მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კბილის ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, გაძვირდეს"
"კბილის ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, გაძვირდეს"

სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ზე ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა, მო­თხოვ­ნა და სტან­დარ­ტი მკაცრ­დე­ბა.

კერ­ძოდ, მთავ­რო­ბის 159-ე დად­გე­ნი­ლე­ბით, "მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რეგ­ლა­მენ­ტში" რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და: სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტის ფარ­თო­ბი ძი­რი­თად სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ სა­ვარ­ძელ­ზე არა­ნაკ­ლებ 14 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უნდა იყოს, ხოლო ყო­ველ და­მა­ტე­ბით სა­ვარ­ძელ­ზე - არა­ნაკ­ლებ 7 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის; პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­საც­დე­ლე­ბი და ექი­მის კა­ბი­ნე­ტი ვენ­ტი­ლა­ცი­ით უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი, სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ში უნდა შე­იქ­მნას პი­რო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პირ­თა უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე, უნდა იყოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის­თვის, შე­ნო­ბის და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის, რო­გო­რი­ცაა წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, ჰი­გი­ე­ნის და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­პირ­ფა­რე­შო.აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა ცვლი­ლე­ბე­ბი და ხომ არ გა­იზ­რდე­ბა ფა­სე­ბი სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე? - ამ კი­თხვით ორ­თო­პედ-სტო­მა­ტო­ლოგ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან პერ­ტე­ნა­ვას მივ­მარ­თეთ.

- რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის გახ­სნის­თვის სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნებს შო­რის უნდა იყოს სა­თა­ნა­დო ფარ­თი, ვენ­ტი­ლა­ცია და დე­ზინ­ფექ­ცია, რომ შიდსის, C ჰე­პა­ტი­ტის და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის ამ გზით გავ­რცე­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. მეტი მო­თხოვ­ნე­ბი უნდა იყოს კბი­ლის ტექ­ნი­კო­სე­ბის მი­მართ. კლი­ნი­კუ­რი მა­სა­ლე­ბი, კერ­ძოდ, სა­ა­ნა­ბეჭ­დო მა­სე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი კი არ უნდა იყოს, არა­მედ მხო­ლოდ მათ­თვის, ვინც სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია - ასეა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში.

ასე­ვე, ძალ­ზე და­ბა­ლია ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია. უნდა დად­გინ­დეს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის ფარ­თი, მისი მი­ხედ­ვით სა­ვარ­ძლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა; სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად, არა­ვინ იცავს, ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას. სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია, ლი­ცენ­ზი­რე­ბაც ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით უნდა მოხ­დეს. პა­ტა­რა კლი­ნი­კე­ბი, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტე­ბი მკაც­რად უნდა შე­მოწ­მდეს, სა­ნამ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, უნდა შე­მოწ­მდეს, აქვს თუ არა სერ­თი­ფი­კა­ტი ყვე­ლა სტო­მა­ტო­ლოგს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს - ბა­ზა­რი თვით­რე­გუ­ლი­რე­ბა­დია, ამი­ტომ შე­საძ­ლოა, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის ზრდამ, კონ­ტროლ­მა, მისი გაძ­ვი­რე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს.. დღეს ხში­რად ხდე­ბა, რომ ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­საც არც კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს, არც საკ­მა­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა, და­ბა­ლი ფა­სე­ბით იზი­და­ვენ პა­ცი­ენტს, რაც ერთი შე­ხედ­ვით, პა­ცი­ენ­ტის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნია, მაგ­რამ ხში­რად, ისი­ნი კი­დევ უფრო ზა­რალ­დე­ბი­ან და ამის მერე მი­მარ­თა­ვენ კვა­ლი­ფი­ცი­ურ ექიმს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი მკურ­ნა­ლო­ბა ორ­ჯერ ძვი­რი უჯ­დე­ბათ… დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტო­მა­ტო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ია­ფია, მაგ­რამ ეს ხა­რის­ხის ხარ­ჯზე არ უნდა ხდე­ბო­დეს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"კბილის ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, გაძვირდეს"

"კბილის ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, გაძვირდეს"

სტომატოლოგიურ კლინიკებზე ახალი რეგულაციები დაწესდება, მოთხოვნა და სტანდარტი მკაცრდება.

კერძოდ,  მთავრობის 159-ე დადგენილებით, "მაღალი რისკის მქონე სამედიცინო საქმიანობის რეგლამენტში" რამდენიმე ცვლილება შევიდა: სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე არანაკლებ 14 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, ხოლო ყოველ დამატებით სავარძელზე - არანაკლებ 7 კვადრატული მეტრის; პაციენტების მოსაცდელები და ექიმის კაბინეტი ვენტილაციით უნდა იყოს აღჭურვილი, სტომატოლოგიურ კლინიკებში უნდა შეიქმნას პირობები შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ასევე, უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის, როგორიცაა წყალმომარაგება, ჰიგიენის და სადეზინფექციო საშუალებები, საპირფარეშო. აუცილებელია თუ არა ცვლილებები და ხომ არ გაიზრდება ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე? - ამ კითხვით ორთოპედ-სტომატოლოგთა კავშირის თავმჯდომარე ლევან პერტენავას მივმართეთ.

- რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია, სტომატოლოგიური კლინიკის გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს შორის უნდა იყოს სათანადო ფართი, ვენტილაცია და დეზინფექცია, რომ შიდსის, C ჰეპატიტის და სხვა დაავადებების ამ გზით გავრცელება თავიდან ავიცილოთ. მეტი მოთხოვნები უნდა იყოს კბილის ტექნიკოსების მიმართ. კლინიკური მასალები, კერძოდ, საანაბეჭდო მასები ყველასათვის ხელმისაწვდომი კი არ უნდა იყოს, არამედ მხოლოდ მათთვის, ვინც სერთიფიცირებულია - ასეა განვითარებულ ქვეყნებში.

ასევე, ძალზე დაბალია ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაცია. უნდა დადგინდეს სტომატოლოგიური კლინიკების ფართი, მისი მიხედვით სავარძლების რაოდენობა; სტანდარტები, რომელსაც რეალურად, არავინ იცავს, ყველამ უნდა დაიცვას. სტომატოლოგიური კლინიკების აკრედიტაცია, ლიცენზირებაც ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს. პატარა კლინიკები, სტომატოლოგიური კაბინეტები მკაცრად უნდა შემოწმდეს, სანამ მუშაობის უფლება მიეცემა, უნდა შემოწმდეს, აქვს თუ არა სერთიფიკატი ყველა სტომატოლოგს.

რაც შეეხება ფასებს - ბაზარი თვითრეგულირებადია, ამიტომ შესაძლოა, მომსახურების ხარისხის ზრდამ, კონტროლმა, მისი გაძვირებაც გამოიწვიოს.. დღეს ხშირად ხდება, რომ ტექნიკური პერსონალი, რომელსაც არც კვალიფიკაცია აქვს, არც საკმარისი განათლება და გამოცდილება, დაბალი ფასებით იზიდავენ პაციენტს, რაც ერთი შეხედვით, პაციენტისთვის მომგებიანია, მაგრამ ხშირად, ისინი კიდევ უფრო ზარალდებიან და ამის მერე მიმართავენ კვალიფიციურ ექიმს, საბოლოო ჯამში კი მკურნალობა ორჯერ ძვირი უჯდებათ… დღეს საქართველოში სტომატოლოგის მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე იაფია, მაგრამ ეს ხარისხის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

ნინო კვიტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია