პარტნიორები:

    რა გზავნილი "გამორჩა" ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი სახლის პრესრელიზში

    რა გზავნილი "გამორჩა" ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი სახლის პრესრელიზში

    ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრას აფასებს.

    ""ქართული ოცნების" მხარდამჭერი ტროლები, უცნაური სახელებით მორბიან და იქ, სადაც შეერთებული შტატების უმაღლეს პირებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის გამო კმაყოფილებას გამოვხატავ წერენ, რომ "გულზე უნდა გავსკდე".

    ტროლებს ცხადია ვბლოკავ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ტროლები არ ფიქრობენ ასე, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავ:

    ძვირფასებო, ძალიან ვწუხდი რომ წელიწადნახევარი გავიდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან და ამერიკაში საქართველოს უმაღლესი პირების ვიზიტი შემდგარი არ იყო ბიძინა ივანიშვილის უაზრო ახირების გამო იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეერთებული შტატების კრიტიკის მოსმენა არ სურდა.

    ძალიან გამიხარდა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ამბების ფონზე შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებას შეხვედროდა და ამ ფორმით გამოეხატა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდაჭერა.

    ასევე ძალიან გამიხარდა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საქართველოს პირველ პირებს კანონის უზენაესობის მნიშვნელობა შეახსენა და ლიდერებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

    არ მომეწონა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს გზავნილი "გამორჩათ", მაშინ როდესაც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზი სწორედ ამ გზავნილით იწყება.

    გამიხარდება, თუ მომავალში აღარ "გამორჩებათ" ხოლმე.

    და ზოგადად, ძალიან გამიხარდება, თუ საქართველოს ხელისუფლება იმ გზით ივლის, რა გზაც მე მიმაჩნია სწორად საქართველოსთვის.

    შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან შეხვედრა ამ გზაზე გადადგმული ნაბიჯია.

    კმაყოფილი ვარ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურს გაესაუბრა. ვფიქრობ მნიშვნელოვანი სიგნალია შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და მოლდოვას ხელისუფლებებთან შეხვედრა იმ დროს, როდესაც პუტინის რეჟიმი უკრაინისთვის იბრძვის.

    ცხადია უფრო გამიხარდებოდა, შეხვედრა უფრო მაღალი რანგის ყოფილიყო - საქართველოსთვის პრეზიდენტს ემასპინძლა ოვალურ ოფისში, მაგრამ ესეც კარგია.

    არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა გაიგო ჩვენმა მთავრობამ ამ შეხვედრიდან - მიხვდნენ თუ ვერ მიხვდნენ, რომ იმ პროდასავლური ოპოციზიური ძალის განადგურებაზე ოცნება, რომლის დამფუძნებელსაც ამერიკის დამფუძნებელ მამას ადარებს მათი მასპინძელი, უნდა შეწყვიტონ და მათთან ერთად განაგრძონ საქართველოს ტრანსატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლა, მიხვდნენ თუ ვერ მიხვდნენ, რომ ევრაზიულ კავშირზე გაუგებარი გზავნილები არ უნდა აკეთონ, არც სომხეთი მოიყვანონ საგარეო პოლიტიკის საუცხოო მაგალითად", - წერს ჩერგოლეიშვილი.

    ტელეწამყვანის პოსტს კომენტარი გაუკეთა ექსპერტმა გია ნოდიამ.

    "მე მგონი მარტივია, ყველა საკუთარი თავის მიხედვით მსჯელობს. მიშას მიმართ ამერიკის მხარდაჭერას ხომ პირადად მის მიმართ მხარდაჭერად აღიქვამდნენ და, შესაბამისად, "გულზე სკდებოდნენ". ეს ვიზიტიც ჩათვალეს კონკრეტულად ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" მხარდაჭერად და ბუნებრივი ჰგონიათ, რომ ახლა ნაციონალები უნდა "გასკდნენ გულზე". ის, რომ ვაშინგტონში სხვა კატეგორიებით აზროვნებენ და საქართველოს უცხადებენ ან არ უცხადებენ მხარდაჭერას, ეს მათთვის რთული გასაგებია, უმაღლესი მათემატიკაა, რომელიც არ გაუვლიათ", - წერს ნოდია.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა.

    აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას შეუერთდა.

    პრემიერთან ერთად ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, ასევე აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ.

    აშშ-ის მხრიდან კი - პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი.

    იხილეთ ასევე: რამდენ ხანს გაგრძელდა ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრა და როგორ ეხმაურება უცხოური მედია პრემიერის ვიზიტს აშშ-ში

    "ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

    ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

    "მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს