სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოთლში ჯინივით დამწყვდეული მუხრან მაჭავარიანის ლექსები
ბოთლში ჯინივით დამწყვდეული მუხრან მაჭავარიანის ლექსები

"რომ არ ამე­ღო ხელ­ში წიგ­ნი, თოხი მჭე­რო­და; რომ არ გა­მედ­გა ფეხი ჩემი კაკ­ლის ჩე­რო­დან..." - ეს ლექ­სი ამეკ­ვი­ა­ტა მას მერე, რაც მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის შვი­ლიშ­ვილ­მა, ანი­კა ახ­მე­ტელ­მა სევ­დი­ა­ნად მი­თხრა: იცი, მუხ­რა­ნის საყ­ვა­რე­ლი კა­კა­ლი მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გახ­მაო. ბო­ლომ­დე გა­და­საჭ­რე­ლად ვერ გა­უ­მე­ტე­ბი­ათ; ისე მო­უჭ­რი­ათ, რომ იმე­დოვ­ნე­ბენ, - იქ­ნებ ხე­ლახ­ლა ამო­ი­ყა­რო­სო. ღმერ­თმა ქნას!

მის­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ კი იმ­რავ­ლა - ბა­ტო­ნი მუხ­რა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი­დევ ორი ბიჭი და­ი­ბა­და: შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი - მუხ­რა­ნი და გი­ორ­გი. მათი მშობ­ლე­ბი, სოფო და ანი­კა ახ­მე­ტე­ლე­ბი ბა­ბუ­ას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს იხ­სე­ნე­ბენ.

სოფო:

- ბა­ბუა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მეც და ანი­კაც ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვით. რა­ტომ­ღაც, იმ დღეს ყვე­ლას გვთხო­ვა, - ფრი­დონ ხალ­ვა­შის იუ­ბი­ლე­ზე აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­დი­თო. სი­მარ­თლე გი­თხრა, არც ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ რად­გან მუხ­რანს უნ­დო­და, უარი ვერ ვუ­თხა­რი. სა­ო­ცა­რი დღე იყო. დიდი პი­როვ­ნე­ბა დი­დე­ბუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა... ის ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი გახ­ლდათ, ბავ­შვუ­რიც კი.

- ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბა­ბუ­ის­გან რა ის­წავ­ლე? რო­გორ შე­ი­ცა­ნი, ის ვინ იყო?

- მუხ­რანს 4 შვი­ლიშ­ვი­ლი ვყა­ვართ და ყვე­ლა­ზე შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქოს, ჩემ­თან ჰქონ­და. ძა­ლი­ან ამა­ყობ­და, მო­თხი­ლა­მუ­რე რომ ვი­ყა­ვი და ყო­ველ­თვის მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ოჯა­ხის წევ­რებს ექ­სპრომ­ტად ლექ­სებს გვი­წერ­და. შავგვრე­მა­ნი ვარ და ხში­რად ხუმ­რობ­და, - ამ ბავ­შვს სიბ­ნე­ლე­ში რო­გორ ხე­დავ­თო? მახ­სოვს, 10-11 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, ჩვენს სო­ფელ არ­გვეთ­ში ავად რომ გავ­ხდი. ლო­გინ­ში მწვა­ნე მა­ი­სუ­რით ვი­წე­ქი და პუშ­კი­ნის ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ­დი. მუხ­რან­მა ასე­თი ლექ­სი და­მი­წე­რა: პა­ტარა გოგო,/ ვით მაყ­ვლის ბუჩ­ქი,/ პუშ­კი­ნებრ შავი,/ კი­თხუ­ლობს პუშ­კინს (იცი­ნის). ზა­ფხუ­ლო­ბით სო­ფელ­ში ერ­თად დიდ პე­რი­ოდს ვა­ტა­რებ­დით. ჩემს ყო­ველ­დღი­ურ ვარ­ჯიშს რომ აკ­ვირ­დე­ბო­და, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მა­ქებ­და: ყო­ჩაღ! რა ნე­ბის­ყო­ფა გაქ­ვსო. სახ­ტო­მი თარ­ჯე­ბიც კი თვი­თონ გა­მო­მი­თა­ლა ხის­გან. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ხეზე მუ­შა­ო­ბა - ჯვრებს, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თებს და კი­დევ ბევრ რა­მეს აკე­თებ­და. ბავ­შვო­ბა­ში პა­ტა­რა ურე­მიც კი გა­უ­კე­თე­ბია, თურ­მე.

ანი­კა:

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუხ­რა­ნის გა­კე­თე­ბუ­ლი ხის ჭაღი მაქვს. სამი წელი ვეხ­ვე­წე­ბო­დი, - მო­მე­ცი-მეთ­ქი. ჰოდა, ბო­ლოს და ბო­ლოს, მო­მარ­თვა (იღი­მის).

სოფო:

- ტრა­დი­ცი­უ­ლი "ბა­ბუს­გან" გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო: არ გვე­თა­მა­შე­ბო­და, უფრო - გვე­მე­გობ­რე­ბო­და. გჯე­რა, რომ მის­თვის "ბა­ბუა" არას­დროს და­მი­ძა­ხია? - მე და ანი­კა მუ­ხა­ნოს ვე­ძახ­დით, ბო­ლოს კი რა­ტომ­ღაც, "მუ­ხი­კი" ავი­ჩე­მე. თუ კარგ გუ­ნე­ბა­ზე იყო, რაც გინ­და გე­თხო­ვა, ყვე­ლა­ფერს შე­გის­რუ­ლებ­და. მახ­სოვს, წლე­ბის წინ ჩემი დის­შვი­ლე­ბი - ლე­ვა­ნო და თა­მა­რო (ასე ვე­ძა­ხით) მუხ­რა­ნის ლექ­სებს რომ სწავ­ლობ­დნენ, ლე­ვა­ნო, რო­გორც ასა­კით უფ­რო­სი, დიდ ლექ­სებს იზე­პი­რებ­და, თა­მა­რო - პა­ტა­რებს. თითო ლექ­სის სწავ­ლის­თვის მუხ­რა­ნი ლე­ვა­ნოს 10-20 ლა­რით ასა­ჩუქ­რებ­და, თა­მა­როს დას­წავ­ლილ პა­ტა­რა ლექსს კი ერთხელ მხო­ლოდ ტაში და­უკ­რა. თა­მა­როს რომ ჩა­ვე­კი­თხეთ, - რა გა­ჩუ­ქა მუხ­რან­მაო? - მარ­ტო ტა­შიო, - გაწ­ბი­ლე­ბულ­მა მოკ­ლედ მოგ­ვიჭ­რა (იცი­ნის)... გან­მარ­ტო­ე­ბა არ უყ­ვარ­და. ყო­ველ­თვის ჩვენ­თან ერ­თად იყო, ლექ­სებ­საც ჩვენ­თან ერ­თად წერ­და, უფრო ზუს­ტად - ზე­პი­რად თხზავ­და. მუ­დამ სა­ქარ­თვე­ლო ადარ­დებ­და და მის ბედ­ზე ჩვე­ნი თან­დას­წრე­ბი­თაც ემო­ცი­უ­რად ლა­პა­რა­კობ­და. ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო და ვერ იტან­და, ვინ­მე მის ნივ­თებს რომ შე­ე­ხე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, ამით ჩემი პა­ტა­რა ბიჭი, გი­ორ­გი ჰგავს - მის და­წყო­ბილ სა­თა­მა­შო­ებს თუ შე­ე­ხე, იმ­წუ­თას ხვდე­ბა და ჩხუ­ბობს. ამ მო­მენ­ტში სულ მუხ­რა­ნი მიდ­გას თვალ­წინ. მუხ­რანს პა­ტა­რა ფურ­ცე­ლიც რომ ვერ ეპო­ვა მა­გი­და­ზე, ის ამ­ბა­ვი ცუ­დად დას­რულ­დე­ბო­და.

ანი­კა:

- თუ ცუდ გუ­ნე­ბა­ზე იყო, ყვე­ლა­ნი ფე­ხის წვე­რებ­ზე დავ­დი­ო­დით. ერთხელ არ­გვეთ­ში უგუ­ნე­ბოდ ყოფ­ნა ძალ­ზე გა­უ­ხან­გრძლივ­და და ვუ­საყ­ვე­დუ­რე: კარ­გი, გე­ყო­ფა, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა, ასე იყო-მეთ­ქი? გა­მიბ­რაზ­და, - რომ აღარ ვიქ­ნე­ბი, მერე მიხ­ვდე­ბით, რო­გო­რია უჩე­მოდ ცხოვ­რე­ბაო. ერთი დღე აღარ შე­ვა­კი­თხე ოთახ­ში და მე­ო­რე დღეს დე­დამ მი­თხრა: მგო­ნი, ძა­ლი­ან ცუ­დად არის და შედი, ნა­ხეო. შე­ვე­დი და ვა­კო­ცე. - იუ­დას ამ­ბო­რიო! - უცებ მო­მი­გო (იცი­ნის)... მე და მუ­ხა­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ის მარ­ტო ბა­ბუა კი არა, მა­მაც იყო, მე­გო­ბა­რიც. სა­ო­ცა­რი ენერ­გია ჰქონ­და და სრუ­ლი­ად გვავ­სებ­და. არას­დროს გვა­რი­გებ­და ჭკუ­ას. ერთხელ ცუდი ნი­შა­ნი მი­ვი­ღე და ამ­ბა­ვი მი­უ­ტა­ნეს. გული მის­კდე­ბო­და, რამე არ მი­თხრას-მეთ­ქი. მან კი სა­დი­ლად მხო­ლოდ იხუმ­რა: უს­წავ­ლელ ადა­მი­ან­ზე მოჰ­ყვა ამ­ბავს და ამით მი­მა­ნიშ­ნა სწავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. ყო­ველ­თვის ასე იცო­და - პირ­და­პირ არა­ფერს გვე­ტყო­და და ამ­ბე­ბით გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, და­ნარ­ჩენს კი თვი­თონ უნდა მივმხვდა­რი­ყა­ვით. დიდ­ხანს თუ გავ­ჩერ­დე­ბო­დით მას­თან, - თქვე­ნი დრო ამო­ი­წუ­რაო, გვე­ტყო­და. მო­ფე­რე­ბაც არ იცო­და. ჩემს შვი­ლებს ნეკა თითს ყურს უკან თუ მო­უს­ვამ­და, ეს იყო მისი მო­ფე­რე­ბა... წიგ­ნებს არ გვა­თხო­ვებ­და ხოლ­მე. თუ დამ­ჭირ­დე­ბო­და, ვპა­რავ­დი, წა­ვი­კი­თხავ­დი და ჩუ­მად ვაბ­რუ­ნებ­დი უკან. სხვა­თა შო­რის, ჩემი ლე­ვა­ნო ჰგავს ამით - არაფ­რით გა­ა­ნა­თხოვ­რებს წიგნს... გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად არ­გვეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი შე­მოდ­გო­მა მახ­სენ­დე­ბა. მარ­ტო­ნი ვი­ყა­ვით მე, ლა­მა­რა და მუხ­რა­ნი. ნა­თე­სავ­მა გა­მო­მი­ა­რა, სა­ჩხე­რე­ში უნდა წა­ვეყ­ვა­ნე. იმ­ხა­ნად გი­ორ­გი­ზე (დღეს უკვე ჩემს მე­უღ­ლე­ზე) ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მას­თან უნდა და­მე­რე­კა. კარ­გად გა­მო­ვიპ­რან­ჭე და იუ­მო­რით გა­მორ­ჩე­ულ­მა მუ­ხა­ნომ მო­მა­ძა­ხა: აკი­კი, აკი­კი (ყო­ველ­თვის ასე მომ­მარ­თავ­და), იცი, რას გე­ტყვი, ჩემო ძვირ­ფა­სო? ტე­ლე­ფონ­ში მა­ინც არ ჩან­ხარ, ტყუ­ი­ლად იპ­რან­ჭე­ბიო. ზღვა დი­დად არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ ზა­ფხუ­ლო­ბით იქ ჩვე­ნი ხათ­რით და­დი­ო­და. ერთხე­ლაც, სა­ნა­პი­რო­დან შინ ამო­ვა­კი­თხე, ეზო­ში იჯდა: მუ­ხა­ნო, ხომ არ მო­ი­წყი­ნე-მეთ­ქი? - რა მო­მა­წყენს, კაცო, ვიდ­რე თქვენ წყალ­ში ხართ, მე აი, იმ ხის კენ­წე­რო­ზე ავ­დი­ვარ და ჩა­მოვ­დი­ვა­რო (იქვე მდგარ მა­ღალ ხეზე მი­მი­თი­თა)... მახ­სოვს, სო­ფელ­ში მი­ლე­ბი გაჰ­ყავ­დათ და ხე­ლოს­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ჩვენს ეზო­ში მი­წას რომ თხრიდ­ნენ, და­ლუ­ქუ­ლი ბოთ­ლი იპო­ვეს. მე­უღ­ლემ მო­მა­წო­და. ვხე­დავ, შიგ­ნით რა­ღაც ფურ­ცე­ლია. სას­წრა­ფოდ გავ­ტე­ხე, გა­მო­ვაძ­ვრე ფურ­ცე­ლი და მუხ­რა­ნის ხელ­ნა­წე­რი ლექ­სე­ბი აღ­მოჩ­ნდა. სამი ლექ­სი იყო: "მრა­ვალ ჭირ-ვა­რამ გა­და­ნა­ხა­დი", "შენ სის­ხლო ჩემო" და... მე­სა­მე არ მახ­სოვს. სას­წრა­ფოდ გა­ვი­ქე­ცი მუხ­რან­თან, გა­ვა­ხა­რებ-მეთ­ქი, ის კი გა­მიბ­რაზ­და: ვინ გთხო­ვა ბოთ­ლის გა­ტე­ხა? მე მო­მა­ვალ თა­ო­ბებს და­ვუ­ტო­ვე და ამან არ ლეწა და გა­მი­ტე­ხაო?! თა­ვი­დან გვა­პოვ­ნი­ნა მსგავ­სი ბოთ­ლი, ჩადო ლექ­სე­ბი, და­ლუ­ქა და ისევ მი­წა­ში ჩა­მარ­ხა (იცი­ნის).

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ვინ ჰგავ­ხართ ბა­ტონ მუხ­რანს ან ლექ­სებს თუ წერთ რო­მე­ლი­მე?

სოფო:

- ასე მგო­ნია, მეც, დე­დაც და ჩემი დაც მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით ვგა­ვართ. ასე­ვე, სა­მი­ვე მა­სა­ვით მშრო­მე­ლე­ბი ვართ. არ მახ­სოვს, მუხ­რა­ნი უსაქ­მოდ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყოს: ან კი­თხუ­ლობ­და, ან ლექ­სებს წერ­და, ან ხეზე მუ­შა­ობ­და... ლექ­სებს კი დედა - ნანა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი წერს, მაგ­რამ არა­ვის უმ­ხელს, - მუხ­რა­ნის შვილ­მა რო­გორ ვთქვა, ლექ­სებს ვწე­რო?! ანი­კა მო­თხრო­ბებ­სა და ჩა­ნა­ხა­ტებს წერს, მე კი 3 წლი­სამ "დავ­წე­რე" ლექ­სი: "ჩემი დე­დი­კო ლა­მა­ზი არის; და არის და არის; და არის და არის; ჩემი მა­მი­კო ლა­მა­ზი არის; და არის და არის, და არის და არის"... მუხ­რან­მა წლე­ბის შემ­დეგ მი­თხრა, ჩემს ლექსში შენი ინ­ტო­ნა­ცია გა­მო­ვი­ყე­ნეო: "მინ­და და მინ­და,/ მინ­და და მინ­და,/ მინ­და და მინ­და,/ ვა­დი­დო მინ­და, ღმერ­თი,/ რო­მელ­მაც მე ამომ­ზი­და/ უწყლო, უმ­ზეო, უძი­რო ჭი­დან./ სა­დაც ური­ცხვი ბედკ­რუ­ლი დარ­ჩა,/ სა­დაც უსა­ზღვროს იტა­ნენ ტან­ჯვას,/ ძნე­ლია ძალ­ზე გაძ­ლე­ბა სა­დაც./ ძლი­ე­რო ყოვ­ლად,/ უშ­ვე­ლე მა­თაც"...

ანი­კა:

- მუხ­რანს ჩემი ნო­ვე­ლე­ბი მოს­წონ­და. რე­ჟი­სო­რის ხედ­ვა ჩან­სო, - ამ­ბობ­და. ალ­ბათ ამი­ტო­მაც მე­კი­თხე­ბო­და ხში­რად, რა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით და­ვა­წყო კრე­ბულ­ში ლექ­სე­ბიო და ჩემს აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და კი­დეც. სხვა­თა შო­რის, ჩემი ბი­ძის, ვა­ნოს შვი­ლი, კა­ნა­და­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნი წერს ლექ­სებს, ოღონდ - ინ­გლი­სუ­რად; ის სიმ­ღე­რებ­საც წერს და თა­ვი­სი ბენ­დიც აქვს. ალ­ბათ ამ მხრივ მას­ში გაგ­რძელ­და გენი. ჩემი პა­ტა­რა მუხ­რა­ნი კი ტექ­სტებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად რით­მავს. ამას წი­ნათ ლექ­სი წა­ვუ­კი­თხე. მკი­თხა, - ვი­სი­აო? - მუხ­რა­ნის-მეთ­ქი. - დი­დი­სო? - თან­ხმო­ბის ნიშ­ნად თავი რომ და­ვუქ­ნიე, და­ნა­ნე­ბით თქვა: - მე­გო­ნა, ჩემი იყოო (იცი­ნის).

- სოფო, შენს სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ზეც გვი­ამ­ბე.

სოფო:

- შემ­თხვე­ვით გავ­ხდი სამ­თო-მო­თხი­ლა­მუ­რე. მა­მის მხრი­დან ყვე­ლა­ნი კარ­გად სრი­ა­ლებ­დნენ თხი­ლა­მუ­რე­ბით. თურ­მე, ბე­ბი­ა­ჩე­მიც - მუხ­რა­ნის მე­უღ­ლე ლა­მა­რა ბო­კე­რი­აც კარ­გად სრი­ა­ლებ­და ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ერთხელ ლი­კან­ში მა­მამ მეც მო­მა­სინ­ჯვი­ნა. მუხ­რანს ძა­ლი­ან არ უყ­ვარ­და თხი­ლა­მუ­რე­ბი და მხო­ლოდ ბე­ბი­ას ხათ­რით და­დი­ო­და ბა­კუ­რი­ან­ში. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ბა­კუ­რი­ან­ში შეხ­ვდა ისეთ ქარ­თველ ბავ­შვებს, რომ­ლებ­მაც მშობ­ლი­უ­რი ენა არ იცოდ­ნენ და მა­შინ და­წე­რა ცნო­ბი­ლი ლექ­სი: "...ენა არ გა­წყენს არც ერთი,/ უნდა იცო­დე რამ­დე­ნიც;/ ოღონდ არ უნდა დაჰ­კარ­გო/ ქარ­თუ­ლი სი­ტყვის ნა­თე­ლი!/ მე ისეთ ქარ­თველს რა ვუ­თხრა,/ რა ვუ­თხრა ისეთ ამ­ხა­ნაგს,/ ვინც ვერ ახერ­ხებს ქარ­თუ­ლად/ წე­რას, კი­თხვას და ლა­პა­რაკს..." თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ა­ლი კი, რო­გორც ჩანს, კარ­გად გა­მო­მი­ვი­და და ამი­ტო­მაც, სპორ­ტულ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს. პა­ტარ-პა­ტა­რა სა­ბავ­შვო შე­ჯიბ­რე­ბებ­საც ვი­გებ­დი და ნელ-ნელა სპორ­ტი ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და. მერე გა­ვი­მარ­ჯვე საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ ტურ­ნირ­ში, რო­მე­ლიც ვატო ფი­ფი­ას სა­ხელს ატა­რებ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ამიყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლად 1998 წელს, ია­პო­ნი­ის ოლიმ­პი­ა­და­ზე 16 წლი­სა მოვ­ხვდი და გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაც მე გა­ვი­ტა­ნე; მე­ო­რედ კი 2002 წელს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­წყო­ბილ ოლიმ­პი­ა­და­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და მა­ში­ნაც მე მან­დვეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დრო­შა. ეს პა­ტი­ვი წი­ლად იმი­ტომ მხვდა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტში სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მო­ას­პა­რე­ზე პირ­ვე­ლი გო­გო­ნა ვი­ყა­ვი. მუხ­რა­ნი ძა­ლი­ან ამა­ყობ­და, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა მე რომ მან­დვეს. ხუმ­რობ­და: მე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიც­ნო­ბენ, მაგ­რამ შენ უფრო დიდ მას­შტაბს შე­ე­ჭი­დე - მსოფ­ლი­ომ გა­გიც­ნოო. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რჯერ მი­ვი­ღე ტრავ­მა და ოთხი ოპე­რა­ცი­აც გა­და­ვი­ტა­ნე, რა­მაც ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემს კა­რი­ე­რა­ზე. მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნი­ის ოლიმ­პი­ა­დამ­დე ერთი თვით ადრე და­ვე­ცი და ფე­ხის ძვა­ლი გა­მებ­ზა­რა. წე­სით, ორ თვეს მა­ინც უნდა და­მეს­ვე­ნა, მაგ­რამ მწვრთნე­ლებ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, ლო­გი­ნი­დან ამა­ყე­ნეს და ოლიმ­პი­ა­და­ზე წა­მიყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან მტკი­ო­და ფეხი და მიმ­ტყუ­ნა კი­დეც - მთე­ლი ტრა­სა გა­ვი­ა­რე და ბოლო მო­მენ­ტში წა­ვი­ქე­ცი. 2002 წლის­თვის უკვე კარგ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ წლის მი­წუ­რულს ავ­სტრი­ა­ში, ერთ-ერთ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე ლატ­ვი­ე­ლი გო­გო­ნა და­მე­ჯა­ხა და ფეხი მო­ვი­ტე­ხე. იქვე გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცია და ჩე­მებს მხო­ლოდ მერე შე­ვა­ტყო­ბი­ნე. ერთხელ იტა­ლი­ა­ში მო­ვი­ტე­ხე ფეხი და იქ ჩა­მი­ტარ­და ოპე­რა­ცია. მე­სა­მე ოლიმ­პი­ა­და­ზეც უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ერთ-ერთ ვარ­ჯიშ­ზე ნა­ო­პე­რა­ცი­ებ ფეხ­ზე მყე­სი გა­მი­წყდა. მოკ­ლედ, ხი­ფა­თი­ა­ნი ვი­ყა­ვი და ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ჩემი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზიც ეს იყო. მერე სა­ბო­ლო­ოდ და­ვემ­შვი­დო­ბე სპორ­ტს. სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ა­ში მწვრთნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ ჩემი პა­ტა­რა ვა­ჟის გამო უარი ვთქვი. ახლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ და პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვენს ვებგ­ვერ­დზე მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ებს ვწერ. გარ­და ამი­სა, ორი თვეა, ტე­ლე­არხზე - "სილ­ქსპორტ" სა­თხი­ლა­მუ­რო რე­პორ­ტა­ჟებს ვუ­ძღვე­ბი ივი­კო მა­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად.

ანი­კა:

- მე კი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტიც და­ვამ­თავ­რე და თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზეც ვსწავ­ლობ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს უკა­ნას­კნე­ლი ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე. სა­მა­გი­ე­როდ, ევ­რო­პულ სკო­ლა­ში ბი­ო­ლო­გი­ას ვას­წავ­ლი და ჩემი საქ­მე - პე­და­გო­გო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბაც შე­ვის­წავ­ლე. სწავ­ლის ფული მუხ­რან­მა გა­და­მი­ხა­და. მისი თან­დას­წრე­ბით ვა­მუ­შა­ვებ­დი ხოლ­მე მა­ტყლს და ვღე­ბავ­დი, ის კი დიდი ინ­ტე­რე­სით მა­დევ­ნებ­და თვალს. ერთხელ ფა­ჩუ­ჩე­ბი გა­ვუ­კე­თე და ძა­ლი­ან მო­მი­წო­ნა. თე­ქით ნა­ხა­ტებს, ჩან­თებს, ფა­ჩუ­ჩებს, სა­თა­მა­შო­ებ­სა და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­არს ვამ­ზა­დებ. ნა­მუ­შევ­რებ­ზე სხვა­დას­ხვა იერ­სა­ხე, გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა გა­მომ­ყავს. ში­გა­და­შიგ რამ­დე­ნი­მე ჟი­ლე­ტი და ქვე­და­ბო­ლოც გა­მი­კე­თე­ბია. თან, მარ­ცხე­ნა ხე­ლით ვმუ­შა­ობ, წე­რით კი - მარ­ჯვე­ნა­თი ვწერ. ალ­ბათ ცა­ცია ვი­ყა­ვი და ბავ­შვო­ბა­ში მარ­ჯვე­ნა­თი წერა მა­ი­ძუ­ლეს (იცი­ნის). პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა არას­დროს მო­მი­წყვია - იმ­დე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ვა­ჩუ­ქე, სა­გა­მო­ფე­ნოდ აღარ დამ­რჩა. სა­მა­გი­ე­როდ, სკო­ლა­ში გა­მიხ­სნეს თე­ქის წრე და ბავ­შვებს თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბას ვას­წავ­ლი, მათ გა­მო­ფე­ნებს ვა­წყობთ. კი­დევ, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბიც გვაქვს.

სოფო:

- მუხ­რა­ნი იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო ჩემ­თვის. მისი შვი­ლიშ­ვი­ლო­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და ამით არ­სად მი­სარ­გებ­ლია; არას­დროს გა­მო­მი­ცხა­დე­ბია სა­ხალ­ხოდ, - მუხ­რა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ-მეთ­ქი. მხო­ლოდ ერთხელ, რა­ღაც სა­ბუ­თის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბის გამო ჩემს გი­ორ­გის ბაღ­ში რომ არ ტო­ვებ­დნენ. არა­და, ის ანი­კას პა­ტა­რა მუხ­რან­თან ერ­თად მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ელო­და ამ დღეს. ჰოდა, გავმწარ­დი და, - მუხ­რა­ნის შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდნენ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. ამან გაჭ­რა: ორი­ვე და­ი­ტო­ვეს.

ანი­კა:

- მუხ­რა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ლექ­სი თით­ქოს მამ­ხნე­ვებს, ძა­ლას მაძ­ლევს. ხში­რად ზე­პი­რად ვამ­ბობ ხოლ­მე და პა­ტა­რა მუხ­რან­საც ვუ­კი­თხავ. ეს ლექ­სი კი თით­ქოს, სულ თან დამ­ყვე­ბა: "დილა გა­თენ­დე­ბა, ვინ იცის, რამ­დე­ნი,/ დღე-ღამე დე­და­მი­წას ას­კდე­ბა ზვირ­თე­ბად./ ვე­ე­ბერ­თე­ლა ცი­ცი­ნა­თე­ლა ქრე­ბა და ინ­თე­ბა,/ ქრე­ბა და ინ­თე­ბა..."

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ბოთლში ჯინივით დამწყვდეული მუხრან მაჭავარიანის ლექსები

ბოთლში ჯინივით დამწყვდეული მუხრან მაჭავარიანის ლექსები

"რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა; რომ არ გამედგა ფეხი ჩემი კაკლის ჩეროდან..." - ეს ლექსი ამეკვიატა მას მერე, რაც მუხრან მაჭავარიანის შვილიშვილმა, ანიკა ახმეტელმა სევდიანად მითხრა: იცი, მუხრანის საყვარელი კაკალი მისი სიკვდილის შემდეგ გახმაო. ბოლომდე გადასაჭრელად ვერ გაუმეტებიათ; ისე მოუჭრიათ, რომ იმედოვნებენ, - იქნებ ხელახლა ამოიყაროსო. ღმერთმა ქნას!

მისმა შთამომავლობამ კი იმრავლა - ბატონი მუხრანის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ორი ბიჭი დაიბადა: შვილთაშვილები - მუხრანი და გიორგი. მათი მშობლები, სოფო და ანიკა ახმეტელები ბაბუასთან ერთად გატარებულ დღეებს იხსენებენ.

სოფო:

- ბაბუა რომ გარდაიცვალა, მეც და ანიკაც ფეხმძიმედ ვიყავით. რატომღაც, იმ დღეს ყველას გვთხოვა, - ფრიდონ ხალვაშის იუბილეზე აუცილებლად წამოდითო. სიმართლე გითხრა, არც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ რადგან მუხრანს უნდოდა, უარი ვერ ვუთხარი. საოცარი დღე იყო. დიდი პიროვნება დიდებულად გარდაიცვალა... ის ძალიან თავმდაბალი გახლდათ, ბავშვურიც კი.

- ბავშვობიდან მოყოლებული, ბაბუისგან რა ისწავლე? როგორ შეიცანი, ის ვინ იყო?

- მუხრანს 4 შვილიშვილი ვყავართ და ყველაზე შეხმატკბილებული ურთიერთობა თითქოს, ჩემთან ჰქონდა. ძალიან ამაყობდა, მოთხილამურე რომ ვიყავი და ყოველთვის მგულშემატკივრობდა. ოჯახის წევრებს ექსპრომტად ლექსებს გვიწერდა. შავგვრემანი ვარ და ხშირად ხუმრობდა, - ამ ბავშვს სიბნელეში როგორ ხედავთო? მახსოვს, 10-11 წლის ვიქნებოდი, ჩვენს სოფელ არგვეთში ავად რომ გავხდი. ლოგინში მწვანე მაისურით ვიწექი და პუშკინის ლექსებს ვკითხულობდი. მუხ­რანმა ასეთი ლექსი დამიწერა: პა­ტარა გოგო,/ ვით მაყვლის ბუჩქი,/ პუშკინებრ შავი,/ კითხულობს პუშკინს (იცინის). ზაფხულობით სოფელში ერთად დიდ პერიოდს ვატარებდით. ჩემს ყოველდღიურ ვარჯიშს რომ აკვირდებოდა, აღფრთოვანებული მაქებდა: ყოჩაღ! რა ნებისყოფა გაქვსო. სახტომი თარჯებიც კი თვითონ გამომითალა ხისგან. ძალიან უყვარდა ხეზე მუშაობა - ჯვრებს, საოჯახო ნივთებს და კიდევ ბევრ რამეს აკეთებდა. ბავშვობაში პატარა ურემიც კი გაუკეთებია, თურმე.

ანიკა:

- სამზარეულოში მუხრანის გაკეთებული ხის ჭაღი მაქვს. სამი წელი ვეხვეწებოდი, - მომეცი-მეთქი. ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, მომართვა (იღიმის).

სოფო:

- ტრადიციული "ბაბუსგან" განსხვავებული იყო: არ გვეთამაშებოდა, უფრო - გვემეგობრებოდა. გჯერა, რომ მისთვის "ბაბუა" არასდროს დამიძახია? - მე და ანიკა მუხანოს ვეძახდით, ბოლოს კი რატომღაც, "მუხიკი" ავიჩემე. თუ კარგ გუნებაზე იყო, რაც გინდა გეთხოვა, ყველაფერს შეგისრულებდა. მახსოვს, წლების წინ ჩემი დისშვილები - ლევანო და თამარო (ასე ვეძახით) მუხრანის ლექსებს რომ სწავლობდნენ, ლევანო, როგორც ასაკით უფროსი, დიდ ლექსებს იზეპირებდა, თამარო - პატარებს. თითო ლექსის სწავლისთვის მუხრანი ლევანოს 10-20 ლარით ასაჩუქრებდა, თამაროს დასწავლილ პატარა ლექსს კი ერთხელ მხოლოდ ტაში დაუკრა. თამაროს რომ ჩავეკითხეთ, - რა გაჩუქა მუხრანმაო? - მარტო ტაშიო, - გაწბილებულმა მოკლედ მოგვიჭრა (იცინის)... განმარტოება არ უყვარდა. ყოველთვის ჩვენთან ერთად იყო, ლექსებსაც ჩვენთან ერთად წერდა, უფრო ზუსტად - ზეპირად თხზავდა. მუდამ საქართველო ადარდებდა და მის ბედზე ჩვენი თანდასწრებითაც ემოციურად ლაპარაკობდა. ძალიან მოწესრიგებული იყო და ვერ იტანდა, ვინმე მის ნივთებს რომ შეეხებოდა. სხვათა შორის, ამით ჩემი პატარა ბიჭი, გიორგი ჰგავს - მის დაწყობილ სათამაშოებს თუ შეეხე, იმწუთას ხვდება და ჩხუბობს. ამ მომენტში სულ მუხრანი მიდგას თვალწინ. მუხრანს პატარა ფურცელიც რომ ვერ ეპოვა მაგიდაზე, ის ამბავი ცუდად დასრულდებოდა.

ანიკა:

- თუ ცუდ გუნებაზე იყო, ყველანი ფეხის წვერებზე დავდიოდით. ერთხელ არგვეთში უგუნებოდ ყოფნა ძალზე გაუხანგრძლივდა და ვუსაყვედურე: კარგი, გეყოფა, როდემდე შეიძლება, ასე იყო-მეთქი? გამიბრაზდა, - რომ აღარ ვიქნები, მერე მიხვდებით, როგორია უჩემოდ ცხოვრებაო. ერთი დღე აღარ შევაკითხე ოთახში და მეორე დღეს დედამ მითხრა: მგონი, ძალიან ცუდად არის და შედი, ნახეო. შევედი და ვაკოცე. - იუდას ამბორიო! - უცებ მომიგო (იცინის)... მე და მუხანოს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. ის მარტო ბაბუა კი არა, მამაც იყო, მეგობარიც. საოცარი ენერგია ჰქონდა და სრულიად გვავსებდა. არასდროს გვარიგებდა ჭკუას. ერთხელ ცუდი ნიშანი მივიღე და ამბავი მიუტანეს. გული მისკდებოდა, რამე არ მითხრას-მეთქი. მან კი სადილად მხოლოდ იხუმრა: უსწავ­ლელ ადამიანზე მოჰყვა ამბავს და ამით მიმანიშნა სწავლის მნიშვნელობაზე. ყოველთვის ასე იცოდა - პირდაპირ არაფერს გვეტყოდა და ამბებით გველაპარაკებოდა, დანარჩენს კი თვითონ უნდა მივმხვდარიყავით. დიდხანს თუ გავჩერდებოდით მასთან, - თქვენი დრო ამოიწურაო, გვეტყოდა. მოფერებაც არ იცოდა. ჩემს შვილებს ნეკა თითს ყურს უკან თუ მოუსვამდა, ეს იყო მისი მოფერება... წიგნებს არ გვათხოვებდა ხოლმე. თუ დამჭირდებოდა, ვპარავდი, წავიკითხავდი და ჩუმად ვაბრუნებდი უკან. სხვათა შორის, ჩემი ლევანო ჰგავს ამით - არაფრით გაანათხოვრებს წიგნს... განსაკუთრებით კარგად არგვეთში გატარებული ერთი შემოდგომა მახსენდება. მარტონი ვიყავით მე, ლამარა და მუხრანი. ნათესავმა გამომიარა, საჩხერეში უნდა წავეყვანე. იმხანად გიორგიზე (დღეს უკვე ჩემს მეუღლეზე) ვიყავი შეყვარებული და მასთან უნდა დამერეკა. კარგად გამოვიპრანჭე და იუმორით გამორჩეულმა მუხანომ მომაძახა: აკიკი, აკიკი (ყოველთვის ასე მომმართავდა), იცი, რას გეტყვი, ჩემო ძვირფასო? ტელეფონში მაინც არ ჩანხარ, ტყუილად იპრანჭებიო. ზღვა დიდად არ უყვარდა, მაგრამ ზაფხულობით იქ ჩვენი ხათრით დადიოდა. ერთხელაც, სანაპიროდან შინ ამოვაკითხე, ეზოში იჯდა: მუხანო, ხომ არ მოიწყინე-მეთქი? - რა მომაწყენს, კაცო, ვიდრე თქვენ წყალში ხართ, მე აი, იმ ხის კენწეროზე ავდივარ და ჩამოვდივარო (იქვე მდგარ მაღალ ხეზე მიმითითა)... მახსოვს, სოფელში მილები გაჰყავდათ და ხელოსნები მუშაობდნენ. ჩვენს ეზოში მიწას რომ თხრიდნენ, დალუქული ბოთლი იპოვეს. მეუღლემ მომაწოდა. ვხედავ, შიგნით რაღაც ფურცელია. სასწრაფოდ გავტეხე, გამოვაძვრე ფურცელი და მუხრანის ხელნაწერი ლექსები აღმოჩნდა. სამი ლექსი იყო: "მრავალ ჭირ-ვარამ გადანახადი", "შენ სისხლო ჩემო" და... მესამე არ მახსოვს. სასწრაფოდ გავიქეცი მუხრანთან, გავახარებ-მეთქი, ის კი გამიბრაზდა: ვინ გთხოვა ბოთლის გატეხა? მე მომავალ თაობებს დავუტოვე და ამან არ ლეწა და გამიტეხაო?! თავიდან გვაპოვნინა მსგავსი ბოთლი, ჩადო ლექსები, დალუქა და ისევ მიწაში ჩამარხა (იცინის).

- ოჯახის წევრებიდან ვინ ჰგავხართ ბატონ მუხრანს ან ლექსებს თუ წერთ რომელიმე?

სოფო:

- ასე მგონია, მეც, დედაც და ჩემი დაც მიზანსწრაფულობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ვგავართ. ასევე, სამივე მასავით მშრომელები ვართ. არ მახსოვს, მუხრანი უსაქმოდ გაჩერებულიყოს: ან კითხულობდა, ან ლექსებს წერდა, ან ხეზე მუშაობდა... ლექსებს კი დედა - ნანა მაჭავარიანი წერს, მაგრამ არავის უმხელს, - მუხრანის შვილმა როგორ ვთქვა, ლექსებს ვწერო?! ანიკა მოთხრობებსა და ჩანახატებს წერს, მე კი 3 წლისამ "დავწერე" ლექსი: "ჩემი დედიკო ლამაზი არის; და არის და არის; და არის და არის; ჩემი მამიკო ლამაზი არის; და არის და არის, და არის და არის"... მუხრანმა წლების შემდეგ მითხრა, ჩემს ლექსში შენი ინტონაცია გამოვიყენეო: "მინდა და მინდა,/ მინდა და მინდა,/ მინდა და მინდა,/ ვადიდო მინდა, ღმერთი,/ რომელმაც მე ამომზიდა/ უწყლო, უმზეო, უძირო ჭიდან./ სადაც ურიცხვი ბედკრული დარჩა,/ სადაც უსაზღვროს იტანენ ტანჯვას,/ ძნელია ძალზე გაძლება სადაც./ ძლიერო ყოვლად,/ უშველე მათაც"...

ანიკა:

- მუხრანს ჩემი ნოველები მოსწონდა. რეჟისორის ხედვა ჩანსო, - ამბობდა. ალბათ ამიტომაც მეკითხებოდა ხშირად, რა თანამიმდევრობით დავაწყო კრებულში ლექსებიო და ჩემს აზრს ითვალისწინებდა კიდეც. სხვათა შორის, ჩემი ბიძის, ვანოს შვილი, კანადაში მცხოვრები მუხრანი წერს ლექსებს, ოღონდ - ინგლისურად; ის სიმღერებსაც წერს და თავისი ბენდიც აქვს. ალბათ ამ მხრივ მასში გაგრძელდა გენი. ჩემი პატარა მუხრანი კი ტექსტებს არაჩვეულებრივად რითმავს. ამას წინათ ლექსი წავუკითხე. მკითხა, - ვისიაო? - მუხრანის-მეთქი. - დიდისო? - თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, დანანებით თქვა: - მეგონა, ჩემი იყოო (იცინის).

- სოფო, შენს სპორტულ კარიერაზეც გვიამბე.

სოფო:

- შემთხვევით გავხდი სამთო-მოთხილამურე. მამის მხრიდან ყველანი კარგად სრიალებდნენ თხილამურებით. თურმე, ბებიაჩემიც - მუხრანის მეუღლე ლამარა ბოკერიაც კარგად სრიალებდა ახალგაზრდობაში, ერთხელ ლიკანში მამამ მეც მომასინჯვინა. მუხრანს ძალიან არ უყვარდა თხილამურები და მხოლოდ ბებიას ხათრით დადიოდა ბაკურიანში. სხვათა შორის, სწორედ ბაკურიანში შეხვდა ისეთ ქართველ ბავშვებს, რომლებმაც მშობლიური ენა არ იცოდნენ და მაშინ დაწერა ცნობილი ლექსი: "...ენა არ გაწყენს არც ერთი,/ უნდა იცოდე რამდენიც;/ ოღონდ არ უნდა დაჰკარგო/ ქართული სიტყვის ნათელი!/ მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,/ რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,/ ვინც ვერ ახერხებს ქართულად/ წერას, კითხვას და ლაპარაკს..." თხილამურებზე სრიალი კი, როგორც ჩანს, კარგად გამომივიდა და ამიტომაც, სპორტულ სკოლაში შემიყვანეს. პატარ-პატარა საბავშვო შეჯიბრებებსაც ვიგებდი და ნელ-ნელა სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მერე გავიმარჯვე საკმაოდ სერიოზულ ტურნირში, რომელიც ვატო ფიფიას სახელს ატარებდა და საქართველოს ნაკრებში ამიყვანეს. პირველად 1998 წელს, იაპონიის ოლიმპიადაზე 16 წლისა მოვხვდი და გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშაც მე გავიტანე; მეორედ კი 2002 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოწყობილ ოლიმპიადაში ვმონაწილეობდი და მაშინაც მე მანდვეს ჩვენი ქვეყნის დროშა. ეს პატივი წილად იმიტომ მხვდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სამთო-სათხილამურო სპორტში საერთაშორისო შეჯიბრებაზე მოასპარეზე პირველი გოგონა ვიყავი. მუხრანი ძალიან ამაყობდა, დამოუკიდებელი საქართველოს დროშა მე რომ მანდვეს. ხუმრობდა: მე საქართველოში მიცნობენ, მაგრამ შენ უფრო დიდ მასშტაბს შეეჭიდე - მსოფლიომ გაგიცნოო. სამწუხაროდ, ბევრჯერ მივიღე ტრავმა და ოთხი ოპერაციაც გადავიტანე, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს კარიერაზე. მაგალითად, იაპონიის ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე დავეცი და ფეხის ძვალი გამებზარა. წესით, ორ თვეს მაინც უნდა დამესვენა, მაგრამ მწვრთნელებმა ფაქტობრივად, ლოგინიდან ამაყენეს და ოლიმპიადაზე წამიყვანეს. ძალიან მტკიოდა ფეხი და მიმტყუნა კიდეც - მთელი ტრასა გავიარე და ბოლო მომენტში წავიქეცი. 2002 წლისთვის უკვე კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ წლის მიწურულს ავსტრიაში, ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ლატვიელი გოგონა დამეჯახა და ფეხი მოვიტეხე. იქვე გამიკეთეს ოპერაცია და ჩემებს მხოლოდ მერე შევატყობინე. ერთხელ იტალიაში მოვიტეხე ფეხი და იქ ჩამიტარდა ოპერაცია. მესამე ოლიმპიადაზეც უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ნაოპერაციებ ფეხზე მყესი გამიწყდა. მოკლედ, ხიფათიანი ვიყავი და ოლიმპიადებზე ჩემი წარუმატებლობის მიზეზიც ეს იყო. მერე საბოლოოდ დავემშვიდობე სპორტს. საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციაში მწვრთნელობა შემომთავაზეს, მაგრამ ჩემი პატარა ვაჟის გამო უარი ვთქვი. ახლა ადმინისტრაციაში ვმუშაობ და პარალელურად, ჩვენს ვებგვერდზე მოთხილამურეების შესახებ სტატიებს ვწერ. გარდა ამისა, ორი თვეა, ტელეარხზე - "სილქსპორტ" სათხილამურო რეპორტაჟებს ვუძღვები ივიკო მახარაძესთან ერთად.

ანიკა:

- მე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტიც დავამთავრე და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, კინოსარეჟისოროზეც ვსწავლობდი. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ვერაფერში გამოვიყენე. სამაგიეროდ, ევროპულ სკოლაში ბიოლოგიას ვასწავლი და ჩემი საქმე - პედაგოგობა ძალიან მიყვარს. თექაზე მუშაობაც შევისწავლე. სწავლის ფული მუხრანმა გადამიხადა. მისი თანდასწრებით ვამუშავებდი ხოლმე მატყლს და ვღებავდი, ის კი დიდი ინტერესით მადევნებდა თვალს. ერთხელ ფაჩუჩები გავუკეთე და ძალიან მომიწონა. თექით ნახატებს, ჩანთებს, ფაჩუჩებს, სათამაშოებსა და სხვადასხვა აქსესუარს ვამზადებ. ნამუშევრებზე სხვადასხვა იერსახე, გამომეტყველება გამომყავს. შიგადაშიგ რამდენიმე ჟილეტი და ქვედაბოლოც გამიკეთებია. თან, მარცხენა ხელით ვმუშაობ, წერით კი - მარჯვენათი ვწერ. ალბათ ცაცია ვიყავი და ბავშვობაში მარჯვენათი წერა მაიძულეს (იცინის). პერსონალური გამოფენა არასდროს მომიწყვია - იმდენი ნამუშევარი გავაჩუქე, საგამოფენოდ აღარ დამრჩა. სამაგიეროდ, სკოლაში გამიხსნეს თექის წრე და ბავშვებს თექაზე მუშაობას ვასწავლი, მათ გამოფენებს ვაწყობთ. კიდევ, საქველმოქმედო აქციებიც გვაქვს.

სოფო:

- მუხრანი იდეალური ადამიანი იყო ჩემთვის. მისი შვილიშვილობა დიდი პასუხისმგებლობაა და ამით არსად მისარგებლია; არასდროს გამომიცხადებია სახალხოდ, - მუხრანის შვილიშვილი ვარ-მეთქი. მხოლოდ ერთხელ, რაღაც საბუთის მოუწესრიგებლობის გამო ჩემს გიორგის ბაღში რომ არ ტოვებდნენ. არადა, ის ანიკას პატარა მუხრანთან ერთად მთელი ზაფხული ელოდა ამ დღეს. ჰოდა, გავმწარდი და, - მუხრანის შვილთაშვილები არიან, მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩნდნენ-მეთქი, - ვუთხარი. ამან გაჭრა: ორივე დაიტოვეს.

ანიკა:

- მუხრანის გარდაცვალების შემდეგ მისი ლექსი თითქოს მამხნევებს, ძალას მაძლევს. ხშირად ზეპირად ვამბობ ხოლმე და პატარა მუხრანსაც ვუკითხავ. ეს ლექსი კი თითქოს, სულ თან დამყვება: "დილა გათენდება, ვინ იცის, რამდენი,/ დღე-ღამე დედამიწას ასკდება ზვირთებად./ ვეებერთელა ციცინათელა ქრება და ინთება,/ ქრება და ინთება..."

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია