მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯამბაზი კახი კალაძისგან გოლს და შუქს ერთდროულად ითხოვს
ჯამბაზი კახი კალაძისგან გოლს და შუქს ერთდროულად ითხოვს

"ქა­ღალ­დის წვი­მის" პრე­მი­ე­რა ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში, რეზო თა­ვარ­თქი­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე შედ­გა. რე­ჟი­სო­რი 2011 წლის "დუ­რუ­ჯის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნიკა სა­ბაშ­ვი­ლია.

სპექ­ტაკ­ლი კლო­უ­ნა­დის ჟანრს ეკუთ­ვნის, სა­დაც ოთხი ჯამ­ბა­ზი მო­ნა­წი­ლე­ობს, აქე­დან სამი - მა­მა­კა­ცია და ერთი - ქალი. ისი­ნი უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რე­ბენ მა­ყუ­რე­ბელ­თან, არ გა­აჩ­ნი­ათ ეროვ­ნე­ბა და სხვა­დას­ხვა ენებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. რე­ჟი­სო­რი თვლის, რომ კლო­უ­ნა­დის ფორ­მა­ტი სი­მარ­თლის თქმის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. სპექ­ტაკლში სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი ერთი ქა­ლის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს და თა­ვი­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბით, გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით თუ რო­მან­ტი­უ­ლო­ბით ლა­მო­ბენ მას­თან სი­ახ­ლო­ვეს, ერთ-ერთი ფუ­ლი­თაც ცდი­ლობს ბედ­ნი­ე­რე­ბის ყიდ­ვას... თუმ­ცა ქალი მა­ინც მარ­ტო­სუ­ლია და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზეც არა­ერ­თხელ და­ფიქ­რე­ბუ­ლა.

სპექ­ტაკლში სა­ფი­ნა­ლო თვით­მკვლე­ლო­ბის სცე­ნაც სუს­ტი და ცვა­ლე­ბა­დი ქა­ლის ტრი­უ­კია. ჯამ­ბა­ზი მა­მა­კა­ცე­ბის როლს ვახ­ტანგ ნო­ზა­ძე, ზურა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი თა­მა­შო­ბენ, ქალი ჯამ­ბა­ზის როლს ანა სა­ნა­ია ას­რუ­ლებს.

Ambebi.ge-მ ერთ-ერთ კონ­კრე­ტულ ეპი­ზოდ­ზე, რო­მელ­შიც კახი კა­ლა­ძის გვა­რი ახ­სე­ნეს, გან­მარ­ტე­ბა რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ ჯამ­ბაზს სთხო­ვა:

- ზურა, რო­გორ ახ­სნი ამ ეპი­ზოდს, სა­დაც ემო­ცი­უ­რად ახ­სე­ნებ დღე­ვან­დე­ლი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის გვარს?

ზურა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი: "ის, რომ ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს, ამას არ აქვს ახ­სნა, ალე­გო­რი­უ­ლია. უბ­რა­ლოდ, ვა­კავ­ში­რებთ, რომ კა­ლა­ძის გო­ლის გა­ტა­ნის დროს ქვრე­ბა შუქი და ეს ორი მო­მენ­ტი ერთ გვარ­თან ასო­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, კა­ლა­ძე­ზე კვლავ კარ­გი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს, მან ფუტ­კა­რი­ვით იშ­რო­მა, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია ფეხ­ბურთში, მივ­ცეთ დრო და მი­ნის­ტრის რან­გშიც გვაჩ­ვე­ნებს კარგ შე­დე­გებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebe.ge-სთვის

ნა­თია გე­დე­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ჯამბაზი კახი კალაძისგან გოლს და შუქს ერთდროულად ითხოვს

ჯამბაზი კახი კალაძისგან გოლს და შუქს ერთდროულად ითხოვს

"ქაღალდის წვიმის" პრემიერა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, რეზო თავართქილაძის სახელობის ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა. რეჟისორი 2011 წლის "დურუჯის" გამარჯვებული ნიკა საბაშვილია.

სპექტაკლი კლოუნადის ჟანრს ეკუთვნის, სადაც ოთხი ჯამბაზი მონაწილეობს, აქედან სამი - მამაკაცია და ერთი - ქალი. ისინი უშუალო ურთიერთობას ამყარებენ მაყურებელთან, არ გააჩნიათ ეროვნება და სხვადასხვა ენებზე საუბრობენ. რეჟისორი თვლის, რომ კლოუნადის ფორმატი სიმართლის თქმის კარგი საშუალებაა. სპექტაკლში სამივე მამაკაცი ერთი ქალის გარშემო ტრიალებს და თავისი განსხვავებულობით, გულუბრყვილობით თუ რომანტიულობით ლამობენ მასთან სიახლოვეს, ერთ-ერთი ფულითაც ცდილობს ბედნიერების ყიდვას... თუმცა ქალი მაინც მარტოსულია და თვითმკვლელობაზეც არაერთხელ დაფიქრებულა.

სპექტაკლში საფინალო თვითმკვლელობის სცენაც  სუსტი და ცვალებადი ქალის ტრიუკია. ჯამბაზი მამაკაცების როლს ვახტანგ ნოზაძე, ზურა ავსაჯანიშვილი და ნიკოლოზ ნანიტაშვილი თამაშობენ, ქალი ჯამბაზის როლს ანა სანაია ასრულებს.

Ambebi.ge-მ  ერთ-ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე, რომელშიც კახი კალაძის გვარი ახსენეს, განმარტება როლის შემსრულებელ ჯამბაზს სთხოვა:

- ზურა, როგორ ახსნი ამ ეპიზოდს, სადაც ემოციურად ახსენებ დღევანდელი ენერგეტიკის მინისტრის გვარს?

ზურა ავსაჯანიშვილი: "ის, რომ ვუყურებ ტელევიზორს, ამას არ აქვს ახსნა, ალეგორიულია. უბრალოდ, ვაკავშირებთ, რომ კალაძის გოლის გატანის დროს ქვრება შუქი და ეს ორი მომენტი ერთ გვართან ასოცირდება. თუმცა, როგორც პიროვნებას, კალაძეზე კვლავ კარგი წარმოდგენა მაქვს, მან ფუტკარივით იშრომა, რომ წარმატებისთვის მიეღწია ფეხბურთში, მივცეთ დრო და მინისტრის რანგშიც გვაჩვენებს კარგ შედეგებს.

სპეციალურად Ambebe.ge-სთვის

ნათია გედენიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია