მომღერალ ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ამის შესახებ ტელეწამყვანმა დიმიტრი დიბოვმა თავის "ტვიტერზე" დაწერა.
"მეგობრებო, ჩემი "შიდა" ინფორმაციით, ჟანა ფრისკეს მდგომარეობა უმჯობესდება. მადლობა ღმერთს " - აღნიშნა ტელეწამყვანმა.
როგორც ცნობილია, რუს მომღერალს მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნე აქვს და მომღერალი მკურნალობის კურსს აშშ-ში გადის. როგორც ადრე ექიმებმა განაცხადეს, ფრისკეს მინიმუმ 12 თვიანი მკურნალობის კურსი სჭირდება.
მომღერალმა შვილი ავადმყოფობის პერიოდში გააჩინა, რის გამოც დაავადების დასაწყისში ქიმიოთერაპიის კურსზე უარი თქვა.
ასევე იხილეთ: