მაც­ვეს. დე­დას გული მის­დი­ო­და, მამა კი სა­ში­ნე­ლი ხმით ღრი­ა­ლებ­და. დე­და­ჩე­მი თავს დამ­ნა­შა­ვედ თვლი­და და უფრო ამ­ძი­მებ­და მის მდგო­მა­რე­ო­ბას. მან გა­და­წყვი­ტა, რაც კი ფული და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა გაგ­ვაჩ­ნდა, სულ ჩემ­თვის ჩა­ე­ყო­ლე­ბი­ნა. ეს ამ­ბა­ვი, რა თქმა უნდა, უმალ გავ­რცელ­და. კუ­ბო­ში ჩემი სა­თა­მა­შო­ე­ბი და წიგ­ნე­ბიც ჩა­ა­წყვეს. თურ­მე მე­ზობ­ლე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ - რად უნდა ამ­დე­ნი რამე, სა­ცო­და­ვი ბავ­შვი იქ მა­ინც და­ას­ვე­ნო­ნო...

სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­ში ასე­თი წე­სია: ჯერ სუფ­რას­თან სხდე­ბი­ან და მერე კრძა­ლა­ვენ მიც­ვა­ლე­ბულს...

- გონს რო­დის მოხ­ვე­დი?

- ზუს­ტად რა დრო იყო, ვერ გე­ტყვით. სა­საფ­ლა­ო­ზე უკვე აღა­რა­ვინ იყო - მარ­თლაც, სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე სუ­ფევ­და, უკუ­ნე­თი სიბ­ნე­ლე კი გა­უ­საძ­ლისს ხდი­და ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას - სწო­რედ ასე­თი წარ­მო­მედ­გი­ნა სა­მა­რე. გო­ნე­ბა თით­ქოს და­ბინ­დუ­ლი მქონ­და და მოვ­ლე­ნე­ბის რე­ა­ლუ­რად აღ­ქმის უნა­რი დამ­კარ­გვო­და - ალ­ბათ, ამან გა­და­მარ­ჩი­ნა იმას, რომ ჭკუ­ი­დან არ შე­ვი­შა­ლე. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც უფ­ლის ნება იყო...

მე­გო­ნა, ღამე იყო და სა­კუ­თარ სა­წოლ­ში ვი­წე­ქი, სუნ­თქვა უფრო და უფრო მიძ­ნელ­დე­ბო­და, ვი­გუ­დე­ბო­დი... წა­მოდ­გო­მაც ვცა­დე, მაგ­რამ თავი სა­ხუ­რავს ავარ­ტყი. შო­რი­დან უც­ნა­უ­რი ხმა მო­მეს­მა, ის თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბო­და. ცოტა ხან­ში კი, ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი და ვი­კივ­ლე. ამ დროს სა­ი­დან­ღაც ჰა­ე­რის ნა­კა­დი შე­მო­ვი­და და ცოტა შვე­ბა მო­მე­ცა.

...რო­გორც უკვე გი­თხა­რით, კუ­ბო­ში ოქრო და ფული ჩა­მა­ყო­ლეს. ხომ იცით ხალ­ხის ამ­ბა­ვი: ყვე­ლაფ­რის გაზ­ვი­ა­დე­ბა და გა­ბუ­ქე­ბა უყ­ვართ. ჭო­რა­ობ­დნენ, მიც­ვა­ლე­ბულს აუ­რა­ცხე­ლი სიმ­დიდ­რე ჩა­ა­ყო­ლე­სო, თურ­მე სა­ოც­რად მდიდ­რე­ბი ყო­ფი­ლან და რა ოს­ტა­ტუ­რად ინიღ­ბე­ბოდ­ნე­ნო...

მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ქურდბა­ცა­ცა ბი­ჭე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და მათ ჩემი საფ­ლა­ვის გა­ძარ­ცვა გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც კი მო­სა­ღა­მოვ­და, ნიჩ­ბე­ბი­თა და ბა­რე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და საქ­მეს შე­უდ­გნენ. მი­ზან­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვნენ, როცა ერთ-ერ­თის ნი­ჩა­ბი კუ­ბოს თავ­სა­ხურს მოხ­ვდა და გაბ­ზა­რა. ნაპ­რა­ლი ისე­თი ზო­მის იყო, რომ ჰა­ე­რის მცი­რე ნა­კა­დი თა­ვი­სუფ­ლად შე­მო­დი­ო­და.

ნიჩ­ბის ბას­რი პირი კი მკლავ­ზე მომ­ხვდა. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა და­ე­მარ­თე­ბო­დათ მძარ­ცვე­ლებს, კუ­ბო­დან გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი რომ მო­ეს­მათ?! ში­შის­გან თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი იქვე მი­ა­ტო­ვეს და უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­იქ­ცნენ.

- მათი ვი­ნა­ო­ბა თუ გა­ირ­კვა?

- რა თქმა უნდა. ერთ-ერთს, მე­რაბს იმ ღა­მეს ინ­ფარ­ქტმა და­არ­ტყა. მათ მი­მართ მხო­ლოდ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა მაქვს, ისი­ნი რომ არა, რა და­მე­მარ­თე­ბო­და, ამის წარ­მოდ­გე­ნაც კი მზა­რავს... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყვე­ლა­ნი გა­ვი­ცა­ნით და მათ­თან ახ­ლაც ვმე­გობ­რობ. ისი­ნი დღე­საც ვერ მის­წო­რე­ბენ თვალს. მას შემ­დეგ ბი­ჭე­ბი პა­ტი­ო­სან გზას და­ად­გნენ, ერთი მათ­გა­ნი დღეს ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რია.

- ქურ­დე­ბი რომ გა­იქ­ცნენ, მერე რა მოხ­და?

- დი­ლით სა­საფ­ლა­ოს და­რაჯ­მა ამო­თხრი­ლი მიწა და დაყ­რი­ლი ნიჩ­ბე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, იფიქ­რა, სა­საფ­ლაო გა­უ­ძარ­ცვავ­თო და ჩემს ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე მთე­ლი სო­ფე­ლი შე­იკ­რი­ბა. ხალ­ხი მათ სა­ჯა­როდ დას­ჯას მო­ი­თხოვ­და... მე­საფ­ლა­ვემ კუბო რომ გახ­სნა, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ჭა­ღა­რავ­და...

სას­წა­უ­ლის მომსწრე მთე­ლი სო­ფე­ლი გახ­და: "სა­სახ­ლი­დან" რომ ამო­მიყ­ვა­ნეს, ფე­ხებს ძლივს ვდგამ­დი, მე­გო­ნა, სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რი მე­სიზ­მრე­ბო­და და გა­მოღ­ვი­ძე­ბას ვნატ­რობ­დი... იმ დღი­დან მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე და 6 წელი "ენა არ მქონ­და", რო­გორც მა­ტყობთ, გა­მარ­თუ­ლად ახ­ლაც ვერ ვლა­პა­რა­კობ... ჩვენს ოჯახ­ში მწუ­ხა­რე­ბის სუფ­რა ბედ­ნი­ე­რე­ბის სუფ­რამ შეც­ვა­ლა: მთე­ლი სო­ფე­ლი ჩემს "გა­ცო­ცხლე­ბას" ზე­ი­მობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ექიმ ბარ­თა­ი­ას, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

- მომ­ხდა­რის შემ­დეგ ნაც­ნო­ბე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თუ შე­იც­ვა­ლა შენ მი­მართ?

- უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობ­და, რომ "იმ ქვეყ­ნი­დან" მოვ­ბრუნ­დი. ისი­ნი ვერ იგებ­დნენ (ან არ სურ­დათ გა­ე­გოთ), რომ მე ექი­მის შეც­დო­მის მსხვერ­პლი გავ­ხდი. ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ არის და­ზღვე­უ­ლი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის­გან. იმ დღი­დან ყვე­ლა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ჩემ მი­მართ. რო­გორც მოჩ­ვე­ნე­ბას, ისე მი­ყუ­რებ­დნენ, ჩემ­თან შეხ­ვედ­რას გა­ურ­ბოდ­ნენ. არა­ვინ მე­კა­რე­ბო­და და თავს მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი.

მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩნენ ჩემ გვერ­დით, თუმ­ცა, ისი­ნიც შე­იც­ვალ­ნენ თა­ვი­სე­ბუ­რად: აღარ მიყ­ვი­როდ­ნენ, ზედ­მე­ტად მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ. მე კი ეს მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, მერ­ჩივ­ნა ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად ყო­ფი­ლი­ყო. რად­გან ბავ­შვებს ჩემი ეში­ნო­დათ, სკო­ლა­ში სი­ა­რულს თავი და­ვა­ნე­ბე. შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ჩემს ყო­ფილ პე­და­გო­გებს - ლუბა ჭან­ტუ­რი­ას და სან­დრო შურ­ღა­ი­ას, რომ­ლე­ბიც სახ­ლში მი­ტა­რებ­დნენ გაკ­ვე­თი­ლებს. 9 კლა­სი მათი წყა­ლო­ბით და­ვამ­თავ­რე.

- სას­წა­უ­ლის შემ­დეგ, თუ მოხ­და რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, ფსი­ქი­კა­ზე თუ და­ტო­ვა კვა­ლი?

- "გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე" ძა­ლი­ან მში­შა­რა ვი­ყა­ვი, კა­ტი­საც მე­ში­ნო­და. იმ დღის შემ­დეგ კი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ვიც­ვა­ლე – აღა­რაფ­რის მე­ში­ნო­და, თით­ქოს ერთ დღე­ში დავ­ბერ­დი: მხი­ა­რუ­ლი, ცელ­ქი ბავ­შვის­გან, სევ­დი­ან, გულ­ჩა­თხრო­ბილ "ქა­ლად" ვი­ქე­ცი. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცი­ის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და უბე­დუ­რე­ბას წი­ნას­წარ ვგრძნობ­დი.

ხში­რად, გა­მო­ცხა­დე­ბაც მაქვს; სა­მე­დი­ცი­ნო ენით, ალ­ბათ ამას ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს უწო­დე­ბენ - რაც გინ­დათ და­არ­ქვით, მთა­ვა­რი ის არის, რომ ამის წყა­ლო­ბით თა­ვიც გან­ვი­კურ­ნე და სხვებ­საც ვმკურ­ნა­ლობ. უხი­ლა­ვი ხმა წამ­ლე­ბის კე­თე­ბას მას­წავ­ლის, ზოგ­ჯერ ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ვხე­დავ "მას­წავ­ლე­ბელს"...

იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი დღი­დან 6 წლის შემ­დეგ სა­ღა­მო­ხანს, მინ­დორ­ში მივ­დი­ო­დი და გზად თეთრ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი 3 მა­მა­კა­ცი შე­მომ­ხვდა. ესა და ეს ბა­ლა­ხი მოკ­რი­ფეო - მას­წავ­ლიდ­ნენ. შინ რომ მიხ­ვალ, მის­გან ნა­ყე­ნი და­ა­ყე­ნე და ერთი თვის მან­ძილ­ზე სვიო. მი­თი­თე­ბე­ბი ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლე... რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვი იწყებს ლა­პა­რაკს, მეც ასე­ვე ერთი თვის მან­ძილ­ზე ბგე­რა-ბგე­რის წარ­მოთ­ქმით ამო­ვიდ­გი ენა...

- ნა­ი­რა, ცო­ცხლად და­მარ­ხვის სხვა შემ­თხვე­ვებ­ზეც თუ გსმე­ნია რამე?

- მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, რამ­დე­ნი გახ­სნი­ლი თუ გა­უხ­სნე­ლი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბო­და, ვინ მოთ­ვლის?... მინ­და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვებ­ზე ვი­სა­უბ­რო, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე და­ფიქ­სირ­და. ერთი ხა­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამ თე­მით და დიდი ინ­ტე­რე­სით ვკი­თხუ­ლობ­დი შე­სა­ბა­მის ლი­ტე­რა­ტუ­რას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საბ­ჭო­თა კაშ­ვირ­ში ბევ­რი რამ აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ასეთ სა­კი­თხებ­ზე არ წერ­დნენ, არც ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო მა­შინ. ამი­ტო­მაც ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. ძი­რი­თა­დად, უცხო­ურ გა­მო­ცე­მებს ვეყ­რდნო­ბო­დი (მი­თარ­გმნიდ­ნენ ხოლ­მე), ქვას გავ­ხეთ­ქავ­დი და მა­ინც მო­ვი­პო­ვებ­დი ხოლ­მე ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას.

მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­მე­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც იგი­ვე გა­და­ი­ტა­ნეს, მო­მე­ძებ­ნა და მათ­თან კონ­ტაქ­ტი და­მემ­ყა­რე­ბი­ნა. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, მი­ზანს მი­ვაღ­წიე და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 3 ასე­თი ადა­მი­ა­ნი ვი­პო­ვე, გა­ვი­ცა­ნი და და­ვუ­მე­გობ­რდი კი­დეც. სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა 20-30 წლის წინ მოხ­და.

- შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა რო­გორ წა­რი­მარ­თა? ოჯახ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვი.

- 19 წლის ვი­ყა­ვი როცა 45 წლის ვა­ნელ­მა კაც­მა (გვა­რად ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა) მო­მი­ტა­ცა. ჩემ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ ამის გამო უკან არ და­უ­ხე­ვია. ეს არას­დროს დამ­ვი­წყე­ბია და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, 3 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

მყავს 4 შვი­ლი - ორი ქალი და ორი ვაჟი. გო­გო­ნე­ბი გა­თხოვ­დნენ და 4 შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ჩუ­ქეს. ოჯახს დიდი ძალა აქვს, მან გა­და­მა­ტა­ნი­ნა სუ­ლი­ე­რი კრი­ზი­სი და დეპ­რე­სი­ის­გან მიხ­სნა. სხვა­თა შო­რის, ოთხი­ვე შვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში, ყო­ველ­გვა­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე (მხო­ლოდ მე­უღ­ლე მეხ­მა­რე­ბო­და) გა­ვა­ჩი­ნე. რამ­დენ­ჯე­რაც სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­მიყ­ვა­ნეს, იმ­დენ­ჯერ გა­მო­ვი­პა­რე: მას შემ­დეგ, რაც ექი­მის შეც­დო­მის გამო, ცო­ცხა­ლი მი­მა­ბა­რეს მი­წას, ექი­მე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა გა­მიჩ­ნდა, მათ­თან საქ­მის და­ჭე­რას ვე­რი­დე­ბი.

არც ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლან ექიმ­თან, თუ რამე გა­უ­ჭირ­დე­ბათ, სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტე­ბით ვმკურ­ნა­ლობ. წამ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას სა­ი­დუმ­ლოდ არ ვი­ნა­ხავ, ავად­მყოფს რომ ეს და­ვუ­მა­ლო, უფა­ლი არ მა­პა­ტი­ებს!

სხვა­თა შო­რის, ადა­მი­ა­ნებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უან­გა­როდ, არა მხო­ლოდ წამ­ლე­ბით, არა­მედ რჩე­ვე­ბი­თაც ვეხ­მა­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, ფეხ­მძი­მე ქა­ლებს ვურ­ჩევ­დი (სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი), ბავ­შვი რომ ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­დოს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სატ­კი­ვა­რი არ ჰქონ­დეს, პირ­ვე­ლად რომ მუ­ცელ­ში ნა­ყო­ფი გა­ინ­ძრე­ვა, თუ დღეა მზეს შე­ხე­დონ, თუ ღა­მეა - მთვა­რეს...

ელე­ნე ხირ­სე­ლი, ჟურ­ნალ "გზის" 2004 წლის არ­ქი­ვი­დან

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტარას ბულბა სოფლელი :) :)
16

ბატონებს " ხონჩას" უკეთებდნენ და მერე გადაულოცავდნენ ტყის პირას, წითელი ლენტებით და ხონჩაზე იდვა გამომცხვარი პატარპატარა სათამაშოები წითელი ფერებით აჭრელებული, კამფეტები და შეიძლება პეჩენიაც და აუცილებლად სიმღერით. და ამას გულისხმობდა ეს ქალბატონი. იმერეთში ასე იყო და სხვაგან არ ვიცი. ამბავი არ ვიცი მართალია თუ ტყუილი. "ერთი საგულისხმოა მანამდე კატისაც მეშინოდაო და ტყეში კი გაათია ღამე"

მანანა ცისკაძე
10

ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ იმ ქურდბაცაცა ბიჭებმა რომ მოკურცხლეს,რატომ ოჯახს არ შეატყობინეს თქვენი შვილი ცოცხალიაო.იქნებ მეორე დილით მესაფლავე არ მისულიყო ხომ მართლა გარდაიცვლებოდა ქალბატონი ნაირა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მთელი სოფელი ჩემს "გაცოცხლებას" ზეიმობდა" - დაუჯერებელი ისტორია ოჩამჩირედან, თუ როგორ იხსნეს მძარცველებმა ცოცხლად დამარხული გოგონა

"მთელი სოფელი ჩემს "გაცოცხლებას" ზეიმობდა" - დაუჯერებელი ისტორია ოჩამჩირედან, თუ როგორ იხსნეს მძარცველებმა ცოცხლად დამარხული გოგონა

AMBEBI.GE გთავაზობთ საარქივო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად, წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" პუბლიკაციას, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა.

ხალხური ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილი გარკვეული დროის შემდეგ უნდა დაიკრძალოს: იქნებ, მიცვალებული მობრუნდესო? - ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები და თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ ისე უსაფუძვლოდ. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი ჩერდება - ანუ ამ დროს ეს პროცესები იმდენად შენელებულია, რომ ამის დაფიქსირება, მხოლოდ სპეციალური მაღალკვალიფიციური სამედიცინო კვლევის შედეგად არის შესაძლებელი, თუმცა ესეც ყოველთვის როდი ამართლებს. მედიცინა შორს წავიდა, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი მეცნიერებისთვის მაინც იდუმალებით მოცული, შეუცნობელი სამყაროა.

შუა საუკუნეების დიდი პოეტი პეტრარკა თურმე 20 საათის განმავლობაში იწვა უსულოდ, დასაფლავებამდე 4 საათით ადრე კი, სარეცლიდან წამოდგა და მოსამსახურეები გამოლანძღა. ამის შემდეგ მან კიდევ 40 წელი იცოცხლა და თავისი საუკეთესო სონეტები შექმნა.

ბოლომდე აუხსნელი დარჩა რუსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის იდუმალებით მოცული სიკვდილი. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, როდესაც მისი კუბო გახსნეს, მწერალი გვერდზე გადაბრუნებული ნახეს. გამოდის, რომ ის ცოცხლად დაუსაფლავებიათ (რატომღაც, ყოველთვის ეშინოდა ამის)...

...1972 წელს ოჩამჩირის რაიონში სოფელ ტამიშში მოულოდნელად გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი, 13 წლის გოგონა. ბავშვი დაკრძალეს, მალე აღმოჩნდა, რომ ის სულაც არ ყოფილა "მიცვალებული", ბედნიერი შემთხვევის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა. სოფლის მკვიდრთ დღესაც კარგად ახსოვთ ეს შემზარავი ამბავი...

მას შემდეგ, 30 წელზე მეტი გავიდა, ის გოგონა ნაირა ჩახუნაშვილი დღეს უკვე ბებიაა და ცხოვრებას განაგრძობს.

- ეს ამბავი საშინელებათა ფილმს ჰგავს. ღმერთმა დიდი განსაცდელი მომივლინა, ამავე დროს, მომანიჭა იმდენი ძალაც, რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი. მთელი ცხოვრება ვცდილობდი დამევიწყებინა ის ავადსახსენებელი დღე. საშინელი კომპლექსი მტანჯავდა, ავადმყოფურ აკვიატებად მექცა: მეგონა, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა - უცნობებიც კი. მინდოდა, გადავხვეწილიყავი შორს - ცხრა მთას იქით, სადაც არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ. მთელი ცხოვრება აჩრდილივით დამყვებოდა ბნელი მოგონებები.

ბოლოს მივხვდი, რომ მეხსიერებიდან ვერაფერს ამოვშლიდი: როცა ამას ცდილობ, უფრო ირთულებ მდგომარეობას, ამიტომ გადავწყვიტე, სიმართლისთვის თვალი გამესწორებინა და ფართო აუდიტორიისთვის ახლა მაინც მომეთხრო ის, რასაც წლების მანძილზე ვმალავდი - იქნებ, ამით სულიერი სიმშვიდე დავიბრუნო.

- ნაირა, რა იყო შენი "გარდაცვალების" მიზეზი?

- ჩემ თანაკლასელსა და უახლოეს მეგობარს მანანა კუკრეიშვილს "წითელა" ბატონები დაემართა. ავადმყოფობა გაურთულდა და ლოგინში იწვა. თანაკლასელებმა გადავწყვიტეთ, საჩუქარი გვეყიდა და მოგვენახულებინა. იმ პერიოში დედა ჩემზე გაჯავრებული იყო და ფულის მოცემაზე უარი მითხრა. განერვიულებული ტყეში გავიქეცი და კარგა ხანს, უაზროდ დავეხეტებოდი. საშინლად განვიცდიდი, ამხანაგებს რომ გამოვაკლდი, კარგა ხანს რომ ვიარე, მოულოდნელად, გზაჯვარედინზე გაშლილ "ბატონებზე" გადალოცვილ სუფრას მივადექი.

- რას წარმოადგენს "ბატონებზე" გადალოცვილი სუფრა?

- როცა ადამიანს "ბატონები" ესტუმრა, მას განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება: სულ უნდა ეფერო, უკითხო სპეციალური ლოცვები, შეძლებისდაგვარად ყველაფერი შეუსრულო და რაც მთავარია, არ უნდა გაანერვიულო. ასეთ დროს წითელბაფთებიან მამალს ("ბატონებს" წითელი ფერი უყვარს) უშვებენ ტყეში. ტრადიციის მიხედვით, გზაჯვარედინზე გამლველებისთვის ტკბილეულის სუფრას შლიან (საკლავი არ შეიძლება). ნუგბარს, ძირითადად, ბავშვები და მაწანწალები მიირთმევენ.

სუფრა რომ დავინახე, გავიფიქრე - ხილს წავუღებ და მეგობარს მოვინახულებ-მეთქი. მანანას სახლთან რომ მივედი, უკვე გვიანი იყო, მშობლებმა შინ არ შემიშვეს - ავადმყოფმა დაიძინა და ვერ გავაღვიძებთო. ამასობაში მანანასაც გამოეღვიძა და ტირილი ატეხა: ნაირა შემოვიდესო, მაგრამ ვერც მისმა ხვეწნა-მუდარამ გასჭრა. დედამისმა კარი ცხვირწინ მომიხურა.

უკან რომ მოვდიოდი, ყურში კარგა ხანს ჩამესმოდა მეგობრის ქვითინი. იმ ღამეს სახლში არ მივედი... ისევ ტყეში დავბრუნდი და გათენებამდე იქ დავრჩი. უცნაური რამ მემართებოდა: ძალიან მეშინოდა, სიმწრის ოფლი მასხამდა, მაგრამ თვითგვემა თავისებურ სიამოვნებას მგვრიდა. ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა და დიდი უბედურების მოახლოებას ვგრძნობდი.

- მშობლები ალბათ გეძებდნენ...

- მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ, გამთენიისას რომ დავბრუნდი, დედა წკეპლით გამომიდგა. ვუთხარი: ამ დილას მანანას თუ არ ვნახავ, მოკვდება-მეთქი. ამ სიტყვებმა დედა უფრო გააცოფა და გამეტებით მცემა. ბოლოს, ტირილისაგან დაოსებული, ეზოში გამოვედი, ბალახებში ჩავჯექი... დანარჩენი მხოლოდ გადმოცემით ვიცი...

პირველმა მეზობლის ქალმა ნანა ოჩიგავამ დამინახა და დედაჩემს უთხრა - შენი შვილი ბალახებში წევს და არ გაცივდესო. დედას კი უყვირია - ისემც უქნია, იქვე მომკვდარაო! – მაგრამ ორ წუთში მაინც მომაკითხა. უგონოდ, მიწაზე გაშხლართული რომ დამინახა, წიოკი ატეხა. მეზობლები შეიყარნენ, სოფლის ხანდაზმულ ექიმს დომე ბართაიას დაუძახეს, რომელმაც ჩემი გარდაცვალება დაადასტურა, მანვე ჩემს სხეულზე გამონაყარი დააფიქსირა და გაირკვა, რომ "წითელა" გადამიტანია.

ხალხი სამძიმარზე მოდიოდა. როგორც გასათხოვარს, თურმე საპატარძლო კაბა ჩამაცვეს. დედას გული მისდიოდა, მამა კი საშინელი ხმით ღრიალებდა. დედაჩემი თავს დამნაშავედ თვლიდა და უფრო ამძიმებდა მის მდგომარეობას. მან გადაწყვიტა, რაც კი ფული და ძვირფასეულობა გაგვაჩნდა, სულ ჩემთვის ჩაეყოლებინა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, უმალ გავრცელდა. კუბოში ჩემი სათამაშოები და წიგნებიც ჩააწყვეს. თურმე მეზობლები ლაპარაკობდნენ - რად უნდა ამდენი რამე, საცოდავი ბავშვი იქ მაინც დაასვენონო...

საღამოს 7 საათისთვის დაკრძალვის ცერემონია დასრულებული იყო. დასავლეთ საქართველოს სოფლებში ასეთი წესია: ჯერ სუფრასთან სხდებიან და მერე კრძალავენ მიცვალებულს...

- გონს როდის მოხვედი?

- ზუსტად რა დრო იყო, ვერ გეტყვით. სასაფლაოზე უკვე აღარავინ იყო - მართლაც, სამარისებური სიჩუმე სუფევდა, უკუნეთი სიბნელე კი გაუსაძლისს ხდიდა ჩემს მდგომარეობას - სწორედ ასეთი წარმომედგინა სამარე. გონება თითქოს დაბინდული მქონდა და მოვლენების რეალურად აღქმის უნარი დამკარგვოდა - ალბათ, ამან გადამარჩინა იმას, რომ ჭკუიდან არ შევიშალე. თუმცა, ყველაფერი მაინც უფლის ნება იყო...

მეგონა, ღამე იყო და საკუთარ საწოლში ვიწექი, სუნთქვა უფრო და უფრო მიძნელდებოდა, ვიგუდებოდი... წამოდგომაც ვცადე, მაგრამ თავი სახურავს ავარტყი. შორიდან უცნაური ხმა მომესმა, ის თანდათან ძლიერდებოდა. ცოტა ხანში კი, ტკივილი ვიგრძენი და ვიკივლე. ამ დროს საიდანღაც ჰაერის ნაკადი შემოვიდა და ცოტა შვება მომეცა.

...როგორც უკვე გითხარით, კუბოში ოქრო და ფული ჩამაყოლეს. ხომ იცით ხალხის ამბავი: ყველაფრის გაზვიადება და გაბუქება უყვართ. ჭორაობდნენ, მიცვალებულს აურაცხელი სიმდიდრე ჩააყოლესო, თურმე საოცრად მდიდრები ყოფილან და რა ოსტატურად ინიღბებოდნენო...

მეზობელ სოფელში ყველაფერზე წამსვლელი ქურდბაცაცა ბიჭები ცხოვრობდნენ და მათ ჩემი საფლავის გაძარცვა გადაწყვიტეს. როგორც კი მოსაღამოვდა, ნიჩბებითა და ბარებით შეიარაღებულები მოვიდნენ და საქმეს შეუდგნენ. მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, როცა ერთ-ერთის ნიჩაბი კუბოს თავსახურს მოხვდა და გაბზარა. ნაპრალი ისეთი ზომის იყო, რომ ჰაერის მცირე ნაკადი თავისუფლად შემოდიოდა.

ნიჩბის ბასრი პირი კი მკლავზე მომხვდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდათ მძარცველებს, კუბოდან განწირული კივილი რომ მოესმათ?! შიშისგან თავზარდაცემულებმა ყველაფერი იქვე მიატოვეს და უკანმოუხედავად გაიქცნენ.

- მათი ვინაობა თუ გაირკვა?

- რა თქმა უნდა. ერთ-ერთს, მერაბს იმ ღამეს ინფარქტმა დაარტყა. მათ მიმართ მხოლოდ მადლიერების გრძნობა მაქვს, ისინი რომ არა, რა დამემართებოდა, ამის წარმოდგენაც კი მზარავს... მოგვიანებით, ყველანი გავიცანით და მათთან ახლაც ვმეგობრობ. ისინი დღესაც ვერ მისწორებენ თვალს. მას შემდეგ ბიჭები პატიოსან გზას დაადგნენ, ერთი მათგანი დღეს ეკლესიის მოძღვარია.

- ქურდები რომ გაიქცნენ, მერე რა მოხდა?

- დილით სასაფლაოს დარაჯმა ამოთხრილი მიწა და დაყრილი ნიჩბები რომ დაინახა, იფიქრა, სასაფლაო გაუძარცვავთო და ჩემს ოჯახს შეატყობინა. დანაშაულის ადგილზე მთელი სოფელი შეიკრიბა. ხალხი მათ საჯაროდ დასჯას მოითხოვდა... მესაფლავემ კუბო რომ გახსნა, მომენტალურად გაჭაღარავდა...

სასწაულის მომსწრე მთელი სოფელი გახდა: "სასახლიდან" რომ ამომიყვანეს, ფეხებს ძლივს ვდგამდი, მეგონა, საშინელი კოშმარი მესიზმრებოდა და გამოღვიძებას ვნატრობდი... იმ დღიდან მეტყველების უნარი დავკარგე და 6 წელი "ენა არ მქონდა", როგორც მატყობთ, გამართულად ახლაც ვერ ვლაპარაკობ... ჩვენს ოჯახში მწუხარების სუფრა ბედნიერების სუფრამ შეცვალა: მთელი სოფელი ჩემს "გაცოცხლებას" ზეიმობდა. რაც შეეხება ექიმ ბართაიას, რამდენიმე დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

- მომხდარის შემდეგ ნაცნობების დამოკიდებულება თუ შეიცვალა შენ მიმართ?

- უმეტესობა ფიქრობდა, რომ "იმ ქვეყნიდან" მოვბრუნდი. ისინი ვერ იგებდნენ (ან არ სურდათ გაეგოთ), რომ მე ექიმის შეცდომის მსხვერპლი გავხდი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული მსგავსი შემთხვევისგან. იმ დღიდან ყველა რადიკალურად შეიცვალა ჩემ მიმართ. როგორც მოჩვენებას, ისე მიყურებდნენ, ჩემთან შეხვედრას გაურბოდნენ. არავინ მეკარებოდა და თავს მარტოსულად ვგრძნობდი.

მხოლოდ უახლოესი ადამიანები დარჩნენ ჩემ გვერდით, თუმცა, ისინიც შეიცვალნენ თავისებურად: აღარ მიყვიროდნენ, ზედმეტად მიფრთხილდებოდნენ. მე კი ეს მაღიზიანებდა, მერჩივნა ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. რადგან ბავშვებს ჩემი ეშინოდათ, სკოლაში სიარულს თავი დავანებე. შემთხვევით ვისარგებლებ და დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს ყოფილ პედაგოგებს - ლუბა ჭანტურიას და სანდრო შურღაიას, რომლებიც სახლში მიტარებდნენ გაკვეთილებს. 9 კლასი მათი წყალობით დავამთავრე.

- სასწაულის შემდეგ, თუ მოხდა რაიმე ცვლილება, ფსიქიკაზე თუ დატოვა კვალი?

- "გარდაცვალებამდე" ძალიან მშიშარა ვიყავი, კატისაც მეშინოდა. იმ დღის შემდეგ კი, აბსოლუტურად შევიცვალე – აღარაფრის მეშინოდა, თითქოს ერთ დღეში დავბერდი: მხიარული, ცელქი ბავშვისგან, სევდიან, გულჩათხრობილ "ქალად" ვიქეცი. საოცარი ინტუიციის გრძნობა გამიჩნდა, ბედნიერებასა და უბედურებას წინასწარ ვგრძნობდი.

ხშირად, გამოცხადებაც მაქვს; სამედიცინო ენით, ალბათ ამას ჰალუცინაციებს უწოდებენ - რაც გინდათ დაარქვით, მთავარი ის არის, რომ ამის წყალობით თავიც განვიკურნე და სხვებსაც ვმკურნალობ. უხილავი ხმა წამლების კეთებას მასწავლის, ზოგჯერ ვიზუალურადაც ვხედავ "მასწავლებელს"...

იმ ავადსახსენებელი დღიდან 6 წლის შემდეგ საღამოხანს, მინდორში მივდიოდი და გზად თეთრ სამოსში გამოწყობილი 3 მამაკაცი შემომხვდა. ესა და ეს ბალახი მოკრიფეო - მასწავლიდნენ. შინ რომ მიხვალ, მისგან ნაყენი დააყენე და ერთი თვის მანძილზე სვიო. მითითებები ზედმიწევნით შევასრულე... როგორც პატარა ბავშვი იწყებს ლაპარაკს, მეც ასევე ერთი თვის მანძილზე ბგერა-ბგერის წარმოთქმით ამოვიდგი ენა...

- ნაირა, ცოცხლად დამარხვის სხვა შემთხვევებზეც თუ გსმენია რამე?

- მსოფლიოში საუკუნეების მანძილზე, რამდენი გახსნილი თუ გაუხსნელი შემთხვევა იქნებოდა, ვინ მოთვლის?... მინდა მხოლოდ იმ შემთხვევებზე ვისაუბრო, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო ათწლეულების მანძილზე დაფიქსირდა. ერთი ხანობა ძალიან დაინტერესებული ვიყავი ამ თემით და დიდი ინტერესით ვკითხულობდი შესაბამის ლიტერატურას.

მოგეხსენებათ, საბჭოთა კაშვირში ბევრი რამ აკრძალული იყო, ასეთ საკითხებზე არ წერდნენ, არც ინტერნეტის საშუალება იყო მაშინ. ამიტომაც ამგვარი ინფორმაციის მოძიება ძალიან ძნელი იყო. ძირითადად, უცხოურ გამოცემებს ვეყრდნობოდი (მითარგმნიდნენ ხოლმე), ქვას გავხეთქავდი და მაინც მოვიპოვებდი ხოლმე ჩემთვის საინტერესო მასალას.

მიზნად დავისახე, საქართველოში აღმომეჩინა ადამიანები, რომლებმაც იგივე გადაიტანეს, მომეძებნა და მათთან კონტაქტი დამემყარებინა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მიზანს მივაღწიე და ჩვენს ქვეყანაში 3 ასეთი ადამიანი ვიპოვე, გავიცანი და დავუმეგობრდი კიდეც. სამივე შემთხვევა 20-30 წლის წინ მოხდა.

- შემდგომი ცხოვრება როგორ წარიმართა? ოჯახზეც მოგვიყევი.

- 19 წლის ვიყავი როცა 45 წლის ვანელმა კაცმა (გვარად ჩახუნაშვილმა) მომიტაცა. ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამის გამო უკან არ დაუხევია. ეს არასდროს დამვიწყებია და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიყავი. ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, სამწუხაროდ, 3 წლის წინ გარდაიცვალა.

მყავს 4 შვილი - ორი ქალი და ორი ვაჟი. გოგონები გათხოვდნენ და 4 შვილიშვილი მაჩუქეს. ოჯახს დიდი ძალა აქვს, მან გადამატანინა სულიერი კრიზისი და დეპრესიისგან მიხსნა. სხვათა შორის, ოთხივე შვილი საკუთარ სახლში, ყოველგვარი დახმარების გარეშე (მხოლოდ მეუღლე მეხმარებოდა) გავაჩინე. რამდენჯერაც სამშობიაროში წამიყვანეს, იმდენჯერ გამოვიპარე: მას შემდეგ, რაც ექიმის შეცდომის გამო, ცოცხალი მიმაბარეს მიწას, ექიმების მიმართ უნდობლობა გამიჩნდა, მათთან საქმის დაჭერას ვერიდები.

არც ჩემი შვილები და შვილიშვილები ყოფილან ექიმთან, თუ რამე გაუჭირდებათ, საკუთარი რეცეპტებით ვმკურნალობ. წამლების შემადგენლობას საიდუმლოდ არ ვინახავ, ავადმყოფს რომ ეს დავუმალო, უფალი არ მაპატიებს!

სხვათა შორის, ადამიანებს აბსოლუტურად უანგაროდ, არა მხოლოდ წამლებით, არამედ რჩევებითაც ვეხმარები. მაგალითად, ფეხმძიმე ქალებს ვურჩევდი (საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი), ბავშვი რომ ჯანმრთელი დაიბადოს, მთელი ცხოვრება სატკივარი არ ჰქონდეს, პირველად რომ მუცელში ნაყოფი გაინძრევა, თუ დღეა მზეს შეხედონ, თუ ღამეა - მთვარეს...

ელენე ხირსელი, ჟურნალ "გზის" 2004 წლის არქივიდან