სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გინდათ, ერთი შვილი ციხეში ჩასვეს და მეორეც უკანონოდ დაიჭირონ?!" - ექსკლუზიური ინტერვიუ როლანდ ახალაიასთან
"რა გინდათ, ერთი შვილი ციხეში ჩასვეს და მეორეც უკანონოდ დაიჭირონ?!" - ექსკლუზიური ინტერვიუ როლანდ ახალაიასთან

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია თით­ქმის 15 თვეა, ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე ზის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­სა და ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას გა­სა­მარ­თლე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფილ ჩი­ნოვ­ნიკს რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში ბრა­ლი მო­უხ­სნა. მათ შო­რის, ე.წ. ვაშ­ლის თლის, ცი­ხის ბუნ­ტის, ზვი­ად აბე­სა­ძის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და სე­ნა­კის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ჯა­რის­კაც­თა წა­მე­ბის საქ­მე­ებ­ში. ამ­ჟა­მად, პრო­კუ­რა­ტუ­რა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბრა­ლე­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს. იგი­ვე საქ­მე­ში ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ძმას, სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ულ დათა ახა­ლა­ი­ა­საც, რო­მე­ლიც 2006 წელს, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პე­რი­ოდ­ში შსს-ს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მე­ტიც, პრო­კუ­რა­ტუ­რამ დათა ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­სა და წა­მე­ბის სხვა საქ­მე­ზე­ცწა­უ­ყე­ნა, რის გა­მოც კუდ-ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბა. აშან­ტა­ჟებს თუ არა დათა ახა­ლა­ია ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას და რა­ტომ ეა­მა­ყე­ბა უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი, "ვერ­სი­ას" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი რო­ლანდ ახა­ლა­ია ესა­უბ­რა.

- არა­ერ­თხელ მით­ქვამს და კი­დევ ბევ­რჯერ გა­ვი­მე­ო­რებ - ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რია, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ორ­გა­ნოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც არა­ერ­თხელ და­დას­ტურ­და, რომ ჩემი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მოწ­მე­ებს აშან­ტა­ჟე­ბენ და ამ ფორ­მით მათ­გან სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ... მსგავ­სი პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვის იმე­დი არ მაქვს, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის პრო­კუ­რო­რე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ებს "კე­რა­ვენ", სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში, პა­სუხს აუ­ცი­ლებ­ლად აგე­ბენ. მჯე­რა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მალე იზე­ი­მებს.

- სა­ნამ გა­მომ­ძი­ებ­ლებ­სა და პრო­კუ­რო­რებს ემუქ­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნად სწო­რედ ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­სა­მარ­თლე­ბას მი­იჩ­ნევს. ბევ­რს ისიც აღი­ზი­ა­ნებს, რომ ამ დრომ­დე, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს და­ნა­შა­უ­ლი ვერ და­უმ­ტკიც­და.

- ეს მუ­ქა­რა არ არის, არც შუ­რის­ძი­ე­ბას ვგეგ­მავ... თა­ნაც ბა­ჩოს გა­სა­მარ­თლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი არა, ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნაა, რად­გან მას ძლი­ერ პო­ლი­ტი­კურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ მი­იჩ­ნე­ვენ. მე­ტიც, ბა­ჩო­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხე­ში გა­მო­კეტ­ვა რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ვა­ლე­ბაა, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ.

- ბაჩო ახა­ლა­ი­ას რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი წა­მე­ბა­ში ამ­ხელს, თუ ესეც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო?

- ბაჩო ახა­ლა­ი­ას მსგავს ბრალ­დე­ბებს მხო­ლოდ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი უყე­ნე­ბენ, რომ­ლებ­საც მას­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა სწყუ­რი­ათ. სხვა­თა შო­რის, ერთ-ერ­თმა "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" ბა­ჩოს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შეც­ვა­ლა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ ეს გა­რე­მო­ე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და მა­ინც გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. რო­გორც შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­სა­მარ­თლის ცოლი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან დღემ­დე მუ­შა­ობს, ამი­ტომ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, სა­სა­მარ­თლომ ბა­ჩოს წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა. თუ სა­სა­მარ­თლო ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მა­მარ­დაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რა­ტომ არა­ვინ უს­მენს ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, რო­მელ­მაც უკვე ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ცი­ხი­დან გა­ტა­ცე­ბა­ში ამ­ხი­ლა? ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მა­მარ­დაშ­ვი­ლი მე­რა­ბიშ­ვილ­ზე უფრო წო­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა?!

- უც­ნა­უ­რია, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დაც­ვას ცდი­ლობთ იმ ფონ­ზე, როცა ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბი მას­თან ღიად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. დათა ახა­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში ხომ ღიად სა­უბ­რობ­და - ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა ახა­ლა­ი­ებ­თან ბრძო­ლას გა­და­ა­ყო­ლაო?!

- ჩვენ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ შავი პი­ა­რის ნა­წი­ლი იყო...

- იმის უარ­ყო­ფა­საც შე­ეც­დე­ბით, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­ტო­ვე­ბას გეგ­მავ­დით, ახლა მა­ინც გან­მარ­ტეთ, პო­ზი­ცია რის სა­ნაც­ვლოდ შე­იც­ვა­ლეთ?

- ვი­მე­ო­რებ, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მხო­ლოდ შავი პი­ა­რის ნა­წი­ლია. ჩემ­ზე იმა­საც ამ­ბობ­დნენ, ბავ­შვებს ჭამს და სახ­ლში მგლე­ბი ჰყავს დამ­წყვდე­უ­ლიო. ისიც ით­ქვა, სარ­დაფ­ში ჭა აქვს გა­თხრი­ლი და წყალს მხო­ლოდ იქი­დან სვამს, ასე­ვე სახ­ლი­დან სამ­სა­ხუ­რამ­დე გვი­რა­ბი გა­იყ­ვა­ნაო. ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს სახ­ლში ვე­პა­ტი­ჟე­ბი, რათა სა­კუ­თა­რი თვა­ლით დარ­წმუნ­დნენ, რომ სარ­დაფ­ში არც ჭა და არც გვი­რა­ბი მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, რაც უფრო არა­რე­ა­ლუ­რია ჭორი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას მით უფრო იო­ლად იჯე­რებს.

- მუხ­რო­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­შიც ბევ­რმა დათა ახა­ლა­ი­ას კვა­ლი და­ი­ნა­ხა – კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია და მათ­გან მეტ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვ­სო. ადას­ტუ­რებთ, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის უკან დათა ახა­ლა­ია დგას?

- აბ­სურ­დია! დათა ახა­ლა­ი­ას მუხ­რო­ვა­ნის კად­რე­ბი რა­ტომ უნდა გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა, როცა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში თა­ვა­დაც ჩანს?! თა­ნაც მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის კრი­ა­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან მიბ­მა გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია, მსგავს სი­სუ­ლე­ლე­ებს მა­მუ­კა არე­ში­ძე ხში­რად ბო­დი­ა­ლობს, რის­თვი­საც სა­სა­მარ­თლო­ში ვუ­ჩივ­ლებთ. მას თი­თო­ე­ულ გავ­რცე­ლე­ბულ სიც­რუ­ე­ზე სა­სა­მარ­თლო­ზე გან­მარ­ტე­ბებს მოვ­თხოვთ. თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან არც ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ვგრძნობ.

- თუ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ბაჩო ახა­ლა­ია არ გა­წი­რეს, რა­ტომ არ და­დი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი მის პრო­ცე­სებ­ზე ან, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მსგავ­სად, რა­ტომ არ ცდი­ლო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მის პო­ლიტ­პა­ტიმ­რად წარ­მო­ჩე­ნას?

- დე­ტა­ლებს არ ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ა­ფა­სოს, რამ­დე­ნად სო­ლი­და­რუ­ლია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­მართ. ეს კი­თხვა, ალ­ბათ, იმ ადა­მი­ა­ნებს უნდა და­ვუს­ვათ, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას არ აფიქ­სი­რე­ბენ. მათ, ალ­ბათ, აქვთ შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბიც. ჩემ­თვის კი მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე ხომ კარ­გად ვიცი, რომ ბაჩო ახა­ლა­ია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ტყვეა?!

- გიგა ბო­კე­რი­ას ცოლ­მაც დათა ახა­ლა­ია მა­ნი­ა­კად მო­იხ­სე­ნია, ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ კი ცი­ხის ბუნ­ტში ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა...

- ნუ მის­ვამთ ასეთ კი­თხვას, რო­მელ­ზეც ახლა არ ვუ­პა­სუ­ხებ! ნამ­დვი­ლად არ დავ­წვრილ­მან­დე­ბი, ვინ, რა და რო­გორ თქვა. თუ ვინ­მემ ჩემი შვი­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ზედ­მე­ტი თქვა ან რამე და­აკ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი მათ ნა­მუს­ზე იყოს. მე მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე მწყდე­ბა გული - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პი­რო­ბით მო­ვი­და, დღეს სწო­რედ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ებ­რძვის. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ზე მეტი შეც­დო­მა და­უშ­ვა, ვიდ­რე ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ მთე­ლი ცხრა წე­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პარ­ლა­მენ­ტში მო­სულ­მა პრე­ზი­დენ­ტმაც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე ისა­უბ­რა, თუმ­ცა რაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას პრო­ცე­სებ­ზე ხდე­ბა, უსა­მარ­თლო­ბა­ზე მე­ტია! მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ფაქ­ტი სა­ხე­ზეა - ბაჩო ოთხ ეპი­ზოდ­ში გა­მარ­თლდა და ეს ძლი­ე­რი წნე­ხის პი­რო­ბებ­ში მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ.

- იმ წნეხ­ზე არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ, რა­შიც გა­მო­ძი­ე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და მის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ მე­გის ქარ­და­ვას ედა­ვე­ბა? მა­გა­ლი­თად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ. რუს­თა­ვის #1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტი­მარ­თა მა­სობ­რი­ვი გაქ­ცე­ვის მომ­ზა­დე­ბის აღი­ა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ფაქ­ტზე.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, არც მო­სა­მარ­თლე ვარ და არც პრო­კუ­რო­რი, რომ, თუნ­დაც, მე­გის ქარ­და­ვას და­ნა­შა­ულ­ზე ვი­სა­უბ­რო.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ბაჩო ახა­ლა­ია მე­გის ქარ­და­ვას მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ის­ჯე­ბა?

- უსა­მარ­თლო­ბის პრე­ზუმ­პცი­ა­საც არ და­ვარ­ღვევ... თა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პი­რებ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გავ­რცელ­დეს. დიდი ხა­ნია საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღარ ვართ, რომ ადა­მი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლის­თვის კო­ლექ­ტი­უ­რად გა­ა­სა­მარ­თლონ.

- ისე, დათა ახა­ლა­ია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­სა და ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე სა­უბ­რობ­და, კუდ-ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებს?

- რა გინ­დათ, ერთი შვი­ლი ცი­ხე­ში ჩას­ვეს და მე­ო­რეც უკა­ნო­ნოდ და­ი­ჭი­რონ?! ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს ახა­ლა­ი­ე­ბის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გაა მო­მარ­თუ­ლი. ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხით ჩვენ­ზე ზე­წო­ლა­სა და შან­ტაჟს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. უნ­დათ, ქვეყ­ნის და­მან­გრევ­ლე­ბად წარ­მოგ­ვა­ჩი­ნონ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ, ჩემი შვი­ლე­ბი სა­კუ­თარ სი­მარ­თლეს მა­ინც და­ამ­ტკი­ცე­ბენ. დად­გე­ბა დრო და დათა ახა­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვა. თა­ვის სათ­ქმელ­საც ხმა­მაღ­ლა იტყვის, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავ. ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლის პოვ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბაჩო ხომ ჩა­მო­ვი­და და 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტიმ­რო­ბა­შიც ხომ იმ­ყო­ფე­ბა, რისი დამ­ტკი­ცე­ბა მო­ა­ხერ­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ?! სხვა­თა შო­რის, მისი ნახ­ვის უფ­ლე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა დღემ­დე არ მაძ­ლევს. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­საც ვთხო­ვე, ჩემი შვლის ნახ­ვის უფ­ლე­ბა ერთხელ მა­ინც მო­მე­ცით-მეთ­ქი, მაგ­რამ უარი მი­ვი­ღე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რო­რად ვმუ­შა­ობ­დი, თუმ­ცა არ მახ­სოვს შემ­თხვე­ვა, პა­ტი­მარ­თან ახ­ლობ­ლის შეს­ვლა­ზე უარი მეთ­ქვა. ესე­ნი კი, ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­ვიდ­ნენ. თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვგრძნობ, ამი­ტომ აღარ ვა­პი­რებ, იგი­ვე თხოვ­ნით პრო­უ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თო. იცით, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არა­ფერს ვნა­ნობ. ჩვენ სამ­შობ­ლოს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით და ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი­დან ვი­წყებ­დეთ, იგ­ვიე გზას კი­დევ ერთხელ გა­ვივ­ლი­დით. მე, რო­გორც მა­მამ, კარ­გად ვიცი, რო­გორ აღი­ზარ­დნენ ჩემი შვი­ლე­ბი და რა საქ­მე­საც აკე­თებ­დნენ ისი­ნი.

- როცა სან­დრო გირ­გვლი­ანს ოქ­რო­ყა­ნა­ში სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, მა­ში­ნაც იცო­დით, თქვე­ნი შვი­ლი რას აკე­თებ­და?

- გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს და­ვე­ლო­დოთ და შემ­დეგ ვი­სა­ბუ­როთ. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ასეთ დღე­ში არი­ან. თუ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და მის­თვის თავ­გან­წირ­ვა და­ნა­შა­უ­ლია, დაე, ასე იყოს. ვი­საც რა უნდა, ის თქვას, მაგ­რამ დღეს ჩემ­თვის ჩემი შვი­ლე­ბი გმი­რე­ბი არი­ან. რო­გო­რი პი­ა­რიც უნდა აგ­ვი­გო­რონ და ხალ­ხს გო­ნე­ბა მო­უ­წამ­ლონ, მე და ჩემ­მა ოჯახ­მა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვი­ცით. იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის­ტო­რია ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ხელს და­არ­ქმევს!

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

"რა გინდათ, ერთი შვილი ციხეში ჩასვეს და მეორეც უკანონოდ დაიჭირონ?!" - ექსკლუზიური ინტერვიუ როლანდ ახალაიასთან

"რა გინდათ, ერთი შვილი ციხეში ჩასვეს და მეორეც უკანონოდ დაიჭირონ?!" - ექსკლუზიური ინტერვიუ როლანდ ახალაიასთან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია თითქმის 15 თვეა, ბრალდებულის სკამზე ზის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სამართლიანობის აღდგენასა და ბაჩანა ახალაიას გასამართლებას კატეგორიულად მოითხოვს, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ ყოფილ ჩინოვნიკს რამდენიმე ეპიზოდში ბრალი მოუხსნა. მათ შორის, ე.წ. ვაშლის თლის, ციხის ბუნტის, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამების საქმეებში. ამჟამად, პროკურატურა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობს. იგივე საქმეში ბრალი დაუმძიმდა ბაჩანა ახალაიას ძმას, საქართველოდან გაქცეულ დათა ახალაიასაც, რომელიც 2006 წელს, დანაშაულის ჩადენის პერიოდში შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მეტიც, პროკურატურამ დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და წამების სხვა საქმეზეცწაუყენა, რის გამოც კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. აშანტაჟებს თუ არა დათა ახალაია ნაციონალურ მოძრაობას და რატომ ეამაყება უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული შვილები, "ვერსიას" საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია ესაუბრა.

- არაერთხელ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ - ბაჩანა ახალაია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია, პროკურატურა კი პოლიტიკური ანგარიშსწორების ორგანოდ ჩამოყალიბდა. სასამართლო პროცესზეც არაერთხელ დადასტურდა, რომ ჩემი შვილის წინააღმდეგ მოწმეებს აშანტაჟებენ და ამ ფორმით მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობენ... მსგავსი პროკურატურის პირობებში, სამართლიანობის მიღწევის იმედი არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც დღეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეებს "კერავენ", სამართლიანი სასამართლოს პირობებში, პასუხს აუცილებლად აგებენ. მჯერა, სამართლიანობა მალე იზეიმებს.

- სანამ გამომძიებლებსა და პროკურორებს ემუქრებით, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენად სწორედ ბაჩო ახალაიას გასამართლებას მიიჩნევს. ბევრს ისიც აღიზიანებს, რომ ამ დრომდე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დანაშაული ვერ დაუმტკიცდა.

- ეს მუქარა არ არის, არც შურისძიებას ვგეგმავ... თანაც ბაჩოს გასამართლება, საზოგადოების კი არა, ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მოთხოვნაა, რადგან მას ძლიერ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ. მეტიც, ბაჩოსა და ვანო მერაბიშვილის ციხეში გამოკეტვა რუსეთის სპეცსამსახურების დავალებაა, რადგან ეს ადამიანები საქართველოს თავისუფლებისა და განვითარებისთვის იბრძოდნენ.

- ბაჩო ახალაიას რამდენიმე პატიმარი წამებაში ამხელს, თუ ესეც თავისუფლებისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო?

- ბაჩო ახალაიას მსგავს ბრალდებებს მხოლოდ ე.წ. კანონიერი ქურდები უყენებენ, რომლებსაც მასზე შურისძიება სწყურიათ. სხვათა შორის, ერთ-ერთმა "კანონიერმა ქურდმა" ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. როგორც შემდეგ აღმოვაჩინეთ, აღნიშნული მოსამართლის ცოლი ირაკლი ალასანიასთან დღემდე მუშაობს, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სასამართლომ ბაჩოს წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა. თუ სასამართლო ე.წ. კანონიერი ქურდის, მამარდაშვილის ჩვენებას ითვალისწინებს, რატომ არავინ უსმენს ვანო მერაბიშვილს, რომელმაც უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ციხიდან გატაცებაში ამხილა? ხელისუფლებისთვის მამარდაშვილი მერაბიშვილზე უფრო წონიანი ფიგურაა?!

- უცნაურია, რომ ვანო მერაბიშვილის დაცვას ცდილობთ იმ ფონზე, როცა ბაჩო და დათა ახალაიები მასთან ღიად დაპირისპირებულები იყვნენ. დათა ახალაია საქართველოდან გაქცევის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში ხომ ღიად საუბრობდა - ვანო მერაბიშვილმა ქვეყანა ახალაიებთან ბრძოლას გადააყოლაო?!

- ჩვენსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირებაზე საუბარი მხოლოდ შავი პიარის ნაწილი იყო...

- იმის უარყოფასაც შეეცდებით, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას გეგმავდით, ახლა მაინც განმარტეთ, პოზიცია რის სანაცვლოდ შეიცვალეთ?

- ვიმეორებ, მსგავსი ინფორმაციები მხოლოდ შავი პიარის ნაწილია. ჩემზე იმასაც ამბობდნენ, ბავშვებს ჭამს და სახლში მგლები ჰყავს დამწყვდეულიო. ისიც ითქვა, სარდაფში ჭა აქვს გათხრილი და წყალს მხოლოდ იქიდან სვამს, ასევე სახლიდან სამსახურამდე გვირაბი გაიყვანაო. ყველა დაინტერესებულ პირს სახლში ვეპატიჟები, რათა საკუთარი თვალით დარწმუნდნენ, რომ სარდაფში არც ჭა და არც გვირაბი მაქვს. სამწუხაროდ, რაც უფრო არარეალურია ჭორი, საზოგადოება მას მით უფრო იოლად იჯერებს.

- მუხროვანის სპეცოპერაციის ამსახველი კადრების გავრცელებაშიც ბევრმა დათა ახალაიას კვალი დაინახა – კუდ-ის ყოფილი უფროსი თანაგუნდელებზე განაწყენებულია და მათგან მეტ ყურადღებას ითხოვსო. ადასტურებთ, რომ ვიდეოჩანაწერების უკან დათა ახალაია დგას?

- აბსურდია! დათა ახალაიას მუხროვანის კადრები რატომ უნდა გაევრცელებინა, როცა ვიდეოჩანაწერში თავადაც ჩანს?! თანაც მერაბიშვილის განცხადების კრიალაშვილის გარდაცვალებასთან მიბმა გაუმართლებლად მიმაჩნია, მსგავს სისულელეებს მამუკა არეშიძე ხშირად ბოდიალობს, რისთვისაც სასამართლოში ვუჩივლებთ. მას თითოეულ გავრცელებულ სიცრუეზე სასამართლოზე განმარტებებს მოვთხოვთ. თანაგუნდელებისგან არც ყურადღების ნაკლებობას ვგრძნობ.

- თუ თანაგუნდელებმა ბაჩო ახალაია არ გაწირეს, რატომ არ დადიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მის პროცესებზე ან, ვანო მერაბიშვილის მსგავსად, რატომ არ ცდილობენ საერთაშორისო ასპარეზზე მის პოლიტპატიმრად წარმოჩენას?

- დეტალებს არ ჩავუღრმავდები, თუმცა საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად სოლიდარულია ნაციონალური მოძრაობა ბაჩო ახალაიას მიმართ. ეს კითხვა, ალბათ, იმ ადამიანებს უნდა დავუსვათ, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ. მათ, ალბათ, აქვთ შესაბამისი არგუმენტებიც. ჩემთვის კი მსგავსი საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე ხომ კარგად ვიცი, რომ ბაჩო ახალაია ბიძინა ივანიშვილის ტყვეა?!

- გიგა ბოკერიას ცოლმაც დათა ახალაია მანიაკად მოიხსენია, ელენე თევდორაძემ კი ციხის ბუნტში ბაჩანა ახალაიას პასუხისმგებლობაზე ისაუბრა...

- ნუ მისვამთ ასეთ კითხვას, რომელზეც ახლა არ ვუპასუხებ! ნამდვილად არ დავწვრილმანდები, ვინ, რა და როგორ თქვა. თუ ვინმემ ჩემი შვილების მისამართით ზედმეტი თქვა ან რამე დააკლო, ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს. მე მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული - ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდა, დღეს სწორედ სამართლიანობას ებრძვის. "ქართულმა ოცნებამ" წელიწადნახევრის განმავლობაში იმაზე მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი ცხრა წელის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსულმა პრეზიდენტმაც სამართლიანობაზე ისაუბრა, თუმცა რაც ბაჩო ახალაიას პროცესებზე ხდება, უსამართლობაზე მეტია! მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტი სახეზეა - ბაჩო ოთხ ეპიზოდში გამართლდა და ეს ძლიერი წნეხის პირობებში მაინც მოვახერხეთ.

- იმ წნეხზე არაფერი გსმენიათ, რაშიც გამოძიება ბაჩო ახალაიასა და მის უახლოეს მეგობარ მეგის ქარდავას ედავება? მაგალითად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის #1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების ფაქტზე.

- ამ შემთხვევაში, არც მოსამართლე ვარ და არც პროკურორი, რომ, თუნდაც, მეგის ქარდავას დანაშაულზე ვისაუბრო.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ბაჩო ახალაია მეგის ქარდავას მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ისჯება?

- უსამართლობის პრეზუმპციასაც არ დავარღვევ... თანაც მიმაჩნია, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირებზე ინდივიდუალურად უნდა გავრცელდეს. დიდი ხანია საბჭოთა კავშირში აღარ ვართ, რომ ადამიანი დანაშაულისთვის კოლექტიურად გაასამართლონ.

- ისე, დათა ახალაია სოციალური ქსელით გავრცელებულ წერილში საქართველოში ჩამოსვლასა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემაზე საუბრობდა, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს მომავალში აპირებს?

- რა გინდათ, ერთი შვილი ციხეში ჩასვეს და მეორეც უკანონოდ დაიჭირონ?! ხელისუფლება დღეს ახალაიების ოჯახის წინააღმდეგაა მომართული. ყველანაირი ხერხით ჩვენზე ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებენ. უნდათ, ქვეყნის დამანგრევლებად წარმოგვაჩინონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ჩემი შვილები საკუთარ სიმართლეს მაინც დაამტკიცებენ. დადგება დრო და დათა ახალაია საქართველოში აუცილებლად ჩამოვა. თავის სათქმელსაც ხმამაღლა იტყვის, მაგრამ ჯერჯერობით, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე საქართველოში სამართლის პოვნა შეუძლებელია.

ბაჩო ხომ ჩამოვიდა და 15 თვის განმავლობაში პატიმრობაშიც ხომ იმყოფება, რისი დამტკიცება მოახერხა ხელისუფლებამ?! სხვათა შორის, მისი ნახვის უფლებას პროკურატურა დღემდე არ მაძლევს. პარლამენტის თავმჯდომარესაც ვთხოვე, ჩემი შვლის ნახვის უფლება ერთხელ მაინც მომეცით-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე. წლების განმავლობაში პროკურორად ვმუშაობდი, თუმცა არ მახსოვს შემთხვევა, პატიმართან ახლობლის შესვლაზე უარი მეთქვა. ესენი კი, ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, ამიტომ აღარ ვაპირებ, იგივე თხოვნით პროურატურას მივმართო. იცით, მიუხედავად ყველაფრისა, არაფერს ვნანობ. ჩვენ სამშობლოს ვემსახურებოდით და ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდეთ, იგვიე გზას კიდევ ერთხელ გავივლიდით. მე, როგორც მამამ, კარგად ვიცი, როგორ აღიზარდნენ ჩემი შვილები და რა საქმესაც აკეთებდნენ ისინი.

- როცა სანდრო გირგვლიანს ოქროყანაში სასტიკად უსწორდებოდნენ, მაშინაც იცოდით, თქვენი შვილი რას აკეთებდა?

- გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს განაჩენს დაველოდოთ და შემდეგ ვისაბუროთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეამაყება, რომ ჩემი შვილები ასეთ დღეში არიან. თუ სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა დანაშაულია, დაე, ასე იყოს. ვისაც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ დღეს ჩემთვის ჩემი შვილები გმირები არიან. როგორი პიარიც უნდა აგვიგორონ და ხალხს გონება მოუწამლონ, მე და ჩემმა ოჯახმა ყველაფერი კარგად ვიცით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს!

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა