საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ლევან სანიკიძისგან ბევრი რამ ვისწავლე...''
''ლევან სანიკიძისგან ბევრი რამ ვისწავლე...''

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში დღეს მრავ­ლა­დაა ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი. მათ შო­რის ერთ-ერთი ბიჭი ივა­ნიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც ლექ­სე­ბის წერა სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ - კერ­ძოდ, 2010 წელს და­ი­წყო. ბიჭი რო­მე­ლი­მე ერთ ჟანრ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი მკი­თხვე­ლი არ არის, ავ­ტო­რებს შო­რი­საც მრავ­ლად ჰყავს ფა­ვო­რი­ტე­ბი. თუმ­ცა ბულ­გა­კო­ვი ის მწე­რა­ლია, რომ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და პერ­სო­ნა­ჟე­ბი მის­თვის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია...

- და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­კი­თხუ­ლი პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი...

- გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ვიქ­ნე­ბი, თუ "ტომ სო­ი­ე­რი­სა" და "ჰეკლბე­რი ფი­ნის თავ­გა­და­სა­ვალს" და­ვა­სა­ხე­ლებ. ალ­ბათ, უმ­რავ­ლე­სო­ბა ამას გე­ტყვით, თუმ­ცა არა მგო­ნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პირ­ვე­ლი ეს წიგ­ნე­ბი წა­ი­კი­თხო. ჩემი აზ­რით, უბ­რა­ლოდ ბავ­შვუ­რი სა­კი­თხა­ვია, თო­რემ მათ­ში არა­ფე­რია ისე­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი, რა­საც სხვა წიგ­ნებ­ში ვერ ნა­ხავ.

- წერა-კი­თხვა სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე გას­წავ­ლეს?

- არა. მხო­ლოდ ზე­პი­რად ვი­ცო­დი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­დან" სტრო­ფე­ბი და პირ­ველ კლას­ში თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი პო­ე­მა ნას­წავ­ლი მქონ­და. მას დედა, ბე­ბია მას­წავ­ლიდ­ნენ. ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი იყო ლე­ვან სა­ნი­კი­ძე. ბავ­შვო­ბა­ში მას­თან ხში­რად შევ­დი­ო­დი. რუ­სუ­ლიც იქ ვის­წავ­ლე, კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბაც და ბევ­რი სხვა რამ, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, ცხოვ­რე­ბა­ში გა­მომ­დგო­მო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წელი მქონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ანუ ეს საკ­მა­რი­სი დრო იყო ამ ყვე­ლაფ­რის ასათ­ვი­სებ­ლად.

- რა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რას კი­თხუ­ლობ ყვე­ლა­ზე ხში­რად?

- ვერ ვი­ტყვი, რომ რო­მე­ლი­მე ერთ კონ­კრე­ტულ ჟანრს უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობ. ვკი­თხუ­ლობ ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­მაჩ­ნია. ასე­ვე ვენ­დო­ბი სხვის რჩე­ვებს. ვერ მო­გა­ტყუ­ებთ და არ ვი­ტყვი, რომ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში შევ­დი­ვარ და ახალ წიგ­ნებს მო­ვი­კი­თხავ ხოლ­მე, უბ­რა­ლოდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­გობ­რე­ბის­გან ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ახალ ავ­ტო­რებ­სა და წიგ­ნებ­ზე. თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბი­დან აკა მორ­ჩი­ლა­ძე და დათო ტუ­რაშ­ვი­ლი ისე წე­რენ, რომ კარ­გი სა­კი­თხა­ვია. ამ­ჯე­რად პო­ე­ზი­ის გარ­და, კი­დევ ერთი წიგ­ნი, რო­მე­ლიც თავ­თან მი­დევს, კნუტ ჰამ­სუ­ნის "შიმ­ში­ლია". ახლა ვკი­თხუ­ლობ და ჯერ­ჯე­რო­ბით რაც წა­ვი­კი­თხე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

''ლევან სანიკიძისგან ბევრი რამ ვისწავლე...''

''ლევან სანიკიძისგან ბევრი რამ ვისწავლე...''

თანამედროვე ქართულ პოეზიაში დღეს მრავლადაა ახალგაზრდა პოეტი. მათ შორის ერთ-ერთი ბიჭი ივანიშვილია, რომელმაც ლექსების წერა სულ რამდენიმე წლის წინ - კერძოდ, 2010 წელს დაიწყო. ბიჭი რომელიმე ერთ ჟანრზე მიჯაჭვული მკითხველი არ არის, ავტორებს შორისაც მრავლად ჰყავს ფავორიტები. თუმცა ბულგაკოვი ის მწერალია, რომლის ნაწარმოებები და პერსონაჟები მისთვის ყველაზე გამორჩეულია...

- დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნები...

- გამონაკლისი არ ვიქნები, თუ ''ტომ სოიერისა'' და ''ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს'' დავასახელებ. ალბათ, უმრავლესობა ამას გეტყვით, თუმცა არა მგონია, რომ აუცილებელია, პირველი ეს წიგნები წაიკითხო. ჩემი აზრით, უბრალოდ ბავშვური საკითხავია, თორემ მათში არაფერია ისეთი ორიგინალური, რასაც სხვა წიგნებში ვერ ნახავ.

- წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე გასწავლეს?

- არა. მხოლოდ ზეპირად ვიცოდი ''ვეფხისტყაოსნიდან'' სტროფები და პირველ კლასში თითქმის ნახევარი პოემა ნასწავლი მქონდა. მას დედა, ბებია მასწავლიდნენ. ჩემი კარის მეზობელი იყო ლევან სანიკიძე. ბავშვობაში მასთან ხშირად შევდიოდი. რუსულიც იქ ვისწავლე, კომპიუტერთან მუშაობაც და ბევრი სხვა რამ, რაც შეიძლებოდა, ცხოვრებაში გამომდგომოდა. დაახლოებით 7-8 წელი მქონდა მასთან ურთიერთობა, ანუ ეს საკმარისი დრო იყო ამ ყველაფრის ასათვისებლად.

- რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობ ყველაზე ხშირად?

- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთ კონკრეტულ ჟანრს უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ. ვკითხულობ ყველაფერს, რაც საინტერესოდ მიმაჩნია. ასევე ვენდობი სხვის რჩევებს. ვერ მოგატყუებთ და არ ვიტყვი, რომ წიგნის მაღაზიაში შევდივარ და ახალ წიგნებს მოვიკითხავ ხოლმე, უბრალოდ, ამ შემთხვევაში მეგობრებისგან ვიღებ ინფორმაციას ახალ ავტორებსა და წიგნებზე. თანამედროვე ავტორებიდან აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი ისე წერენ, რომ კარგი საკითხავია. ამჯერად პოეზიის გარდა, კიდევ ერთი წიგნი, რომელიც თავთან მიდევს, კნუტ ჰამსუნის ''შიმშილია''. ახლა ვკითხულობ და ჯერჯერობით რაც წავიკითხე, ძალიან საინტერესოა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს