სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაქარეიშვილისთვის ოლიმპიადის შემდეგ მავთულხლართების გავლება მოსალოდნელი იყო
ზაქარეიშვილისთვის ოლიმპიადის შემდეგ მავთულხლართების გავლება მოსალოდნელი იყო

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ამის შე­სა­ხებ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც სო­ფელ ატო­ცის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მავ­თულხლარ­თე­ბის მონ­ტა­ჟის გა­ნახ­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სამ­წუ­ხა­როდ. ოლიმ­პი­ა­დის კონ­ტექ­სტში რუ­სე­თის ამას ბუ­ნებ­რი­ვია, არ გა­ა­კე­თებ­და",- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა. მისი თქმით, აშ­კა­რაა, რომ რუ­სეთს ძა­ლი­ან ცოტა რე­სურ­სი აქვს დარ­ჩე­ნი­ლი.

"ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორ მოქ­მე­დებს ის უკ­რა­ი­ნა­ში, სხვა ქვეყ­ნებ­შიც ვნა­ხავთ ჩვენ მის მოქ­მე­დე­ბებს, მაგ­რამ, მად­ლო­ბა ღმერ­თს ჩვე­ნი მთავ­რო­ბის გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მას არაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს",- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის აშშ-ში ვი­ზიტს და­ემ­თხვა და იქ გა­მარ­თულ მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რებ­ზე რუ­სე­თის ამ ქმე­დე­ბებ­ზე ისა­უბ­რეს. რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ სა­კი­თხზე აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მატ­შიც ისა­უბ­რე­ბენ.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა ხე­დავს, რამ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად კონ­ტრო­ლი აქვს და­კარ­გუ­ლი რუ­სეთს. ის ცდი­ლობს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი. ამი­ტომ, აშ­კა­რად, ევ­რო­პა კი­დევ უფრო მონ­დო­მე­ბუ­ლია და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, რათა მკა­ფი­ოდ და ცალ­სა­ხად გა­ნა­ცხა­დოს რომ მხარს და­უ­ჭერს სა­ქარ­თვე­ლოს. აშ­კა­რაა, რომ ჩვენ­მა სწორ­მა პო­ლი­ტი­კამ ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის მეტი არა­ფე­რი და­უ­ტო­ვა რუ­სეთს. ჩვენ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­ტკი­ცე, ჩვენ გვჭირ­დე­ბა მი­ვი­დეთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­მო­წე­რამ­დე",- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თქმით, მთავ­რო­ბა მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს, რომ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­თან მო­სახ­ლე­ო­ბა დარ­ჩეს და ად­გილ­ზე შე­უქ­მნას მათ არა მარ­ტო არ­სე­ბო­ბის, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაქარეიშვილისთვის ოლიმპიადის შემდეგ მავთულხლართების გავლება მოსალოდნელი იყო

ზაქარეიშვილისთვის ოლიმპიადის შემდეგ მავთულხლართების გავლება მოსალოდნელი იყო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მავთულხლართების გავლების განახლება მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების მონტაჟის განახლებას გამოეხმაურა.

"ეს მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ. ოლიმპიადის კონტექსტში რუსეთის ამას ბუნებრივია, არ გააკეთებდა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთს ძალიან ცოტა რესურსი აქვს დარჩენილი.

"ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ის უკრაინაში, სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ ჩვენ მის მოქმედებებს, მაგრამ, მადლობა ღმერთს ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას არაფრის საშუალებას არ აძლევს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მავთულხლართების გაბმა საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს დაემთხვა და იქ გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე რუსეთის ამ ქმედებებზე ისაუბრეს. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც ისაუბრებენ.

"საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს, რამდენად აგრესიულია და ფაქტობრივად კონტროლი აქვს დაკარგული რუსეთს. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენები. ამიტომ, აშკარად, ევროპა კიდევ უფრო მონდომებულია და მოტივირებულია, რათა მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს რომ მხარს დაუჭერს საქართველოს. აშკარაა, რომ ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ ბორდერიზაციის მეტი არაფერი დაუტოვა რუსეთს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმტკიცე, ჩვენ გვჭირდება მივიდეთ ასოცირების ხელმოწერამდე",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კონფლიქტის ზონებთან მოსახლეობა დარჩეს და ადგილზე შეუქმნას მათ არა მარტო არსებობის, არამედ განვითარების საშუალება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა