საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს სოციალურ ქსელებში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით კი ღარიბაშვილი-ობამას ხანმოკლე შეხვედრას. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ეს შეხვედრა ირაკლი ალასანიას მეუღლისთვის, ნათია ფანჯიკიძისთვის, რომელიც სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
"ვეცადე ემოციების შეკავებას და დასტოინად მოქცევას, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ და ვერა ვმალამ შემეტყოს, ჯანდაბას, მიმიცია ჩემი თავი მავანთა (როგორც ოდიშვილი იტყოდა) ყბაში :))))))))
ეს მსხვილმანია, წვრილმანებზე ხომ არ ვიმჩნევ ხოლმე მოლოდინს და სიხარულს
საქართველო, წინ წინ გასწი, ნუ შედრკება შენი გული (შელოცვაა ასეთი)", - წერს ნათია ფანჯიკიძე.