რუსეთი განზე არ გადგება, თუკი თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უკრაინის ტერიტორიაზე საფრთხე შეექმნება.
საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
"თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, გასაგები მიზეზების გამო მეტად აღარ განვავრცობ თემას, მაგრამ ვფიქრობ, ხვდებით, რომ ჩვენ განზე არ დავდგებით", – განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა.